საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ფინეთში გაემგზავრა, სადაც ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის 2 მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში შვეიცარიას ეთამაშება. ეს გახლავთ ფიბას მიერ კოვიდ-პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატი, რაც ერთი შესარჩევი ჯგუფის მთლიანი ფანჯრის თამაშების ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი, ერთ დარბაზში ჩატარებას გულისხმობს.

საქართველოს ნაკრები თბილისიდან სუპერლიგაში მოთამაშე 8 კალათბურთელით გაემგზავრა. ესენი არიან: მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ბულაშვილი და ილია ლონდარიძე.

თბილისიდან ნაკრების წევრები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში დღის 12 საათზე გაფრინდნენ და სამსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ დანიშნულების ადგილზე იყვნენ. ნაკრები ჰელსინკის სასტუმრო crowne plaza-ში დაბინავდა, სადაც ფინური “ბაბლის” ოთხივე მონაწილე საკარანტინე პირობებით ცხოვრობს. ნაკრებს ფინეთის დედაქალაქის აეროპორტში დახვდა ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე თად მაკფადენი, ხოლო სასტუმროში - გიორგი შერმადინი. ჰელსინკიში სადილისთვის ჩამოვიდნენ ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მისი ასისტენტი - ილიას ზუროსი და გიორგიოს ლიმნიატისი; ასევე, საფრანგეთში მოთამაშე გიორგი კორსანტია და გიორგი ტურძილაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ესპოოს “მეტრო არენაზე” პირველ ვარჯიშს გამართავს. ეროვნულ გუნდს 27 ნოემბერს თორნიკე შენგელია შეუერთდება.

GBF.GE

levani
ლონდარიძის სტატისტიკა: 45 წამოხტომა, 128 შარფის გაფრიალება, 120 შეძახილი და 50 ღცევა დარიგება
emigranti
გამეხარდა ლონდარიძის გამოძახება, სათადარიგო სკამზე ყველაზე კარგად გამოიყურება:)))
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89