რუსულმა გამოცემა business-online-მა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თათრეთის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

"ხვიჩამ ფეხბურთისადმი სიყვარული დააბრუნა - დიდი ხანია "რუბინში" არ უთამაშია ისეთ ფეხბურთელს, რომლის გამოც გულშემატკივრებს გუნდის მატჩების სანახავად ტელევიზორის ჩართვა მოუნდებოდათ ან სტადიონზე მივიდოდნენ. ქართველი ვუნდერკინდი ხვიჩა კვარაცხელია კი სწორედ ასეთი მოთამაშეა.

მისმა თამაშმა "რუბინის" მიმართ, როგორც პრესის, ისე ნეიტრალური ფანების ინტერესი დააბრუნა. დაუჯერებელი დრიბლინგი, უმნიშვნელოვანესი გოლები, ეშმაკური გადაცემები, მოპოვებული პენალტები, მოტყუებებით პრემიერლიგის ლიდერობა და ევროპული კლუბების მუდმივი ინტერესი: ხვიჩა 2020 წელს კლუბის ყველაზე ნათელი წერტილია, რომელიც გულშემატკივრებს და პირად ფანებს შედეგებითა და ტიტულებით ჯერ ვერ ახარებს.

ყველამ კარგად იცის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ქართველი გარემარბი "რუბინში", რომ ეს მამუკა ჯუღელის დამსახურებაა. მანვე ჩამოიყვანა ზურიკო დავითაშვილი.

სხვადასხვა ინფორმაციით, "რუბინმა" კვარაცხელიას სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა. რუსტემ საიმანოვმა მასში ინვესტიცია ჩადო და ამან გაამართლა. ახლა ხვიჩა ისეთი ფეხბურთელია, რომლის საკუთარ რიგებში ხილვაზე უარს არცერთი რუსული კლუბი არ იტყვის და ყაზანურმა გუნდმა 10-15 მილიონი ევროს ფარგლებში მიიღო კიდეც შეთავაზება. მისით იტალიური კლუბები, "გენტი", "ზალცბურგი" ინტერესდებოდნენ, თუმცა "რუბინი" მის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს და მხოლოდ ტოპ-ჩემპიონატში აპირებს მის გაყიდვას.

ხვიჩას დრიბლინგი და არასტანდარტული გადაწყვეტილებები მეტოქეებს კუთხეში იმწყვდევს ხოლმე და სტადიონს ნერვიულობის საფუძველს აძლევს. ყაზანური პუბლიკა ბოლო დროს ძალიან დაიღალა ჭადრაკითა და ჭიდაობით. ჰაეროვან ფეხბურთს მონატრებულები ქართველს სიყვარულის თვალებით უყურებენ.

ხვიჩამ რომანტიკული ფეხბურთისადმი რწმენა დააბრუნა, როცა მოხდენილი პასით, ლამაზი მოტყუებითა და გონებამახვილური დარტყმით გამოწვეული ემოცია ზონის გადაკეტვაზე უფრო მნიშვნელოვანია.

უეჭველია, ფეხბურთელს ძალიან გაუმართლა მწვრთნელში, ლეონიდ სლუცკი მის ღირსებებს სათანადოდ აფასებს და ახალ უნარებს ისე უვითარებს, რომ მასში მიმზიდველობას არ კლავს. ბოლოს როდის გახსოვთ ასეთი სასიამოვნო მონაკვეთი "რუბინის" შესრულებით?"

დ
რა სწორად შეგირჩევია თიკუნი!!!
MAO
ყველაფერი სწორად წერია, კარგად წაიკითხე და მძიმეებს დააკვირდი.
წერეთელმა დაგვიბარა
ისწავლე, ისწავლე მამაშენივით, ვირი არ გამოხვიდე[ო]!!!
პაატა
გენტი და ზალცბურგი, როდის მერე გახდნენ იტალიური გუნდები?
კ ო მ ბ ლ ე
მეჰმედ ფაშას მერე, სტამბულის ბაზარზე, ამ ფასად, ჯერ არცერთი ქართველი არ გაყიდულა... ვინ წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანს თხასავით გაყიდდნენ და თან ქვეყანას უხაროდეს? ვის შეუძლია გვითხრას, თუ რამდენია კაცობრიობის ფასი? ამ საქმეს ჩოთქი და სამი ბუღალტერი მაინც უნდა...

კარგი სტატიაა,სითბოთი და იმედით სავსე!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან