7 დეკემბერს ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

წილისყრას სოციალურ ქსელში "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება, რომელიც წერს:

"საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფი ვნახე. კაროჩე, ეკონომიკაში, კოვიდის მართვაში, სამართლიან არჩევნებში უკეთესი პერსპექტივა აქვს ქვეყანას", - წერს სანაია.

შეგახსენებთ, რომ მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.

Gio
კარგით რა ხალხნო არ გვინდა ეს პესიმიზმი , ერთა ლიგის ფინალში თამაშიც უპერსპექტივო იყო თუმცა ფინალში გავედით , ეხლა სასწრაფოდ კარგი მწვრთნელი ჭირდება ნაკრებს და ყველაფერი კარგად იქნება თან არ დაგავიწკდეთ ესპანეთს ვუგებთ:) ეს ხუმრობით თუმცა ფაქტია..
ziko
ეს ამასაც მათავრობას დააბარალებს ამ ჯგუფს.ამაზე ძლიერ ჯგუფში ყოფილა საქართველოს ნაკრები და ამის კომაენტარები მაშინ არავის ახსოვს.არ დამბლოკოთ. არ დამბლოკოთ.
Гриша
Вот почему ваш футбол на вишем уровне ето есть ваш експерт которыи лучше всех разбирает грузнски футбол почему не в нашу групу
დ.დ.
ყველა . . . ფეხბურთზე უნდა ლაპარაკობდეს?
tngh
რატომ აქვეყნებთ ამ კაცის აზრებს ფეხბურთზე??? რომელი სპეციალისტი ეს გახლავთ???
გუჯა კახაძე
ბ-ნო ვახო! შანსი ყოველთვის არსებობს და ძალიან მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს - მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ თუ რაღაც შედეგის მიღება მაინც გვინდა სამწვრთნელო შტაბი საჭიროა ეცადოს მაინც იმ 4 ძირითადი პრობლემის მოგვარებას, რომელიც თამაშის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს: 1) ყველაზე დიდი პრობლემა თამაშის შემდგომი აღდგენაა. სამწვრთნელო შტაბს სჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელი, რომელიც ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ამას ადგილზევე ასწავლის; 2) ჩვენი ფეხბურთელები დაბალ ტემპში კარგად თამაშობენ, მაგრამ მაღალ ტემპს ვერ უძლებენ. ამის სწავლებაც ადგილზევე იქნება საჭირო, რადგან კლუბიდან ჩამოსული ფიზიკურად კარგად მომზადებული ქართველი ფეხბურთელი თითქმის არ არსებობს. შესაძლოა პურველი და მეორე პრობლემის მოგვარება ერთმა მწვრთნელმა შესძლოს... წინააღმდეგ შემთხვევაში 2 მწვრთნელის დამატება გახდება საჭირო; 3) ამის შემდეგ იწყება იმ შედეგისათვის მუშაობა, რასაც გულშემატკივარი წლებია ელოდება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფეხბურთის მენტალური მომზადების მწვრთნელის მოძიება არის აუცილებელი; 4) ბოლო ეტაპი იქნება სამწრთნელო შტაბში ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მომზადების მწვრთნელის ჩართვა. 25 მარტამდე ოთხივე პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი თუ შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელებს დაამატებენ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს - ვფიქრობ ახალგაზრდა, ქართველი და ძალიან ამბიციური უნდა იყოს, რომელსაც სიახლეების მოსინჯვის არ შეეშინდება და შედეგის დანახვის შემთხვევაში ნაკრებში დანერგავს!
Vasili
თავის გვერძე რასაც უნდა იმას დაწერს, მაგრამ აქ რო გამოაჭენეთ, ვახო რას ფიქრობს და რას წერს, ვერ გავიგე რომელი ვეტერანი ფეხბურთელი ან მწვრთნელი ეგ მყავს, ან სახალხო გმირი , ვის რაში აინტერესებს, მაგის აზრი ? შემდეგში შორენა ბეგაშვილი რას ფიქრობს, კესარია, უგულავა, თალაკვაძე მაგათი აზრებიც მოგვაწოდოთ იქნება!! ((( ცოტა გაუფრთხილით სპორტალი თქვენ მკითხველს! ყვითელ პრესას ემსგავსებით ხანდახან )
გიზო რაჭველი
ახლანდელი ჟურნალისტები, სანაიას ჩათვლით, უფრო იაფად იყიდებიან ვიდრე მუხურიდან ჩამოყვანილი ბურვაკები ამბროლაურის ბაზარში გიორგობის თვის ბოლოს. ამათ ფულს უხდიან იმისათვის პესიმიზმი და უიმედობა დაამკვიდრონ ხალხში, ყველაფერი ქართული ლანძღონ ტრადიციებით დაწყებული და სპორტით დამთავრებული. ლაშა ტალახაძეზე ცუდს რომ იტყვის ქართველი და მოღალატეს უწოდებს, მათ რა უნდა ელაპარაკო.
შენ...
იმედია, ტროლი ხარ. სხვა შემთხვევაში, უფრო რთულად გაქვს საქმე.
Aguli
:))))))))))))))))) კაი კაცი ხარ!!! შენ გაიხარე!!!!!!!! ალბათ ეგეთი ზუსტი შეფასების დაწერა გვინდოდა ყველას და ვერ შევძელით:))))))))))))))))))))
საქართველო
ბაია პატარაიას,გვარამიას,გაბუნიას და ინგა გრიგოლიას შაფასებებიც დაგვიდეთ თუ შეიძლება,რა შანსები გვაქვს და ის არ გამოგრჩეთ დიდი არტილერისტი რომ გყავთ ნანუკა ჟორჟოლიანი,ეგ სპორტის ექსპერტი,იქნებ გაუგუაც გავიძახოთ კიდევ ერთხელ ნაკრებში და გავზარდოთ შანსები. პ.ს. ეს სად ვცხოვრობთ ბიჭო, პურს უკვე ჟურნალისტები აცხობენ
გულშემატკივარი
ჟურნალისტიკაში პერსპექტივაც არ გვაქვს
გიზო რაჭველი
საქართველოს ნაკრებს სჭირდება შემომქმედი და პასუხისმგებლობის მქონე მწრთვნელი, როგორიც მაგალითად, ილიას ზუროსია.
ბიძინა ივანიშვილი
ჭორვილას გუნდი უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს... სულ უნდა გავაუქმო ფედერაცია!
გენა
ჯულიეტა ვაშაყმაძის აზრი არ ვიცი, მაგრამ მისი შვილი ყოველ საღამოს სისულელეებს კუ ბჟუტურებს მთავარ არხზე
niko
კაროჩეს და ეგეთი სირაქლემების ბრალია რომ ფეხბურთელებს, მორაგბეებს, მოჭიდავეებსაც შეჯიბრაზე გასვლის კომპლექსები გაუჩინეთ. Bავშვობიდან მახსოვს თუ ვინმეს უკეთეს ვეთამაშებოდი უფრო მეტად მონდომებული ვიყავირომ მომეგო და საუკეთესოდ მეთამაშა თუ გინდ ჭადრაკი ყოფილიყოს. მებრძოლს სულს რომ დაკარგავს ქართველი მაშინ არის ქვეყანა საცოდავი. გასპეკულიანტდა ყველა და მაგის ბრალია ყველაფერ. თავმოყვარეობა დაკრგულია ერი
გენა
კი, ბანძები ვართ ჟურნალისტებიანად
optimisti
Blomde unda ugulsematkivrot nakrebs .. axala mwvrtneli mova axalgazrda bijebi arian sul egrec araaa perspectiva Aris gundshi .. mova gamarjveba
დათუნა
მოკლედ (და არა კაროჩე), ბანძი შეფასებაა, ისევე როგორც ბანძები ვართ ყველაფერში მთავრობის ჩათვლით.
ლექსო
ხო ხო ხო რა რთულია!? სუსტი რომელია?-საქართველო!
gio
არ შეიძლება ასეთი პესიმისტური განცხადებების კეთება (მიუხედავად ყველაფრისა). ამან ხომ ფეხბურთელებზეც შეიძლება იმოქმედოს, ძალაუნებურად! არც ზედმეტი ქება ვარგა და არც პესიმისტური განცხადებები. ვნახოთ, იქნებ ახალგაზრდებისგან ბევრად უკეთესი გუნდი ჩამოაყალიბოს ახალმა მწვრთნელმა? (იმედია მალე გვეყოლება!).
Sanchexa
ამან ეგზიტპოლები დასვა?
SL
და ვახო სანაია ვინ არის ვაფშე? ...... ფეხბურთის პონტში ვგულისხმობ ... რატო დებთ მაგის ნალაპარაკევს სპორტულ პორტალზე ? ჯულიეტა ვაშაყმაძის აზრი არ გაინტერესებთ .... მაგალითად? დადეთ ისიც!
ჰაჰა
საკუთარ ქვეყანაზე არ ღადაობენ. გეთანხმები, მაგრამ ფეხბურთზე მინდა და ვღადაობ. რადგან სომხეთმა მოგვიგო, ამიტომ რა საქართველო როგორც ქვეყანა დამარცხებულია? ყველა ხვდება, რომ მაკედონიასთან წაგების მერე გუნდი აიჭრა, თორე გაჩვენებდნენ შედეგს. ან ამ პოლიტიკურ პარტიებზე რატო არ უნდა ვიღადაო, ან ამ არასამთავროებზე, ან ამ გაგანია უნამუსობაზე რაც გარშემო ხდება? ღადაობა, ხუმრობა, ირონია უფრო ძლიერი იარაღია ვიდრე შენნაირი ურაპატრიოტობა. პ.ს. და ზოგიერთები შეეშვით სხვის დაცენზორებას, საკუთარ გულში ჩაიხედეთ.
ბექა
ფეისბუკის თავის კედელზე რაც უნდა ის წეროს, აქ რატო გამოგაქვთ ჭ კლასის ჟურნალისტის ნაბოდვარი? მესმის რო ძლიერ ნაკრებებთან გვიწევს თამაში, მაგრამ ჩვენს ბიჭებს გამხნევება უნდა. კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, შენგელია, ნინუა და კიდევ არიან ბიჭები რომლის იმედიც მაქვს და ვნახოთ რას იზამენ, ეს წინასწარ მოთქმა რა უბედურებაა
ვალერი
რა მნიშვნელობა აქვს ვინ ებრძვის და ვინ არა. ბიუჯეტიდან ამხელა ფულს არასდროს არ ჭამდა ფედერაცია, ამათ დროს გაუჩნდათ შანსი. 0 ნაბიჯი წინ და ბევრი ნაბიჯი უკან ესაა შედეგი
hhh
მერე სანდრო ცნობილაძის დროს თუ არ კეთდებოდა არაფერი რა გამოდის,რომ ამათმაც არ უნდა გააკეთონ არაფერი?საოცარი ლოგიკაა.
dato
სანაია შენ შხამზე კი ვარ ეხლა დავაი რა. ჩვენი გაგვჭირვებია.
პაატა
სანაიასნაირები ქართველები მრავლად არიან ფეხბურთშიც და მოკლედ რაცვართ ესა ვართ..ეს ჩვენი ნაკრებია მიუხედავად ყველაფრისაა..ვახოსნაირ ლიბერასტებს ნაკლებად ესმით ეგ.
გურამი
სანაიას აზრი ფეხბურთის შესახებ ნამდვილად უინტერესოა. არც იმათი მოსმენაა რამის მომცემი, ვინც ქართულ ფეხბურთს საბჭოთა კავშირის პერიოდისას ადარებს არ უნდა დაიჯეროს, რომ სრულიად სხვადასხვა განზომილებაა, იყო მსოფლიოში უდიდრსი, უძლიერესი, იდეოლოგიაზე დაფუძნებული სამხელმწიფოს სპორტის შემადგენელი, ან იყო უმცირესი, სუსტი, უსასხსრო, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, ტერიტორიებწართმეული, დამარცხებული ქვეყნის ფეხბურთის გუნდი. შესაბამისად, ნუ უყენებთ იმ მოთხოვნებს, რასაც საბჭოთა თბილისის "დინამოს" ჰქონდა. სხვა გუნდური სახეობებიდან განსხვავებით, ქართულმა კალათბურთმა წარმატებას რატომ მიაღწია? იმიტომ რომ, ყველაფერი თავიდან, ნულიდან დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ იმ საბჭოთა კავშირში ფეხბურთელებზე მეტი შედეგი ჰქონდათ: ევროპის ჩემპიონთა თასი, თასის ფინალისტი, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი. გვყავდა ევროპის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები. არ დაიწყეს წარსულით ტრაბახი, შეაფასეს სიტუაცია, რეალობიდამ გამომდინარე, თამასა დაბლა დასწიეს, მეთოდურად, ნელ-ნელა მიყვნენ და ახლა უძლიერეს გუნდებს: საბერძნეთს, ლიტვას, სერბეთს, იტალიას და ა.შ. ამარცხებენ. ფინეთს რომ გასვლაზე მოვუგეთ, იცით, რომ მათთან პირად შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი გვქონდა? არავინ სთხოვდა მათ 10-15 წლის წინ მაღალ შედეგებს, არათუ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, საერთოდ, დაბალ ლიგაში თამაშიც უჭირდათ. ახლა, ევროპის ჩემპიონატის შინ ჩატარების უფლება აქვთ, რაც საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს. ფეხბურთის სპეციალისტები და გულშემატკივრებიც უნდა მიხვდნენ, რომ რეალური სიტუაცია ის არის, რომ საქართველო არ არის საფეხბურთო ქვეყანა. ყველაფერი ნულიდან, შესაძლოა, მინუსებიდანაც კი, დასაწყებია და არა სადღაც შუიდან. დაიწყონ, ჩაყარონ ფუნდამენტი და მერე აშენონ. ის ძველი აღარ არსებობს და ჩემი აზრით, ახლის შექმნაში, პირიქით, ხელს უშლის. ყველა მეტ-ნაკლებად გადამწყვეტი თამაშის წინ ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად დათრგუნულები არიან, რადგან სულ ყიფიანს, მესხს, დარასელიას, შენგელიას, ჩივაძეს და სხვების დროინდელ წარმატებას თხოვენ. რეალურად შეაფასეთ. მე-3 ადგილისთვის იბრძოლონ, ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება. ნელ-ნელა, გრძელვადიანი, დაახლოებით 2028 ევროპის ჩემპიონატისთვის დასახეთ გეგმა და ყოველი შეხვედრა იმ და არა უახლოესი ტურნირისთვის დასახეთ.
patrioti
ბაია პატარაია გამოგრჩა, მისი აზრიც საინტერესოა ამ თემაზე
lasha
და რა თქვა ტყუილი მაინტერესებს.ზუსტად აღწერა საქართველოს ნაკრების შანსები.თუ ასე არ ფიქრობთ თქვენ გამოუსწორებელი ოპტიმისტები ხართ:):):):):)
Goorge
სანდრო ცნობილაძემაც ეგრევე დაულაიქა)) მაგრად ებრძვის ეგ ბიჭი ამ ფედერაციას. თვითონ როცა ბრძანდებოდა დასაქმებული ფედერაციაში მახსოვს როგორი აყვავებული იყო ქართული ფეხბურთი))))
formula
ჟიჟიმ რაო ჟიჟიმ? საიამ? ისფედმა? მოგვაწოდეთ ამ ზეკომპეტენტური ხალხის აზრიც თუ შეიძლება
me
და ტყუილი რა თქვა? გადიხარ მსოფლიოზე თუ საპატიოდ მესამეზე ვიქნებით? აქ მთავარია ერთი თამაში მაინც მოვიგოთ! მორჩააააა დაივიწყეთ 1981 წელიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
"ობიექტური შემფასებელი"
საკუთარ ქვეყანაზე პატრიოტი ადამიანები არ "ღადაობენ"
თბილისი
"პროდასავლური ჟურნალისტის" ლექსიკა ნახე რა, კაროჩე.. ეს ფარისეველი ისეთივე გულშემატკივარია, როგორი პროდავლელიც არის
Batumi
შეგნებულად გააკეთა კომენტარი რომ ლანძღვის ობიექტი გახდეს და აბა მივულოცოთ.
hhh
მასეც უნდა იყოს აბა ღმერთმა ნუ ქნას ეკონომიკური და კოვიდპრობლემების დაძლევაში უკეთესი პერსპექტივა არ გვქონდეს ვიდრე, ამ ჯგუფის მოგებაში გვაქ, გიჟია ოხერი გვწყევლის.
ჰაჰა
გაიხარე. მაგრა ვიცინე. პ.ს. ეს ხალხი იუმორზე აცრილია. გაიცინე რა, რა გჭირს?
"ობიექტური შემფასებელი"
ქვეყნის "საამაყო" შვილის ნააზრევი.
საქართველო
და სამწუხაროდ ჟურნალისტიკაშიც ბატონო ვახო. ვითომ გულშემატკივარი ბრძანდებით თქვენ.მხოლოდ მოგებულს რომ გულშემატკივრობს,დაახლოებით ეგეთი
beqa
გასაგებია ოპტიმიზმის საფუძველიც არაგვაქ ამ ჯგუფის გამო მარა რეალობა ესეთია, ვერცერთ ჯგუფში ავიღებდით 8 ქულასაც! ახალგაზრდები უნდა დაწინაურდნენ ისინ ვინც 23 წელს ეუროზე ითამაშებენ !
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ნუ გვიწყენს, თუ ცოტა ხანი გაბრაზებული ვიყავით მასზე... რუსეთში, რომ დარჩენილიყო..." - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
"ნაპოლიში" კი არა "რეალში" რომ ითამაშო მკიდია უკვე..." - სანაია ხვიჩაზე სტატუსს ავრცელებს
"პირადად მე დაგისტვენ ნაკრების თამაშის დროს" - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"დღეიდან ჩემზე დიდი გულშემატკივარი არ გეყოლება!" - სანაია კვარაცხელიას პოსტს ეხმაურება
"დინამოს" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხზე
"ზურაბ დათუნაშვილს რომ სცემეს და ქვეყნიდან გააქციეს, მანდ რომელი ბუჩქიდან აპიპინებდა ნეტა?!" - სანაია ობოლაძეს პასუხობს