საქართველო 2023 წელს უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია

უეფას 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფას გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფასგან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, ვულოცავ ჩვენს რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე, როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად, ქართული ფეხბურთის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას არ უმასპინძლია.“

16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი, ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის, ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

GFF.GE

ziko
კარგია და ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ფეხბურთისთვის, ბევრი ბაზები და სტადიონები ჭირდება ახლა საქართველოს,ფედერაციამ კი უნდა გააგრძელოს ასევე წარმატებით უეფასთან მუშაობა.
შაკო
2000 წელს + დაბადებულები ითამაშებენ მაგ ევროზე. 21 წლამდელები ნიშნავს, რომ შესარჩევი რომ დაიწყება მაშინ არ უნდა აღემატებოდნენ 21 წელს. ათვლა იწყება 2021 წლიდან. კვარაც იქნება და დავითაშვილიც მაგ ევროზე.
შაკო
კვარა იქნება
Irakli Apkhaidze
ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ფედერაციის მუშაობაში ჯერჯერობით. დატო პეტრიაშვიკის გარდაცვალების მერე ფაქტირად ვერანაირი ღონისძიების მასპინზლობა ვერ მოგვქონდა უეფადან. გილოცავთ! იმედია ბევრი კვარაცხწლია და ჩაკვეტაძე გამოჩნდება ამ ტურნირზე
master
ეს რა ჩუმად გააკეთეს.რა მოხდა.საოცარია პირდაპირ,არასდროს უხსენებიათ თუ ამას აპირებდნენ.თან ფინალი ბათუმში.მაგარია.დიდი სიურპრიზი.ეს აშკარად აქტივში უნდა შევუტანოთ ფედერაციას.არასდროს გვივარგოდა 21 წლამდე ნაკრები.არასდროს არავინ უყურებდა ამ ნაკრებს სერიოზულად.ახლა კი შეიცვლება ვითარება.ეს ნაკრები თუ ძლიერი იქნება ეროვნულ ნაკრებს ძალიან შეეშველება.თან ეს ევრო ოლიმპიადის შესარჩევიც იქნება.მოკლედ ძალიან დიდი პერსპექტიული პროექტია.ყოჩაღ.გაღიარებთ.
ფოთელი
ვაუ რა მაგარიააააა! ვულოცავ მთელს საქართველოს! მე ორმაგად გახარებული ვარ, ფოთი რომ წავიკითხე)))
koba
ეს კარგია,რათქმაუნდა მივესალმები და გამიხარდა,მაგრამ წყენა ფედერაციის მიმართ სამართლიანია,კონკრეტულად ის არ მომწონს რომ მოვლენ თანამდებობაზე და მერე წასვლა არავის უნდა,კი ბატონო ამ ფედერაციის დამსახურებაა ბათუმში ახალი სტადიონი, კარგია ვინ ენაგასახმობი იტყვის რომ ეს ცუდია.მაგრამ დროზე წასვლაც უნდა იცოდეთ.მიუხედავად ჩემი პირადი სიმპატია ანტიპატიისა (პორობითად) ყოველთვის მივესალმები ასეთი დიდი ღონისძიებების ჩვენს ქვეყანაში ჩატარებას.
DAVE
კობი არის უეფაში ფეხბურთის კომიტეტის ხელმძღვანელი და აბა ვისი დამსახურებაა ეს რომ უფლება მოგვცეს ? ალბათ შენი ხო დავით, ეზოში დომინოს თამაშის დროს მოუგე ალბათ ჩეფერინს ;)
tngh
თქვენი დამსახზურებაა, ღრმად პატივცემულო ბ-ნო დავით 67. საქართველოს კი, ვულოცავ ამ ტურნირის მასპინძლობას!!!
საქართველო
შენი კომენტარის ლაიქ-დისლაიქებიდან ჩანს ტვინი ვისაც აქვს გასანძრევი. რატომ გინდა განსხვავებულ აზრს შეურაცხყოფა მიაყენო? თუ ცუდს ხედავთ ფედერაციის,კარგიც დაინახეთ,მერე სამსახურების უფროსების გიტყდებათ,მხოლოდ ცუდს რომ ხედავს და კარგს არ გიფასებენ,თქვენნაირები არიან ეგენიც და მაგიტომ, ზოგადად მთელ ქვრყანაშია ეგეთი სიტუაცია,ცუდი მაშინვე ჩანს და კარგი რომ მოხდება, თითქოს ეგრეც უნდა მომხდარიყო,ვითომც არაფერი. მაგიტომაც ვართ იქ სადაც ვართ და ვერ ვვითარდებით,კარგს და ცუდს რომ ვერ ვარჩევთ. პ.ს. ლევან ბერძენიშვილი მომიკითხე
niko
რა არ ჩატარებულა 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური რომელიც ბრაზილიამ მოიგო 1985 წელს. ბრაზილიამ ისე ლამაზად ითამაშა მაშინ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავდა ტაფარელიდან დაწყებული, ჟერსონ, სილასი,მიულერით თავდასხმაში. ჰო ალბათ 80-ის საქართველო ქვეყნად არ მიგაჩნიათ ან ძალაინ პატარა იყავი. ეეჰ *Host cities: * Bakou, Erevan, Leningrad, Minsk, Moscou, Oktemberyan, Tbilissi, Sumgait
დავით 67
კი მაგრამ კობიაშვილის დამსახურებას სად ხედავთ აქ? ცოტა ტვინი რომ გაანძრიოთ ვერა? თუ აქაც ატროლდით. ეგ ადამიანი უნდა წაეთრეს ფედერაციიდან. მაკედონიასთან და სომხეთთან წაგებაში მაგას უკვე ბრალი აღარ მიუძღვის?
ვანჩოპე
კვარა უკვე არ იქნება. დასანანია
ვანჩოპე
მაშინ გაიბრწყინა ტაფარელიმ. ესპანელი ბომბარდირი იყო ვინმე გაი. დაიკარგა მერე. არასოდეს გამიგია მის შესახებ. კარგია რომ გაიხსენე ძმა
romandro
ოოო...ეს მართლაც სასიხარულო ამბავია,ძან გამიხარდა...აესე რა, იქნებ პატარპატარა ნაბიჯი გადავდგათ ფეხბურთის განვითარებისთვის და მორჩეს ესე ერთი ადგილის ტკეპნა...
ოზუზი
დასწრება იქნება ვირტუალური
qutaiseli
ვაა მალადეც ფედერაციას მაგრათ გამიხარდა
100%
გახარებული ვარ.
იძირება გემი
ზუგდიდის სტადიონი ისევ დააკონსერვეს არა? კორუმპირებული ღორები არიან ზუგდიდის მთავტობაში
ბაჩი
დასწრება იქნება?
Ss
21 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირის ჯგუფური ეტაპი ჩატარდა თბილისში, სანამ დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდებოდით. ბრაზილია იყო ჩამოსული თბილისში.
აგული_11
ყოჩაღ კობი!!!! ბრავო ფეერაცია!!!
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?