კრისტიან ოსნახი იტალიურ კლუბებში ფიზმომზადების მწვრთნელად მუშაობდა, იქამდე კი ცნობილ იტალიელ ფიზიოლოგს, პროფესორ პიეტრო ენრიკო დი პრამპეროს გადაეყარა. დი პრამპერო სხვადასხვა პირობისა და დატვირთვის ფარგლებში ადამიანის კუნთების მუშაობას იკვლევდა. სამეცნიერო ექსპერიმენტებს კოსმოსურ სივრცეშიც კი ატარებდა.

პროფესორის სხვადასხვა იდეიდან კრისტიანს ყველაზე მეტად სირბილის დროს კუნთების მუშაობა და ამ პერიოდში ადამიანის ენერგომოხმარება აინტერესებდა. მათი ფეხბურთში დანერგვა უკვე ოსნახის იდეაა და მათი ერთობლივი მუშაობა იტალიურ ფეხბურთში ძალიან პოპულარული გახდა.

ოსნახი თვლის, რომ ეს იმ დროისთვის ახალი მიდგომის დამსახურებაა: ყურადღება მიენიჭა არა მხოლოდ სისწრაფესა და მანძილს, არამედ ენერგომოხმარებას, რაც ამ მანძილის დასაფარად არის საჭირო. ასეთი დეტალები ძალიან ჭკვიანური გამოდგა.

პირველი კლუბი, რომელმაც ეს იდეები დანერგა, "უდინეზე" იყო, რომელშიც ოსნახი რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლად მუშაობდა, პარტნიორებთან ერთად კი საკუთარი კომპანია GPexe-ის ჩამოყალიბებას ცდილობდა.

რამდენიმე წელში კომპანია გაიზარდა და მისი მომსახურებით - ტექნიკით, კონსულტაციებით, სერია A-ს კლუბების ნახევარი სარგებლობს. ჩვენმა მეზობელმა რუსებმაც კი გამოიყენეს ოსნახის მიდგომები და მათ "ზენიტში" დანერგვას ცდილობენ.

ოსნახმა კონკრეტულ კლუბში მუშაობას თავი დაანება და ყველას ეხმარება, ვინც მის სისტემას ერგება. GPexe-ს მსოფლიოში უკვე 200-მდე კლიენტი ჰყავს. ყველაფერთან ერთად, კრისტიანი იტალიის ნაკრებში ანალიტიკოსად იყო მიწვეული და ეროვნულთან ერთად, ასაკობრივ გუნდებსაც ეხმარებოდა.

სპორტულმა გამოცემა Sports-მა ესპანელთან ინტერვიუ ჩაწერა და ფეხბურთელის მოედანზე გადაადგილების დეტალები შეაფასებინა.

"თამაშის დონეში სხვაობა, რომელსაც ტოპ-კლუბებსა და დაბალი დონის გუნდებს შორის შეუიარაღებელი თვალით ვამჩნევთ, პირველ რიგში, ტექნიკით არის გამოწვეული და არა სირბილით. თუ გამოვიკვლევთ ინტენსივობის მაჩვენებელს, ფეხბურთელებს რამდენი აჩქარება ჰქონდათ, რამდენი მაღალინტენსიური მონაკვეთი, დაბალი ოსტატობის გუნდები ტოპების მონაცემებს დიდად არ ჩამორჩებიან - ბუნებრივია, მათ ოსტატობის კომპენსაცია სჭირდებათ და ამისთვის მხოლოდ ერთი საბაზო ელემენტი რჩება: არა მხოლოდ მცირედით უნდა ჩამორჩნენ, არამედ მოწინააღმდეგეს ინტენსივობით უნდა აჯობონ - მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ ბრძოლის რეალური შანსი და ტექნიკური შეცდომების სირბილით გამოსწორების შესაძლებლობა.

"უდინეზეში" მუშაობისას ჩვენთან ლეგიონერები ჩამოდიოდნენ. მაგალითად, სამხრეთ ამერიკიდან. ნათელი იყო, ისინი სხვა საშუალო დონეს იყვნენ მიჩვეულნი. ზოგჯერ უფრო კარგად იწყებდნენ და ძლიერი სტარტი ჰქონდათ, თუმცა პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი მომენტები გამორჩებოდათ ხოლმე. მიზეზი მარტივი იყო, მათ ლიგებში ეს არ სჭირდებოდათ და ძველი დონეც აკმაყოფილებდათ.

ადამიანს ყოველთვის შეუძლია ადაპტაცია; იმის მინიმუმს მაინც შეასრულებს, რაც შედეგისთვის არის საჭირო. ამიტომ, პირველ ეტაპზე მათ ტრანსფორმაციას ვცდილობდით. ამას ყოველთვის დრო სჭირდება, თუმცა მწვრთნელმა ეს პროცესი უნდა დაიწყოს და თვალი მიადევნოს, აქცენტი იმაზე გააკეთოს, რაც საჭიროა.

ფეხბურთელის ახალ დონეზე ასაყვანად მის გონებაში სწორი მიდგომის ჩანერგვაა საჭირო. ამის შემდეგ ის ან ადაპტაციას ახდენს და საჭირო საშუალო მაჩვენებელს დებს, ან საკუთარ მაქსიმუმში იკეტება და მწვრთნელმაც იცის, რომ ფეხბურთელი იმ მომენტისთვის საჭირო დონეს ვერ აკმაყოფილებს.

სხვათა შორის, სირბილის მაჩვენებლის გაუმჯობესება ზოგად პროგრესთან დაკავშირებული არაა. ძველ დონეზე ყოფნით მეტი სასარგებლო მოქმედებების გაკეთებაც პროგრესია. ასეთ ამბებთან ყურადღებით უნდა ვიყოთ, კონტექსტის გარეშე არ უნდა განვიხილოთ. ეს ფეხბურთელის ეკონომიურობისა და მაღალი ეფექტიანობის მაჩვენებელია.

ერთხელ, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩამპიონატზე შევნიშნეთ, რომ ჩვენი ფორვარდი ძალიან ბევრს დარბოდა, რადგან ყველა მცველის პრესინგს ცდილობდა - სპრინტებისა და აჩქარების მაჩვენებელი ძალიან მაღალი ჰქონდა, თუმცა ტყუილი მცდელობა იყო, მათ შედეგი არ მოჰქონდათ.

ისეთ მომენტებში, როცა წარმატების მიღწევის შანსი ცოტაა, ენერგია არ უნდა დაიხარჯოს, რადგან მოგვიანებით დაღლილობა ბოლო შეხების სწორად გაკეთებაში გიშლის ხელს. ამ ფეხბურთელს დავუძახეთ, ავუხსენით, რომ მატჩის მიმდინარეობისას ძალების აღდგენაზეც უნდა იფიქროს. ეს მიდგომა მუშაობს, ფეხბურთელებს მსგავსი მითითებები სჭირდებათ.

ფეხბურთელებს უნდა ესმოდეთ: უმაღლეს სისწრაფეზე მთელი მატჩის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ადამიანის სხეული ბანკის კრედიტივით მუშაობს: თუ მაქსიმალურ სისწრაფეს რთავ, უფრო მაღალი პროცენტების გადახდა მოგიწევს. 5-7-წამიან აჩქარებას 30-40-წამიანი აღდგენა სჭირდება, რათა ისევ გაფრინდე.

ორგანიზმს ვერ მოატყუებ: მხოლოდ 10 წამით თუ დაისვენებ და ისევ აჩქარდები. შესაძლოა, მატჩის დასაწყისშივე დაამთავრო შეხვედრა. როგორც წესი, ყველაზე გამძლე ფეხბურთელები (ძირითადად, ნახევარმცველები) 6-წამიანი აჩქარების შემდეგ აღდგენაში მინიმუმ 22-25 წამს ხარჯავენ.

კოლეგები მეკითხებოდნენ, რა პრინციპით მუშაობდა გვარდიოლა "ბარსელონაში". მან მოთხოვნები ნათლად ჩამოაყალიბა: როცა ჩვენ ვართ ბურთით, თამაშის ტემპს ჩვენ თვითონვე განვსაზღვრავთ: თუ დასვენებაა საჭირო, ბურთს ერთმანეთში ცენტრალური მცველები ათამაშებენ, მაგრამ თუ ბურთი ხელში მეტოქემ ჩაიგდო, უფრო ჭკვიანურად მოქმედებაა საჭირო.

პირველი ართმევისთვის ბრძოლას ის ფეხბურთელი იწყებს, ვინც ბურთთან ყველაზე ახლოსაა. თუ მას არ გამოსდის, საქმეში მეორე უახლოესი მოთამაშე ერთვება; თუ არა და, მესამე. ამ მომენტამდე ყველაფრის წინასწარმეტყველება შეიძლება.

აი, თუ ვერც მესამე ფეხბურთელი აართმევს ბურთს მეტოქეს, მონაკვეთის ინტენსივობა ძალიან მაღალია და საჭირო თამაშის შეჩერება ხდება, მაგალითად, ჯარიმით.

გვარდიოლას ესმის: თუ სამმა ფეხბურთელმა უშედეგო აჩქარება გააკეთა, მათ დასვენება სჭირდებათ, აღდგენა. თამაშის გაგრძელების შემთხვევაში, მოწინააღმდეგეს ძალებში უპირატესობა ექნება, ტაქტიკური ჯარიმა კი საფრთხეს მინიმუმამდე ამცირებს."

კახა
მადლობა საინტერესო სტატიისთვის. ბევრი გაუნათლებელი მწვრთნელი მინახავს,რომელიც 15-16 წლის ბავშვებში მუდმივად მაღალ პრესინგს ითხოვდა და ტაიმის ბოლო 10-15წთ გუნდი გადამწვარი იყო.ბევრს ტრავმა ემართებოდა. მწვრთნელი ვერ გებულობდა,ფიზიკას უწუნებდა და ცდილობდა დარბაზში შტანგებით "გამოესწორებინა"ეს ნაკლი.საოცრება ისაა რომ ეს ბატონი ასაკობრივშიც იყო ერთი დრო და კლუბშიც.
alexandre
ხვიჩა, ძაან მაგარი სტატიაა! გაიხარე. მთავარია ეს ჩვენი კლუბების მწვრთნელებამდე დაიყვანო. მერე, იმედია, პროფესიონალურ დონეზე შეისწავლიან. იქნებ გვეშველოს რამე. წარმატებები ქართულ ფეხბურთს 2021 წელს!
კახაკს
სირბილის ტექნიკის ნაცვლად რაც უფრო მეტს ირბენ ამტანობა მოგემატებაო ასწავლიან და მერე იწყება გაუთავებელი ტრმვები
კახაკ
ჩვენთან ფეხბერთულებს მხოლოდ ზალების დახარჯვისკენ მოუწოდებენ.. აბა დააკვრდით :)
მინდია
ჩვენები არ დარბიან და რა უნდა აღიდგინონ
მენტალური მომზადების ცენტრი
..."ამ ფეხბურთელს დავუძახეთ, ავუხსენით, რომ მატჩის მიმდინარეობისას ძალების აღდგენაზეც უნდა იფიქროს". ჩვენთან როდის დაიწყებენ ამ კომპონენტზე ფიქრს?
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ