ფილ ჯონსი ამბობს, რომ ბედმა სწორედ ის შანსი უბოძა, ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ რომ ეძლევა - „მანჩესტერის“ ფეხბურთელი გახდა
ფილ ჯონსი ამბობს, რომ ბედმა მას სწორედ ის შანსი უბოძა, ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ რომ ეძლევა ხოლმე - 19 წლის მცველი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა. „ბლექბერნის“ მხრიდან ერთი-ორი დამატებითი დაბრკოლების მიუხედავად, ყველაფერი მოგვარდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ როგორც კი ჯონსი დანიიდან ანუ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან ინგლისში დაბრუნდება, ჩემპიონთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მოგვარებულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება „იუნაიტედმაც“ გააკეთა. კლუბმა დაადასტურა, რომ ჯონსის სანაცვლოდ „ბლექბერნს“ 16,5 მილიონ ფუნტს უხდის და ფეხბურთელმა „ოლდ ტრეფორდზე“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. თავად მოთამაშემ კი თავისი გრძნობების გამოსახატავად „ტვიტერს“ მიმართა.

„ჩემი კომენტარი „ბლექბერნისადმი“ დიდი სიყვარულის გამოხატვით მინდა დავიწყო. მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ გუნდის დიდი გულშემატკივარი ვიქნები, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სახით მე გამომიჩნდა ისეთი შანსი, როგორიც ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა“.

„ტვიტერისსავე“ დახმარებით ჯონსის მიმართ დიდი სითბო გამოხატეს მისმა ახალმა თანაგუნდელებმა, რიო ფერდინანდმა, უეინ რუნიმ და მაიკლ ოუენმა. რაც შეეხება კრის სმოლინგს ის ჯონსის მხარდამხარ დანიაში, 21 წლამდელთა ნაკრებში გამოდის და ასე ამბობს:

„ძალიან მიხარია, რომ მე და ფილი ერთ კლუბში ვიქნებით. მის მხარდამხარ თამაში დიდი სიამოვნებაა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი მხოლოდ 19 წლისაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს პარტნიორობას დიდი მომავალი აქვს. მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენს თამაშში ვიდიჩის და ფერდინანდის გამოცდილება გადმოვა. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი სტიუარტ პირსი ჩვენ ერთი მხრივ მეტოქეების მჭიდრო მეურვეობას გვთხოვს, მაგრამ იმავდროულად შეტევაში ჩართვასაც გვავალებს. ვფიქრობ, ესპანეთთან 1:1 დასრულებულ შეხვედრაში საქმეს თავი კარგად გავართვით “.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა