- თვითმფრინავი გველოდება, გავფრინდეთ უნდა! თქვენი ნახვა ამხანაგ სტალინს უნდა.

ფრიდრიხ მარიუტინმა ცოლს შეხედა. ქალი, რომელმაც ბლოკადაც კი გადაიტანა, თქვა: "არ წამოვალ, არ წამოვალ..."

- არ მინდა მოსკოვში, უკვე ვიყავი...

- სტალინის სურვილია, თქვა, ანუ ბრძანა: მომიყვანეთ მარიუტინი - ბევრი ახსნისთვის თავი არ შეუწუხებია ვვს-ის ადმინისტრატორს.

ფრიდამ, როგორც მასზე შეყვარებული სანკტპეტერბურგული პუბლიკა მოიხსენიებდა, ღრმად ჩაისუნთქა. სტალინს, თუნდაც ვასილის, უარს ვერავინ ეუბნებოდა.

- წავედით!

თვითმფრინავში, რომელიც მხოლოდ ერთ მგზავრს ელოდებოდა, მარიუტინმა ფიქრი დაიწყო. მას, როგორც ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელს, მოსკოვში პირველად არ ეძახდნენ. ყოველ ჯერზე ეს დეტექტიური ისტორიის ფორმით ხდებოდა.

იქამდე მოსკოვის "ტორპედოს" წარმომადგენლებმა ჩაიგდეს ხელში მარიუტინი, როცა "ზენიტი" შეკრებიდან ბრუნდებოდა. შორტებში გამოწყობილი ლეგენდარულ ვიქტორ მასლოვს მიუყვანეს სახლში.

- სახლში ავეჯიც ისეთი შავი ჰქონდა, ეტყობოდა, ტორპედოელი რომ იყო... შეეძლო, ნამდვილად შეეძლო მასლოვს ადამიანის დარწმუნება... ძლივს დავაღწიე თავი", - ტრიალებდა მოგონებები ფეხბურთელის თავში.

აი, "სპარტაკიც". იქაც იცოდნენ, ვინ გაეგზავნათ მოსალაპარაკებლად - სერგეი სალნიკოვი, კაცი, ვისთანაც მარიუტინი მეგობრობდა.

- სერიოგამ ხომ მაშინვე მეტროპოლში წამიყვანა... ეჰ, რა კარგი იყო იქ ჩამოჯდომა. მაგრამ რა მექნა - სახლში მოსკოვი არ გვინდაო... თან რა აზრი ჰქონდა კომუნალური საცხოვრებლის ოთახის მსგავს ოთახში გადაცვლას...

ამასობაში თვითმფრინავიც მოსკოვში ჩაფრინდა.

- ეჰ, ადრე ჩემ გადაბირებას მაინც ცდილობდნენ, ახლა კი ფეხბურთელი კი არა, თავი დაპატიმრებული ადამიანი მგონია...

მიწაზე დაშვებისთანავე მარიუტინი მანქანაში ჩასვეს და ვვს-ს ("ვოენნო ვოზდუშნიე სილი", საჰაერო-სამხედრო ძალები) შტაბში წაიყვანეს, სტალინთან.

- რისთვის მივდივართ? - იკითხა ფრიდრიხმა.

- სასაუბროდ!

აი, საუბარი კი არ გამოვიდა. ვასილი იოსების ძე სტალინი დაკავებული იყო. ამიტომაც მარიუტინი მის რეზიდენციაში, სადოვის წრესთან ახლოს გაგზავნეს.

- ჩემს სახლში წაიყვანეთ, ექსკურსიაც ჩაუტარეთ, მოგვიანებთ შემოგიერთდებით - ბრძანა დიდი ბელადის შვილმა, საჰაერო-სამხედრო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ვასილი სტალინმა, რომელიც ვვს-ს კლუბის პრეზიდენტიც გახლდათ.

გზად მარიუტინს ორსართულიანი სახლები აჩვენეს.

- აი, აქ ცხოვრობენ ვვს-ს მოთამაშეები ოჯახებთან ერთად. ერთი სახლი ორი ოჯახისთვისაა - უთხრა მძღოლმა.

სტალინი მოგვიანებით მივიდა. მარიუტინი იოსების ძეს ათვალიერებდა: "თითქოს ჰგავს, მაგრამ ძალიანაც არა. ვარცხნილობა იგივე უნდა ჰქონდეს. გამხდარია... თუმცა, ძალა ძალაა!"

- ჩვენს გუნდში ითამაშებ. ნახე, როგორი ლამაზი კოტეჯები ავუშენე ბიჭებს? ვვს - ეს სპორტსმენების საზოგადოება იქნება, სპორტსმენმა კი ასეთ პირობებში უნდა იცხოვროს, რათა მხოლოდ სპორტზე იფიქროს! წამოსვლაზე განცხადება დაწერე!

- ლენინგრადი მაინც არ გამომიშვებს! - მარიუტინმა უძლური წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

- ვის არ გამოუშვებს? სად? ჩემთან? გამოგიშვებს. ბევრი ლაპარაკის გარეშე დაწერე, თუ არ გინდა, მერე ინანო.

მარიუტინმა მის წინაშე დადებული ქაღალდის ნაგლეჯი აიღო და დაიწყო წერა განცხადებისა ვვს-ს საზოგადოებაში გადასვლის შესახებ.

სტალინმა განცხადება აიღო და ყურადღებით წაიკითხა.

- არყები! - გაისმა ბრძანება.

არყის ორი ჭიქა მოიტანეს. ვასილიმ ერთი აიღო, მეორე კი მარიუტინს გაუწოდა.

- მიდი!

- არ ვსვამ.

- სალნიკოვთან ერთად მეტროპოლში ვინ იჯდა? მე თუ შენ?

ნეტა საიდან გაიგო?! დალევა მომიწია.

- იჯექი აქ და დაელოდე - სტალინი დამხმარეს მიუბრუნდა - მარიუტინს აჭამეთ, დაალევინეთ, ბილიარდის დარბაზში ჩაიყვანეთ. მე კომიტეტში მივდივარ!

ფრიდრიხი მარტო დარჩა ოთახში, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ ვასილი სტალინის კატეგორიული ტონი ისმოდა, ახლა კი სიჩუმე ჩამოწვა. მარიუტინმა ოთახში წინ და უკან სიარული დაიწყო. იმაზე ფიქრობდა, როგორ დაერწმუნებინა ცოლ-შვილი მოსკოვში გადასვლაზე. არც ისე მარტივი საუბარი ელოდა.

დრო გადიოდა, ვასილი კი არ ჩანდა. მარიუტინმა მოუთმენლობისგან მძიმე ფარდა გადასწია, თუმცა მალევე უკან დააბრუნა. ქუჩაში, ზუსტად ფანჯარასთან ორი ძაღლი იწვა: გერმანული ნაგაზი და ბოქსიორი. ფრიდრიხს კი ძაღლები ბავშვობიდან შიშს ჰგვრიდნენ.

- ვინმე მაინც მოსულიყო, თუნდაც დამჯდარიყო ჩემთან ერთად - მარიუტინი მარტო ვეღარ ძლებდა.

კორიდორიდან ფეხის ნაბიჯების ხმა გაისმა. ფრიდრიხმა კარი გააღო და დაინახა, როგორ ეუბნებოდა გაცეცხლებული სტალინი რაღაცას ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მის შესახვედრად გაემართა.

- ნაბი*არი, ყველაფერში ჩამისვარა. ლენინგრადიდან არავის მოგცემთო, აი, *ლე ნახე რა! - ყვიროდა სტალინი.

მარიუტინი მიხვდა, რომ "ზენიტში" მისი დატოვება მძიმე მანქანამშენებლობის მინისტრმა უსტინოვმა გადაწყვიტა. სტალინის შვილის არავის ეშინოდა, თუმცა უსტინოვი მამამისის ახლო მეგობარი იყო, მის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა.

ყველაფერი ბინდში იყო. ფრიდრიხი არ უსმენდა, როგორ იგინებოდა სტალინი. მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა: როგორ გასულიყო ოთახიდან, როგორ გაეღო კარი და თავისუფალი გამხდარიყო.

გაიქცა, სადგურამდე მიაღწია... მარიუტინმა მხოლოდ ლენინგრადისკენ მიმავალ მატარებელში გაიღვიძა.

- მორჩა, აღარსად აღარ წავალ, ყველა მომწყდით თავიდან!"

"ზენიტში" კი არავის გაუგია, რომ მათი ვარსკვლავური თავდამსხმელი თითქმის სხვა გუნდის წევრი გახდა.

მომზადებულია Tribuna-ს მიხედვით

თეონა
სტალინის შვილს მამის სიცოცხლეში განუზომელი ძალაუფლება ჰქონდა.. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო უნიჭო ადამიანი, ისტორიაში გათამამებული, ქალების და ალკოჰოლის მოყვარულის რეპუტაციით შევიდა. ხელისუფლებაში ხრუშჩოვის მოსვლისთანავე უმცროსი სტალინი ციხეში აღმოჩნდა... რამოდენიმე წლის შემდეგ გამოუშვეს, მაგრამ ყაზანში გადაასახლეს, სადაც სულ მალე 40 თუ 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შესახებ დღემდე სხვადასხვა ვერსიაა.. რა იყო სინამდვილეში, ძნელი სათქმელია.
გია
...არყები))))
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?
[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
"მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა" - ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია
"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი
"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
ვინ მიგდია გუბერნიევი, როცა სტალინი ნახევარ მსოფლიოს მართავდა - მოკრივემ სტალინის მგმობელ კომენტატორს უპასუხა
სტალინის შვილი საუკეთესო გუნდს მართავდა - მის დაღუპვას კი 20 წელი მალავდნენ
იური სიომინმა იოსებ სტალინზე ისაუბრა
რუსი კომენტატორი: სტალინი მძულს და მეზიზღება, ის ვამპირი იყო
რუსული სპორტი სტალინის განხილვას განაგრძობს, გუბერნიევი არ ნებდება - 24 დეკემბრის დაიჯესტი
ბერიამ უთხრა: მოიგებ და ოჯახს გაჩუქებთ - როგორ დახვრიტეს ქართველი ჩემპიონი სტალინის ბრძანებით