ჰოკეიში არსებობს ასეთი არაფორმალური სტატუსი - "თაფგაი" (tough guy), რომელსაც ატარებს ძალისმიერი მოთამაშე, რომელიც შეჯახებებით შლის მეტოქის შეტევებს, მოწინააღმდეგის საუკეთესო მოთამაშეების ფიზიკური ძალით განეიტრალებას ცდილობს, ჩხუბობს და საუკეთესო თანაგუნდელს იცავს.

"თაფგაის" თანამედროვე როლი საბჭოთა კავშირის დროს ამგვარი არ იყო, ადრე ასეთი ფუნქციები მას არ ენიჭებოდა, თუმცა 15-ვე რესპუბლიკა რომ მოგევლო, ვიქტორ ხატულიოვზე უფრო უდრეკ "თაფგაის" ვერ იპოვიდი.

ეს ამბავიც ეხება საბჭოთა ჰოკეის "თაფგაის", რომელსაც შეეძლო ამ სპორტის ლეგენდა გამხდარიყო, თუმცა უგვირგვინოდ გაიყინა ქუჩაში.

ხატულიოვი 1973 წლიდან რიგის "დინამოში" თამაშობდა. მისი მწვრთნელი ვიქტორ ტიხონოვი იყო, თანაგუნდელები კი - ისეთი ჰოკეისტები, რომლებიც მომავალში ვარსკვლავები გახდნენ: ვლადიმირ ვორობიოვი, ჰელმუტ ბალდერისი, ვალერი ვასილიევი, ვლადიმირ კრიკუნოვი.

სპორტული კარიერა ხატულიოვმა ერთობ თვალისმომჭრელად დაიწყო. სსრკ-ის ეროვნულ გუნდთან ერთად 1974 და 1975 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და შეჯიბრების საუკეთესო თავდამსხმელის ტიტულიც დაიმსახურა. 1975 წელს ხატულიოვის წარმატება ამით არ დასრულებულა - NHL-ის კლუბმა, კანადურმა "ფილადელფია ფლაიერსმა" ნიჭიერი ჰოკეისტი დრაფტზე 160-ე ნომრად აიყვანა.

რა თქმა უნდა, ტრანსფერი გამორიცხული იყო, იმ შემთხვევაში, თუ ვიქტორი სსრკ-დან არ გაიქცეოდა. მიუხედავად ამისა, NHL-ის დრაფტზე ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მათ საბჭოთა მოთამაშე აირჩიეს, 188 სმ სიმაღლისა და 98 კგ წონის ვიქტორს ბრწყინვალედ გამოუვიდოდა ფიზიკური შეტევები. საინტერესო ის არის, თავად ხატულიოვმა არჩევის შესახებ 3 წლის შემდეგ გაიგო.

იმ დროისთვის ცსკა-ს ცნობილმა მცველმა ალეკსანდრ რაგულინმა კარიერა დაასრულა. ტიხონოვი კი უკვე ცსკა-ს მწვრთნელი იყო და ხატულიოვს დედაქალაქში გადასვლა და რაგულინის შეცვლა შესთავაზა. მწვრთნელს კარგად ესმოდა, რომ ვიქტორს შაიბის დაცვა კარგად გამოსდიოდა. რიგის "დინამოში" კი ძლიერ ფორვარდს საკმაო გამოცდილება უკვე დაეგროვებინა.

ჰელმუთ ბალდერისი თვლიდა, რომ ხატულიოვი იმდენად ძლიერი იყო, რომ მოწინააღმდეგეებს გარეგნობით აშინებოდა. მისი თქმით, ვიქტორი "თაფგაი" არასდროს ყოფილა, რადგან მკლავების სიძლიერე არასდროს გამოუყენებია, მისთვის ყველაფერი უფრო მარტივად ხდებოდა - თავის ზონაში უახლოვდებოდა ფორვარდს და ხელების გამოყენების გარეშე, ისე დაეჯახებოდა, რომ მეტოქეს ბორტის მხარეზე მოისვრიდა.

თუმცა უდიდესი სათამაშო თვისებების მიღმა ხატულიოვს ერთი დიდი მინუსი ჰქონდა - ფაქტობრივად, ლოთი იყო და დალევაზე უარს ვერასდროს ამბობდა, ყოველდღე ალკოჰოლით იჟღინთებოდა. სწორედ ამ მიზეზით ხშირად აცდენდა ვარჯიშებს და არც თამაშებზე მიდიოდა, ქალებთან ერთად დალევასა და გართობას ამჯობინებდა.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს ხატულიოვს ვლადიმირ ვიკულოვთან მოუხდა დაპირისპირება. მცირე შეხლა-შემოხლის დასაშოშმინებლად უმალ მსაჯი გამოჩნდა, ემოციებით გაცეცხლებულმა ვიქტორმა არბიტრი ნოკაუტში გაუშვა. ეს ქმედება კი ჰოკეიში მისი ბოლო გაფართხალება გახლდათ - სპორტსმენი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, სამუდამოდ!

ხატულიოვი მხოლოდ 26 წლის იყო, როცა ჰოკეისტის კარიერის დასრულება მოუწია და ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო. მუშაობდა ტაქსისტად, მტვირთავად, საფლავის ქვებსაც აპრიალებდა, თუმცა ალკოჰოლს მაინც ვერ შეეშვა.

1994 წლის 7 ოქტომბერს გამვლელებმა ხატულიოვის ცხედარი ქუჩაში იპოვეს. სხეული გაყინული იყო, სიკვდილის მიზეზი კი დღემდე დაუდგენელია.

და რა შეიძლება მომხდარიყო, ხატულიოვი NHL-ში რომ გაეშვათ?! ან ახალგაზრდა სპორტსმენისთვის მეორე შანსი მიეცათ და ალკოჰოლიზმის დამარცხებაში დახმარებოდნენ?!

საბა
ლოთობას მაინც ვერ შეეშვებოდა..პათოლოგიური ჰქონია, გინდა კანადაში დაელია გინდა რუსეთში..არ დამიწყოთ ეხლა რომ რუსეთიდან წასული კრისტალი-ფხიზელი იქნებოდაო
გელა
მეორე სურათზე მგონი ბალდერისია.

კანადაში ალკოჰოლს ვერ იშოვიდა ვითომ...
Apoltas
ესეთი და სხვა უამრავი გულისშემძრავი ისტორიებით არის გავსებული საბჭოთა სპორტის ისტორიის ფურცლები, თუნდაც უპერსპექტიულესი მომავალი კრივის ჩამქვრალი (მოკლული) ვარსკვლავი ოლეგ კოროტაევი რად ღირს და კიდევ რამდენი. ისინი ეწირებოდნენ არა მარტო რეჟიმის უმკაცრეს კოდექსებს არამედ იდეალებისაკენ (მიზნისაკენ) სწრაფვის მთავარ შემაფერხებელ "ჰარმონიულ მოლხენებსაც" დისციპლინის კრიტიკულ დეფიციტს. საბჭოთა სპორტის და ხელოვნების წარმომადგენელთა უმრავლესობის ცხოვრების მანძილმა ხომ ისე განვლო როგორც დრამატული რომანის პროტაგონისტმა, და ისევ ისე სევდიანად დასრულდა მათი მოღვაწეობა სამყაროში, როგორც ამ წიგნის ტრაგიკულმა გმირმა შეწყვიტა არსებობა.
15:1. ესეც მეხუთე გამარჯვება - საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები A ჯგუფში აღზევდა
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისევ გაიმარჯვა და A ჯგუფში გადასვლასთან ახლოსაა
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე მატჩიც მოიგო
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ