ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მაკლარენმა სამსახური მონახა

მაკლარენმა სამსახური მონახა

სტივ მაკლარენი ახალ სამსახურში მოეწყო, ის „ნოტინგემ ფორესტის“ თავკაცია
წყალი არ გაუვა: სტივ მაკლარენი ახალ სამსახურში მოეწყო, ის „ნოტინგემ ფორესტის“ თავკაცია. სპეციალისტი, რომელიც სამი-ოთხი წლის წინ ინგლისის ნაკრებს ედგა სათავეში, „ჩემპიონშიპში“ იმუშავებს. თან, საინტერესოა, რომ მაკლარენი „ფორესტში“ წინა მწვრთნელის, ბილი დევისის გაშვების მეორე დღესვე მიიყვანეს.

„სტივს ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება ფეხბურთში. მას „ნოტინგემ ფორესტის“ გაწვრთნა“ უდიდეს გამოწვევად მიაჩნია. ნოტინგემის კლუბი ხომ უდიდესი ისტორიის მქონეა“.

მართლაც, ბოლოდროინდელი სუპერგუნდების შემყურე გულშემატკივარს შეიძლება დაავიწყდა, რომ „ნოტინგემ ფორესტი“ გახლავთ კლუბი, რომელიც ორჯერ გახლდათ დღეს ჩემპიონთა ლიგად გადაკეთებული შეჯიბრების, ევროპის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული. ნოტინგემელებმა ევროპის უდიდესი საკლუბო ჯილდო 1979 და 1980 წლებში აღმართეს. ამასთან, გუნდმა 1979 წელს ევროპის სუპერთასიც მოიგო. რაც შეეხება ინგლისის ჩემპიონის ტიტულს, მას „ფორესტი“ 1978 წელს ფლობდა.

მაკლარენი კი ბოლოს გერმანიაში, კერძოდ კი „ვოლფსბურგში“ მუშაობდა, ოღონდ იქიდან თებერვალში გაუშვეს და მას მერე ისვენებდა. გაზაფხულზე მის სახელს პრემიერლიგის ბევრ გუნდთან აკავშირებდნენ. ამბობდნენ, რომ მას რომელიმე მათგანი ზაფხულში აუცილებლად მიიწვევდა სამუშაოდ. ბოლო ხანს, მწვრთნელის გარეშე დარჩენილმა „ასტონ ვილამაც“ შეიყვანა მაკლარენი ეგრეთწოდებულ შორთ-ლისტში, მაგრამ შემდეგ გული აუცრუვდა.

მოგეხსენებათ, სტივ მაკლარენს საქმეს რეპუტაცია უფუჭებს. ეს ის მწვრთნელი გახლავთ, რომლის დროსაც ინგლისის ნაკრები 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ჯგუფში ჩარჩა და, კაცმა რომ თქვას, მას მერე თვალში ვერც გამოიხედა. ინგლისისდან დიდი ყიჟინით გაგდების შემდეგ მაკლარენი ჰოლანდიაში წავიდა, სადაც, 2010 წელს, „ტვენტე“ ჩემპიონი გახადა, მაგრამ თანამემამულეთა გული ამით, რა საკვირველია, ვერ მოიგო.

მიმომხილველები წერენ, რომ „ნოტინგემ ფორესტი“ მისთვის შესაფერისი გუნდია. „ფორესტმა“ ზემოხსენებული ბილი დევისის ხელმძღვანელობით პრემიერლიგის საგზური ვერ მოიპოვეს - პლეი ოფში კი მოხვდნენ, მაგრამ იქ „სუონსისთან“ დამარცხდნენ.

დევისი შოტლანდიელი სპეციალისტია, რომელიც ნოტინგემის გუნდში 2009 წელს მივიდა და, მართალია, გუნდი სწორი მიმართულებით წაიყვანა, კლუბის ხელმძღვანელობასთან დღენიადაგ კონფლიქტი ჰქონდა. ის დირექტორატს ახალი ფეხბურთელების საყიდლად ფულს სთხოვდა, დირექტორატი კი იაფი წარმატების იმედად იყო.

პირველ წელიწადს დევისმა ახალ ფეხბურთელებში 4 მილიონი ფუნტი დახარჯა, რის შემდეგაც ზედიზედ 19 შეხვედრაში არ დამარცხებულა. ასეთმა მუშაობამ, 2010 წლის სეზონის ბოლოს გუნდი პლეი ოფამდე მიიყვანა, მაგრამ ეს ეტაპი იმ წელიწადსაც გადაულახავი აღმოჩნდა - „ბლექპულთან“ „უემბლიზე“ 6:4 დამარცხდა. ეს ის „ბლექპულია“, რომელმაც გასულ სეზონში, პრემიერლიგაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ მაინც „ჩემპიონშიპში“ დაბრუნდა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა