სტამბულის "ფენერბახჩეში" გადასასვლელად გამზადებულმა, თუმცა ჯერ კიდევ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ფანის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც მესისა და რონალდოს შორის საუკეთესოს არჩევა სთხოვა.

"ლეო მესიმ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც ესპანეთში უთამაშია.

რონალდო კი ყოველთვის საუკეთესო იყო, ყველა ქვეყანასა და კლუბში, სადაც კი ითამაშა." - დაწერა იოზილმა.

ცნობილი ამბავია, რომ რონალდო ძალიან განაწყენდა, როცა ფლორენტინომ იოზილი "არსენალში" გაუშვა. პორტუგალიელი თვლიდა, რომ მესუთი მისი საუკეთესო მეპასე იყო და ყველაზე უკეთ ესმოდა.

ვალერი
მესი რო ზიმბაბვიდან იყოს და არცერთხელ ნაკრებში არაფერი არ ქონდეს განაკეთები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვერ იქნებოდა? რა ლოგიკა აქვს ზოგს ვერ ვხვდები.და საერთოდ მესის რაც აქ ნიჭი ფეხბურთის ზუსტად იმის 35% აქ თქვენს რონალდუს, უბრალოდ რონალდუ 3ჯერ მეტად მომზადებულია ფიზიკურად,მაგრამ მაინც ვერ მივა ახლოს მესისთან. რონალდუ შეადარეთ ნეიმარს, ბენზემას და სხვებს
მერაბი
ვიღაცამ 11 14 და 15 წელს შეეხო ამ წლებში ის მოხდა რაც ფეხბურთის და მსაჯობის სირცხვილია გაუფორმეს ბარსელონას მოგება და მესის 2 ოქროს ბურთი კარგად გადახედეთ მაგ წლებს ისე კი 15 16 და 17 წლებში რონალდომ მარტომ წამოიღო ჩემპიონთა ლიგა აი აქ ჩანს ვინ არის საუკეთესო
ნიკა
ილუზიებში მყოფ ადამიანს ილუზიონისტი არ ჰქვია, ილუზიონისტი ფოკუსნიკს ნიშნავს. ქართული ისწავლე და საერთოდ, წიგნში მორიელი არ ზის, პრაფესორო
misha-s
და რონალდუმ რომელი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო რომ ამბობ მესი ახლოს ვერ მივაო თუ არგენტინის მაისურით მსოფლიო არ მოიგოო.
asea es?
ეგ უფრო პირიქით რომ არის ვერ ხვდები?ერთი სიმეონეა პროფესორი და მეორე კიდე შენ,რონალდოზე მთელი გუნდის ვარსკვლავები თამაშობენ ბურთი რომ გაატანინონ და თვითონაც რა ბურთის ღორიცაა ეგაც ყველამ კარგად იცის,მესი კიდევ მთელ გუნდზე თამაშობს და ეხმარება,მესის რომ თავის თავზე ეთამაშა წარმოიდგინეთ რაც ეხლა აქვს გატანილი ორმაგი თუ არა მაგის ნახევარით მეტი ექნებოდა ბალანსი ან საიდან დაასკვენი სიმეონეს ფეხბურთის პროფესორობა,მოკლედ ქათამი რონალდუს მომხრეები მაგარი ილუზიონისტები ხართ ჩემმა მზემ.
123
2009 წლის ლიგის ფინალი, 2011 წლის ლიგის ფინალი, 2011 წლის ლიგის ნახევარფინალი მთელი რეალი რო მოატყუა გახსოვს ალბათ ბუსკეცმა რო დაუტოვა და ამან როწაიღო, 2015 წლის ლიგის ნახევარფინალი ბაიერნთან დუბლი და ფინალში გაიყვანა, 2015 ლიგის ფინალი 1-1 ზე ორი კაცი მოატყუა და ბუფონს ურთულესი ბურთი დაურტყა და მერე სუარეზმა ცარიელ კარში დაამატა. 2014 ში მსოფლიოზე ლიჩნად მარტო გაიყვანა ფინალში დაწყებული ჯგუფური ეტაპიდან გაგრძელებული შვეიცარიის მერვედფინალით ყველა რო მოატყუა და ასისტი რო გააკეთა. ბილბაოსთან თასის ფინალში მოტყუებული მთელი გუნდი და ერთადერთი გოლი იმ ფინალში რავიცი მეტი რაღა გაგიგრძელო ცოტა გაახილეთ თვალები
ასეა ეს
ყველაზე ზუსტად არგენტინელმა ფეხბურთის პროფესორმა სიმეონემ თქვა.ომში რომ მივდიოდე მე რონალდუს წავიყვანდიო რადგან მას მარტოს შეუძლია ომი მოგაგებინოსო ხოლო მესის თუ წაიყვან მას მთელი ვარსკვლავებიანი გუნდი უნდა გააყოლოო.
21 საუკუნის საუკეთესო terminator
ორივეს ააქვს ძლიერი მხარეები.მთავარია ამას როგორ იყენებენ.უბრალოდ გადამწყვეტ თამაშებში რონალდუ ლომად გადაიქცევა ხოლმე ხოლო მესი კურდლად.სწორედ ხასიათის სიძლიერით ჯობს რაც გუნდისთვის ყველაზე მნიშვბელოვანია.
barsa
მარადონას ხელით გატანაც, ფეხბურთის წესებშიც შედის? მესიმ კი არ დაავიწყა არგენტინის ნაკრებს, არამედ 10-მა მოთამაშემ. ნუ გავიწყდებათ მესიმ, რომ ათრია ეს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატამდე. არამი იყოს მესის თანხა ხელფასის სახით, არგენტინის ნაკრებზე.
gios
"გადაჭრილი ხის მორია" ჭკუიდან, რომ გადაყავხართ.
Gio
მაცივარში ლუდზე და შებოლილი თევზის არსებობით რომ ესმით ფეხბურთის ყურებაც და ,,მუღამიც'' ისეთები გამოვლენ ახლა და იოზილს დაუწყებენ კრიტიკას :დ საუკეთესო ხარ მაშინ როცა ყველა ნიადაგს ერგები და არ გიჭირს სიახლესთან შეჭიდება... მესიც დატოვებს ბარსელონას და მერე როგორ გააპრავებთ ვნახავთ :დ 1 ადამიანზე უაზროდ გაფანატებული კაცუნები ხართ...როცა ბარსელონაზე-კლუბზე მაღლა ერთ გადაჭრილ ხის მორს აყენებთ!
ქუთაისელი
მოდი ერთი დამისახელე გუნდი სადაც ბარსას გაუჭირდა და ლეომ თავის თავზე აიღო თამაში ულიდერა და მარტო გაათრია ბარსელონა მე ვგულისხმობ თუნდაც ჩემპიოთა ლიგას ნუ ჩამომათვლებინებ მაგ თამაშებს არაა ეგ კაცი ლიდერი და ამიტომაც არაა საუკეთესო რონალდო მაგ კომპონეტში აშკარათ უკეთესია და მაგ მანჩესტრეს რო ახსენებ ლეომ ათრიაო იქ ყავდა საუკეთესო ნახევარ დაცვა ბარსას ზოგადად მაგ წლებში რის ხარჯზე იყო საუკეთესო ხავი ინიესტა და ბუსკეცი რომლებიც მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ და იქ არ იყო მესიი მარა მაინც მოიგეს... მე ლიჩნათ მესის თამაში საყურებლათ მირჩევნია ვიდრე რონალდოსი მარა ფაქტი ჯიუტია რონალდო ევროპის ჩემპიონია და მესიმ კოპა ამერიკაც ვერ მოიგო რომელიც ლამის ყოველ წელს თამაშდებოდა ასე რო მაგ არგუმენტი რო არსელანალი ათრია არაა დამაჯერებელი
barsa
კრიშტიანო, არის მოხეტიალე ფეხბურთელი, როგორც ციგნები ვერ ჩერდებიან ერთ ადგილზე, ისეა მაგის საქმეც. ნამდვილი გმირობაა, როდესაც ერთ კლუბში პატარობიდანვე დიდხანს რჩები და მის სახელს ატარებ, აი ესეთი ფეხბურთელია ლეო მესი! სიმართლე გითხრათ რაზე ვდავობთ, ორივე უდიდესი ფეხბურთელია!
მიშა
სანამ მესი არგენტინის ნაკრების მაისურით არ მოიგებს, მანამდე ვერ მოვა რონალდოსთან. მარადონას გენიოსობით მთელი ცხოვრება არგენტინას ვბალეშიკობ, ამან კი არგენტინას ჩემპიონობა დაავიწყა. მარადონა მარტო იგებდა.
123
ძალიან სასაცილო არგუმენტია. ლეომ ბევრჯერ დაამტკიცა რომ ნებისმიერი ქვეყნის გუნდთან ისევე თამაშობს როგორც ლა ლიგაში. ლიგაზე არსენალიც, სიტიც,ჩელსიც, ტოტენჰემიც ნათრევი ყავს. მანჩესტერს საერთოდ ორი ფინალი მოუგო. ესგუნდები იმიტო მოვიყვანე რომ პრემიერ ლიგა საუჯეთესო ლიგად არის მიჩნეული. მოსწონს ბევრს თუ არა ლეო პირველია
gio
ისე საინტერესო იქნებოდა მესის პრემიერლიგაში თამაში
წიკო
ერთი შენ ჯობიხარ და მეორე ეგ
Mima
გიფიქრიათ მესის რომ ბარსაში არ დაეწყო თამაში და სხვა გუნდში ეთამაშა თავიდან რონალდოსავით, მაგალითად არსენალში ანინტერში მესი იქნებოდა? ბარსაში რომ არ თამაშობდეს არგენტინის მესი ნესვი იქნებოდა ეხლა

ძალიან ბევრ მაგალითს გეტყვი როდესაც მოწინააღმდეგის გულშემატკივარი ფეხზე წამოუდგა მესის და იშვიათად თუ ყოფილა,მე არც მახსენდება,რომ მოწინააღმდეგის გულშემატკივარი მესის უსტვენდა,აი რონალდოზე ძალიან ბევრ სტადიონს გეტყვი სადაც როგორც კი ბურთს მიიღებდა რონალდო გამაყრუებელი სტვენა ისმოდა,ეს სუფთა ადამიანური საქციელის გამო,მაგრამ რონალდო იმდენად ძლიერია მენტალურად რომ ეს გადალახა და გამოასწორა მისი ხასიათის ეს სისუსტეც. ორივე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია,უბრალოდ გააჩნია ადამიანს სუბიექტურად როგორ აწყობს,ანუ თქვენ გინდათ რომ აქედანაც იმასაქნათ და თქვენს იმას იქედანაც იმსაუქნათ,დაახლოებით ეს ამბავია.
გულშემატკივარი
ეს მხოლოდ ამ თურქის აზრია და მეტი არაფერი. რონალდოსთან მეგობრობდა და აბა მესიზე ხომარ იტყოდა რომ ის უკეთესიაო? რონალდო არის თავდამსხმელი, მესი კი ნახევარმცველიც,გამთამაშებელიც, თავდამსხმელიც და საერთოდ ყველაფერი.და კიდევ რომ იტყვის ზოგიერთი,მესის ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი გოლი როდის გაუტანიაო,იმას არც კი უნდა შეედავო,მასეთებმა ისე იცის ფეხბურთი,როგორც მე ვიოლინო.ხოო...ვინც ცოტა მაინც იცის სპორტის ეს სახეობა,ალბათ დამეთანხმება იმაში, რომ მესი საფეხბურთო ინტელექტით ბევრად მაღლა დგას ვიდრე რონალდო. სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა.
სიმართლე
ბოლო 5 წელია მესის საერთოდ მნიშვნელოვან თამაშებში ჩემპიონთა ლიგაზე ან ნაკრებში ერთი გადამწყვეტი გატანილი გოლი მაინც თქვით რომელმაც გუნდს მოაგებინა.ყველა ლამაზი გოლი სუსტ გუნდებთან აქვს გატანილი.ეზოში მეც ლამაზი გოლები გამქონდა.ხოლო რონალდუს ნაკრებში და ჩ.ლ-ზე ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებში გააქვს.
ასეა ეს
მესისტებო ყოველთვის გაიხსენეთ რონალდუს იუვესთან გატანილი მაკრატელა რაზედაც მტრად განწყობილი სტადიონი ფეხზე წამოუდგა და ოვაცია მოუწყო.ასეთ სცენას უდიდესი რეჟისორები სპილბერგი და კოპოლაც კი ვერ მოიფიქრებდნენ.ეს ოსკარის ნომინაციაა..და ვის ადარებთ მფრინავ კრიშტიანოს რომელსაც 150 ბურთი თავით 3 მეტრის სიმაღლიდანა აქვს გატანილი.კაცი ტერმინატორია,ლიდერი,მებრძოლი,მსობლიური ხალხის საამაყო გმირი,მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტსმენი.სირცხვილია შანტაჟისტი ფულზე ყველაფერზე წამსვლელის მასთან შედარება.
არტ
რონალდო ფანტასტიური ფეხბურთელია და ვინც ამას ვერ ხედავს, ფეხბურთი არ ესმის, მაგრამ მესი მას აღემატება როგორც საფეხბურთო ინტელექტით ისე ტექნიკურად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მესი ერთდროულად არის ნახევარმცველიც პლეიმეიკერი და ბომბარდირი, რონალდო მხოლოდ საჯარიმოს ფეხბურთელია ძირითადად და ბომბარდირი. ის ფაქტორი, რომ რონალდომ ბევრ ჩემპიონატში გამოიჩინა თავი არაფერს არ ნიშნავს ბევრს, რადგან ყოველ ჯერზე გრანდში გადადიოდა ერთმანეთზე ძლიერ უპრობლემო საათივით აწყობილ გუნდებში, და კიდევ საკითხავია ეს უფრო ძნელია, თუ წლების მანძილზე ულიდერო გუნდს რომელიც კარგა ხანია სერიოზული პრობლემებითაა დახუნძლული.
ნეო
ანუ კრიშტიანოს ნიჭი არ აქვს შრომით მიაღწია მარტო? ნანახი გაქვთ მანჩესტერის რონალდო? და განსხვავდებიან სტილით ერთმანეთისგან და ამით განსაზღვრა არ შეიძლება ალბათ.
ბაიერნი
შეადარეთ მესის და რონალდოს გოლები და მიხვდებით ვინაა უფრო დიდი ტალანტი და ფენომენი! ვერასოდეს ვერ გაიტანს ისეთ გოლებს რონალდუ, რადგან ამას მარტო შრომა არ შველის, ცოტა სხვა რაღაც უნდა, რაც არ ისწავლება არც ვარჯიშით და არც თავდადებით!!!
გიო
მესისტებს როგორც გინდათ ისე ნუ გესმით ეს ნიშნავს რომ თუ საუკეთესო ხარ კლუბშიც ნაკრებშიც და ყველა ჩემპიონატში საუკეთესო უნდა იყო და არა მარტო ბარსელონაში სადაც მთლიან გუნდს შენზე ააწყობენ ეს ფაქტია რონალდო თბილისის დინამოშიც საუკეთესო იქნება ბარსელონაშიც და წნორის მილანშიც
ტიპი
კი აბა რა, იოზლის სიზმრებში
ჰუდი
პორტუგალიაში კი ჯობია ყველას რა გინდა მეტი
გრიზლი
რონალდო მესისთან ვერ მოვა
ვახ გელა რა დიადი ხარ!
გელა ნუგზარაშვილს ვერცერთი ვერ შეედრება
War
ასეთი უნიჭო შედარება ჯერ არ მომისმენია. ე.ი. თ მესის უნდა რომ თავისი უპირატესობა დაამტკიცოს უნდა მოიაროს ნახევარი ევროპა?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
იოზილის საოცარი ტრანსფორმაცია - ვეტერანი ფეხბურთელი მაგარ ფიზიკურ ფორმაშია [VIDEO]
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
იოზილი "ფენერბაჰჩემ" გაუშვა - მესუთი კვლავ თურქულ გუნდში ითამაშებს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
იოზილმა "ფენერბახჩეში" არასტანდარტული ნომერი აიღო
ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ