საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველი ნახევარი დაასრულა.

როგორც იცით, რუსეთის პრემიერლიგაში პაუზა გამოცხადდა. კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდა და Sportall.ge-მ ფეხბურთელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ გრძნობთ თავს მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გადაიტანეთ?.. თქვენ დიდი პერიოდი გაგიცდათ და ვერ ვარჯიშობდით...

- სიმართლე გითხრათ, დაბრუნების შემდეგ პირველი ორი ვარჯიში რთული იყო, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ და ჩემს საუკეთესო ფორმასთან ახლოს ვარ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

- სეზონის პირველი ნახევარი რუსეთში დასრულდა. როგორ შეაფასებდით უშუალოდ თქვენს ასპარეზობას?

- ჩემ თავზე საუბარი არასდროს მიყვარს. სჯობს ჩემი თამაში გულშემატკივრებმა და ექსპერტებმა შეაფასონ.

რაც შეეხება უშუალოდ გუნდის თამაშს, ვფიქრობ, პირველმა ნახევარმა კარგად ჩაიარა. "რუბინი" აგრძელებს იმ მიზნისთვის ბრძოლას, რაც სეზონის დასაწყისში გვქონდა დასახული.

- რუსული მედია თქვენზე მუდამ დადებითად საუბრობს და ადგილობრივი პრემიერლიგის ერთ-ერთი ვარსკვლავი ხართ...

- ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მმატებს. გმართებს, რომ თამაშიდან თამაშამდე მოუმატო და უფრო მეტი იშრომო.

ყოველდღე ვვარჯიშობ და ვშრომობ იმისთვის, რომ ეს დადებითი შეფასება, რაც ჩემ მიმართ არის, დამსახურებული იყოს.

- როდემდე აპირებთ რუსეთის ჩემპიონატში თამაშს? როგორც ვიცით, თქვენით არაერთი გუნდია დაინტერესებული...

- მოდით, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. ჯერჯერობით "რუბინში" ვარ და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება...

- ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ... ისტორიული მატჩის წინ გაიგეთ, რომ კორონავირუსით იყავით ინფიცირებული...

- ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი. ვცდილობდი, რომ სახლიდან საერთოდ არ გავსულიყავი და მხოლოდ ვარჯიშებზე დავდიოდი, მაგრამ ასე მოხდა, რაც ძალიან საწყენი იყო.

გული ძალიან დამწყდა, რადგან მინდოდა, რომ ბიჭებს მოედანზე მივხმარებოდი. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ის ოცნებები, რომლებიც ქართველ გულშემატკივარს აქვს, აუცილებლად ახდება...

- რას იტყვით ვლადიმირ ვაისის შესახებ, როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან?

- ამ ადამიანზე მხოლოდ დადებითად ვისაუბრებ. სიმართლე გითხრათ, მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე.

ის არა მარტო კარგი სპეციალისტი, არამედ კარგი ადამიანიცაა და სწორედ ამიტომ მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა.

- მთელი საქართველო იმედის თვალით გიყურებთ და თქვენს წარმატებას ელოდება. რას ეტყოდით გულშემატკივარს, რას გააკეთებს ხვიჩა კვარაცხელია იმისათვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს?..

- თითოეულ ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ თავს არ დავზოგავ მოედანზე და მოედნის გარეთაც რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ადამიანებს იმედები არ გავუცრუო.

ძალიან მიხარია, რომ ჩემს ქვეყანას ჩემი ეიმედება. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს, რომ მათი სიყვარული ყოველთვის მექნება, რადგან ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ერთი დღე ყაზანში?

- ყველაფერი აბსოლუტურად ფეხბურთს უკავშირდება. მივდივარ ვარჯიშზე და ძალიან ბევრს ვშრომობ. შემდეგ აღდგენითი პროცედურები მიდის...

შემდეგ ან ვიძინებ, ან რაიმე ფილმს ვუყურებ... ფეხბურთით ვცხოვრობ და ჩემთვის სხვა რამე მიუღებელია.

- როგორც ცნობილია, კლუბის ბაზაზე ცხოვრობთ. რატომ გააკეთეთ ეს არჩევანი?

- ბაზაზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და იქ ყველაფერი მაქვს, ფეხბურთელს რაც სჭირდება განვითარებისთვის. ვფიქრობ, ამის გამოყენება აუცილებელია.

- რომელია თქვენი ოცნების გუნდი?

- ბევრი გუნდია, სადაც თამაშს ვიოცნებებდი, მაგრამ მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი ვარ...

- ბოლოს საუკუნის კითხვასაც დაგისვამთ... რონალდო თუ მესი?

- ძალიან რთულია ამ ფეხბურთელების შედარება. როდესაც ამ კითხვას მისვამენ, მინდა, რომ ვთქვა ორივე, მაგრამ არ გამოდის...

მესი არის დაბადებული იმისათვის, რომ ხალხს ანახოს სანახაობა. ის საოცარი ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე შოუს დგამს. მეორე მხრივ არის რონალდო, რომელმაც უდიდესი შრომით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და მესის არცერთ ასპექტში არ ჩამოუვარდება და პირიქით, ბევრში სჯობს კიდეც.

რონალდო ჩემთვის მისაბაძი ადამიანია და ვფიქრობ, თითოეული სპორტსმენი ასე ფიქრობს.

თერჯოლელი
ხვიჩა!ბაბუ ძალიან მიყვარხარ,შენ ჭკვიან თავს და ქართული ცეცხლით მოცეკვავე ფეხებს ვენაცვალე,ჯანმრთელობას და შენი შრომის დაფასებას შევთხოვ უფალს. უფალო!წარმატებული ატარე ეს ბიჭი თავის არჩეულ დიდ გზაზე.
აი ამიტომ წავაგეთ!!!
ე ი ამას კორონა არ ჰქონია და შენგელიას და ოქრიაშვილს ტრამვა არ ჰქონია და კიტეს და ჩაკვეს არ ჰქონიათ ტრამვები!!! ასეთ მაიმუნობას რა გათქმევინებთ, ბოღმა სა ღვარძლიანები რომ ვართ იმიტომაც მოაცილა ეს ფეხბურთელები უფალმა ნაკრებს რომ რაც არ გვერგება არ არ შეგვრგებოდა. ისეთ ფეხბურთელს რა ვუთხარი ვინც რეალში ან ბარსაში თამაშზე არ ოცნებობს მითუმეტეს ასე პატარა ასაკის ფეხბურთელისგან რა გაგიკვირდათ გულღძო და ბოროტო ხალხო?!
ტორპედოელი
ხვიჩა წარმატებებს გისურვებ მთელი გულით და სულით.მომწონს შენი თავმდაბლობა და ადამიანური აზროვნება..
ცინიკს
სამი მოპოვებული პენალტი რუბინში და ჩვენ ნაკრებში გოლი,პენალტი და პასი მიუმატე შე ბოროტო.
ლოკომოტივი
უკვე კონტრაქტს ამზადებს რეალი,ვის აქვს მსგავსი მიღწევა ორი გოლი და სამი საგოლე პასი..განუმეორებელი შედეგია და რეალიც ხედავს ამ ყველაფერს
fani
მართლა ჯოყოლა ხარ, ალხასტაისძე გვარადა
კომბა
shen romelshi xar mazgach :)) realshi tu cnoris milanshi?
ამაშია საქმე
როგორც კრიშტიანო ახარებს თავის სამშობლოს და საყვარელ პორტუგალიელ ხალხს ვისურვებდი ასევე ხვიჩა კვარაცხელიას გაეხარებინოს ჩვენი სამშობლო.
სოსო
ბარსელონა მერჩია,მაგრამ ხვიჩას ხათრით,დავუთმობ რეალს.
ჯოყოლა
არ ქონია ამ ბიჭს კორონა, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით. ვაისს კიდევ თვითონ აქვს ბევრი სასწავლი, ამისთვის რა უნდა ესწავლებინა. ჭკვიანი ბიჭია, იცის რომ მკვდარზე ცუდი არ უნდა თქვას და დიპლომატიურად უპასუხა შეკითხვას. ვაისის ნასწავლი არ გაიშვას.))) იშოვა მუქთა ფული და აორთქლდა.
გიორგი გორგაძე
ბაჩი - ვინ იყო მაგ ყველაფრის დამწყები და ორგანიზატორი?
miro
დუკვირდით რა თქვა? ბაზაზე ვცხოვრობო. რამდენ ქართველს გაუკეთებია იგივე? მაგარ სახლს და მანქანას აიღებდენ გუნდიდან, როგორც ზოგიერთებმა რუსეთში და უკრაინაში გააკეთეს და გულაობას გადაყვნენ
ზურა
გისურვებ მადრიდის რეალი გეხვეწებოდეს მათთან გადასვლას
ბაჩი
კორონას ამბავში გეთანხმები,მოუგონეს ორ ყველაზე აუცილებელ კაცს კორონა,დანარჩენი გუნდიც ფსიქოლოგიურად გატეხეს და თამაში ჰგაყიდეს,ვერავინ დამაჯერებს იმაში რომ ასე არ მომხდარა
A
არც ვაისია კარგი სპეციალისტი და არც შენ გქონია კორონა, ეგრე გითხრეს ალბათ ვისაც ჭირდებოდა, ხალხის სტადიონზე არ დაშვებასთან ერთად
beqa
ყველა დიდმა სპორტსმენმა მხოლოდ შრომით მიაღწია დიდ წარმატებას! გისურვებ რეალში თამაშს რომელიც ახლოს არის უბრალოთ იშრომე. როცა მიხვდები რომ მეტი არ შეგიძლია მაშინ უნდა მოუმატო შრომას. აუცილებლათ დაგიფასდება ბუნების კანონია!! წარმატებები
"11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - "ლიონისა" და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
"11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - "ლიონისა" და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე - პსჟ-მ "ლიონს" მძიმე მატჩი მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?