რაული და მორიენტესი 25 წელია მეგობრობენ. ერთად დაესწრნენ ნანდოს მეუღლის მშობიარობას. ერთად უკეთ თამაშობდნენ, ვიდრე ცალ-ცალკე

2002 წლის ზაფხულში "გალაქტიკოსის" გასახდელი მართლაც პირველად აფეთქდა, როდესაც ფლორენტინო პერესმა მორიენტესი უეფას სუპერთასის განაცხადიდან ამოაგდო. „ფეხბურთელთა უმეტესობა აღშფოთდა, ყველაზე მეტად კი რაული, რომლისთვისაც ფერნანდო ძმასავით იყო.“, - იხსენებს დელ ბოსკეს ასისტენტი ტონი გრანდე. მადრიდში ვიღაცამ რაულის რეაქციის შესახებ პრეზიდენტს უთხრა და მათ შორის ურთიერთობა სამუდამოდ გაფუჭდა.

ძნელად თუ წარმოიდგენდა რაული, რომ ეს 8 წლის შემდეგ დაუბრუნდებოდა, როდესაც უკვე „რეალის“ დიდი ვარსკვლავის სტატუსის მქონეს „შალკეში“ გააძევებდნენ. თუმცა, რომც სცოდნოდა, სხვანაირად მაინც არ მოიქცეოდა. ისინი ხომ მართლაც ძმებივით იყვნენ. როდესაც პერესმა მორიენტესს ტრიბუნაზე მიუჩინა ადგილი, რაულმა თავისი მაისურას ქვეშ მეგობრის მაისურა ჩაიცვა და ასე დაუჭირა მხარი.

რაულისა და მორიენტესის დუეტი 90-იანების დასასრულსა 2000-იანების დასაწყისში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ისინი 1995 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დამეგობრდნენ. მაშინ ესპანეთი მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო რაული 4 გოლით ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შედეგზე რომ ეთამაშათ, მეტისთვისაც შეეძლოთ მიეღწიათ. „ვხალისობდით. უბრალოდ თამაშისგან სიამოვნებას ვიღედით. ის პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ჩვენს კარიერაში, რამეთუ ახალგაზრდულ ნაკრებში არ არის ის ზეწოლა, როგორიც კლუბშია. ახლა ეს კარგი გასახსენებელია. მაშინ კარიერას ვიწყებდით და მხოლოდ განვითარებასა და წარმატებაზე ვფიქრობდით“, - ამბობს მორიენტესი.

იმ დროს 18 წლის მორიენტესი „სარაგოსაში“ თამაშობდა, სადაც 2 სეზონში 34 გოლი გაიტანა და „რეალმა“ წაიყვანა. რაული იქ უკვე ბრწყინავდა. ქვეყნის ორი მთავარი შემტევი ტალანტი ორი წლის შემდეგ თანაკლუბელები გახდნენ და დაბერებული შუკერი და მიატოვიჩი განზე გასწიეს. მათი ტანდემი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული გახდა. მათ 1998/99 წლების სეზონში 54 გოლი გაიტანეს. შემდეგ წელს ფინალში თითო-თითო გოლი გაიტანეს და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. რაული ბომბარდირი გახდა, მორიენტესი კი ათეულში შევიდა.

„რაული ჩემში კონკურენტს არ ხედავდა, სასტარტოში ორ ადგილზე რამდენიმე ფეხბურთელი იყო, თუმცა ჩემში მხოლოდ მეგობარს ხედავდა. მისთვის ჩემი და თავისი გოლები ერთი და იგივე იყო“, - დაწერა ფერნანდომ რაულის ბიოგრაფიაში.

„ისინი ისევე კარგები არიან როგორც კოული-იორკი და შევჩენკო-რებროვი. რაული ბევრს მოძრაობდა, ქრებოდა შეტევიდან და ერთვებოდა სიღრმიდან. მორიენტესი კი მომენტებს საჯარიმოსთან ქმნიდა, მეტოქეთა დაცვაზე ზეწოლას ახორციელებდა. მეორე სართულზე პრობლემებს უქმნიდა“, - იხსენებს ჰიდინკი. გუტი ნანდოს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო „ცხრიანად“ მიიჩნევდა. ბაროში იან კოლერს ადარებდა. ერთხელ 5 გოლი გაიტანა და აქედან 4 თავით.

ჰაინკესი მოროს ძალისმიერ ორთაბრძოლებში იყენებდა. ტოშაკმა პრობლემური 1998/99 წლების სეზონისას გუნდი 4-2-3-4 ტაქტიკურ სქემაზე გადაიყვანა, სადაც რაული ნანდოს უკან დააყენა, ორივეს ურთიერთმოქმედებაში დინამიკა დაუმატა და 20 ტურში 34 გოლი გაიტანეს. თუმცა, ყველაზე უკეთ ისინი დელ ბოსკემ გახსნა. 2000 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში რაული ნახევარდაცვის ცენტრში გაამწესა, ხოლო წინ ანიელკა და მორიენტესი გაუშვა. ორივე იერიშებს „წელავდნენ“ და „ვალენსიას“ მძლავრ ფლანგებს კეტავდნენ, რაული კი ცენტრიდან უტევდა. ასე გატეხა დელ ბოსკემ მეტოქე - 3:0 მოიგეს. არადა, „რეალი“ აუტსაიდერად ითვლებოდა, ხოლო რაულმა და მორიენტესმა მოწინააღმდეგის კარი დალაშქრეს. ამ სტრატეგიას დელ ბოსკე სხვა მატჩებშიც მიმართავდა. ანელკა წუწუნებდა, რომ ბურთის ასართმევად უწევდა უკან ჩასვლა, ნანდო კი ხმის ამოუღებლად მუშაობდა.

რაულმა და მორიენტესმა ერთად რამდენიმე წელიწადში 253 გოლი გაიტანეს. „ჩემთვის სწორედ რაულის გვერდით თამაში იყო მნიშვნელოვანი, ვინაიდან ერთმანეთს ჩინებულად ვუგებდით. მე მასთან ფორვარდებზე უკეთ ვურთიერთმოქმედებდი, რამეთუ კარგად შეთამაშებული ვიყავით. ყოველთვის ძალდაუტანებლად ვმოქმედებდი“, - ამბობდა ნანდო.

ისინი მოედნის მიღმაც განუყრელნი იყვნენ, ლუდს სვამდნენ, მოდელებს იცნობდნენ და 1999 წელს ნახევარწლიანი ინტერვალით დაქორწინდნენ. ნანდო რაულის მეჯვარე იყო.

რაული მორიენტესის მეუღლის მშობიარობისას მეგობრის გვერდით იყო და პერესთან მხარი დაუჭირა. ეს ჭეშმარიტი მეგობრობა იყო. როცა მორიენტესს მეორე შვილი შეეძინა, ქალიშვილი ლიუსია, ვიქტორია მორიენტესის გვერდით რაულიც იმყოფებოდა. „ის ისე ნერვიულობდა, თითქოს თავად ელოდებოდა შვილის დაბადებას, მე ძალიან დაღლილი ვიყავი და სავარძელში ჩამეძინა. რაული კი ჩემს მეუღლეს ეხმარებოდა. ამას ვერასოდეს დავივიწყებ“, - იხსენებს მორიენტესი.

ეს 2001 წელს მოხდა. ერთი წლის შემდეგ პერესმა პირველად სცადა მორიენტესის თავიდან მოცილება - სწორედ იმ სუპერფინალის წინ. 2002 წლის ზაფხულში „რეალი“ რონალდოზე, „ბარსელონა“ კი მორიენტესზე ნადირობდა. ფლორენტინომ კომბინაცია მოიფიქრა: რონალდო „რეალში“, ფერნანდო „ინტერში“, შემდეგ მილანელები მას „ბარსას“ მიყიდიდნენ და ყველა კმაყოფილი დარჩებოდა, მაგრამ „სამეფო გუნდის“ ფეხბურთელები წინააღმდეგი წავიდნენ. სუპერთასის ღამეს პაპარაცებმა სასტუმროს ჰოლში იეროს, რაულის, პერესისა და ვალდანოს ხმამაღალი საუბარი დააფიქსირეს. ფეხბურთელებმა მორიენტესი დაიცვეს.

თამაშის მიხედვით მისადმი პრეტენზიები არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. 2000/01 წლების სეზონში ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, შემდეგ წელს კი ლა ლიგაზე მეორე ბომბარდირი გახდა. რაულთან ერთად იმ სეზონში 50 გოლი გაიტანა.“რეალმა“ მისი მისვლის შემდეგ 5 წელიწადში 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. დელ ბოსკეს უკმაყოფილების საბაბი არ ჰქონდა. მორიენტესის გვარი „გალაქტიკოსის“ ეპოქისთვის ძალიან ხმამაღლა არ ჟღერდა. მან ბოლომდე ვერ გამოიყენა მოედანზე ყველაზე პოპულარულ პოზიციაზე საკუთარი კომერციული პოტენციალი.

პერესმა მაშინ მორიენტესის თავიდან მოცილება ვერ მოახერხა, მაგრამ რონალდო მაინც ჩაიგდო ხელში. ამის შემდეგ ნანდოს „რეალში“ მომავალი დასრულდა. დელ ბოსკეს მისი საწინააღმდეგო არაფერი არ ჰქონდა, მაგრამ კლასში სხვაობის იგნორირება არ შეეძლო. მაშინ ფენომენისთვის კონკურენციის გაწევას ვერავინ ახერხებდა. შედეგად „მონაკოში“ იჯარით გაუშვეს - პერესმა გაიმარჯვა.

ასე დაიშალა ესპანური ფეხბურთის მაშინდელი საუკეთესო დუეტი. რაულმა მეგობრის ნაცვლად რონალდოსთან მწვავე კონკურენცია მიიღო. ბრაზილიელმა მოულოდნელად კაპიტანი გვერდზე გასწია და მთავარი თავდამსხმელის სტატუსისთვის ბრძოლაში გაერთო: ადგილი ჰქონდა კამათს და ნაცნობი ჟურნალისტებისაგან კონკურენტზე ზეწოლას. მოწამლულმა ატმოსფერომ ყველაფერ ამასთან ერთად რაულის რეგრესი გამოიწვია - 29 გოლიდან 7 გოლამდე შეუმცირდა სეზონური შედეგიანობა. ბრაზილიელის გაყიდვის მერე რაული „გაცოცხლა“, თუმცა ძველი შედეგიანობა ვეღარ დაიბრუნა. მორიენტესთან ერთად გატარებული 5 წელი მის კარიერაში საუკეთესო გახლდათ.

„მორიენტესი ჩემი საუკეთესო მეწვილე იყო“, - აღიარა შემდეგ რაულმა.

ისინი ახლაც ოჯახებით მეგობრობენ. შვილებიც კარგი მეგობრები არიან. მორიენტესი 2004 წელს ცოტა ხნით დაბრუნდა, მაგრამ რონალდოსა და ოუენის კონკურენციას ვერ გაუძლო და კვლავ წავიდა. შემდეგ წელიწადნახევარი „ლივერპულში“ თამაშობდა და მკაცრ ინგლისურ კლიმატს ვერ ეგუებოდა, იყო ერთი წარმატებული სეზონი „ვალენსიაში“ და მშვიდი ფინიში „მარსელში“. რაული მეტხანს შეყოვნდა, გერმანიასა და კატარში გაიხმაურა და 2015 წელს ბუცები აშშ-ში ლურსმანზე ჩამოაკონწიალა.

ბოლოს ერთად 2006 წელს ნაკრებში იასპარეზეს. მეგობრობა მემკვიდრეობით გრძელდება. ფერნანდიტო მორიენტესის ერთ-ერთი საუკეთესო ძმაკაცი რაულის უფროსი შვილი ხორხე გონსალესია. ერთმანეთს „ბროს“ უწოდებენ და მამებივით „რეალში“ ერთად თამაშზე ოცნებობდნენ, რაც არ გამოუვიდათ.

მორიენტესები, გონსალესები და სანსები (რეალის ყოფილი მცველის ფერნანდოს ოჯახი) დღესასწაულებს ხშირად ერთად ხვდებიან. ერთ-ერთი საღამოს ფოტოს მეუღლეების წარწერაც ამშვენებს: „1+1 = 13“, რითაც მინიშნებულია, რომ ერთი დიდი ოჯახი არიან.

კონტრაქტს აღარ გააგრძელებს - კურტუა "რეალიდან" მალე წავა
"თუ ის წავა, "ბარსელონაში" დავბრუნდები" - მესის კატალონიური გრანდის მაისურით კვლავ ვიხილავთ?
[PHOTO] ლაპორტა: ვარ მიმზიდველი და ფულს ვნებიანი სექსი მირჩევნია
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე