"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

გიორგი
რაგბს 105 ქვეყანა თამაშობს.
გიორგი
მათიაშვილის გასრესას არავინ ითხოვს. და არც მინდვრების გადახვნას. ხალხი მოითხოვს მაისაშვილის გადადგომას, რაც საკამათო არაა. მაისაშვილის კაპრიზია ჩილაჩავასა და ჟვანიას არ გამოძახება, რამაც გამოიწვია შერკინების დაუძლურება. შერკინება ყველაფერი არაა მაგრამ ძლიერი შერკინება ბევრს ნიშნავს.
გლახუნა
აუფ, 4 მა ბოღმიანმა ოსმა, ან სომეხმა, ან გვარგადმოკეთებულმა, ან რუსეთუმემ, ანუ ჭკუასუსტმა... დისლაიქი მისცა(?!) - ,, ლოგიკა,, რაო-რატომო?!
ბიჯოს
თავიდანვე მანდრაჟით გავიდნენ ფიჯელების დანახვაზე.მათიაშვილს რა უნდა ნაკრებში?! მიქაუტაძემ შეხედოს ფიჯელები როგორ იყენებენ ფიზიკურ მონაცემებს!სად არის ჩილაჩავა? ჟვანია? რამდენი უნდა ვეთამაშოთ ამ ფიჯელებს რომ სწორი ანალიზი გაკეთდეს და ყველა ჯერზე არ გადაგვიარონ?!
დავით
მე ვისურვებდი კარგ ახალგაზრდა მწვრთვნელს.. ჩვენთან ერთად გაიზრდებოდა. დღეს ეს თამაში რასაც ვაჩვენებთ არაა პროგრესირებადი. დაღლილი გუნდი ვართ. გვჭირდება გამძლეობა და ჭკვიანი თამაში.
1
რატომ რატომ? აი აუტს აწვდიან კარგად, გადაკიდება გამოსდით, ჰაერში პირველებიხსნიან ბურთს, პოზიციები არ ეშლებათ, მწვრთელის ხელი აშკარად ეტყობათ. დაუნახაობა არ ვარგა.
შოკირებული გულშემატკივარი
ეს არ არის წინსვლა შერკინება აღარ გივარგათ ფიზიკაშიც ყველამ გაჯობათ ბურთი ხელიდან გივარდებათ ფეხით ვერ თამაშობთ ამას როდის თქვენ ისწავლით და ეს წინსვლააო გინდათ დაგვაჯეროთ
ანესთეზეოლოგი
გაჩერდი ბიჯო, იზრდება არა კვახი:) რაშიც დასახვეწია იმაში ვერ იხვეწება და რაშიც დახვეწილი იყო ისიც დავიწყებული აქვს. ფსკერზე ვართ, ცუდად ვითამაშებთ ვისვრით, შედარებით კარგად ვითამაშებთ და მაინც ვისვრით. ესაა ფაქტი.
w
როდესაც ინგლისმა შერკინებაში სავარჯიშოდ მიგვიწვია მის შემდეგ ჩვენიშერკინება აღარ ვარგა მართალია რაგბი მარტო შერკინება არაა მაგრამ რაშიც ძლიერი ხარ ის კიდევ უფრო უნდა გააძლიერო და სუსტი მხარე მის დონეზე აიყვანა და არა ისე როგორც ჩვენ გავაკეთეთ შერკინება ჩამოვიყვანეთ ხელითთამაშის დონეზე
Mima
ოცმა გუნდმაც კი არ იცის წესიერად თამაში მსოფლიოზე რუსეთიც იყო 20 ქვეყანაში და რუსეთის რაგბი
საბა
მაისაშვილის წინა მატჩისშემდგომი კომენტარი იყო მარაზმი. თქვენო წარუმატებლობა გიხარიათო, გვაცადეთო, თავი დაგვანებეთო. კრიტიკაც არუნდა რო მოისმინოს ამ ხხისთავიანმა. თავი დახარეთ და მიიღეთ კრიტიკაც და ლანძღვას, როცა სალანძღავები ხართ. ვპროგრესირებთ და გამოცდილებას მივიღებთო, რით ვერ მიიღეთ ეს გამოცდილება 30 წელია, ტემპი - არა, რაქი - არა, აუტი - არა, მოლი - არა, პასი - არა, შერკინება - არა. აბა რადარჩა, ისე კაი ადამიანები ჩვენც ვართ. მარა, აფციაური რა ადამიანიც იყო გამოჩნდა იქ მუქარის კომენტარებში, სირცხვილი. თუ გამოვიდა ფედერაცია და თუ გააკეთა განცხადება და თუ დაგმო ეგ უღირსი საქციელი? არა მარა ფედერაციაში პერესტრელკებია, სანგარშია ხალხი ვის ცალია საქმისთვის
Nk
ივანიშვილის კაცია ეს მწვრთნელიც რომელსაც რაგბი როგორც ვიცი თითქმის არ უთამაშია. მე არ მახსოვს, დავბერდი და სკლეროზი მაქვს ალბათ:)
Niko
7 კაციდან იწყება ყველგან რაგბის თამაში. ამიოტომ არის რომ ყველა მოწინავე ქვეყანა განსაკუთრბით კი სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდები მორკინალია თუ უკანახაზის მოთამაშე ვერ გაარჩევ. ამიტომ ჩადიან რაქშიც კარგად, ოფლოუდებს უმაღლეს დონეზე, მოედანზე დროული გადაწყობაც მაქედან მოდის და მოძრაბოში სისწრაფეში ბურთის მიღება, მოედნის უკეთესი ხედვა...ეეჰ

მათიაშვილი რატომ არის ნაკრების 15 ნომერი ეგ თუ შეძლია ვინმე რომ ამიხსნას? ფიზიკურად არ არის ეს ბიჭი რაგბის სათამაშოდ მზად. საცოდაობაა მისი ყურება. მეორე ტაიმში პირველი ლელოდან მესამეს ჩათვლით უყურეთ მხოლოდ - ამას ქვია რომ 15-ზე კაცი გვყავს? მერე 9 ნომერს უყურეთ ბოლო 5 წუთი პირველი ტაიმის,შერკინებიდან როდიზ უნდა გამოიტანოს და უკანა ხაზზე როდის გაშალოს თამაში არ იცის - ადგილზე მდგომ აბჟანდაძეს უპასებს უკანა ხაზში 130 კგ ფიჯელის გასაჭრელად. მანამდე 5 მეტრიანი- ადგილზე გაჭედილი შერკინებიდან არ გმოაქვს ბურთი. ამას ქვია სარაგბო უვი ცობა. რაგბი ჯანიანი ხალხის თამაშია და ჩვენ რატომ გადავერთეთ 80 კგ მორაგბეებზე ვერ გავიგე - ვითომ ტექნიკური რაგბის სათამაშოდ? ეგ ბუტაფორია ძალით შეგვიქმნეს - ჯანიან ხალხს უნდა ესწავლა ხელდახელ თამაში და არა მსუბუქებს იმ მოტივით რომ ჯანში ვერ აჯობებენ და პასში ითამაშებენ უეჭველიო. მერამდენედ უნდა აიტაცონ ხელში მათიაშვილი და გაჭედონ ბურთიანად? ფიზიკაში რა თვალშისაცემი სხვაობა იყო მათ სასარგებლოდ ხომ ჩანდა. ქართველებს აღარ გვყავს ჯანიანი მორაგბეები? ერთადერთი მეორე ხაზია ნათელი წერტილი, შერკინებაც დასუსტდა და უკანა ხაზი არც გვყავს საერთოდ.

2.11.2020 21:34 ფიჯის ნაკრებმა თუ არ იმაიმუნა(ურუგვაისთან გასულ მსოფლიო თასზე),მთელი ძალით ითმაშა, საქართველოს ნაკრებს არავითარი შანსი არ ექნება,დავრწმუნდით ყველა ჩვენთაგანი,იმავე იაპონიის 2019 წლის მსოფლიო თასზე,ფიჯის ნაკრებთან ყველასათვის მოულოდნელად საქართველოს ნაკრები მთლად გაბითურდა! კუნძულელებს:ფიჯის,სამოასა და ტონგას სჩვევიათ ხოლმე სარაგბო სპექტაკლების დადგმა,განსაკუთრებით ეს გამოჩდა საქართველოს ნაკრებთან მათ მიერ ჩატარებულ მატჩებში. 2011 წლის მსოფლიო თასზე ტონგამ საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა19-14. 2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს სარაგბო ნაკრებთან წააგეს???ქართველების გარდა მთელს მსოფლიოში ყველასათვის მოულოდნელად! ერთის მხრივ დიდად სასიხარულოა, საქართველოს ეროვნული ნაკრები რომ მსოფლიო თასის მატჩში იმარჯვებს,ქვეყნისთვის ჩვენი ხალხისთვის ძალიან უაღრესად დიდი სიამაყის მომგვრელია,მაგრამ ყალბი გამარჯვებები დიდად შეურაცხმყოფელია ყველა ჩვენთაგანისათვის! როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კუნძულელები მათთვის უმნიშვნელო მატჩებში მაიმუნობენ ხოლმე, მთელი ძალით არ თამაშობენ.ამის მაგალითია 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის დამარცხება ურუგვაისთან??? მანამდე კი გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების პირველი ტურნე კუნძულებზე,მეტად საეჭვო წარმატება საქართველოს ნაკრებისთვის,ტონგა და ფიჯი დავამარცხეთ??? ხოლო სამოას ნაკრებთან დავზავდით.:))) ან კიდე,ბოლო დროს იტალიის ნაკრებთან ჩვენი დამარცხების შემდეგ,თბილისში სამოასთან და ტონგასთან ერთი და იგივე სცენარით წარმართული ორი მატჩი - ამ ორივე დაპირისპირებაში პირველი ტაიმები დავთმეთ, საბოლაოდ კი ვიმძლავრეთ და ორივე თამაშში გავიმარჯვეთ.:))) ნუთუ არავის გაგიჩდათ ეჭვი ორრ მატჩში ერთმანეთის მსგავსი მოგების შემდეგ? ღრმად ვარ დარწმუნებული,საქართველოს ნაკრებს ყველა დაპირისპირებას მოგვიგებენ: ფიჯი,ტონგა და სამოა! P.S მილტონ ჰეიგს კუნძულებზე მრავალი წელი აქვს ნამუშევარი... გაუმარჯოს ბანკი "ქართუს"- ბატონ ბიძინა ივანიშვილს...! )
buxrika
რაგბშიც ფარჩაკეი გუნდი გვყავს და ფეხბურთშიიც.და სანამ ფული არ ჩაიდება სპორტში სანამ კერძო პირი კლუბს არ შეიძენს და ფულს არ დახარჯავს მანამდე არც რაგბში და არც ფეხბურთში არაფერი გვეშველებაა.
ირაკლი
გასაგებია რომ მათიაშვილი სუსტი 15ია მაგრამ სხვა პრობლემებს მათიაშვილის გარდა ვერ ხედავთ თუ მარტო მე მეჩვენება? ხელით თამაში არ ვიცით.ხაზს ვერ ვშლით.რაქი საშინელებაა.სისწრაფეში გვჯობნიან.საერთოდ რა პრინციპით იძახებენ ნაკრებში?დაგინებულია ეს ერთიდაიგივე ხალხი?რომ ხედავ სპორცმენი ფორმაში არარის გამოიძახეს სხვა.1 აუტი ვერ მიაწოდეს წესიერად 4 თამაშში.მოლს ვიყენებდით და მაგასაც ვეღარ ვაკეთებთ.2 ნომერი პრობლემაა.ზირაქა კიბატონო ლეგენდაა და მსოფლიო კლასის 1 ნომერი იყო მარა არ ნიშნავს რომ სულ ესე იქნება.შერკინებაში სულ პრობლემა აქვს.აშკარაა რომ არარის ფორმაში.მიძალებაში ფაქტიურად უპირატესობას ვერ ვქმნით საერთოდ.ესე წინ წასვლა კი არა ისე არ ვქნათ რუმინეთს და ესპანეთს გავუთანაბრდეთ.
ტყეშელაანთ გიჟი
რედაქციავ, თუ ეს კომენტარი არ გამოაქვეყნოთ, თქვენ იყოთ ქართული რაგბის მტრები! მივმართავ ქომაგთა უმრავლესობის სახელით ლევან მაისაშვილს: "ბ-ნო ლევან, თუ სინდისის ნატამალი მაინც შეგრჩენია, ნაცვლად იმისა რომ იხტიბარი არ გაიტეხო, გამოდი და კაცურად განაცხადე რომ აუცილებელია რადიკალური ცვლილებები ანუ ნაკრებს სჭირდება ახალი სისხლი! ეს ეხება როგორც მოთამაშეებს (ანუ ძველი თაობის მოთამაშეთა მადლობით გაშვებასა და ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთებას), ისე მწვრთნელის შეცვლის საკითხსაც. მხოლოდ ასეთი ვაჟკაცობის გამოჩენის შემთხვევაში გექნება შანსი, რათა ახალი მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დარჩე და შესაძლოა, მერე სამომავლოდ გახდე ნაკრების ღირსეული დამრიგებელი. სხვა შემთხვევაში, თუკი პირადი ინტერესები გადაწონის, იცოდე რომ ეს ჭაობი არათუ გაგრძელდება, არამედ უფრო გაღრმავდება! ამიტომ გთხოვ, რეალობას თვალებში ჩახედე და სწორად მოიქეცი, ამით ქართული რაგბის საქმეს გააკეთებ!"
ქალის სიმართლე
მაისაშვილო, მოკიდე ხელი მათიაშვილს და თან გაიყოლე - ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებთ ნაკრებისთვის
Martali
Yochag bichebs martalia cavaget 4ive tamashi magram modit bichebs shromas Nu davukatgavt... Mec Mets movelodi da albat yvela chventagani magram droa sachiro da scori gadacyvetilebebis migeba....me razec yvelaze zaan gavbrazdi dges iyo gapuchebuli bochvebi, rato unda eqachebode am uzarmazar goliatebs zemodan da rato AR qondat davaleba pexshi shesvlis? Da tu es davaleba qondat rato ver sheasrules? Ese aris yvelaze elementaluri da ukve amas Roca ver egs tu gind 4 da 5 clis merec.... Matiashvili aris saertod 0 da AR unda atamashebdes amdens am bichs dabneuli darbis iqit aqet
დავით 67
რაგბს სულ 30 თუ 35 ქვეყანა თამაშობს და აქედან შუაზე ცოტა წინ რომ იქნები ესაა წარმატება? ბევრს კიდევ ჰგონია ძლიერ გუნდებთან სპარინგი რამის მომტანი იქნება. ეჰ
TanoLife
ერთი განსხვავებული სპორტის შესახებ უნდა გიამბოთ, ჩემო მეგობრებო. ყველას გსმენიათ, ან გიყურებიათ Ice Hockey. იქაც მამაცები თამაშობენ. როდესაც კანადელებს ეგონათ, რომ მათ ბადალი არავინ ყავდათ მსოფლიოში, თავიანთ სამშობლოში საბჭოთა კავშირის (რუსები თანაშობდნენ მხოლოდ და ერთი ბრიბალტიკელი) ნაკრები მოიწვიეს სათამაშოდ. წლიდან წლამდე, მნიშვნელობა არ ჰქონდა გუნდი ჩავიდოდა თუ ნაკრები, რუსები კანადელებს უგებდნენ (იოლად ნათქვამია), ბოლოს კანადელებმა აღიარეს - საბჭოელები სხვა ჰოკეის თამაშობენ რაც ჩვენ არასოდეს გვინახავსო - ჰო და დასხდნენ და კანადური სქემა შეიმუშავეს რუსების წინააღმდეგ და დღეს შედეგი ასეთია - სადაც არ უნდა შეხვდნენ რუსები კანადელებს ყველგან აგებენ (ესეც იოლი ნათქვამია). გადმოვიწიოთ უფრო ახლოს, იმ სპორტთან, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს და გვტკივა - ყველამ იცით რას უშვებოდა ახალი ზელანდია დანარჩენ Tier 1 ნაკრებებს. ისიც გეხსომებათ სულ რაღაც სამი წლის წინ, ახლანდელ მსოფლიო ჩემპიონი - სამხრეთ აფრიკა 57:0, რომ ამოაპანღურეს (და ასეთი რამდენიც გინდა იყო), დევიდ კოპერფილდივით, რომ ძვრებოდნენ უხილავ ხვრელებში, ხომ გახსოვთ? კი ბატონო. ჰო და სასწრაფოდ მოიხმეს ერთმანეთი, დანარჩენმა ბობოლებმა, თავიანთი მცოდნეები და ისწავლეს ის რასაც All Blacks აკეთებდა, ვინც ვერ ისწავლა, მათ ასეთი თამაშის წინააღმდეგ სქემა შეიმუსავეს და ზელანდიელები გააჩერეს. არ არის საკმარის იყო სწრაფი, საჭიროა იყო მოხერხებული. ჭეშმარიტად ჭკვიანი არის ის, ვინც იცის, როგორ დამალოს თავისი მოხერხებულობა.

2011 წლის მსოფლიო თასზე ტონგამ საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა19-14. 2015 წლის მსოფლიო თასზე კი საქართველოს სარაგბო ნაკრებთან წააგეს??? ვერასდროს დავიჯერებ,რომ საქართველოს ნაკრები ბოლო წლებია სისტემატურად ამარცხებს ტონგასა და სამოას ნაკრებებს.არა მჯერა ჩვენი კუნძულებზე პირველი ვიზიტი დიდად წარმატებული რომ გამოვიდა საქართველოს სარაგბო ნაკრებისთვის.ფიჯი და ტონგა დავამარცხეთ,სამოასასთან კი დავზავდით??? კუნძულელები მათთვის უმნიშვნელოო მატჩებში მაიმუნობენ ხოლმე, მთელი ძალით არ თამაშობენ.ამის მაგალითია 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის დამარცხება ურუგვაისთან??? ბოლო დროს იტალიის ნაკრებთან ჩვენი მარცხის შემდეგ,თბილისში სამოასთან და ტონგასთან ერთი და იგივე სცენარით წარმართული ორი მატჩი - ამ ორივე დაპირისპირებაში პირველი ტაიმები დავთმეთ, საბოლაოდ კი ვიმძლავრეთ და ორივე თამაშში გავიმარჯვეთ.:))) ნუთუ არავის გაგიჩდათ ეჭვი ორრ მატჩში ერთმანეთის მსგავსი მოგების შემდეგ? ღრმად ვარ დარწმუნებული,საქართველოს ნაკრებს ყველა დაპირისპირებას მოგვიგებენ: ფიჯი,ტონგა და სამოა! მცდარია აზრი,რომ საქართველოს ნაკრებს ბოლო ხუთი წელია რეგრესი აქვს!!! P.S მილტონ ჰეიგს კუნძულებზე მრავალი წელი აქვს ნამუშევარი... გაუმარჯოს ბანკი "ქართუს"- ბატონ ბიძინა ივანიშვილს...! ))
zuka
ასეთისთის არ მოგვიგია. მეორე შემადგენლობით იყო. ეს ფიჯი ამ ტურნირზე ინგლისის გარდა ყევლას მოუგებდა
fani
100%-იანი სიზუსტით სთქვი ჩემი სათქმელი! შენ კიდევ, მიროსანი ხარ თუ მშვილდოსანი, სწორედ შენ უნდა წახვიდე და პოსტო ფეხბურთზე და სხვა სპორტზე. უმრავლესობა ჩვენგანი რაგბშიც კარგად ერკვევა და ქართული რაგბის თავგადაკლული გულშემატკივარია
ანალიზი
რაც შეეეხება თამაშს: 1) ფიჯის რო თამაშის შესაძლებლობა მიცემოდა იტალიას და შოტლანდიას გადაირტყამდა ულაპარაკოდ, საფრანგეთს თუ იმ შემადგენლობით იქნება, რაც ბოლოს ყავდა და ფინალში ეყოლება, ასევე. ეგეთი უკანა აზი არცერთ გუნდს არ ყავს საერთოდ ამ ტურნირზე! ამიტომ მათთან წაგება, თუნდაც უთამაშებლებთან, გასაკვირი არაა 2) დასანანი ისაა, რომ მაისაშვილს აქვს არასწორი, არათანმიმდევრული და სუბიექტური საკადრო პოლიტიკა, ისევე , როგორც ჰეიგს: ნადოლოს, რადრადას და ბოტიას თოდუას რო უყენებ რა გონია? ეთმაშა თაზოს, რომელიც ფიზიკურად უფრო ძლერია, ან თაფლაძეს? იმატ ვგულისხმობ, ვინც წაიყვანა მხოლოდ. სოსო ალბათ თვითონ დაანებებს თავს. კომენტარს არ გავაკეთებ. მაზოლზე ფეხის დაჭერა არ მოსულა. ნინიასვილს უნდა ეთმაშა თავიდანვე. ეს ბიჭი დიდი ტალანტი ჩანს. 3) როგორც დანა კარაქში არ გაევლოთ 2-3 ჯერ ჩვენ დაცვაში, შანსი იყო. 1 ტაიმის ბოლოს ლელო უნდა დაგვედო. ლელოს დადების მომენტში კიდე ფიჯელი უნდა გაეგდო კისრით ჭერისთის/ მცირე ეპიზოდებში აშკარად არასაჩვენოს სტვენდა. 4) ჩვენი შერკინება --- ნარიაშვილი როგორც ჩანს ვეღარასდროს იქნება ის, რაც იყო. ჩილაჩავაც დავკარგეთ? არ ვიცი. ვითომ ყველაზე უპრობლემო 1 ხაზშ ყველაზე მეტი პრობლემა გამოგვიჩნდა. ვითომ ბევრი გვყავდ და აბა, სად არიან? ისე, რატო არ იყო ყაულაშვილი განაცხადში? რითი ჯობია გოგიჩაშვილი? ან გინდა მელიქიძე 3ზე? 2ხაზმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. როგორც ჩანს ჯაიანისგანაც დადგება მოთამაშე, ეგაა ჯავახიას რატო არ ენდო? სიმაღლის გამო? გიროგაძე უსუსტესია. ამ ეტაპზე მისი ადგილი ნაკრებში არ არის. თუ მათიასვილი სირცხვილია ხაზში, გიროგაზე რითი ჯობია შერკინებაში? გაჩეჩილაზ აუცილებლად . ჯალაღონიამ 100 პროცენტით გაამართლა! საღინაძ ყოჩაღ! ცუცქირიძე იმედია გვეღირსება და ნუ გორგაძე-ჩვენი საუკეთესო მოთამაშ((( არ გვიმართლებს- გორგაძის, ცუცქირიძის, შარიქაძის ტრავმები. მგონია ალანია ისეტი ბიჭი დგება, ლობჟანიძესაც აჯობებს და გელასაც. მთავარი ერთია: არჩევნები მალე! კარგი გუნდი და აქხალი სამწვრთნელო შტაბი! აუცილებლად ა კატეგორიის მსაჯი, კოტერის დონე, არანაკლები და თანაშმწეები. სხვანაირად შნსი არაა
Gio
ადრეც დავწერე რაც ერთიბლივი ვარჯიში ჩაატარეს ინგლისელებ5ან თუ გახსოვთ სერკინების...მის მერე კარგად დააკვირდით როგორ აირია ჩვენი შერკინება.ძველები აშკარად ვე4არ წაჩავენ.ფიჯელები ფიზიკურად 3/4 თავით მაღლა იდგნენ..მადლობა ბიჭებს მაინც.ჰო კიფევ ერთი ადრეც ვთქვი მათიაშვილი სანაკრებო დონის ვაფშე არაა..საქარ5ველოს ჩემპიონატის დინის ისაც საშუალო
გლახუნა
აქ - მოქიკეებს, რაგბი -ნ ა ღ დ ი ვაჟკაცური -ქართული სპორტია ... ,,ბევრს არ აინტერესებს და ამიტომ არ თამაშობენ,, კი არა- ვ ე რ თამაშობენ - სხვაგვარი ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური სიმტკიცე ჭირდება, ძლიერი ინდივიდუიალური ბუნებით, ძ ა ლ ი ა ნ მაღალი ინტელექტით ...რაგბს ძირითადად თამაშობენ - ელიტაში შედიან ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები და ბრიტანეთის მეზობელი საფრანგეთი- ბრიტანეთის გ ა ვ ლ ე ნ ი თ! ერთადერთი ვინც რაგბი განავითარა - ბრიტანეთის ზეგავლენების გარეშე-არის ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქართველობა - გამოწვრთნობილი, ინდივიდუალიზმით მთელ მუსულმანურ სამყაროსათან საუკუნეებით გარშემორტყმული მარტო დაპირისპირების შედეგად, ანუ როგორც ფიზიკურად, ისე ინდივიდუიალურად (ქრისტიანული მწარმსით), მენტალურად ...თუმცა სამწუხაროდ ,,ვერცხლოყვარეობაც,, რომ განვითარდა (მტრებმა განავითარეს მიზანმიმართულად -ქართველი ერის გახლეჩა დაპირისპირებისათვის და ასე გატეხვისათვის) - ეს ქართველობის მძლავრი ენერგია, მენტალიტეტი - უეფექტო შეიქმნა და დღემდე ამიტომ ვცხოვრობთ ,,ერთ-უპერსპექტივო წრეზე,,... -რაგბის კიდევ უფრო განვითარება - ელიტის დონეზე აყვანისათვის -ს ა ჭ ი რ ო ა -ეროვნული ჩემპიონატების გამძლავრება, მისთვის ეკო-კის აღორძინება, ეკო-კის აღორძინებისათვის- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარტება განმტკიცება, სახელმწიფოს განვითარება - განმტკიცებისათვის -უშიშროება-ჯარი უსაფრთხოების განმტკიცება + სტრა-ული ეკო-რი პროექტები პროგრესულ დასავლეთთან სტრატრგიული პარტნიორობით-თანამშრომლობით, ანუ, დღესაც შუა საუკუნეების რუსეთის გავლენებისაგან საბოლოოდ განთავისუფლებით... - მართლა რთული გასაგებია ?! - ხო, შეხსენებიათვის - სამწუხაროდ საქართველო, დღესდღეობით ( სენის -,,ვერცხლმოყვარეობა,,- სიბრიყვის გამო)- ევროზონის ყ ვ ე ლ ა ზ ე ღატაკი ქვე-ყანა ვართ, მიუხედავად ამისა ;რაგბში, კალათბურთში და წყალბურთში - ევროპის ფ ი ნ ა ლ უ რ ეტაპზე გავდივართ(?!), რაც შეეხება ფეხბურთს -აქ სანამ ცბიერ კარიერისტ, ფულის ხარბებს, მეწამლეებს (ნარკომანებს) ა რ მოვიშორებთ, ანუ ფულის მკეთებლებს - ა რ ა ფ ე რ ი შედეგი ა რ დადგება- არასოდეს. -მაგრამ მალე- სახელმწიფოსაც განვავითარებთ - განვამტკიცებთ და მთელ მსოფლიოში ერეთ-ერთი ყველაზე სპორტული , მ ძ ლ ა ვ რ ი ერის სახელი- მხოლოდ პროგრესზე ორიენტირებული სახელმწიფო გვექნება, ა ნუ რუსული სამყაროდან, მით სიღატაკე,უპერსპექტივობისაგან ... თავს დავიხსნით და...-ა რ არის ღთული გასაგები!
გლახუნა
დიახ, რაგბი -ნ ა ღ დ ი ვაჟკაცური -ქართული სპორტია ... ,,ბევრს არ აინტერესებს და ამიტომ არ თამაშობენ,, კი არა- ვ ე რ თამაშობენ - სხვაგვარი ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური სიმტკიცე ჭირდება, ძლიერი ინდივიდუიალური ბუნებით, ძ ა ლ ი ა ნ მაღალი ინტელექტით ...რაგბს ძირითადად თამაშობენ - ელიტაში შედიან ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები და ბრიტანეთის მეზობელი საფრანგეთი- ბრიტანეთის გ ა ვ ლ ე ნ ი თ! ერთადერთი ვინც რაგბი განავითარა - ბრიტანეთის ზეგავლენების გარეშე-არის ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქართველობა - გამოწვრთნობილი, ინდივიდუალიზმით მთელ მუსულმანურ სამყაროსათან საუკუნეებით გარშემორტყმული მარტო დაპირისპირების შედეგად, ანუ როგორც ფიზიკურად, ისე ინდივიდუიალურად (ქრისტიანული მწარმსით), მენტალურად ...თუმცა სამწუხაროდ ,,ვერცხლოყვარეობაც,, რომ განვითარდა (მტრებმა განავითარეს მიზანმიმართულად -ქართველი ერის გახლეჩა დაპირისპირებისათვის და ასე გატეხვისათვის) - ეს ქართველობის მძლავრი ენერგია, მენტალიტეტი - უეფექტო შეიქმნა და დღემდე ამიტომ ვცხოვრობთ ,,ერთ-უპერსპექტივო წრეზე,,... -რაგბის კიდევ უფრო განვითარება - ელიტის დონეზე აყვანისათვის -ს ა ჭ ი რ ო ა -ეროვნული ჩემპიონატების გამძლავრება, მისთვის ეკო-კის აღორძინება, ეკო-კის აღორძინებისათვის- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარტება განმტკიცება, სახელმწიფოს განვითარება - განმტკიცებისათვის -უშიშროება-ჯარი უსაფრთხოების განმტკიცება + სტრა-ული ეკო-რი პროექტები პროგრესულ დასავლეთთან სტრატრგიული პარტნიორობით-თანამშრომლობით, ანუ, დღესაც შუა საუკუნეების რუსეთის გავლენებისაგან საბოლოოდ განთავისუფლებით... - მართლა რთული გასაგებია ?! - ხო, შეხსენებიათვის - სამწუხაროდ საქართველო, დღესდღეობით ( სენის -,,ვერცხლმოყვარეობა,,- სიბრიყვის გამო)- ევროზონის ყ ვ ე ლ ა ზ ე ღატაკი ქვე-ყანა ვართ, მიუხედავად ამისა ;რაგბში, კალათბურთში და წყალბურთში - ევროპის ფ ი ნ ა ლ უ რ ეტაპზე გავდივართ(?!), რაც შეეხება ფეხბურთს -აქ სანამ ცბიერ კარიერისტ, ფულის ხარბებს, მეწამლეებს (ნარკომანებს) ა რ მოვიშორებთ, ანუ ფულის მკეთებლებს - ა რ ა ფ ე რ ი შედეგი ა რ დადგება- არასოდეს. -მაგრამ მალე- სახელმწიფოსაც განვავითარებთ - განვამტკიცებთ და მთელ მსოფლიოში ერეთ-ერთი ყველაზე სპორტული , მ ძ ლ ა ვ რ ი ერის სახელი- მხოლოდ პროგრესზე ორიენტირებული სახელმწიფო გვექნება, ა ნუ რუსული სამყაროდან, მით სიღატაკე,უპერსპექტივობისაგან ... თავს დავიხსნით და...-ა რ არის ღთული გასაგები!
ზუკა
ძალიან არაპროფესიონალური კომენტარია)
ირაკლი
ჯანსაღი კრიტიკა მესმის, მაგრამ ახლა რა ვქნათ? - გავსრისოთ მათიაშვილი თუ რაგბის მინდვრებიც გადავხნათ?
ზუკას
ცენზორი და რედაქტორი შენ იქნები?
გიორგი
კომენტარი მიღებულია. დაელოდე 10 წელი, მალე გამოქვეყნდება.!!! რა გვეშველება რომ არ ვიცი სად და ვისთან ვილაპარაკო და გავაგებიოთ ამ რაგბის ფედერაციონსკებს რომ დაალაგონ ყველაფერი დროზე. ერთი ეს მიდიოდა სწორი გზით და ასეც ჩააგდეს ჭაობში.
ლადოს
მაკედონიის ნაირ გუნდთან არასდროს წაგვიგია სამაგიეროდ და მსოფლიო თასზეც ოცი წელია გავდივართ ხდ გამომიხვედი შენც, არ გაიშვა ქართული ფეხბურთის ქება..
Toko
ვისაც ეს დამარცხება გაგიხარდათ, ვაი თქვენს კაცობას
გიორგი
რატო არ აქვეყნებ? რა დავწერე ასეთი მიუღებელი. თუ აძლევ ადამიანებს აზრის გამოხატვის საშვალებას გამოაქვეყნე რასაც დავწერთ. თუ ვინმეს არ ესიამოვნება მაგი ბუნებრივია, მოიქცენ კარგად და არ იქნება კომენტარების დაბლოკვა საჭირო, არ წეიღეს ტვინი, ვინ არიან ესენი.!!!

კარგი, მაგათ მაინც ნუ ახსენებ- მოლდოვა, ყაზახეთი.. აქვე ახლო წარსულშიც ივაჟკაცეს.მაინცდამაინც სან მარინოსთან და გიბრალტართან უნდა მოიჭრან თავი?
Zerozerozero
არ ვართ რაგბში ძლიერი ქვეყანა, ვერ მოვახერხეთ ვერცერთი პრინციპული თამაშის მოგება. ჩვენი ყველაზე დიდი შედეგი იყო 2015 წელს მსოფლიოზე ტონგასთან გამარჯვება. უხადეთ ეხლა მადლობა წაგებისთვის, რამეზე პრეტენზია თუ გვაქვს რაქში ესე საცოდავად არ უნდა გამოვიყურებოდეთ!

სამწვრთნელო სტაფიო რომ ამბობ, ეგ აამაღლებს სათამაშო დონეს? სულ რომ ედი ჯონსი მოვიყვანოთ ტაბუცაძეს რადრადრად გადააქცევს და მათიაშვილს მურიმურივალუდ? კარგია ძლიერი სპეციალისტი, მაგრამ ჩემი აზრით, მთვარია ან ფრენჩაიზი გაკეთდეს, ან მაღალი დონის ჩემპიონატებში ითამაშონ, სხვანაირად ისევ დიდი ათის და რუსეთის ჩემპიონატის დონეზე ვიქნებით.
გიორგი
20 წლამდელების მწვრთვნელები ამოწიონ მთავარ ნაკრებში. კიდევ ბევრად ახალი სისხლია საჭირო, არ ყოფნის, მეტი ახალგაზრდა. 20 ანების მწვრთნელების შთაბს თუ დააწინაურებენ 4 დან 1 თამაშს მოუგებენ ტიერ 1 გუნდებს. მაგენთან გაიარა 4 თაობამ. ძალიან კარგი ბიჭები არიან დაბლოკილი ნაკრებში წლებია.ნაკრები იმიტომ არის ვინც ღირსია იმ ყოველ ეტაბზე უნდა გამოიძახონ და არა ერთი და იგივე სასტავები. აღარ მივარგა ჯამთელობა მაგენის ყურებით და უსამართლობით. ქართველები უნდა იყვნენ ყველა მწრთვნელი შერკინებას რაც ეხება. ხაზში უნდა მოიყვანონ ხლიერი უცხოელი, ზელანდიელი მაგალითად. მხოლოდ ხაზი უნდა ჩააბარონ. არ ვიცი რა იქნება ასე ვერ გავფრინდებით . წარმატებები ნაკრებს, გფარავდეთ უფალი.
me
იძახეთ ახლა თაობათა ცვლა და კიდევ 1000 მიზეზი, ვითომ ფიჯის არ აკლდა დღეს მორაგბეები, ამასთან გუნდს მთელი წელი საერთოდ არ უთამაშია,ხოლო უელსმა სულაც ახალგაზრდები დაგვიყენა,ასე რომ სულ ეს არის, რაც ბოლო 5 შეხვედრაში ვნახეთ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები,მეტს რას თხოვთ საქართველოს ჩემპიონატში და საფრანგეთის ჭე ლიგებში მოასპარაზე მორაგბეებით გუნდს,სპეციალისტებმა რა დაინახეს არ ვიცი,მაგრამ ბოლო 20 წელია მაგათგან სულ ეთი და იგივეს ვისმენთ.
სულ2
ხორვატია-ბულგარეთის და პოლონეთ-უელსის ბობოლობა არ გაიშვას არსად :D ესპანეთი კი ბატონო, მართლა საოცარ ესპანეთს მოვუგეთ, თუმცა ამხანაგური.
გიორგი
სრულიად გეთანხმები.
გიორგი
ბუნებრივია მოგების სურვილი, მაგრამ არც მარცხია უბედურება. აქ ხალხი მწვრთნელის შეცდომებზე საუბრობს, რამაც გამოიწვია თამაშის არც თუ ისე მაღალი ხარისხი.
გ
ფაქტია, რომ მათიაშვილის სინდისზეა ორი ლელო, როგორც ტაბუცაძის ბრალი იყო ორი ლელო უელსთან, მაგრამ ტაბუცაძისგან გამოვა მორაგბე, მათიაშვილისგნ-არა მგონია. ეს ვინაა? რეებს აკეთებს, რანაირად დაფართხალებს, დაცვაში თამაშის დროს ფაქტიურად 14 კაცი ვთამაშობთ.
me
ჩვენ გვაქვს პრობლემები იმის გამო, რომ ბიჭები ჯერ პატარები არიან და ასეთ ძალისმიერ სპორტს ასაკიც ჭირდება, ფიჯი დღეს არის ასაკით ოპტიმალურ პერიოდში მსოფლიოზე ძალიან გაუჭირდებათ რადრადა და ნადოლო თუ არ ეყოლებათ. შერკინებაში უცხოელ მწვრთნელს, რაც შეეხება ჩვენი შერკინება მაგ უცხოელის დამსახურებაა. სახელი დიდიე ბესი თუ გეუბნება რაიმეს? #15-ზე დავასრულოთ უნდა სოსოს აჭარულის ცეკვა არ არის ნაკრები მაგის საქმე. ნინიაშვილმა თუ ესე გააგრძელა კაი იქნება და ახალი პატარა ბიჭები კარგად გამოვიდნენ.
გიორგი
მორაგბეებს არავინ აკრიტიკებს, თავი არავინ დაზოგა მათიაშვილის გარდა. გულშემატკივრები ვხედავთ ცხადს, რომ მაისაშვილი არ არის ამ დონის რაგბისთვის შესაფერისი. ეს ალბათ თავადაც კარგად იცის.
ლადო
იძახეთ ახლა რაგბი ჩვენი სპორტია :დდდ რაგბიში ბობოლისთვის არასოდეს მოგვიგია, ფეხბურთში ბევრისთვის, ხორვატია, ესპანეთი, ბულგარეთი(მაშინ მეოთხე იყო მსოფლიოში), პოლონეთი, უელსი
გიორგი
გეთანხმები, რომ ნაკრები იზრდება, რადგან ტიერ-1 გუნდებთან გვერგო თამაში. მაგრამ მაისაშვილზე გაცილებით უკეთესი მწვრთნელი გვჭირდება, რომ ზრდა გაგრძელდეს.
გუსანი
გეთანხმები, მაგრამ მარტო ეგ სისუსტეები დაინახე? აკლიად ბიჭებს როგორც ფიზიკა ასევე საკლასო ტაქტიკური ცოდნა, მაგრამ სამუშაოდ კარგი კონტიგენტია მხოლო უცხოელი( ა/ზლანდიელს ვისურვებდი) პროფ. სამწვრთნელო სტაფისთვის.
გიორგი
მათიაშვილი გინდ გყოლია, გინდ არა. ნინიაშვილი კი მშვენიერი მორაგბეა. ხმალაძეც სჯობს ამ მოცეკვავე მათიაშვილს.
Ლუკა
ეგ "სირცხვილი" რომ არა კვესელაძის ლელო არ შედგებოდა, პასიც მისცა ლელომდე მიყვა და ლელოსთან მბოჭავიც მაგან ჩამოაცილა. დასაბლოკია ასეთი "შემარცხვენელი" პოსტები. ჩვენიანია ბოლო ბოლი და თუ ვერ გაქაჩა თავიც არ დაუზოგავს მგონი.
გუსანი
ოცნებას რეალობად აღიქვამ, სხვა დავინახე, შეუთამაშებელმა და ვირუს გადატანილმა ფიჯიმ გადაგვიარა, და რომ დაჭირვებოდა კიდევ დაგვიდებდა ლელოებს, სხვაობა ყველა რგოლში დიდია, ამ ტემპით კი ვერ დავეწევით
Mima
რაგბში მაგრები ვართო დდდ რანაირად რუსეთს რო ვუგებთ მაგ სხვაობით გვიგენენ ვინც თამაში იცის. ერთი არის რომ რაგბიც არ ყოფილა ჩვენი თამაში თუ სუსტ გუნდებთან ესპანეთან გერმანიასთან ჰოლანდიასთან და ისევ რუსეთან და აშს ბეგიასთან ვიგებთ ამატ რაგბი არ აინტერესებთ და არ იციან,ამლოგიკით რომ ვეთაშოთ ფეხბურთი ანდორა, გიბრალტარს, სანმარინო, ნეპალს, მიკრონეზიას, ლიხტენშტეინს, ინდონეზიას და ა.შ მათაც მოუგებთ ყოველ წელს ყველა თამაშს და ესეიგი ფეხბურშიც ძლერები ვართ არადა ფეხბურში საფრანგეთან ესპანეთან ვიგებთ რაგბში ზელანდია გვანაგურებს და ყველამ იცის მატჩამდე ასევეავსტარალია არგენტიანა ინგლისი შოტლანდია და იაპონიაც კი რაგბი არ ვიცით...
გუსანი
საბანძეთს რომ უწოდებ, იმ გუნდებს კი ვუგებთ მაგრამ ბევრად გაჭირვებით, ვიდრე იგივე ფიჯი ( მეტად ლაღადაც) ჩვენ... ჯერ იმ გუნდებთან ვისწავლოდ ლაღად მოგება, რამდენი წელია სტაგნაციაშია ნაკრები, გამართლება კი არის თაობათა ცვლა, მაგრამ თანამედროვე ტაქტიკას ფეხი ვერაფრით ავუბით, ვერ ვწავლობთ ხაზზე ბურთის გატანას , გათამაშებას, სხარტ აზროვენებას, ისევ ბევრ უაზროს-( თორემ არავინაა დაზღვეული)შეცდომებს ვუშვებთ. ამას რა ეშველება?, გასაგებია რომ მენტალურადაც და პროფისიულადაც- მინდა დავინახო- რომ ვიზრდებით მაგრამ საქმეში არ ჩანს, ასე ფორა მოცემულ ფიჯისთან უშანსოდ (ამ სხვაობით და ცალსახად)არ უნდა ვაგებდეთ.... კარგი უცხოელი სამწვრთნელო სტაფი გვჭირდება
mirosan
ჰოდა, გახარია დავნიშნოთ ნაკრების მთავარ მწვრთელად, მაისაშილი გადავიყვანოთ მის ასისტენტად, მათიაშვილი აჯობებს შერკინებაში, ბურჯად ფდა ა.შ.
შოკირებული გულშემატკივარი
შერკინება რო აღარ გივარგათ ფიზიკაშიც ყველამ გაჯობათ ბურთი ხელიდან გივარდებათ ფეხით ვერ თამაშობთ ამას როდის თქვენ ისწავლით და ეს წინსვლააო გინდათ დაგვაჯეროთ
გლახუნა
და კიდევ - ს ა ჭ ი რ ო ა რაგბის ფედერაციამ სერიოზულად ი მ უ შ ა ო ს - ამ ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭების ბ რ ი ტ ა ნ ე თ შ ი-ც -ბრიტანულ ლიგებში სათამაშოდ ორგანიზებას- იქ ფიზიკური მომზადება და დ ი ს ც ი პ ლ ი ნ ა სერიოზულად განამტკიცებს- განავითარებს ქართველ ბიჭებს- მორაგბეებს ...

Nugamoaqveyneb adminnnn რამე დავწერე ან უზრდელური ან არა სამართლიანი???
niko
ზუსტად მარტო გიგაშვილი და მელიქიძე არიან დასატოვებელი, ნარიაშვილი, მამუკელაშვილ, ბრეგვაძე გასაშვები, აურიდან სწორად ბურთას რომ ვერ შეაგდებ როდესაც 20 წელია იმ პოზიციაძე თამაშობ სანაკრებო მასალა არ ხარ. თანაც ძალიან მჩარტეები არიან. შეხედე ყველა გუნდის პირველ ხაზელებს ამ ტურნირზე და შეადარე. მაგიტომ ვერ დგას შერკინება სწორედ და ვერც აწვება ძველებურად, კარკაძე რატომ არ წაიყვანა, ჟვანია მოიძულეს...საკამათო არ არის არეფეი. მათიაშვილი ბოჭვის აზრზე არ არის და არ რაგბი არ არის სლალომი
სოსო
ნამდვილად მქონდა,გამარჯვების იმედი.ფიჯის 29 კაცი იყო დაავადებული და ვერ ვარჯიშობდა.იმედი მქონდა,რომ ვერც ფიზიკურ ფორმაში და ვერც შეთამაშებაში ვერ გამოგვყვებოდნენ,მაგრამ პირიქით აღმოჩნდა.ჩვენ უკანა ხაზელებს,ალბათ დაბალი ბოჭვები უნდა ეცადათ,რადგან ცხადი იყო რომ ორჯერ მათზე დიდი ფიჯელი უკანახაზელების შეჩერება,გაუჭირდებოდათ.მაინც ორი კაცი მიდიოდა ბოჭვაზე და ერთი დაბლა და ერთიც მაღლა უნდა მისულიყო.რა თქმა უნდა ძნელია,მაგრამ ასე უშანსოდ არ ვიქნებოდით.ერთიც მგონია,რომ ჩვენ ყველა თამაშში,საბრძოლველად,მაგრამ ფსიქოლოგიურად უკვე დამარცხებულები გამოვდიოდით.დაწყება,ჩვენი პირველი შეხება თამაშში,ყოველ მატჩში,არაზუსტი იყო და სათავეს უდებდა ჩვენ მხარეს სალელოვე შეტევას.სიმშვიდე და თავისი თავის რწმენა არ ჰქონდათ ბიჭებს.ამ დროს სჭირდება გუნდს ლიდერი,მაგრამ ასეთი აღიარებული ლიდერი,მთელ გუნდს რომ გაიყოლიებს და ისიც გაჰყვება,ჯერჯერობით არა გვყავს.იმედია გამოჩნდება.აქტიურ თამაშს,ჩვენ მხოლოდ შუა ტაიმიდან ვიწყებდით,მანამდე კი უკვე წაგებული გვქონდა ხოლმე, თამაში.კიდევ ერთი,სულო ცოდვილო და,მგონია,რომ მათიაშვილს ძალისმიერი კონტაქტებისა,ეშინია.რა თქმა უნდა ძალიან მსუბუქია და მძიმე მეტოქეები,ადვილად ერევიან,მაგრამ არც აფრასიძეა მძიმე წონოსანი და არც აბჟანდაძე.თანაც რამდენიმე წლის წინ,არავის ერიდებოდა.ბოლო წლებში ემჩნევა ეს მორიდება,ვეღარც შეტევაში ვარგობს და ვეღარც დაცვაში.7 კაცაზე გეთანხმები,14-15 წლამდე,ბავშვებმა, ალბათ მხოლოდ 7 კაცა უნდა ითამაშონ და მერეღა დაიწყონ სპეციალიზაცია.ხელით თამაშს ხომ ისწავლიან,სწრაფი აზროვნებაც,სისწრაფეც,რაღაც დონეზე მაინც ჩამოუყალიბდებათ და შერკინებას თუ 15 კაცას თამაშს,მერეც ისწავლიან.ამ შემთხვევაში სწრაფი ბიჭები,უფრო მეტი შემორჩებიან რაგბის,ჯანიანი ბიჭებიც ისწავლიან სწრაფ თამაშს და სხვა სახეობებში არ გადავლენ,ბედის საცდელად.თან 7 კაცა რაგბი ხომ ოლიმპიური სახეობა გახდა და ესეც შანსია,მათთვის.ფიჯი,ზოგადად რა თქმა უნდა ჩვენზე უფრო განვითარებულია,ყველა ბავშვობიდან თამაშობს რაგბის,მაგრამ ამ კონკრეტულ თამაშში,მაინც ჩვენ გამარჯვებას ვიმედოვნებდი.
სოსო
ბევრი შრომა მოგვიწევს, რამდენადაც სამწუხარო და საწყენი იყოს, ჯერ ახლოც კი ვერ ვართ უმაღლესი დონის გუნდებთან... ჩვენნაირი ტანი , ჯანი , სიმაღლე და სიმდაბლე)) ერთნაირი გვაქვს, მაგრამ კლასს რა ვუყოთ? ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან დაბევრად წინ არიან, მაგრამ ამ თამაშებით იმედია მალე მოხდება ჩვენი პროგრესი( მაგალითი არგენტინაა და აგერ ზელანდია დადეს ბეჭებზე))... შერკინებიდან უცხოელი მწვრთნელები რაც შეიძლება მალე უნდა მოშორდნენ, (თორემ ჩვენი ძიუდოისტების ბედს გავიზიარებთ იაპონელებმა კარგად რომ შეგვისწავლეს და დღეს ვეღარ ვუგებთ მათ. წარმატებები ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ შემდეგში დაადუღებთ მათ უეჭველად, გენაცვალეთ...

რაგბიში გათვიცნობიერებული ადამიანი ფიჯისთან დღეს ჩვენს მოგებას არ ელოდა და ეს ბუნებივიცაა.ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის, ეს შემოდგომის ერთა თასიც ძალიან დიდი გაკვეთილი იყო ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ მომავალში ძალიან დიდ შედეგს მოიტანს. მთავარია ასეთ გუნდებთან ხშირი სპარინგი, ჩვენი მოთამაშეების ინტეგრირება ძლიერ კლუბებში და შედეგიც არ დააყოვნებს. ასე უცბად სათამაშო დონის ამაღლება თუნდაც მწვრთნელის შეცვლის შემთხვევაში შეუძლებელია, უბრალოდ ძალიან ცუდია, როცა ამ ბობოლების შემდეგ უკაცრავად და ისევ საბანძეთში დავბრუნდებით. ვეთანხმები მოსაზრებებს კონკრეტულ შეცდომებზე და იმასაც, რომ ბლომად სამუშაოა ნაკრებში, მაგრამ ლანძღვით და გაუაზრებელი კრიტიკით გულს ვატკენთ მოთმაშეებსაც და ერთმანეთსაც. რაგბის აქტიური გულშემატკივარი ვარ დიდი ხანია და კარგად მახსოვს როგორ წავაგეთ ჰოლანდიასთან 50-0, როგორ გვიჭირდა თამაში ესპანეთთან და პორტუგალიასთან, რომლებსაც დღეს სათვალავში არ ვაგდებთ. იმედია, ჩემს მოსაზრებას რიგით სადღეგრძელოში არავინ ჩამითვლის და დღევანდელი მარცხით უიმედობას არ მიეცემა.
zurabi
საერთო ჯამში ბიჭები იმსახურებენ შექებას გადახედეთ წარსულ წლებში იტალია რა ანგარიშებით ნადგურდებოდა ყველა ამ გუნდებთან . რაც შეეხება დღევანდელ თამაშს დასვენებულ ფიჯისგან არც გამკვირვებია მოგება ოღონდ ერთი დასანანია ის თავსხმა წვიმა გაგრელებულიყო დარწმუნებული ვარ მოვიგებდით ფიჯის მაგრად ეტყობოდა არეულობა ნუ მარა რაც არი არი მთავარია მომავალ წელსაც მოგვეცეს შანსი თორემ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება.
Rezo
pirveli xazis zveli pleada vinaa? nariashvili? sxva vin? gigashvilma exla daiwyo. swored gogichashvili da melikizea sircxvili da gadashvebi. sadac matiashvili dainaxe, magat rato ver xedav? an toduas? meatase tamashs ro tamashobs da burts ver ichers?
სოსო
კომპიუტერულ თამაშში,ალბათ.
leonardo
ანუ გახარიას ზვანოკმა გადაწყვიტა?!
Dato
მაისაშვილი პრეზიდენტი? ზურა, შენც პრეზიდენტი, თუ ნაპოლეონი? :))))
გლახუნა
ფიზიკურად დავმარცხით, თაობათა ცვლა გვაქვს- ახალგაზრდები არიან და ამ თამაშებით კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ საჭიროა ძლიერი ფიზიკური მომზადება - საკუთარ თავთან შრომა ... აქ - 4 ძალიან მძიმე შეცდომით მივიღეთ ლელო -თოდუა,გიოგაძის, მათიაშვილის, ნინიაშვლის ( მართლა პერსპექტიულია, აგრესიული,მაგრამ ფიზიკა ჭირდება) და კიდევ ერთხელ დავინახეთ - მათიაშვილი არის ს უ ს ტ ი -15 ნომერი, 15 ნომერი ერთ -ერთი ძირითადი ფუნქციის მოთამაშე არის, გარდა სისწრაფის, უკანა ხაზის მაკონტროლებელი და ფაქტიურად სიღრმიდან შეტევის ორგანიზატორი -უ ნ დ ა იყოს ფ ი ზ ი კ უ რ ა დ ძალიან ძლიერი - დაცვისAთვის, მოწინააღმდეგის ბ ო ლ ო ბარიერი -ა რ უნდა იყოს ფიზიკურად სუსტი და სიმაღლეში 1.88-90-ზე ნაკლები-ეს კარგად ჩანს ელიტის ნაკრებებთან შეხვედრებში -მატიაშვილმა ვ ე რ ც ე რ თ ი შემტევი ბ ე რ შეაჩერა, პირიქით - ყველაზე სუსტი ბარიერი ხვდება ბოლო ფაზაში ჩვენს მოწინააღმდეგებს -და ეს დაუშვებელია- დიდი შეცდომაა, ასევე სწრაფი და კარგია ტაბუცაძე შეტევაში, მაგრამ ს უ ს ტ ი დაცვაში - ამასზე ყურადღებაა გასამახვილებელი... მოკლედ -15 ნომერი მ ო ს ა ძ ე ბ ნ ი გვყავს (!) -და კიდევ - ჯარიმები -ა რ უნდა გათამშდეს ემოციებით , რაც აფრასიძემ და მერე მე-3-ე ხაზელმა გააკეთა, აქედან გავუშვით -1 ლელო მაინც, მოკლედ პერსპექტივები სერიოზული არსებობს ( ფიჯის მომავალი თაობა - თაობათა ცვლის დროს- ეს ბიჭები უკვე საკმაოდ გამობრძნედილი იქნება და მარტივად დავამარცხებთ) - ძ ა ლ ი ა ნ გვჭირდება ასეთი თამაშები და ეს 8 ერი რომ ყოველ წელს ჩატარდეს - მინიმუმ 2-3 წელიწადში მოგებებს დავიწყებთ!-წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ქართულ რაგბს!
123
იქნებ საორგანიზაციო საქმეებშია მაგარი და მწვრთნელად სხვა ჯობდეს?
ეჰჰ
ქართული რაგბის სირცხვილს ქვია სოსო მათიაშვილი და ამ სირცხვილის “გამპრავებელს” კი მევრთნელი ვინც მას ათამაშებს.. ისე კი ყველაფერი წინ არის.. სოფელი ერთ დღეში არ შენდება.. წარმატებები გუნდს
zviads
მართალია "გიო", უცხოეთში მოთამაშე ჩვენი ბიჭების 5–10% თუ თამაშობს პირველ ნომრად უმაღლეს გუნდებში, უმეტესობა მეორე და მესამე ნომრები არიან ანაც დაბალ ლიგებში თამაშობენ. საქართველოს ჩემპიონატში კი ბევრი კარგი რაგბისტი ვერ გაიზრდება, იმიომ რომ დონე დაბალია ისევ უფულობის გამო, რასაც ინფრასტრუქტურის სიმწირე, მწვრთნელების განათლების დონე, სამედიცინო და ასე შემდეგ პრობლემები მოყვება.... ზოგიერთ რაგბისტს 200–300 ლარი აქვს ხელფასი საერთოდ, ასე რომ.. თუმცა მაინც მოდის იმედის მომცემი ახალი თაობა, ვფიქრობ 3–4 წელიწადში უკეთესი გუნდი გვეყოლება..
zviads
ამ 8 ერში რომ მოვხდვით (რა თქმა უნდა იაპონიის უარის შემდეგ) ეს არის პირადად მაისაშვილის დამსახურება, მაგან ითხოვა გახარიასთვის მიეწოდებინათ თხოვნა რომ პირადად დაერეკა ბილ ბომონტთან ან ვისთანაც საჭირო იყო და ეგრეც მოხდა თუ გახსოვთ.. მიუხედავად არასასიამოვნო წაგებებისა მივიღეთ ფასდაუდებელი გამოცდილება, რაც ისევ ვიმეორედ ლევან მაისაშვილის დამსახურებაცაა.. რაც შეეხება მათიაშვილს, არ ყავს სხვა კანდიდატურა სამწუხაროდ, თორემ მერწმუნეთ თვითონ უკეთ იცის ვინ რას წარმოადგენს..
ზურა
ნიჟარაძე დააბრუნეთ პრეზიდენტათ და მაისაშვილი არ არის სანაკრებო დონის პრეზიდენტი!!! რაგბის მტრებო !!!
მამუკა
კომენტარების დროს ცოტა დაფიქრდით საიდან ამხელა ამბიცია რომ ამ ახალგაზრდულმა მშენებარე ნაკრებმა ფიჯის მოუგოს, მოვა მაგის დროც მოთმინებაა საჭირო.ბიჭებმა ბოლომდე იომეს.
aburjga
ახლა რაგბის ოდნავ მცოდნე კაცი მაისაშვილს როგორ გალანძღავს?! ვაა...??
გიორგი
ფეხბურთში გრანდებთან კი არადა ნაჩანჩალებთან ვაგებთ
zaza
იმას კი ჯობია 45-10 რო გაგვაკატავეს მარა ხელით თამაში ვერ ვისწავლეთ და მოთამაშეების უმრავლესობას სწრაფი გადადგილება უჭირს ისინი კიდე დაფრინავდენ მოედანზე.არაფერია თაობათა ცვლა უნდა მოხდეს და ისინი ამათზე კარგადაც თამაშობენ ხელით.ფიჯი კიდე იტალიასაც ჯობია და ჩვენც.
გიორგი
რაგბში მსოფლიოს მე-12 გუნდი გვყავს, ფეხბურთში ალბათ 112-ე. კალათბურში რაგბის შემდეგ საუკეთესო რეიტინგი და შანსები გვაქვს. ჰოდა ფეხბურთში გადაყრილი მილიონების ნახევარი რაგბს რომ მოიახმარონ ის აჯობებს.
აბუდაბი
მწვრთნელი ვინ გვყავდა მაშინ, ხომ არ გახსოვს?
Irakli Apkhaidze
ძალიან კარგი ტურნირი და თამაშები გამოვიდა. ჩვენი ნაკრები მომავლის გუნდია, თაობათა ცვლა ესესაა დამთავრდა. 22-24 წლისაა ძირითადი ბირთვი და დიდი რაგბისთვის ჯერ კიდევ ჭყინტები არიან, ძვალი 25 წლამდე იზრდწბა და კუნთები მერე იწყებს გარკინებას თუმცა ასეთ თამაშბში ჟეჟვა და ჩეჩქვა აუცილებლად გამოგვაწრთობს. ახლა, პირველი რაც გბჭირდება, სასწრაფოდ კვალიფიციური მწვრთნელია მისაძებნი და ნახავთ მსოფლიო თასის შემდეგ რა გუნდი გვყავდეს. ეს ის თაობაა რაც დიდ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ რაგბის და დაიწყებს ტიერ 1 გუნდების დამარცხებას.
niko
ილუზიები ჰქონდა ზოგს და მოგებას იმედოვნებდნენ რადგან ბევრს რაგბი არ აქვს ნათამაშები და ფილოსოფოსებენ. ეს იმის შედეგია რომ არასწორად ვითარდება რაგბი საქართველოში. ფიჯის მოთამაშეებს შეხედეთ ჯერ და მატ ბურთის ფლობას, სისწრაფეს, მოქნილობას, რაქში მუშაობას... ეს ყველაფერი მოდის პატარაობიდა შვიდკაცის თამაშით. რაქს რომ 2 კაცი დაგიყენებს და მოგიგებს, დაშენსაც ერთი სწორად ჩასვილთ ჯარიმას მიგაღებინებს ეს ყველაფერი შვიკაციდან მოდის, ბურთის დიდ სისწრაფეზე მოძრაობა, უკანა ხაზიოს სწორად გადალაგება, "ოფლოუდები" მორკინალების თუ ხაზი მოთამაშეების... ყველაფერი შვიდკაციდან. ბავშვებს ყველა შვიდკაციდან აწებიებს კუნძულებზე თუ სვა ქვეყნებშიც და აქედან მოდის ყველაფერი რომ მორკინალებიც უკანა ხაზელებივით ირჯებიან და უკანა ხაზელებიც მორკინლენბივით როცა საჭიროა. ჩვენთან სამწუხაროთ ყველაფერი უკუღმა კეთდება პოლიტიკიდან დაწყებული და მათი სპორტში ჩარევით... მოკლე ეს ბიჭები მეცოდება, ითამაშეს სცადეს, მაგრამ თავს ზემოთ ვერ გადახტდნენ ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ასევე პირველი ხაზის ძველი პლეადა გასაშვებია, ნაკრებში კეპების მოსახვეჭად არავინ არ უნდა თამაშობდეს. მათიაშვილი გაუშვით სათხილამუროდ თუ შეიძლება და მოაშორეთ ნაკრებს
პაატა
ჩემი პირადი აზრია რომ იაპონიის არმონაწილეობის გამო შემთხვევით მიღებული შანსი ვერ გამოვიეყენეთ! შეიძლება მოსამზადებლად დროც ცოტა იყო, მაგრამ ჩვენს არასწორად სტრუქტურიზებულ თამაშს ვერ გამოასწორებდა თუნდაც სამ თვიანი მოსამზადებელი პერიოდიც კი (ამის კარგი მაგალითია წინა მსოფლიოზე გამოსვლა)! სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ რომ დღეისათვის ჩვენს ნაკრებს სხვებისგან გამორჩეული ძლიერი მხარე აღარ გააჩნია! დღეს ჩვენ ვაკეთებთ თითქმის ყვეკაფერს, მაგრამ საშუალო დონეზე. ეს პრობლემა დღევანდელი არაა, სამწუხაროდ ჰეიგის დროიდან მოდის. 2015 წლის შემდეგ აგერ უკვე 5 წელია ამ ასე ვთქვათ გარდამავალ ფაზაში ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენი თამაშით იმდენად დაუბალანსებელი გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებთ რომ აშკარაა დიდი ცვლილებების დაწყების!!! პირველ რიგში ფედერაციაში უნდა მოვიდნენ თამამედროვე რაგბის მცოდნე ადამიანები, რომლებმაც უნდა წარმოადგუნონ რაგბის განვითარების გეგმა და მიყვენ მის შესრულებას! მორჩეს რა ეს კლანობანას თამაში, იმისიანი და ამისიანი ღყპავს საქმეს. ვისაც ჩვენი რაგბის წინსვლა გინდათ დასხედით ყველა ერთად და იმსჯელეთ! დაასრულეთ ერთმანეთის ჭამა და საქმეს მიხედეთ, თორემ ჩვენი ფეხბურთის ბედს გაიზიარებს ამდენი წლის ნალოლიავები რაგბი!!!თანამედროვე რაგბის მცოდნე და მოთამაშე კარგი ახალი თაობა მოვიდა ჩვენს რაგბში და მიეცით გასაქანი!!! წარმატებები ქართულ რაგბს!
ვვვ
შარიქაძემ გასაცემი პასი გასცეს ხოლმე რა, ვთხოვ.
ალექს
ვერ ვხსნი რატომ გააფუჭეს ამდენი ინდივიდუალური ბოჭვა და რატომ არ ვცდილობდით აგრესიულ დაცვას,შესაძლოა გადაღლილობა ზუსტად ამაში გამოჩნდა ყველაზე მეტად.დიდი ენერგია წაიღო არა უბრალოდ იმან რომ 4 შეხვედრა ვითამაშეთ,არამედ თუ როგორ ვითამაშეთ,უდიდეს წნეხში და დაცვაში ძირითადად რამაც გამოფიტა გუნდი უბრალოდ.ფაქტიურად ამან წაგვაგებინა თამაში.ასევე გუნდი აშკარად ვერ უღებს ალღოს ასე ვთქვათ "არატრადიციულ" ბარბაროსულ რაგბის,როგორსაც ფიჯი თამაშობს და არ აქვთ სიმწყობრე არც შეტევაში და არც დაცვაში და დისციპლინა მათთვის უცხო ხილია,მიუხედავად იმისა,რომ უმაღლესი კლასის უკანა ხაზი ყავთ,ფიზიკურად გამორჩეული და მართლა ფენომენალური ინდივიდუალურად. ამას რომ ალღო აუღო შენ თავად უნდა გქონდეს უკვე ჩამოყალიბებული სათამაშო სისტემა და ფილოსოფია,რაც ჯერჯერობით არ გვაქვს. 14 ქულიანი სხვაობა ამ გუნდთან არავითარი ტრაგედია არ არის თუკი ზოგადად თამაშში არის პოზიტიური მომენტები და ასეთები ნამდვილად იყო და განსაკუთრებით შეტევით პოტენციალში.3 ლელო ამაზე მეტყველებს,ინდივიდუალურიც და გუნდურიც და 1-2 კიდევ შეგვეძლო დაგვედო. სტატიკაში ცუდად არ გვითამაშია,დერეფანში მოსალოდნელიც იყო რომ ვაჯობებდით,შერკინებას უფრო თანაბარი ეთქმის ჩვენი ძალიან მცირე უპირატესობით. ასევე რამდენიმე ახალგზარდამ შესანიშნავად წარმოაჩინა თავი.სხვათაშორის ყველა მაისაშვილის ხელშია გავლილი 20 წლამდელებში და ძალიან უადგილოა ხომ არ არის თქვენი მხრიდან ამ კაცზე ქილიკი.რა გუნდი ყავდა ხომ არ დაგავიწყდათ?? მის შეცდომად ვთლი რომ ნინიაშვილს ბევრად მეტი დრო არ მისცა,კიარადა ჩემი აზრით ძირითად ფულბეკად უნდა დაეყენებინა კიდეც,უდიდეს გამოცდილებას მიიღებდა და ნიჭიერი რომ არის უდაოდ იმ ძალიან მცირე დროშიც დაამტკიცა.
Irakli
ძალიან დაგვწყვიტა გული ასეთმა მარცხმა, მაგრამ მგონია არ არის საჭირო ზედმეტად დრამატიზირება, ფიჯი მაღალი დონის გუნდია და ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება მასთან თამაში, შეცდომები იყო და მათიაშვილის საუკეთესო თამაშიც არ იყო, მაგრამ მარტო ეს არ არის მარცხის მიზეზი. წინსვლა უნდა განვაგრძოთ, ახლა ასე ვართ, ხვალ უკეთესად ვიქნებით, შრომით და იმედით!
Dato
აუუუფ, აქაც გაუწბილდათ იმედები "ბალელშიკებს", მემგონი სხვა სამყაროში ცხოვრობს ეს ხალხი, სამწუხაროდ ჩვენთან ერთ ქვეყანაში... ამ ანგარიშებით წაგებით ვისწავლით და გვექნება საბოლოოდ წინსვლა. ასეთ გუნდებს თუ არ ვეთამაშეთ, გვექნება კიდევაც რეგრესი. მწვრთნელი გვინდა მაღალი დონის, უსიტყვოდ და მეორე ხაზის კარგ ჩემპიონატებში თამაში. პრო 14-ის ფრანშიზა კი დაგვხატავდა საერთოდ...
Degraf
უცხოელი მწვრთნელი მოიყვანეთ და თანაც სასწრაფოდ!
ლაშა
ეს ნაკრები ახლოსაც არაა ჩვენს 2015 წლის ნაკრებთან! იმათი ყურება ერთი სიამოვნება იყო, ამათ ყურება კი ნამდვილად ტანჯვაა.. ძალიან დიდი სხვაობაა! ბევრი ითქვა მიზეზებზე, ამის ბრალი, იმის ბრალი, მაგრამ ფაქტია რომ დიდი რეგრესია და უკან მივდივართ, ერთ გადაცემაში ლელა კაკულიამ თქვა: ვხედავ საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდებაო.. რა საინტერესოა რომელ საუკუნენეში მოხდება ეს?! ბობოლა გუნდებთან მოგება მანახეთ ოღონდ და მსოფლიო ჩემპიონობას ვინ ჩივის.. მე ეხლა მიხარია სპორტი, ეხლა მინდა ვიხილო წარმატებები საქართველოს სპორტში სხვადასხვა სახეობებში, თორემ ოდესმე ამერიკას ქალი პრეზიდენტი ეყოლება, მანქანები იფრენენ ცაში, ოკეანის სიღრმესაც გამოიკვლევენ და მარსზეც დასახლდება კაცობრიობა, ოდესმე..
მართა ლი
ვინ გაუშვეს და ვინ მოათრიეს...წადი მაისაშვილი წადიიი...რა სასჯელივით მოგვევლინე ვინ ხარ კაცო შენ...წადი წადი...

მატჩის 65 წუთიდან ფიჯელებმა რომ მიხვდნენ თამაში მოგებულია გვაქსო უცბად მოეშვნენ,საქართველოს ნაკრებმა ამით ისრგებლა...ერთი ეს გამაგებინა ამ ფიჯის ნაკრებს ჩვენ როგორ მოვუგეთ? ან კიდე ტონგასა და სამოას ნაკრებებს ვუგებთ რო.
კუკუ
მგონი კი, რაღაც სული მცემს....
sagol
მაისაშვილი და მათიაშვილი ორი საოცრება, ტიკარაძე უფრო ჰგავს მინისტრს ვიდრე ეგენი რაგბისტებს....მათიაშვილმა თმები მოუშვა, ტვინი რომ ჰქონდეს, დიოგენს მივამსგავსებდი...
დიმა
კოტტერი (50) 100:1 (0) მაისაშვილი
mirosan
კრირტიკოსებს არ გესმით საგანი. წაით ბიძია წაიმეცადინეთ და მერე პოსტეთ. მთელი თავთ გაზრდილია ნაკრები, დრო უნდა რომ გამოჩნდეს. ერთ დღეში გინდათ 6 ერის მოგება?
გიორგი
მორაგბეები კარგი გვყავს, მაგრამ მწვრთნელი ვერ არჩევს საუკეთესოებს და ვერც თამაშს არჩევს...
გიო
რატომ დაიწყებთ უაზრო კრიტიკას მაისაშვილი კი არა ვინც არ უნდა იყოს ფაქტი ერთია ფიჯი იტალია და იაპონია ჩვენზე მაღალი დონის გუნდებია არ განვიხილავ უმაღლეს ეშელონს ვინც რაგბი იცის ჩვენ რამოდენიმე მსოფლიო დონის მოთამაშე გვყავს და თუ ვიგებთ მხოლოდ მათ ხარჯზე ჩემი აზრით ბიჭები ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ განსხვავებით ფეხბურთელებისაგან რომელთაც ტყუილად აყრიან ფულს მაგრამ დონეს ჟილკა ვერ აანაზღაურებს და მხოლოდ საფრანგეთში მოთამაშე შერკინების ხაზით ფონს ვერ გახვალ დონეა ასაწევი სერიოზულად ჯერ შიდა ჩემპიონატში პირველ რიგში და თუ უყურებთ ტოპ 14 შეადარეთ რამდენი ქართველი თამაშობს ძირითადში და რამდენი ფიჯელი სავსეა ინგლისის და საფრანგეთის ჩემპიონატი ფიჯელებით
gia
შენ მაზოხისტი ხომ არა ხარ? ეხლა ამ გუნდით და მწვრთნელით საფრანგეთთან და იტალიასთან უნდა უყურო ჩვენ განადგურებას?
გიორგი
ნარიაშვილი ხშირად აგებს შერკინებას, მაგრამ ბოლომდე იხარჯება, რად დასაფასებელია. თანაბარი ძალის, ან უკეთესი 1 ნომრის გამოძახებაც შეიძლებოდა, მაგრამ მაისაშვილი ჯიუტია.
ალიკა
არ მესმის სად ხედავთ წინსვლას,რაშიც ძლიერები ვიყავით ვგულისხმობ შერკინებას იმაში დავიძაკეთ და ასეთი ანგარიშებით წაგება ფსიქოლოგიურად მოქმედებს გუნდზე
777
ბოლო წლებია სრული რეგრესი გვაქვს.მწვრთნელიც და სამწუხაროდ მორაგბეებიც დაბალი დონის გვყავს ვიდრე 4-5 წლის წინ გვყავდა. დისციპლინა 0
hhh
რაგბი ისეთი სპორტია, რომ ძნელია პირველი კატეგორიის გუნდებს გაუტოლდეს ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა, აგერ იტალია ამდენი წელია წვალობს და მაინც ვერაა იმათ დონეზე, არა ისე არ გამიგოთ თითქოს რაგბის განვითარების შეწყვეტას ვითხოვდე არა უბრალოდ მთავარი აქცენთი სათამაშო სახეობებიდან ჯობია კალათბურთზე და ფეხბურთზე(არ ჩამქოლოთ) გაკეთდეს რადგან მანდ გაცილებით ადვილია გრანდებთან უფსკრულის ამოვსება ვიდრა რაგბში(ფაქტიურად შეუძლებელია), თუნდაც ხელბურთი და ფრენბურთის განვითარება ავიღოთ გაცილებით იოლია თან ჩვენ მხოლოდ საკუთარი ძალებით ვცდილობთ წინსვლა და შეხედეთ სხვა გრანდებს რამდენი ფიჯელი, სამოელი ზელანდიელი ყავთ ნატურალიზებული ჩვენ კი ამის საშუალება არ გვაქვს.
Sinsilo
ar etyoboda am nakrebs kombinaciuri ganatleba,bevrad metis gaketeba gvmartebs shetevashi da shesabamisad dacvac ufro dalagdeba.maisashvili kargia magram am doneze racarunda samwuxaro iyos ufro magali klasis mwvrtneli gvchideba.
ანესთეზეოლოგი
აქაც შთავიჯვით:((
mirosan
უკვე გამოსულიამ, თვალები არ გაქვთ? ვერ ხედავთ და სვაგან იპოსტავეთ რა
გიორგი
ტაბუცაძემდე ბურთი არ მიდის და რა ქნას? სხვა ამბებში გეთანხმები.
giorgi 3
ამას ჰქვია "ტრაქტორივით გადაგვიარეს"
IRAKLI QUTAISI
ისევ წყეული მარცხი. პირველ წუთებში რაც მივქარეთ, ფაქტიურად ისაა საბოლოო სხვაობაც. ამხელა უკანახაზელები რომ ყავს მოწინააღმდეგეს შერკინების მიცემა კატასტროფის ტოლფასია. ფიჯს მიწოლა არც ჭირდებოდა საკმარისი იყო თავიანთი შერკინებიდან უბრალოდ გაეტანათ ბურთი და მათი ვეებერთელა უკანა ხაზი ჩვენსასთან პირისპირ რჩებოდა. ჩვენთან კი ყველაფერი ფორვარდებზეა დამოკიდებული. ჩვენმა მორკინალებმა დიდი ენერგიის დაკარგვის ხარჯზე უნდა მოიგონ შერკინება, შემდეგ მოლი და შემდეგ ხუთმეტრიანში ისევ ენერგიადახარჯულმა პირველმა ხალხმა მიძალების ხარჯზე უნდა დადოს ლელო. უკანა ხაზი კი პანიკურ პასების და უადგილო ფეხით გადაკიდება ახორციელებს. წინ ჩახურვის დროს 10 ნომერზე რომ არ უნდა გაცე პასი თუ მას სიღრმიდან არ აქვს სისწრაფე აკრებილი, მე მასწავლეს მარტო?
გიორგი
მაისაშვილს მოსწონს, გაუგებარია რატომ
გიორგი
არც მე მიქვეყნებს. არ მოსწონს მაისაშვილი კრიტიკა.
რაგბის ფანი-ს
და შუქში რამდენი დაგვიდეს?
თაზო
შეცვალეთ მწვრთნელი დროზე!!! წინსვლა არაფერში არ ჩანს,აუტიდან შემოტანა -0,შერკინებაში უმეტესად ვაგებთ,მათიაშვილი -0,ტაბუცაძე სად იპოვა მაისაშვილმა?არცერთი დამუშავებული კომბინაცია,მხოლოდ კვესელაძის და საღინაძის ინდივიდუალიზმის იმედზე?არ გამოვა ასე არაფერი,მაისაშვილი უნდა წავიდეს,თუ მიხვდება!!!
გიორგი
მათიაშვილის უსუსურობის ბრალია 1, 4 და 5 ლელოები. მაისაშვილი ჯიუტად ათამაშებს ამას. წადი მაისაშვილო, წადი.
ალეკო
ახალი ძლიერი სამწვრთნელო შტაბის გარეშე, არც კი უნდა ვიოცნებოთ რამე ხელშესახებ წარმატებებზე
Beeq
ეს თამაში მოგვიგო ნადოლომ და ტუისოვამ. ჯამში 5 ლელო მიითვალეს იმ ოფლოუდის ჩათვლით. ამ ფორმაციის ფიჯის ნაკრებს ბევრი გრანდის მოგება შეუძლია და რომარა კორონა მოუგებდნენ კიდეც ვინმეს ქვეჯგუფში. ნინიაშვიკისთვის მეტი დრო უნდა მიეცა განსაკუთრებით სოსოს სუსტი ტამაშების ფონზე. ჯალაღონია მესიმპატიურება ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა.
nikolozi
ამდონეზე სუსტი გუნდივართ ფიზიკურადაც ტაქტიკითაც მენტალურად და მორალურადაც რეალურად ჩვენ ვართ ერთა თასის გუნდებზე ძლიერი მარა ამათთან შედარებით სუსტები ესაა რეალობა პირველრიგში ძლიერი მწვრთნელი გვინდა
ჯანო
მაღალკვალიფიციური მთავარი მწვრთნელი გვჭირდება!
kaira
ტაბუძაცემ რა დაგიშავა? პირველი სამი ლელოდან ორი მაგისია. ჯერ რა კარგად გადაიტანა აუტში 5 მეტრში. მერე მე-3 რა დინჯად დაელოდა ბურთს სანამ მეტოქე აიღებდა. მე მგონი მათიაშვილს ჯობდა.
ლაშა
10-24 რომ გახდა გამოვრტე ტელევიზორი, შევედი Youtube-ზე და ჩავრთე New Zeland - Georgia WRC 2015, მაგ წელს რომ ნაკრები გვყავდა, შერკინება უძლიერესი, მომენატრა ის ძველი გუნდი, აი მაშინ იყო საინტერესო საყურებელი, ყველაფერს აზრი ქონდა რასაც აკეთებდნენ, შერკინება, აუტი, მოლი.. ძლიერი ბიჭები გვყავდა და მაგრად აწვებოდნენ, ფიჯი, ტონგა, სამოა, აშშ.. გასვლაზე ვანადგურებდით, ეხლა სანატრელი გაგვიხდა მათთან მოგება, ალბათ გადაგვსანსლავენ კუნძულელები, ძალიან გვჩაგრავენ უკვე თამაშით, ჩვენი ფიზიკური სიძლიერე ვეღარ ჭრის იმიტომ რომ სწორად ვერ იყენებენ, რაღაცას ვეღარ აკეთებენ რასაც ძველი გუნდი ახერხებდა.. აუ რა სასტავი გვყავდა, მენატრება ამიტომ ძველ თამაშებს ვუყურებ ხოლმე :(
Beeq777
ეს თამაში მოგვიგო ნადოლომ და ტუისოვამ. ჯამში 5 ლელო მიითვალეს იმ ოფლოუდის ჩათვლით. ამ ფორმაციის ფიჯის ნაკრებს ბევრი გრანდის მოგება შეუძლია და რომარა კორონა მოუგებდნენ კიდეც ვინმეს ქვეჯგუფში. ნინიაშვიკისთვის მეტი დრო უნდა მიეცა განსაკუთრებით სოსოს სუსტი ტამაშების ფონზე. ჯალაღონია მესიმპატიურება ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა.
QT
აშკარა პროგრესია, ჰიმნის შესრულებაში
გიორგი
ადრე წავიკითხე კომენტარები "აცალეთ მაისაშვილსო". ჩემი აზრით მაისაშვილის კრედიტი ამოიწურა და უნდა წავიდეს. მაისაშვილის სისტემატიური შეცდომებია კარასტროფა მათიაშვილი, ყველა თამაშში დაჩაგრული შერკინება, წაგებული ყველა მეორე ნახევარი... არადა, სულ ცოტა უკეთესი ბურჯების გამოძახება შეიძლებოდა და ნინიაშვილი 1000-ჯერ სჯობს კარასტროფა მათიაშვილს
leonardo
არ ველოდი რომ ფიჯის მოვუგებდით, მაგრამ ასე მთლად უშანსოდ წაგებაც ნამეტანია! რაც მანამდე დავაკომენტარე იგივეს დავწერ: რაშივ ვვარგობდით - შერკინება- აღარ ვვარგივართ! აუტი ხომ ვერ ვისწავლეთ, გაუაზრებელი ფეხით თამაში, ნუ ხელით თამაში არც ვიცოდით და ვერც პროგრესს ვატყობ! მწვრთნელიც ამ სიაშია და ზოგადად სანამ ფრანჩაიზი კლუბი არ გვეყოლება სადმე (საფრანგეთი) შანსი არაგვაქვს პროგრესის! ვინც პროგრესს ვიტომ ამჩნევთ - ეგაა ილუზიები და თავის მოტყუება!!!
mirosan
შენ ჯიგარო ეტყობა ფეხბურთში უფრო ერკვევი და მოდი ფეხბურთის გვერდზე პოსტე...
A
მათიაშვილი რომ ნაკრების დონე არაა ისე მკაფიოდ ჩანს მწვრთნელობა არ უნდა მაგის მიხვედრას
გიორგი-ბათუმი 97
იტალიასთან და საფრანგეთთან არ გვექნება მატჩები? ანუ დავასრულეთ უკვე 8 ერის ტურნირი დღეს ფიჯისთან მატჩით?
reali
ფეხბურთელებზე უკეთესები არც თქვენ ხართ მერანდენედ წაგეტ ნოლით
იდალგო
აგერ ვინც არ დამეთანხმეთ, დაასახელეთ თქო, რა კომპონენტი მოგეწონათ, მაინც რა გავაუმჯობესეთ? ვერ ასახელებთ ხომ? აი მაგას ვამბობ, რო არ არსებობს პროგრესის ნიშნები - თუ არა და რა გიშლით დასახელებას?
რაგბის ფანი
ალბათ მაგ მომემტებში შუქი ჩაგიქრა, 3 ლელო დაუდეს ფიჯის
Beeq777
ეს თამაში მოგვიგო ნადოლომ და ტუისოვამ ჯამში 5 ლელო მოითვალეს, ის ოფლოუდიც ტუისოვას ლელოა. ამ ფორმაციის და შემადგენლობის ფიჯის ნაკრები ჩვენკიარა ბევრ წამყვან უნდს მოუგებს და რომარა კორონა ვნახავდით. შეცვლებმა გაამართლა, ნინიაშვილი კარგი ბიჭი ჩანს და შეიძლებოდა მეტი დროის მიცემა მისთვის. ჯალაღონიაც ძალიან მესიმპატიურება ჭკვიანი მოთამაშეა.
გულშემატკივარი
ადმინ რატომ არ მიქვეყნებ კომენტარს რა არ მოგეწონა?
გოგა
ზანტი მიქაუტაძის, მჩატე თოდუას და მათიაშვილის, არც ტემპის ჩამკვლელი ლობჟანიძის ადგილი ნაკრებში აღარაა,( აფრასიძემ ბევრჯერ დაამტკიცა რომ სჯობია ლობჟანიძეს) არც იმ პირველხაზელების ადგილი არაა რომლებმაც პასის გაშვება არ იციან და მუდმივად უაზროდ ადგილიდან აუჩქარებელი ნელი ნაბიჯებით შედიან კონტაქტში, ცვლილებებია საჭირო მათ შორის მწვრთნელის რომელიც ამ ახალგაზრდა ბიჭებს ხელით თამაშს და სიღრმიდან შეტევას სისწრაფეებში პასების გაცემას ასწავლის, ვინმე ინგლისელი ირლანდიელი ან სამხრეთ აფრიკელი ან კიდევ ავსტრალიელი მწვრთნელი გვჭირდება რომლებმაც იციან რაგბის თანამედროვე ფილოსოფია, და კიდევ შერკინების და მოლის მწვრთნელი უნდა გამოიცვალოს აუცილებლად. მოკლედ ასეთი ფიჯის დამარცხება მხოლოდ კლასით მაღალ გუნდს შეეძლო თორემ ფიზიკურობაში ნებისმიერ ნაკრებს დაჩაგრავენ დაუდგეს ოლ ბლექსიც, ბოლოს ვიტყვი რომ სვანიძემ და მაისურაძემ ამოწურეს შესაძლებლობები უნდა დაგვემშვიდობონ. მადლობა
შოთა
მადლობა ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს მაგრამ რას ვიზამთ, თავს ზემოთ ძალა არაა. რაგბშიც, ისევე როგორც ფეხბირთში, მანამდე არ გვექნება უკეთესი შედეგი, სანამ უკეთეს ჩემპიონატებში არ ითამაშებენ ჩვენი სპორცმენები; პ.ს. ჯალაღონია და ნინიაშვილი მომეწონა. კარგი თაობა მოდის. მათიაშვილს სისხლი აკლია თითქოს.
პპპ123
ეს მათიაშვილი რამე სარეკლამო სახეა თუ რაჯანდაბას აკეთებს რაგბში
ედინბურგიდან
საჩქაროდ უცხოელი ქოაჩია მოსაწ...!!! ახალზელანდიელ მილტონ ჰეიგზე არანაკლები, მსოფლიოს მოწინავეთა,პირველ ათეულის ნაკრებთა დონისა, ახალზელანდიელი ან ავსტრალიელი,ქურციკების მწვრთნელები გადაგვისხვაფერებენ ჯერ კიდევ არდაკარგულ თამაშის სტილს,სამხრეთ აფრიკულ თამაშის ათვისებას კი ,წლები დასჭირდება....თუმცა შესაძლოა ჰეიგის მიერ ნაღვაწი,უკვე ქარს გავატანეთ...ფრანგულ- ზელანდიურ-ქართველთა ყაიდაზე გადმოტანილი თამაშის სტილი დავკარგეთ უკვე? ალბათ....
გულშემატკივარი
რა შეიძლება ითქვას: ასეთი შანსი მოგვეცა და ასეთი მწვრთნელით წახვიდე, უბრალოდ უპასუხისმგებლობაა თუ დანაშაული არა?!ბიჭებს აშკარად შეუძლიათ ამ დონეზე თამაში, მაგრამ ამ დონეზე თანაბრად რომ ითამაშო აუცილებელია ამ დონის მთავარი მწვრთნელი! იმედია ვინც იღებს გადაწყვეტილებას, დროულად მოძებნიან შესაბამისი დონის მწვრთნელს,არ დაგავიწყდეთ რომ უკვე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი იწყება...ისე ნუ ვიზამთ რო ზვარაკად შევწიროთ ნაკრების მომავალი მაისაშვილის არ შემდგარ განვითარებას და მათიაშვილის სამარცხვინო ხტუნაობას!!!..
Guka
მაღალი რანგის მწვრთნელი ჩვენ არ გვყავს ფედერაციაში ერთმანეთს რაგატკით დასდევენ და შედეგიც სახეზეა, ვაგებთ 3 კვირა სასტუმროში გამოკეტილ გუნდთან.
რაგბის ფანი
ვ. ვაისი გარდაისახა მაისაშვილში. ეს ოხერი, შეცვალე თავის დროზე მათიაშვილი (რამდენი ლელო აჩუქა ფიჯს). და ნარიაშვილს რას ერჩი, რატომ კლავ მოედანზე 70-ე წუთამდე ზედიზედ 5 თამაში?
იდალგო
გამართლდა ის, რომ ხუთი უმაღლესი რანგის საერთაშორისო მატჩი შედეგის (წინსვლის) თვალსაზრისით არის განიავებული და უაზროდ გადაყრილი. შედეგებს, რომ თავი დავანებოთ, რაიმე პროგრესი არის? ვინც ასე არ ფიქრობთ, დაასახელეთ ერთი მაინცკომპონენტი, რაშიც კარგები ვიყავით, თუნდაც ერთ თამაშში მაინც. დატოვეთ მაისაშვილი ნაკრებში და ვიყოთ რუსეთ-რუმინეთის დონეზე. იქ ყოფილა ჩვენი ადგილ და მწვრთელიც (მწვრთელებიც) შესაბამისი გვყავას>
gia
აუ ამ კაციჭამიებთან როგორ უნდა დამარცხდე ტო, საქართველოს რაგბის ფედერაცია მოძებნე ნორმალური წვრთნელი თორემ უკვე სასაცილოა ამდენი წაგებები, თუ რამე პრეტენზია გვაქ 6 ერში თამაშზე, უნდა დავამტკიცოთ კიდეც რომ საუკეთესოები ვართ და სულ მცირე ფიჯის მოგება მაინც შეგვიძლია, თორე ესე შორს ვერ გავფრინდებით.
რეზო
ჩემი აზრით საუკეთესო მათიაშვილი იყო, ოღონდ ფიჯელთა მხრიდან, უკვე მერამდენე მატჩია საუკეთესოა,განსაკუთრებით დაცვაში კლდესავით არის
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"უხეში სიტყვები გაცვალეს... "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის მერე პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და ეს მოხდა" - რაფინიამ უცნობი ისტორია მოჰყვა
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ
"ბორჯღალოსნები" | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
"ბორჯღალოსნები" | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან
ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს