ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალური მცველი თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს და საბოლოო პასუხს ელის
ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალური მცველი ნოდარ მაჭავარიანი თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს. გუშინ მას ინტერვიუ ჩამოვართვით.

- "დინამოში" უკვე ჩაირიცხე?

- "დინამოს" ჩემი დამატება სურს და გუნდში უკვე ვივარჯიშე კიდეც, მაგრამ ქუთაისის "ტორპედოს" საბოლოო პასუხს ველოდები. თუმცა, ასეც რომ მოხდეს, გუნდს შეკრებაზე ვერ გავყვები, რადგან ვარჯიშზე ფეხი ვიტკინე და 10 დღე დასვენება მომიწევს.

- "ტორპედოსთან" კონტრაქტი დაგიმთავრდა?

- კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება, მაგრამ "დინამოს" გამოსყიდვა სურს.

- "ოლიმპიდან" საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედლით მისულს "ტორპედოში" არ გათამაშებდნენ. ტრავმა ხომ არ გაწუხებდა?

- არაფერი მაწუხებდა, მაგრამ არ მინდა მიზეზებზე ლაპარაკი, ფაქტია, რომ თამაში შემეძლო, მაგრამ... სეზონი დასრულდა თუ არა, ჩემით თბილისის "დინამო" დაინტერესდა, რამაც ძალიან გამახარა. ასეთი გუნდი რომ გიწვევს, მერე სხვაზე აღარც ფიქრობ.

- ვიცოდით, თითქოს რუსთავის "ოლიმპში" უნდა დაბრუნებულიყავი.

- "ოლიმპში" დაბრუნება მართლაც შემომთავაზეს, საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო, როდესაც "დინამო" გამოჩნდა. თუმცა მადლობა რუსთაველებს ყურადღებისა და ნდობისთვის.

- ასეა თუ ისე, დასრულებული ჩემპიონატი შენს აქტივში ვერ ჩაიწერება, ფაქტობრივად, სეზონი დაკარგე.

- ასე გამოდის. რომ მეთამაშა, ბევრად უკეთ ვიქნებოდი, მაგრამ ფორმა მაინც არ დამიკარგავს. უთამაშებლობით უკმაყოფილო ენერგიას ვარჯიშში ვხარჯავდი. "ტორპედოს" ბაზაზე ტრენაჟორების მშვენიერი დარბაზია და იქ საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი. თუმცა თამაში საშინლად მომწყურდა.

- რას იტყვი "დინამოს" ახალი მწვრთნელის, ალექს გარსიას ვარჯიშებზე?

- ბევრ მწვრთნელთან მივარჯიშია, მაგრამ ასეთი საინტერესო ვარჯიშები არ მახსენდება. გამუდმებით ითხოვს პერსონალურ თამაშს კვადრატებში, დაბალ პასებს, გვამუშავებს ბურთის დაჭერაზე, იმაზე, შეტევები მოკლე პასებით და "კედლის" გათამაშებით რომ წამოვიწყოთ, კატეგორიულად კრძალავს უაზრო გადაცემებს, ბურთის დაუფიქრებლად მოგერიებას. გვითხრა, მთელი სეზონი ამაზე ვივარჯიშებთო.

საერთოდ, ყველა ვარჯიში ბურთით მიმდინარეობს. ანუ "დინამოში" "ბარასელონას" სტილს რეალურად ამკვიდრებს. ხშირად გვიმეორებს, რომ უნდა ვითამაშოთ სანახაობრივი და არა ანტიფეხბურთი.

- გასულ სეზონში რომელიმე ჩვენი გუნდი ასეთ ფეხბურთს აჩვენებდა?

- მაგალითად, "ზესტაფონი", თუმცა უმრავლესობა უფრო ანტიფეხბურთს თამაშობდა.

- რას იტყვი ახალ "დინამოზე"?

- გუნდი ძირეულად შეიცვალა. როგორც ვამჩნევ, ეს ეხება არა მხოლოდ შემადგენლობას, არამედ საქმისადმი მიდგომას. აქ უკვე ფიქრობენ არა კონკრეტული ტურნირის ან მატჩის მოგებაზე, არამედ სამომავლო გუნდის ჩამოყალიბებაზე და ნიჭიერ ბავშვებს აწინაურებენ. ვფიქრობ, სერიოზული მუშაობა დაიწყო და პერსპექტიული გუნდი ყალიბდება, სადაც ახალგაზრდებსა და გამოცდილებს შორის ბალანსი დაცული იქნება. ეს უმნიშვნელო ამბავი არ არის, ბევრგან ხომ გუნდს ისე უაზროდ აახალგაზრდავებენ, პატარა ბიჭებს ჭკუის დამრიგებელი უფროსი გვერდში არ ჰყავთ და ვერ იზრდებიან.

რაც მთავარია, შემტევი ფეხბურთის დამკვიდრების მცდელობა მახარებს. მცველი კი ვარ, მაგრამ "ავაზაზე" გავიზარდე და ჩაკეტილ გუნდს და სტილს ვერ ვეგუები, ისევე, როგორც ქართველი გულშემატკივარი. "ავაზას" მოედნიდან "დინამოს" ბაზისკენ რომ გავიხედავდი, ოცნებად მქონდა "დინამოს" ფორმის მორგება, ეს გუნდი კი ბავშვებს შემტევი სტილის გამო გვიყვარდა.

- თბილისის "დინამოში" მოხვედრა ძველებურად საამაყოა?

- როდესაც ბაზაზე შევედი და გუნდთან პირველად ვივარჯიშე, უცებ მივხვდი, რომ ამაყი და ბედნიერი ვიყავი. მარტო "დინამოს" ფორმის მორგებაც კი უფრო თავადჯერებულს გხდის. მერწმუნეთ, ყველა ფეხბურთელი ასე ფიქრობს.

დევიდ აირონს
რა მოგივიდათ ხალხო, ეს რა ჭირი გვჭირს ქართველობას რა იყო! თბილისი და ქუთაისი რამ გაყო, ან ბათუმი და ფოთი?! ყველა ერთნი არა ვართ? უბრალოდ ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა ერთმანეთისადმი ასეთი მიდგომა, სხვა თუ არაფერი! საიდან მოგვეძალა ამდენი ღვარძლი ერთმანეთისადმი? დაე, ღმერთმა ქნას მალე ჩემპიონთა ლიგაზე, ფინალში შეხვედროდენ ქართული გუნდები ერთმანეთს-ჯერ თბილისს მოეგოს, მერე ქუთაის, შემდეგ ბათუმს და ა. შ....
trumania
ვის რა უნდა შეშურდეს დინამოსი? დინამო რომ წარმატებებს აღწევდა ქუთაისელებიც იყვნენ მაგ გუნდში. ეგ იყო 30 წლის წინ. ეხლა პაიჭაძეზე დაგასო ზუსტად მაგ ქვევით მყოფმა გუნდმა ბიჭუნი.თქვენგან მოსულებს ტორპედოში ტაშით მივიღებთ და აქედან მანდ წამოსულს... წავიდა ის დრო როცა ქუთაისი ამარაგებდა თბილისს. მაგის ხარჯზე მიაღწიეთ და აგივარდათ თავში ვითომ თბილისლებმა გააკეთეს მარტო რამე. სამტრედიაში ტანკები რო შეუყენეს და ძალით გახადეს დინამო ჩემპიონი მაგ პონტში ხდებოდა ჩემპიონი სულ თორემ როცა კონკურენცია იყო 98 წლის მერე 3 წელი გენატრებოდათ ჩემპიონის ტიტული მაგ ტორპედოს გადამკიდე ზუსტად.
გივი
ნებისმიერი გუნდიდან წასული ფეხბურთელი ამბობს მაგარ ფორმაში ვიყავი და არ მათამაშებდნენო.(ეს რაც შეეხებოდა ნოდარს)ხოლო ის რომ ქუთაისი მეორე იქნება თბილისის მერე საკამათო არაა, აქ მხოლოდ ის უნდა ითქვას რომ ამის მიუხედავად ქუთაისი და ქუთაისელები არავისზე არ იბოღმებიან, მთავარი ისაა ზოგიერთს, რომ თბილისელი ჰგონია თავისი თავი ის „ხტუნავს“ ყველაზე მაგრად. ნაღდი თბილისელი ამას არ იკადრებს არც სხვას არ აკადრებს მითუმეტეს ქუთაისელს. ბოლო-ბოლო ჩახვალ ქუთაისში და ძვირფასად გაქეიფებენ, აქ ჩამოვლენ და აქაც უნდათ გიმასპინლონ, ზოგიერთმა თბილისელმა კი ეს დაივიწყა, ძალიან გავევროპელდით ამაზე ადრე „თავსლაფი“დაგვესხაო იტყოდნენ. ამიტომაც გირჩევთ ყველას ნუ გალანძღავთ სხვას და ნურც საკუთარ თავს
tolika
Georgia-4ever*** არც ერთ ქუთაისელს თბილისის დინამოს წარმატება არ შურს და თუ ვინმემ ნოდარ მაჭავარიანზე რაიმე დაწერა, ის ამას ნამდვილად იმსახურებს. ბოღმიანი და შურიანი თქვენსკენ მოიკითხე შენ ავადმყოფო.
Georgia-4ever***
დინამოზე როცა საუბარი ყოველთვის ჩანს ქუთაისელების ბოღმა, მაგარი შურიანები ხართ ქუთაისელები, ჯერ დინამოს 30 წლის გამარჯვების აღნიშვნას მარტო ქუთაისელები აპროტესტებდნენ, როცა მთელ საქართველოს უხაროდა. ქუთაისი ყოველთვის თბილისის დაბლა იქნება ისევე როგორც ტორპედო ყოველთვის დინამოს ფრჩხილის ფასი იქნება, გასკდით შურზე და დაიბოღმეთ.
Georgia-4ever***
რა ხართ ეს ქუთაისელები ესეთი ბოღმიანები, ყველას უხარია დინამოს წარმატება ერთი თქვენ გწყინთ, გინდათ თბილისს ეჭიდაოთ მაგრამ არაფერი გამოგივათ, თბილისი ყოველთვის პირველი იქნება და ქუთაისი ყოველთვის მეორე, აი ძაან ჩამორჩენილი მეორე :) , და ტორპედო ყოველთვის დინამოს ქვეშ იქნება .
ika1241
codva xar am sitkvebis mere nodar..
irakli
ამ სიტყვების მერე ხარ ცოდვა ნოდარ, ეცი ასეთს პატივი
heh
შენ არ ჩამოდი – :)))))))))))))))
trumania
ბიჯო შენ არ იყავი რო ჩამოდი და იძახე ეს რა სტადიონი გაქვთ აქო? შენი სტადიონი არ იყო? მოღალატე ხარ ქუთაისის ტორპედოსი და შენნაირი შემარცხვენლები არ გვჭირდება აქ და მაგ სიტყვებისთვის პასუხს აგებ
trumania
ვინ არ მიცა 1 ამას შანსი? :D დუბლებში იყო და დაიზანტებოდა. ძირითადში ათამაშეს და თუ რამე გოლი გავიდა ამის ბრალი იყო. ფორმაში არა ტოროლას ბუდეში იყავი კიდე. ღმერთმა ხელი მოგიმართოს და წარმატებებს გისურვებთ მარა არავინ არ გჩაგრავდა შენ აქ. (FANKLUB "JUNGLEBI)
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის