გორის ახალაშენებული სპორტის სასახლე, რომელიც მულტიფუნქციურია და 2 დარბაზს აერთიანებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, რეგიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა – ვიქტორ სანიკიძემ, შოთა ხაბარელმა და დავით კაჭარავამ, კალათბურთის ეროვნული და რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელებმა და სპორტსმენებმა დაათვალიერეს.

გორში სპორტის სასახლის მშენებლობისას დაშვებული იყო ხარვეზები ძირითადად იატაკის ხარისხის კუთხით, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეკომენდაციითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით აღმოიფხვრა და გორის სპორტის სასახლეში თანამედროვე, ხის საფარი დაიგო, რომელიც სპეციალიზებულია კალათბურთისთვის და ნებისმიერი სხვა სახეობისთვის.

შესრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად გორში ჩასულმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა შიდა ქართლის კალათბურთის რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელებს საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდებები გადასცა. აღნიშნული წოდება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარდგინებით გორელ მწვრთნელებსა და შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს – პრეზიდენტ იოსებ ხაჩიურსა და ფედერაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ზვიად ინაურს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიანიჭა. იოსებ ხაჩიურსა და ზვიად ინაურს სპორტის დამსახურებული მუშაკის სერტიფიკატები სიმბოლურად, გორის ახალაშენებულ სპორტის სასახლის დარბაზში გადაეცათ.

სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები მთლიანად დასრულებულია და პანდემიის შედეგად დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ გორის ორდარბაზიანი სპორტის სასახლე საზეიმოდ გაიხსნება.

GBF.GE

tngh
შესანიშნავი სასახლეა!!!! უდიდესი საჩუქარია სპორტისთვის... ბევრის გულის გასახარად, და ზოგიერთების "ბოღმის" ბუშტის გასახეთქად.
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა