"საბურთალომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქურმა კლუბმა თავის საიტზე გაავრცელა:

"ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით, დედაქალაქური "საბურთალო" დღეს მოედანზე პირველად შეიკრიბა და დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში დაახლოებით საათნახევრიანი ვარჯიში გამართა. მანამდე კი გუნდმა კოვიდ-19-ზე ტესტი ჩაიტარა, გუშინ კი სამედიცინო შემოწმება გაიარა.

მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, ახალი გუნდის შენება გადაწყვიტა. იცით, რომ კლუბის გადაწყვეტილებით "საბურთალო" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა შევსებაც მიიღო. მომავალში თბილისელთა ღირსებას აღარ დაიცავენ: ბექა ქავთარაძე, ანრი ჭიჭინაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, ჟარდელ ნაზარე, ოლივიე ბუმალი, დავით კუპატაძე. 2021 წელს ჩვენს კლუბში ითამაშებენ - გიორგი ჯგერენაია, რომან ჩაჩუა, გიორგი ლაცაბიძე, თორნიკე ძებნიაური, გიორგი ერისთავი, თომა ტაბატაძე და რაფიქ ამინუ. გუნდს ასევე დაუბრუნდნენ იჯარით განათხოვრებული ფეხბურთელები – გიორგი ჯინჯოლავა და მეკარე ოთო გოშაძე.

კლუბში სიახლეა ის, რომ "საბურთალოს" ახალი კაპიტანი ეყოლება - ეს, ჩვენი აკადემიის აღზრდილი, 22 წლის გიორგი კოხრეიძე იქნება, რომელიც ჯერჯერობით ტრავმირებულია. თუმცა, რეაბილიტაციის დასკვნით ფაზაშია და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, სეზონის დასაწყისში სრულფასოვან ვარჯიშს შეძლებს. გეცოდინებათ, რომ ბოლოს "საბურთალოს" გაგი მარგველაშვილი კაპიტნობდა, მაგრამ დიდი ალბათობით ამპლუით მცველი კარიერას ევროპაში გააგრძელებს. რაც შეეხება ვიცე-კაპიტანს, ის გამოცდილი, 30 წლის ლევან კაკუბავა იქნება.

"საბურთალო" თბილისში 4 თებერვლის ჩათვლით მოემზადება და პარალელურად ამხანაგურ მატჩებს გამართავს, ხოლო 5 თებერვლიდან გეზს თურქეთისკენ აიღებს და 18 რიცხვის ჩათვლით ქალაქ სიდეში მოემზადება".

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს