ამ ზაფხულს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე "ორლანდო მეჯიქის" სუპერცენტრი დუაიტ ჰოვარდი იქნება
ამ ზაფხულს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე "ორლანდო მეჯიქის" სუპერცენტრი დუაიტ ჰოვარდი იქნება. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კალათბურთელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავის ამჟამინდელ კლუბში სურს კარიერია გაგრძელება, თუმცა ისიც განაცხადა - არ ვაპირებ "მეჯიქთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავალო.

ჰოვარდი იმასაც ამბობს, რომ თუ "ორლანდოს" სურს მისი შენარჩუნება, მაშინ სერიოზულად უნდა გადაახალისოს შემადგენლობა, რომელიც NBA-ის ტიტულზე განაცხადებს პრეტენზიას.

"ჩემპიონობის მოგება მინდა, - ამბობს NBA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ჰოვარდი. - ვფიქრობ, კლუბის ხელმძღვანელობამ ეს კარგად უნდა გააცნობიეროს. ჩვენ გვჭირდება კიდევ 14 კალათბურთელი, რომლებიც ასევე იაზროვნებს. სხვა მიზანი არ მაქვს, სხვა არაფერი მაინტერესებს. ვისურვებდი "ორლანდოში" დარჩენას, მაგრამ მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებ. აუცილებლად გავალ თავისუფალი აგენტების ბაზარზე, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც მე მსურს და ჩემს დღევანდელ გუნდში დავრჩები".

NBA-ის კიდევ ერთი ცნობილი ცენტრი ბენ უოლასი სულ მალე დაუბრუნდება სავარჯიშო პროცესს. ვეტერანი კალათბურთელი უკვე ბევრმა ექსპერტმა გაუშვა პენსიაში, თუმცა თავად "ბიგ ბენი" ამის გაკეთებას არ აპირებს.

"კარიერის დასრულების შესახებ არ გამომიცხადებია. ასე რომ, არ არის საჭირო ჩემი პენსიაში გაშვება. ერთადერთი, რაც მჭირდება - ფორმის დაბრუნება და ჯანმრთელობაა. სწორედ ამ შემთხვევაში დავბრუნდები თამაშში", - ამბობს უოლასი.

გასულ რეგულარულ ჩემპიონატში ბენი "დეტროიტის" მაისურით საშუალოდ 2.9 ქულასა და 6.5 მოხსნას აგროვებდა.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე