"მთავარ არხზე" გადაცემის - "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე გახლდათ.

მან კომენტარი საქართველოსა და მაკედონიის მატჩის შესახებაც გააკეთა და საკმაოდ კრიტიკულადაც ისაუბრა.

"ვერავინ გააცნობიერა, ეს რა მატჩი იყო. ვერავინ მიხვდა მის მნიშვნელობას. ვერავინ გააანალიზა, რომ ეს მხოლოდ საფეხბურთო წარმატება კი არა, გაცილებით დიდი მოვლენა იქნებოდა ქვეყნისთვის.

12 ნოემბერი საყოველთაო ზეიმის დღედ უნდა ქცეულიყო, ჩვენ კი ის პოლიტიკას გადავაყოლეთ. არცერთი ბანერი, დროშა, არანაირი მუხტი ქალაქის ქუჩებში. სამწუხაროდ, მთავრობა ვერ მიხვდა, რა მატჩი იყო, მედიაც არ დაეხმარა ამის გაგებაში. ხომ ვუყურებთ ტელევიზორს? ხომ ვხედავდით, რაც ხდებოდა ქვეყანაში. კობახიძე და მელია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ფეხბურთის ფედერაციაც დაიბნა, ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ. ფიქრობდნენ, რომ გულშემატკივრის დაშვებით ვირუსის გავრცელებისთვის არ შეეწყოთ ხელი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ნაკრები ფსიქოლოგიურად ჩამოიშალა. გავიგეთ, რომ ჩაკვეტაძე მაგარია, მაგრამ წელიწადზე მეტია ნაკრებში არ უთამაშია. კი, საწყის ეტაპზე დიდი როლი შეასრულა, მაგრამ შემდეგ უკვე გუნდს ვეღარ ეხმარებოდა და ფინალამდეც დანარჩენი ბიჭებით მივედით. ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს, მაგრამ 12 ნოემბერს არცერთი არ გვყავდა. გუნდმაც აღარ იცოდა, რა ექნა. ყველა მათ ეძებდა პასისთვის, ამ დროს კი ისინი მოედანზე არ იყვნენ. თითქოს, ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული.

რა პერსპექტივას ვხედავ? რთულია ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ახალი წელი მოდის და ახალი იმედებით უნდა ვიყოთ. აგერ, 2023 წელს საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს და ეს მეტად სასიხარულო ამბავია", - ამბობს შოთა არველაძე.

ლ.მ
ლევან, ძაან სწორი მიმართულებითაც გაიშვირა შოთიმ ხელი. უნიჭიერესი კაცია, ლაკონურად და ამომწურავად თქვა ყველაფერი.გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო. ერთი წინადადებით ახსნა მთავრობის,ოპოზიციის, ფედერაციის, მწვრთნელის, მედიის და ფეხბურთელების როლი ამ სავალალო მდგომარეობისა. მეტი რა უნდა ეთქვა? გამგებმა გაიგო. საღოლ შოთი. ყველაზე კარგი კანდიდატურაა ეგ ნაკრების მწვრთნელად, ეგ გაიყვანს გუნდს ყველგან. სხვა საკითხია როგორ მოგვარდებიან ეგ და მაფია. არ წამოვა, ამათ თავს არ გაუტოლებს, რადგან მათზე 10 თავით მაღლა დგას, ეს ყველაფერში იგრძნობა.
Levan
ფედერაცია სულ დაბნეულია ხოლმე რაც თავი მახსოვს,თან მაგ პერიოდში კობახიძეს და მელიას კია არა კობიაშვილს არ ეცალა.ეგენი პოლიტიკოსებია არიან და თავის საქმეს აკეთებდნენ (ეგ სხვა საკითხია როგორ).მაგრამ კობიაშვილს აშკარად ვერ გაურკვევია გლდანის დეპუტატი თუ ფედერაციის პრეზიდენტი,აი სად დაიბნა კობი,მაგრამ არ დაიბნა კალაძე და თავის ბიჭი იახლა ლოჟაში.მეც და ჩემ ბიჭებსაც გვინდოდა არანაკლებ წასვლა,დიდი ხნის შეპირებულიც ვიყავი,არანაკლებ უნდოდათ წასვლა მაგრამ...შოთი უდიდეს პატივს გცემ,მაგრამ თითი სწორი მიმართულებით უნდა გაიშვირო.ასეთ შემთხვევაში ყველა გვერდში ამოგიდგებით.
დავით 67
აწი გვიანია ამაზე ლაპარაკი!
თენგო
ეგეც რომ არ იყოს, პარლამენტში რაღა უნდა, ფედერაციაში საქმე აკლია?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
კობიაშვილი თავის წონა ოქროს მოხვეტავს და კალაძეს ფეხებზე შეატოვებს ტალახში ჩაძირულ ვირს... ააა ნახავთ თუ ეგრე არ მოხდება...
კ ო მ ბ ლ ე
უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ჩოყლაყის ღრუბელ-ღრუბელ ფარფატს და სტაფილო ნაჭამ ზებრას კუნტრუშს გადავაყოლეთ ქვეყანა... როგორა თქვა? ... ჩისკოს ....ტუფლებიც ... ვატირეო ... არაა?
თამაზი
შოთი, ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ კობახიძის ნაცვლად ივანიშვილი უნდა გეხსენებინა. ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი!
გენო
უმაგრესი კაცი ხარ!სრული სიმართლე!ხმას ვერავინ იღებს შენს მეტი!ფედერაციამ ხომ უღალატა ქვეყანას!!ვეტერანებიდან მხოლოდ შენ იძახი სიმართლეს!!სად ხართ!!კობი,კალა,ალექსს და კიდევ და კიდევ!!ისე ჩვენი გულისთვის,გულშემატკივარს ვგულისხმობ!!ადექი და გავრისკე!!მოდი ნაკრებში!
სოსო
სიტყვით არა,მაგრამ საქმით პატრიოტობაა აკრძალული, საქართველოში.რეალურ პატრიოტებს,ან საქმიდან იშორებენ,ანდა სულაც მოუსავლეთში უშვებენ.აღარც სკოლებში ასწავლიან ეროვნულ მოტივს და პატრიოტიზმს,აღარც სპორტში აბარებინებენ მშთ(მზად ვარ შრომისა და თავდაცვისათვის) ნორმატივებს,აღარც კარგად სწავლისაკენ მოუწოდებენ ბავშვებს და აღარც ამის რეალურ შესაძლებლობას უტოვებენ.ჭირსაც წაუღია,მელიაც და კობახიძეც,მათი თანამდგომებიც.ყველა ერთნაირი ნაგვები არიან და მათ სინდისზეა ქვეყანაში ამდენი გარდაცვლილიც და ისიც,ჩვენ ნაკრებს,სტადიონზე გულშემატკივარი რომ არ ჰყავდა.კვარაცხელიას და შენგელიას ავადმყოფობის გამოვლენით და მაყურებლის არ დაშვებით,ბიჭები უკვე მიხვდნენ,რომ ბედისაგანაც და ქვეყნისაგანაც განწირულები იყვნენ.თუნდაც ჯარისკაცები მაინც მიეყვანათ საგულშემატკივროთ,ისინი ხომ დაიცავდნენ დისტანციასაც და ქცევის წესებსაც,მაგრამ არა.მაგრამ არა და ამიტომ მაგათი დედების მოკითხვას,კიდევ კაი ხანს არ მოვიშლი.ისე შოთისაც მწარედ ემახსოვრება მაყურებლისაგან უსამართლო შეურაცხყოფა და ალბათ ამიტომაც არის ნაკრების მწვრთნელობაზე უარს.
დინამოელი
შოთი სუსტი მახსოვრობის ბრალია ვითომ? კარლოიეს ბაღანაც იქ იყო სხვათაშორის
ლადო
სხვის ომში ყველა გმირია. არველაძე როცა თამაშობდა და ე.წ. "ოქროს თაობა" იყო, საქართველოს ნაკრებს არაფრისთვის მიუღწევია. რამდენიმე მარცხი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში ალბანეთის, მოლდოვის, ლატვიის უსუსტეს გუნდებთან. დიდი ანგარიშით დამარცხებები და ა.შ. დღემდე უელსთან 5:0 გამარჯვებას და ქინქლაძის კარგ თამაშს იხსენებენ. მაშინდელი უელსი ძალზე დაბალი კლასის იყო და დღევანდელს ვერაფრით შეედრებოდა. "მილანში", "სიტიში", "ნიუკასლში", "აიაქსში", "ფრაიბურგში", "აინტრახტში", "დანდიში"(რუსულ კლუბებზე აღარ ვსაუბრობ) მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები რომ ძალზე წარუმატებელი იყო, "როტორსა" და "რუბინში" მოთამაშე ფეხბურთელებს მეტს თხოვთ?! მოკლედ, დღევანდელი ნაკრებისგან შეიძლება უკეთესი რამე მივიღოთ, ვიდრე იმ "მაგარი" ნაკრებისგან, სადაც ქეცბაიას, ხანდახან ქინქლაძის და ცქიტიშვილის მეტი ჯიგრით არავინ თამაშობდა. არველაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე არ დატანხმდება, რადგან იცის, ვერაფერს შეძლებს და ჭკუს დამრიგებლის პოზიციაში ყოფნა ურცევნია.
Ლუკა
მეტიჩრობას გადააყოლეს და არა პოლიტიკას, და ეს მეტიჩრობა ფეხბურთში უკვე შოთას დროსვე აშკარა იყო. ტყუილა იყურება სხვისკენ.
w
როცა არველაძე თამაშობდა მაშინ მაყურებელიც იყო დროშაც და მისი ტარიც მაგრამ ვერც მაშინ გადიოდა ნაკრები ევროპაზე.როცა 37-წლის კაცს უკეთესი ფიზიკური მომზადება აქვს ვიდრე 27წლისას იქ დამთავრებულია ყველაფერი.ვინ-ვინ და არველაძემ მშვენივრად იცის რომ ნაკრების მწვრთნელი ვერ ასწავლის ფეხბურთელს ორივე ფეხით თამაშს კარში დარტყმას სირბილს და მსგავს ელემენტებს რაც ჩვენს ფეხბურთელებს არ შეუძლიათ.
საქართველო
უბრალოდ 100% ხარ შოთი. ყველას და ყველაფერს ვაბრალებთ როცა რაღაც ფუჭდება საკუთარი თავის გარდა. 12 ნოემბერს ყველამ ერთად ჩავიიმასქენით.შოთა არველაძით დაწყებული ჩემით დამთავრებული და თამაშის შემდეგ ისევ ერთმანეთის დაბრალება და თავის მართლება დაიწყო ყველამ.საქართველომ წააგო,როგორც პრემიერმა,ასევე ფედერაციამ,ასევე მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა,ასევე გულშემატკივრებმა.ვერცერთი ვერ ვიდექით ამ დღეს იმ სიმაღლეზე რომ ღირსეულად ჩაგვეტარებინა ეს დღე. 2006 წელს გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატზე,იშვიათად ნახავდით გერმანელების სახლს ან აივნებს სადაც გერმანიის დროშა არ ეკიდა.იშვითად ნახავდით მანქანას,რომელსაც გერმანიის დროშები არ ჰქონდა დამაგრებული ყველა მხარეს. ზოგიერმა სახლი და მანქანაც კი გადაღება დროშის ფერებში. ეს ის ერია სადაც სიტყვა პატრიოტი აკრძალულია და ისჯება(ადოლფის ამბავში) მაგამ ამაზე პატრიოტი ერი ცოტა თუ მოიძებნება დედამიწაზე. აი ჩვენ ყოველ მეორე სადღეგრძელოში და ინტერვიუში საკუთარ პტრიოტიზმზე ვსაუბრობთ, ამიტომ ვართ იქ სადაც ვართ. 12 ნოემბერს საქართველო კიდევ ერთხელ დამარცხდა,მაგრამ ისტორიის მანძილზე ბევრჯერ წამომდგარა ფეხზე ისევ ქართველი და მჯერავს რომ ისევ ვივლით თავაწეულები,თუმცა ამას დრო დასჭირდება.
გიო
რომელი ითამაშეს ნორმალურად.ყველა გაყიდული იყო? მაკედონიას და სომხეთს ვგულისხმობ,
გულშემატკივარი
აი რატომ უნდა მოგვეგო მაკედონიისთვის? ჩვენ ქართველები ვართ და გვინდოდა, მაგრამ ეს საკმარისია? უკეთესი ფეხბურთელები გვყავს, თუ უკეთეს გუნდებში თამაშობენ? სიმართლეს არ გვინდა შევხედოთ. აღარაა დღეს მხოლოდ ტექნიკური ფეხბურთელებით და ფეხბურთით რომ მიაღწიო წარმატებას. ხომ ხედავთ რა ფიზიკური მომზადება და რა ჟინით თამაშობენ ფეხბურთს? თუ სწორად მიხედავენ ფეხბურთს სადღაც 10 წელიწადში შეიძლება ნორმალური ნაკრები გვეყოლოს, მაგრამ ეს დასაწყებია არა ნაკრებიდან, არამედ ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატის დონე უნდა ამაღლდეს და ა.შ
Ლუკა
საბავშვო ბაღია? დროშები, ბანერები და სამხედროები და შავფაროსნები შეგვეშვა მინდორზე. მაგარი ფეხბურთელი და მაგარი მოლაქლაქე. მთავრობის მთავრობისა მოვკითხოთ, ფეხბურთელებს სხვაზე თითი არ გაეშვირება არც ახალს და არც ძველს.
levan
არც შოთა ამბობს სიმართლეს და არც ველოდი რომ იტყოდა! ფედერაცია ორცეცხლსშუა კი არ მოექცა, "ოცნების" ერთერთი დანაყოფია დღეს და პოლიტიკური დაპირისპირების წინა ხაზზეა! სანამ ასე იქნება, სანამ არველაძე და სხვები სიმართლის თქმას ვერ გაბედავენ, ჩვენი ფეხბურთი იქ იქნება სადაც არის, ანუ.... ხომ მიხვდით!
ii
ყირგიზეთში თუ სადღაც გახდა ჩემპიონი და დაეკითხეთ ჭკუა :))
გრიგოლი1408
თამაში გაყიდულიაო რომ დავწერე,ეს თამაში კობიაშვილს კი არ გაუყიდია. (მაგათ ვინ მიუშვებს მაქამდე).თამაშს ყიდის ტოტალიზატორი დათანყიდის ისე,რომ რაღაც რაღაცეებში ეჭვი არ შეგეპაროს, იქაც ნიჭიერი ხალხი ზის. (ისე ჩვენში დარჩეს და საქართველოს რა უნდოდა ევროპაზე). ვისაც შეხება აქვს ტოტალიზატორთან ის მიხვდება რისი თქმაც მინდა.
შენი კეთილის მსურველი
შოთა ბოლომდე სიმართლეს არ ან ვერ ამბობს, მოძველბიჭო და გაურკვეველი, არაკომპედენტური ფედერაციის, მათი გაურკვეველი მაჟორიტარ დეპუტატ-მენეჯერის კობიაშვილის და მისი უფროსის კალაძის გამოისობით წაგვართვეს შანსი დიდ ფორუმზე გასვლის, ისე რომ პასუხიც არავინ მოთხოვა მათ სამწუხაროდ.
დათო
დიდ პატივს გცემ ბატონო შოთა, მარა არ გვინდა ეს პლაკატებისა და დროშების ძლიერი ქნევა, პრესაც საკმაოდ ეხმაურებოდა და ხალხიც, უბრალოდ ვერ ითამაშეს ან ითამაშეს ის რაც შეეძლოთ, შე დალოცვილო კარში ბურთი ტანით თუ არ შეიტანეს, საშუალო და შორიდან ზუსტი დამრტყმელი არ გვყავს, ღიპიანი და ღაბაბიანი კარგი მოთამაშე გინახია?? ან კიდევ კვიპროსში წარმატებული სულაც არ ნიშნავს კარგ ფეხბურთელს.
shota
იმაში ცამდე მართალია ,რომ პოლიტიკას გადააყოლეს ყველაფერი ყველა დროში ნაცებმაც და ქოცებმაც, ამაში არველაძეს ვერავინ მოედავება.
alexandre
ეს ოპოზიციამ ვერ გაიგო რომ მელია და კობახიძე ერისთვის ნულია, მაკედონიასთან მატჩთან შედარებით. ამათმა კი კოვიდი დააყენეს პირველ ადგილზე. ისე, რა უფრო საშინელებაა პოლიტიკა + კოვიდი, თუ რუმინეთთან მატჩის ისტორია. გახსოვს, შოთი?! მატჩის წინ აჩი და იაშკა ავთანდილის კოსტიუმებში გამოწყობილი მინდორზე რომ რეკლამას უწევდნენ? ამაზეზენი იყო! ეხლა მთავრობა და ოპოზიციისთვის იყო მატჩი რაღაცაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი, მაშინ კი ფეხბურთელებისთვის.
gio
მართალია შოთა, იცის შიდა სამზარეულო და იმიტომაც არ უნდა აქ მუშაობა.
Kargi raa
Gamoricxulia.
w
მაგ თამაშამდე ორჯერ ვეთამაშეთ მაკედონიას და ვერცერთი ვერ მოვიგეთ თან კაცნაკლულებს.რატომ იმიტომ რომ მეტის ადგილი არ გვაქვს.გასაგებია არველაძეს საითკენაც მიყავს საუბარი მაგრამ უნდა თქვას რიც ხარჯზე უნდა მოგვეგო.როცა სირბილი არ შეგიძლია ვერავითარი მაყურებელი ვერ გიშველის უფრო სკიპიდარი ჯობია ერთ ადგილზე.
123
და მანამდე სუ იქა ვთამაშობდით?
SL
ეე ბატონო შოთა, ვითომ არ იცი გუშემატკივრები მატჩზე რო დაეშვათ, მერე რას იტყოდნენ. "ამ მთავრობას სულ ფეხებზე კიდია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმთელობა. ასევე ქვეყნის მომავალი"-ო. და კიდევ რამეებსაც მიამატებდნენ. ისე ზოგადად პოლიტიკური პროცესები მართლაც სპორტზე მნიშვნოლოვანია ქვეყნისთვის, მაკრო ხედვით თუ შევხედავთ. გაითვალისწინეთ მომავალში.
Gio
გრიგოლ 100 პროცენტიანი ხარ იყო გაყიდული ეს თამაში და შეეშვით ამ პოლიტიკას გულის ამრევია უკვე.
SL
რამდენად და ვისგან? თუ რამე იცი თქვი, თუ არა ესე იგი ჭორაობ. ან შენ ეჭვებს გვიმხელ.
100%
ნურავინ ნუ პროფესორობს. მოიგო იმან ვინც შედარებით ძლიერი იყო და ვისაც მოგება უფრო სწყუროდა.
კვარა
ნაც-ქოც სექტას ხელში ევროპის ჩემპიონატზე როგორ გავიდოდით!? ეს სრულიად შეუძლებელი იყო.
Gela
კობიაშვილი на выход სანამ არ იქნება წესი: ფედერაციის შემადგენლობა იცვლება (ყიველგვარი მიზეზბის გარეშე) თუ არის უარყოფითი შედეგი კლუბებისთვის და ნაკრებისთვის რეგრესი გაგრძელდება
გრიგოლი1408
თამაში იყო გაყიდული. . ..
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება