ბუნდესლიგა. სეზონის შეჯამება: სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა სამიდან ვერცერთი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა
დასრულდა თუ არა სეზონი, „კიკერმა“ ბუნდესლიგა 2010/2011-ის სტატისტიკისა და შედეგების შეჯამება დაიწყო და ტრადიციული ბალანსიც გამოაქვეყნა, თუმცა აქამდე თქვენი ყურადღება სეზონის შემაჯამებელ ციფრებზე და ანალიზებზე არ გაგვიმახვილებია, რადგან სასაუბრო და განსახილველი სხვაც ბევრი იყო.

ახლა კი, როცა შედარებით „მკვდარი სეზონია“ და სატრანსფერო ორომტრიალიც არ გახურებულა ისე, როგორც ეს ივლის-აგვისტოშია ხოლმე, თამამად შეგვიძლია, ამა თუ იმ საინტერესო ფაქტებს დავუთმოთ. დღეს რუბრიკის მთავარი თემა ბუნდესლიგის გასულ სეზონში შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმებია.

მეკარეებს, მცველებს და საერთოდ გუნდებს პენალტების აკიდება ყველაზე ნაკლებად „ლევერკუზენთან“ მატჩების დროს სურდათ, რადგან სწორედ „ლევერკუზენშია“ ფეხბურთელი, რომელიც თერთმეტმეტრიანი დარტყმების ნამდვილი ოსტატია. ეს გახლავთ ზოგადად მთელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, „ლევერკუზენის“ 24 წლის ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი (სწორედ ის, რომელსაც ახლა „ბაიერნი“ და „ნაპოლი“ ეპატიჟებიან), რომელმაც ამ სეზონში ყველაზე მეტი, ექვსი პენალტი დაარტყა და ექვსივე გაიტანა. მისი ანტიპოდი კი არც მეტი, არც ნაკლები, ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ნური შაჰინია (დორტმუნდის „ბორუსიადან“ მადრიდის „რეალში“ გადავიდა) - ამ უკანასკნელმა 3 პენალტი დაარტყა და ვერცერთი (!) ვერ გაიტანა.

ვიდალს „კიკერის“ გოლს პლუს პასის რეიტინგში 22 ქულა დაუგროვდა (10 გოლი, 12 პასი) და ამ მხრივ საუკეთესო ხუთეულში შევიდა, რაშიც, ცხადია, პენალტებიც ძალიან წაადგა. აღსანიშნავია ისიც, რომ არტურომ ექვსივე თერთმეტმეტრიანი პირველ წრეში გაიტანა, სეზონის მეორე ნახევარში კი ლევერკუზენელებს ერთი პენალტიც კი არ მოუპოვებიათ.

პენალტისტების რეიტინგში ვიდალს სამი ისეთი ფეხბურთელი მოსდევს, რომელთა გუნდები მთელი სეზონის განმავლობაში გადარჩენისთვის იბრძოდნენ - თეოფანის გეკასი (აინტრახტი), ზდრავკო კუჟმანოვიჩი (შტუტგარტი) და ფილიპ დემსი (მიონხენგლადბახის ბორუსია). ამ სამიდან ორის გუნდი მართლა გადაურჩა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას, გეკასი და „აინტრახტი“ კი ელიტიდან გავარდნენ. რაც შეეხება რეიტინგს: სამივემ ოთხ-ოთხი პენალტი დაარტყა და ყველა გაიტანა.

ვიდალის დარი შედეგის ჩვენება (ექვსი გატანილი პენალტი) „ფრაიბურგის“ გოლეადორ პაპის დემბა სისეს და „ვერდერის“ ვეტერან კაპიტან ტორსტენ ფრინგსსაც შეეძლოთ, მაგრამ პირველმა ექვსი მცდელობიდან ოთხი გაიტანა, მეორემ კი სულაც მხოლოდ სამი.

ყველაზე მეტი გაცუდებული თერთმეტმეტრიანი კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ნური შაჰინისაა - ფეხბურთელი, რომელიც პირველ, მეორე და მესამე ბუნდესლიგებში მოასპარეზე მოთამაშეებმა სეზონის საუკეთესოდ აღიარეს, ჯიუტად ურტყამდა პენალტებს და ვერცერთი ვერ გაიტანა. ისე, „ბორუსიას“ თავკაცმა იურგენ კლოპმა მესამე გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგაც თქვა, ასჯერ რომ დაარტყას და ვერცერთი ვერ შეაგდოს, ჩვენი პენალტისტი მაინც ნური შაჰინი იქნებაო - აი, ასეთი კარგი ფსიქოლოგია კლოპი. სამაგიეროდ, შაჰინმა მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ამიტომაც იყიდა „რეალმა“. მთავარია, თამაში გააგრძელოს ასე, თორემ პენალტებს სხვები დაარტყამენ...

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ორჯერ ისე მოხდა, შაჰინი მოედანზე არ იმყოფებოდა, დორტმუნდელებს კი პენალტი უნდა დაერტყათ. ნიშნულთან ერთხელ ლუკას ბარიოსი მივიდა, ერთხელ კი - დედე. გაგიკვირდებათ და თერთმეტმეტრიანები მათაც ვერ გამოიყენეს. მოკლედ, გერმანიის ჩემპიონებს ამ სეზონში პენალტების გატანა არ ეწერათ.

გასული სეზონის ყველა პენალტისტი

ფეხბურთელი დაარტყა/გაიტანა

არტურო ვიდალი (ლევერკუზენი) 6/6

თეოფანის გეკასი (აინტრახტი) 4/4

ფილიპ დემსი (ბორუსია მ) 4/4

ზდრავკო კუჟმანოვიჩი (შტუტგარტი) 4/4

პაპის დემბა სისე (ფრაიბურგი) 4/6

ანდრე შიურლე (მაინცი) 3/4

ტორსტენ ფრინგსი (ვერდერი) 3/6

დიდიე ია კონანი (ჰანოვერი) 2/2

სეიად სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი) 2/2

გილფი სიგურდსონი (ჰოფენჰაიმი) 2/2

ლუკას პოდოლსკი (კიოლნი) 2/2

ფლორიან ბრუნსი (ზტ. პაული) 2/2

სანდრო ვაგნერი (ვერდერი) 2/3

ფილიპ ლამი (ბაიერნი) 2/3

აარონ ჰანტი (ვერდერი) 1/1

მლადენ პეტრიჩი (ჰამბურგი) 1/1

რუუდ ვან ნისტელროი (ჰამბურგი) 1/1

ზე რობერტო (ჰამბურგი) 1/1

სერჟიო პინტუ (ჰანოვერი) 1/1

ვედად იბიშევიჩი (ჰოფენჰაიმი) 1/1

ივო ილიჩევიჩი (კაიზერსლაუტერნი) 1/1

ტიმი სიმონსი (ნიურნბერგი) 1/1

მანუელ ხურადო (შალკე) 1/1

მათიას ლემანი (ზტ. პაული) 1/1

ტიმო გებჰარდტი (შტუტგარტი) 1/1

კრისტიან გენტნერი (შტუტგარტი) 1/1

მარიო გომესი (ბაიერნი) 1/2

ხავიერ პინოლა (ნიურნბერგი) 1/2

კლაას იან ჰუნტელაარი (შალკე) 1/2

ლუკას ბარიოსი (ბორუსია დ) 0/1

დედე (ბორუსია დ) 0/1

სრდიან ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი) 0/1

ოიგენ პოლანსკი (მაინცი) 0/1

ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი) 0/1

კრისტიან ვოლფი (ნიურნბერგი) 0/1

ედინ ჯეკო (ვოლფსბურგი) 0/1

გრაფიტე (ვოლფსბურგი) 0/1

კაკაუ (შტუტგარტი) 0/2

დიეგო (ვოლფსბურგი) 0/2

ნური შაჰინი (ბორუსია დ) 0/3

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის