რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში ქართველების "როტორი" მოსკოვში 0:2 დამარცხდა "სპარტაკთან".

საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში იყო და მე-80 წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ნიკოლაი ყიფიანი შევიდა, ბექა მიქელთაძე კი 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. 85-ე წუთამდე დაჰყო მოედანზე ბათუმის "დინამოდან" გადასულმა ჯოვინო ფლამარიონიმ.

ამ მატჩის წინ ვოლგოგრადული გუნდის ნახევარმცველმა დავითაშვილმა თქვა, რომ მეტოქის სუსტი წერილები იცოდნენ და ამით უნდა ესარგებლათ. ზურიკო ძალიან აქტიური იყო და მე-15 წუთზე საკუთარ საჯარიმოში საჰაერო ბრძოლაში კოკორინს შეეჯახა, რომელსაც იდაყვი თავში მოხვდა და ამ უკანასკნელმა ეპიზოდი ლამაზად გააფორმა. მსაჯმა ვოლოშინმა ჯერ საჯარიმო დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორება ნახა და პენალტად "გადააკეთა", რომელიც თავად "დაზარალებულმა" გამოიყენა. არადა, ფაქტობრივად, წესების დარღვევას საჯარიმოს ხაზთან ჰქონდა ადგილი.

შესვენების შემდეგ დავითაშვილის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ჟიგოს მოხვდა, თუმცა არბიტრმა თერთმეტმეტრიანის დადება ვერ გაბედა. პენალტი მაშინაც არ დანიშნა, როდესაც ზურიკო საჯარიმოში წააქციეს. მერე სტუმართა გუნდის ფეხბურთელ გოგუას გოლი არ ჩათვალა. სანამ შეცვლიდნენ, დავითაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო კომპენსირებულ დროში ნაკუთხურალ ბურთზე ბრძოლა ჟიგომ კვირკველიას მოუგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"როტორი" 8 ქულით აუტსაიდერია და 5 დეკემბერს გასვლაზე "კრასნოდარს" შეხვდება.

აკეკოს
როდის იყო საიმედო? ოდესმე რამეს თამაშობდა?
ალეკო
გეთანხმები. დარტყმა არუვარგა ზურიკოს,ფიზიკურადაც მოიკოჭლებს. პროგრესირება აშკარად შეჩერებული აქვს. არადა მაგრა მეიმედება მაგ ბიჭის. მის ყველა თამაშს ვუყურებ, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში გამბედაობა აკლია, იქ სადაც შეიძლება თავის თავზე აიღოს თამაში ხშირად უკან პას აძლევს.
ლევანი
ჟურნალისტია თუ ნათესავი?მართლა ვერ მივხდი.
saba
ჯერ ერთი იდაყვი მართლა მოხვდა ზურიკოსი სპარტაკელს. მეორეც , მისი დარტყმული ბურთი ჟიგოს გაგანია მხარში მოხვდა და არა ხელში და მერე დავითაშვილს კარში დარტყმების აქვს სავარჯიშო და ივარჯიშოს, ეგ საბა დამატებით უნდა დარჩნენ სტადიონზე, იმას წონა აქვს დასაგდები, ამას დარტყმა დასაყენებელი
ზურაბი
ვაკო მართალია. ვინაა ეს ზუკაკო, ასე რომ ეფერებით? თუ თქვენი ახლობელია, სახლში წაიყვანეთ და უბეშიც ჩაისვით. მაგის ერთი ხეირიანი ფეხის გაქნევაც კი არ მინახავს დღემდე, ზურიკოს ბიძაშვილებო!
ლორდი
ნეტა ამ სტატიის ავტორს რამდენი გადაუხადეს რომ ეს უაზრობა დაეწერა დავითაშვილზე..რა ითამაშა საერთოდ თუ იყო მინდორზე არც კი ხანდა..
იდალგო
მართლა საინტერესოა სად არის? რას აკეთებს? ბოლოს როდის ითამაშა ფეხბურთი?
ვაკო
უაზრო და უნიჭო ფეხბურთელია ნაკრებში აღარ დავინახო სადაა არაბიძე?
zaza
არ არის პენალტი..
12
საჯარიმოს ხაზზე წესების დარღვევა არის პენალტი...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
კვარაცხელია "როტორთან" მატჩის სასტარტოშია
როგორ გააგდეს ქართველების "როტორი" - გუნდს ყაზანში მოედანზე გასვლა არ უნდოდა
მიქელთაძემ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - "ნიუკასლი" ფინალური სერიებისთვის იბრძვის [VIDEO]
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა
სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - მიქელთაძემ "ულსან ჰიუნდაის" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
"ქართველები - ხალხი, რომელიც ფეხბურთს აღმერთებს" - "რუბინის" ექსმწვრთნელი ხვიჩაზე, ბექაზე, ზურიკოსა და ნიკაზე
ქართველების "როტორის" მორიგი უიღბლობა - 93-ე წუთზე წაგებული მატჩი [VIDEO]
ქართველების გუნდის გამარჯვება 6 წაგების შემდეგ
"როტორმა" მახათაძე დაიმატა - მან საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში თამაში არ ისურვა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"როტორში" მხოლოდ ერთი ქართველი დარჩება
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯოვინო ფლამარიონი: ბათუმის "დინამოდან" "როტორში" გადასვლის გადაწყვეტილება ორიოდ საათში მივიღე
[VIDEO] ზურიკოს მეთორმეტე გოლი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
მიქელთაძემ A ლიგაში შესანიშნავი გოლი გაიტანა [VIDEO]
ფლამარიონი ფრანგული გუნდის ფეხბურთელი გახდა
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
ინფორმაცია დადასტურდა - გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული
ბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია
ჯოვინო ფლამარიონი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ფლამარიონმა შეიძლება კარიერა ყაზახეთის ჩემპიონ გუნდში გააგრძელოს
რატომ ვერ გამოიძახა სანიოლმა ჯოვინო ფლამარიონი - ალექსანდრე იაშვილი Fifa-ს წესებს განმარტავს
გრიგალავა მოედნიდან გააძევეს - "როტორი" პრემიერლიგიდან