აი, რომელი ინტერვიუდან დაიწყო ყველაფერი:

- რომელს აირჩევდი, არასდროს მოუსმინო რიუსს თუ არასდროს ითამაშო Xbox?

- უარს Xbox-ზე ვიტყვი. რიუს მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ეს ჩემი სიცოცხლის ნაწილია. არასდროს ვყოფილვარ რიუსი, თუმცა ამ სიმღერების წყალობით ცხოვრების ბოლომდე რიუსი ვიქნები, ყველაფერი მარტივია.

ეს მონაკვეთი იმ ინტერვიუდან არის, რომელიც ჰოლანმა ნორვეგიულ VG-ს მისცა. ჯერჯერობით თუ ვერაფერი გაიგეთ, გული არ გაიტეხოთ, თავიდან ჩვენც ეგრე ვიყავით, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი გავარკვიეთ და თქვენც აგიხსნით.

რა არის რიუს მუსიკა? როგორი რიუსი უნდა ჰოლანს, რომ იყოს? რიუსები ნორვეგიული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან (russ ნორვეგიულად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს ჰქვია, ჩვენთან აბიტურიენტებს რომ ვეძახით). სასწავლო წლის ბოლოს ისინი წითელ-ლურჯ კომბინეზონებს იცვამენ, დიდ ავტობუსებს ან ფურგონებს ქირაობენ, აწყობენ ცხელ საღამოებს და ასე აღნიშნავენ ზრდასრულთა ცხოვრებაში გადასვლას.

დღესასწაული რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება და 17 მაისს (ნორვეგიის კონსტიტუციის დღე) სრულდება, შემდეგ კი გამოსაშვები გამოცდებია. დიახ, ასეთი უცნაური ტრადიცია აქვთ: ჯერ გართობა, მერე გამოცდები.

ყველაფრის ორგანიზებას თავად მოსწავლეები აკეთებენ და არა მშობლები, როგორც ჩვენთან ხდება. რიუსებმა წინასწარ უნდა დაზოგონ ფული ფორმის საყიდლად და ავტობუსის დასაქირავებლად. დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლეს აქვს ბარათი, რომელსაც russekort-ს ეძახიან, მისი მთავარი ღირსება კი ორგინალური დიზაინი და პირადი ინფორმაციაა, რომელსაც თავად ბარათის მფლობელი წერს.

სადღესასწაულო პროცესის დროს რიუსს სხვადასხვა დავალების შესრულება უწევს - მაგალითად, შეიძლება ტყეში სექსი ჰქონდეს ან ერთი ყუთი ლუდი 24 საათში დალიოს. ყველა დავალება სპეციალურ საიტ russ.no-ზე არის განთავსებული.

ბუნებრივია, ნორვეგიაში ამ ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და მოსწავლეების თავაშვებული გართობა (ძალიან ბევრი ალკოჰოლის, სექსისა და ა.შ. გამო) ხშირადაც არის კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ტრადიციაზე უარს მაინც არ ამბობენ - ბავშვები ვერ გაიგებენო... სხვათა შორის, ასეთი დღესასწაულები ფინეთსა და დანიაშიც არის.

ერლინ ჰოლანი ბავშვობიდან ფეხბურთშია, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ტრადიცია მისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა - მაისში დამთავრდება სეზონი და მამა პანღურით ისევ სავარჯიშო ბაზაზე უშვებს. აბა, რა ავტობუსის ქირაობა და ტყეში გართობა?!

ამგვარი გართობის ნაკლებობას ფორვარდს რიუს-მუსიკა უნაზღაურებს - პოპ-ელექტრონული მუსიკის ქვეჟანრი, არაფრით გამორჩეული, რომლის ტექსტებსაც თავად მოსწავლეები წერენ. ბოლო პერიოდში კი ქვეყანაში საკმაოდ პოპულარული გახდა: მარტივი ტექსტები, აჩქარებული ტემპი, ნორვეგიული რეპის ელემენტები...

აი, ერთ-ერთი კლიპი, რომელსაც "იუთუბზე" მილიონზე მეტი ნახვა აქვს:

Video

ერლინ ჰოლანის საყვარელი ჟანრი

აბა, როგორია? მოგეწონათ? არც ჩვენ, მაგრამ ეგ არაფერი, ამ ტექსტის შემდეგ ხომ ხვდებით, რა აღაფრთოვანებს 20 წლის ჰოლანს?!

მომზადებულია sports-ის მიხედვით

ზაზა
ამას თავი უკვე ვარსკვლავი გონია ხო?? საუკეთესო მცველები რამოსი ვან დეიკი და კულიბალიაო. ნეტა რომელს იცნობს. რომელიმესთან აქ ნათამაშები
ლშა
კი დაფრინავს და :)))
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
"საუკუნის ტალანტია" - პეპ გვარდიოლამ საკუთარი ფეხბურთელი გამოარჩია
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
კეინი, ჰოლანი თუ ალვარესი? - "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი გეგმები აქვს
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს