უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ”დილას" მესვეურებს ამბიციური გეგმა აქვთ - კლუბის ორ უცხოურ შეკრებაზე გამგზავრება
გორის ”დილას" წლევანდელი მოსამზადებელი გეგმები განსხვავდება იმ ნაცნობი და მობეზრებული სქემისგან, რომელსაც შეჩვეულები ვიყავით. როდესაც ”დილა" უმაღლესი ლიგიდან პირველში და უკან ”მოგზაურობდა", გუნდი თავის წვენში იხარშებოდა და სერიოზული ამბიცია არც ჰქონია. მოსამზადებელ ეტაპზეც, ფაქტობრივად, საქართველოს არ გასცდენია.

უმაღლეს ლიგაში წლეულს დაბრუნებული ”დილას" მესვეურებს მოსამზადებლად ამბიციური გეგმა აქვთ - კლუბი ორ უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებას აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელ გია ცეცაძეს ჩანაფიქრის ხარისხიანად განხორციელების საშუალება მიეცემა.

”15 ივნისს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 17-დან 27 ივნისამდე გორში მოვემზადებით. ამის შემდეგ ორი უცხოური შეკრება დაიგეგმა: სავარაუდოდ, ორი კვირა, 15 ივლისამდე უკრაინაში მოვემზადებით, იქიდან კი ასევე ორი კვირით სლოვაკეთში გადასვლა გვსურს, სადაც იქაური უმაღლესი ლიგის ოთხ გუნდთან შეხვედრები დავგეგმეთ. საქართველოში 29 ან 30 ივლისს უნდა დავბრუნდეთ", - ამბობს ცეცაძე.

"დილას" მთავარი მწვრთნელის თქმით, წესით, წლეულს გუნდს ფინანსური პრობლემები არ უნდა შეექმნას: "მართალია, ჯერ ”დილას" ანგარიშზე თანხა არ ჩარიცხულა, მაგრამ რაიონის და მხარის ხელმძღვანელთა დამოკიდებულება დამაიმედებელია. ჩვენი ვარაუდით, საკმაოდ კარგი ბიუჯეტი უნდა გვქონდეს".

ცეცაძე ამბობს, რომ ”დილას" გაძლიერებას გამოცდილი ფეხბურთელებით აპირებს: "ნიჭიერი ბიჭები გვყავს, მაგრამ გაძლიერება გვჭირდება, რადგან საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა გვინდა. მხოლოდ ირაკლი ცნობილაძემ და ლევან თედიაშვილმა დაგვტოვეს, ვაპირებთ რამდენიმე ცნობილი და გამოცდილი მოთამაშის დამატებას. ვარჯიშების პარალელურად, საკონტროლო შეხვედრებზე გასასინჯებსაც დავაკვირდებით. ჯერ კი კონტრაქტი არავისთან გაგვიფორმებია."

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა