არგენტინული "კლარინის" ცნობით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ქალაქ ტიგრეში გარდაიცვალა. 60 წლის მარადონას გული გაუჩერდა.

ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს უკანასკნელ ხანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ხშირად ექმნებოდა, 4 ნოემბერს კი თავის ტვინში სისხლის გაჟონვა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ის სახლში 11 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო ისევ საავადმყოფოში დააწვინეს.

დიეგო "არგენტინოს ხუნიორსის", "ბოკა ხუნიორსის", "ბარსელონას","ნაპოლის", "სევილიასა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" ღირსებას იცავდა. კლუბებში 492 მატჩში 258 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრებში - 91 მატჩში 34 გოლი.

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

სანდრო
უდიდესი ფეხბურთის ლეგენდა წავიდა..
Dato
მეფე პელეა, ეს ფეხბურთის ღმერთი იყო :( :) el D10S!
lasha
უდიდესი დიეგო!
გიგლია
ჩემი ბალღობის გმირებიდან ალბათ ერთადერთი იყო ვინც შემომრჩა, ვისით აღტაცებასაც დრომ ვერაფერი მოუხერხა, ვერ გაახუნა, ვერ დამავიწყა... ფეხბურთის აქილევსი იყო დიეგო, ნახევრად კაცი, ნახევრად ღმერთი!
ღმერთს ებარებოდეთ
საოცარია რამხელა სიყვარული აქვს დათესილი სამშობლოში რომ 45 მილიონიანმა განვითარებულმა ქვეყანამ ფეხბურთელის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.დიეგო მართლაც ალალათ,კაცურად, ერთგულებით ემსახურა მშობლიურ არგენტინელ ხალხს. მისი საოცარი ტეხნიკური,გულიანი და თავდადებული თამაში ყოველთვის გვემახსოვრება.
სოსო
ქვეყნად სულ რამდენი რელიგიაა?დიეგო მარადონამაც, თავისი რელიგია შექმნა.
gogia
ვისაც 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატი უნახავს,ყველას კარგად ემახსოვრება არგენტინის ნაკრებს მარტომ მოაგებინა ის მუნდიალი.დაუვიწყარი არგენტინა - ინგლისი, მარადონას "ღმერთის ხელი" და დიდებული დრიბლინგი. ის შეიძლება ვინმეს რაღაცის გამო არ მოსწონდა მაგრამ ვერავინ უარყოფს რომ ის იყო ფეხბურთის უგვირგვინო მეფე.ღმერთმა აცხონოს
გიორგი დაშნიანს
მარადონაზე თუ წერ, წერე. მესის აქ მაინც შეეშვით, ვერა გრძნობ, რომ უადგილოა ეს შენი გამოხტომა?
Shalva
Caixo patarcalishvilis valebi
ლაშა
მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემო პატარა ძმებო, ვისაც ფეხბურთი გიყვართ... გუშინ ფეხბურთი მოკვდა და ხვალ თუ ფეხბურთი ისევ იცოცხლებს, და უეჭველია, რომ იცოცხლებს, მხოლოდ იმიტომ, რომ გუშინ რომ მოკვდა, ისეთები არ კვდებიან. ფეხბურთში ისეთებს არ ვგულისმობ. ფებურთში ისეთი ჯერ არ დაბადებულა. შეიძლება დაიბადოს ასი ან ხუთასი წლის შემდეგ, მაგრამ ვისაც დიეგო მოედანზე უნახავს, იმან წუხელ ფებურთიც გამოიტირა, ალალად, კაცურად... მე ის ბედნიერი კაცი ვარ, ვისაც დიეგოს ჩატარებული ყველა მუნდიალი გუშინდელი დღესავით ახსოვს. არგენტინის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გენიოსებს ეროვნება არა აქვთ, ისინი კაცთა მოდგმის ისტორიას წერენ. საოცრებაა დრო: ვიღაც ფუნჯს უსვამდა, ვიღაც ჩუქურთმას ჭრიდა, ვიღა მღეროდა, ვიღაც ომობდა, ვიღაც ლოცულობდა და ვიღაც დროს ძერწავდა... და დიეგო? დიეგო ბურთს აგორებდა... მადლობა დიეგო....
tngh
უფალმა გაანათლოს დიეგოს სული... შეუნდოს ნებსით თუ უნებლიედ ჩადენილი ამ ქვეყნიური ცოდვანი...
გალელი
მშვიდობით დიეგო,მარადონამ შეგვაყვარა ფეხბურთი ჩვენს თაობას და მარად დარჩება ჩვენს გულებში
მახო
ჩემპიონატი მარტომ მოიგო და თან ფეხბურთში ხელით ულამაზესი გოლი გაარჭო ჩემპიონატზე
გიგა
მშვიდად განისვენე დიეგო! შენ საუკეთესო იყავი საუკეთესოთა შორის!! მადლობა ჩემი ბავშვობის ტკბილი საფეხბურთო მოგონებებისთვის..
ირაკლი
მარადონა... რა მაგარი უნდა იყო, რომ ეს "თანწყობა", სამარადჯამოდ გააიგივო ფეხბურთთან. - თამაშთან, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს. დიახ! ის გარდაიცვალა. მხოლოდ ფერი იცვალა და ის არასოდეს არ მოკვდება. ის ყოველთვის ცოცხალი იქნება, სანამ ჩვენ ვიქნებით. მადლობა ლეგენდავ
Alex.F
ლეგენდები არასდროს მიდიან,ისინი მუდამ იქნებიან ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში!
ვახო...
წავიდა მარადონა და თითქოს ბურთი გაჩერდა! აცხონოს უფალმა!
buba
თითქოს ჩემი ბავშვობის ეპოქის მოგონების რაღაც ნაწილი დასრულდა...
მამუკა
ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი! თითქოს ფხბურთის ბურთი მისთვის იყო შექმნილი და რასაც ის ბურთით აკეთებდა იყო ჯადოქრობა და სასწაული! მშვიდობით დიეგო!
gia jashi
იყვნენ მანამდეც ლეგენდები,არიან ახლაც, იქნებიან მომავლშიც,მაგრამ ჩემთვის მარადონა თვითონ ფეხბურთია და ფეხბურთი მარდონაა!
უ ფ ა ლ ო შ ე ი წ ყ ა ლ ე. ამაშია საქმე
მარადონა ფეხბურთის ლომი იყო და ძალიან ბევრი თამაში ნაპოლიში და არგენტინის ნაკრებში როგორც იტყვიან მარტოს აქვს მოგებული.საშუალო ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახადა და თან ევროპის თასიც მოაგებინა.ასევე დიდი ღვაწლი აქვს არგენტინის ნაკრების გაჩემპიონებაში მსოფლიოზე და ასევე ფინალში გაყვანაზე.გთხოვთ დღეს მაინც ნუ დაწერთ მის უარყოფით მხარეებზე პირად ცხოვრებაში.
პავლე
ცათა სასუფეველი მას, მეფეს და ლეგენდას....
გიო
ფეხბურთის გენია. მარადონამ ფეხბურთი უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა თავისი ლამაზი და მიმზიდველი, განუმეორებელი თამაშით. არა მგონია, კიდევ დიდხანს გამოჩნდეს ესეთი "ზევარსკვლავი" ფეხბურთის სამყაროში. ღმერთმა აცხონოს მისი სული იმ ქვეყნად.
SL
რამდენს დასწყვიტა გული, მეც მათ შორის.. და სიმართლეც ვთქვათ - დაისვენა მაგ კაცმა! შეიწყალოს უფალმა.
ტრაური
"გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი ტრაური გამოცხადდა" ტრაურში ალბათ გლოვას გულისხმობდით.
jjj
ეპოქა დასრულდა დიდი! ღმერთმა აცხონოს, თუ ვინმეს ავნო ყველაზე მეტად საკუთარ თავს.
მიჩინიო
საუკეთესო იყო თუ არა, მეტს მიაღწევდა თუ არა, ხელით გატანა სწორი იყო თუ არა, კოკაინის თუ კოკაინის გარეშე, სკანდალური თუ სამართლიანი - ყველა შემთხვევაში ეხლა გვაქვს სამყარო მარადონას გარეშე და ეს სერიოზული ცვლილებაა!
s
გულით ვიტირე.
Goga
Gmertma gaanatlos misi suli. Fexburtis istoriashi sheizleba sauketeso fexburteli, romelic janmrtelobas, samcuxarod, saertod ar ufrtxildeboda.
zaza
გაანათლოს უფალმა მისი სული, უდიდესი ლეგენდა იყო ცხონებული. ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ფეხბურთელის ბედი მარადონას მსგავსი იყო და ალბათ ესეც ნიჭის და უდიდესი ტალანტის გვერდითი მოვლენა არის, ის რაც მარადონას ჭირდა.
gabo
არ მჯერა! შოკია! ასე უცბათ რა მოხდა?
დავით 67
კაცი ლეგენდა. ძალიან გული დამწყდა
giorgi dashniani
მარადონა იყო ყველაზე ჟილკიანი ფეხბურთელი სანამ ნარკოტიკების და ალკოჰოლის მიღებას დაიწყებდა, იციით რითი ჯობია მესის, ყველაფრით, ფეხბურთელს ნაკრებში მოგებული ტიტულებით აფასებენ და არა კლუბის, მესი კი მარადონასავით ლიდერი რომ იყოს გერმანიას მოუგებდა მსოფლიოს ფინალს, სასუფეველში გამყოფოს იმ ქვეყნად დიეგო, იმედია იმ ქვეყნადაც მოიგებ იქაურ მსოფლიოს ჩემპიონატს
giorgi dashniani
მარადონა იყო ყველაზე ჟილკიანი ფეხბურთელი სანამ ნარკოტიკების და ალკოჰოლის მიღებას დაიწყებდა, იციით რითი ჯობია მესის, ყველაფრით, ფეხბურთელს ნაკრებში მოგებული ტიტულებით აფასებენ და არა კლუბის, მესი კი მარადონასავით ლიდერი რომ იყოს გერმანიას მოუგებდა მსოფლიოს ფინალს, სასუფეველში გამყოფოს იმ ქვეყნად დიეგო, იმედია იმ ქვეყნადაც მოიგებ იქაურ მსოფლიოს ჩემპიონატს
giorgi dashniani
მარადონა იყო ყველაზე ჟილკიანი ფეხბურთელი სანამ ნარკოტიკების და ალკოჰოლის მიღებას დაიწყებდა, იციით რითი ჯობია მესის, ყველაფრით, ფეხბურთელს ნაკრებში მოგებული ტიტულებით აფასებენ და არა კლუბის, მესი კი მარადონასავით ლიდერი რომ იყოს გერმანიას მოუგებდა მსოფლიოს ფინალს, სასუფეველში გამყოფოს იმ ქვეყნად დიეგო, იმედია იმ ქვეყნადაც მოიგებ იქაურ მსოფლიოს ჩემპიონატს
კრაზანა
ეი მანდ სამოთხეში ძალიან გაგიმართლათ.
სოსო
დაჯერება მიჭირს.
ლაშა19
სამწუხაროა. ფეხბურთელი მაგარი იყო, ბევრი სიხარული მოუტანა თავის ერს და საერთოდ ფეხბურთის მოუვარულებს, მაგრამ ფეხბურთის გარეთ მას არაფერი სასიკეთო არ მოქონდა, ბავშვებისთვის სათაყვსნებელი იყო ნარკომანი, რაც ამ მანკიერების გავრცელებას ბავშვებში ხელს უწყობდა :(
ბეღურა
უბრალოდ დიეგო მარადონა არა, ჩვენ დიადი დიეგო აღარ გვყავს წარმოდგენილი მაქვს ახლა რა ხდება არგენტინაში, ძალიან ვწუხვარ ძალიან
Hit em up
ძალიან ძალიან ძალიან საწყენია. რამდენი რამის გაკეთება შეეძლო ფეხბურთისთვის და არამარტო. მაგრამ.... ყველა ფეხბურთელისთვის უნდა იყოს მაგალითი როგორც ფეხბურთელი და ასევე მაგილითი იმისა თუ როგორ აკარგვინებს თავს ბევრი ფული და სახელი, როდესაც იცი სამყაროს ყველა კარი ღია არის შენთვის და შენთვის ავტორიტეტები არ არსებოს ძნელია ცდუნებას გაუძლო.... ძალიან სამწუხარო ამბავია
AD10S
არ გარდაცვლილა,ის ყოველთვის ჩვენს გულებში იცოცხლებს
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირების ათეული - რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენი გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე?
მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა - Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა
"ამ ფეხბურთელს "ნაპოლიში" საერთოდ რა ესაქმება? მისი თამაშის ყურებას მირჩევნია, რომ..." - რას აცხადებს მარადონას შვილი?
მარადონას შვილი: ჩემს მამას კვარაცხელია ეყვარებოდა, რადგან...
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა
ოსიმენმა "ნაპოლიში" მარადონას შედეგი გაიმეორა