თბილისში სფფ-სა და ფიფას მიერ ორგანიზებულ სამსაჯო კურსებშ ცოდნას უმაღლეს ლიგაში მომუშავე 30 ქართველი მსაჯი იღრმავებს
თბილისში 12 ივნისს დაიწყო და 16 ივნისს დასრულდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას მიერ ერთობლივად ორგანიზებული სამსაჯო კურსები, სადაც ცოდნას უმაღლეს ლიგაში მომუშავე 30 ქართველი მსაჯი იღრმავებს.

მსმენელთა რანგში კი კურსებს ქვედა ლიგის 10 მსაჯი ესწრება. კურსები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, სათამაშო სიტუაციების სიმულირებას. სასწავლო პროცესს ფიფას სამსაჯო ინსტრუქტორი, ახლო წარსულში ცნობილი რუსი არბიტრი ვალენტინ ივანოვი და ფიფას ფიტნესინსტრუქტორი გჟეგოჟ კრზოსეკი უძღვებიან.

კურსები სასტუმრო "ბომონდ გარდენში" სფფ-ის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ფანიაშვილმა გახსნეს.

მსგავსი ტიპის კურსები საქართველოში პირველად ტარდება. სფფ-ის ვებსაიტის ცნობით, ამ ღონისძიებისთვის ფიფამ ჩვენი მსაჯთა კორპუსი სრული ეკიპირებით, სასწავლო ლიტერატურით, ელექტრონული მოწყობილობითა და ბურთებით უზრუნველყო.

16 ივნისს კურსების მონაწილე ყველა მსაჯს ფიფას სპეციალური სერტიფიკატი გადაეცემა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა