14 ივნისს, საქართველოში ინვალიდების უფლებების დაცვის დღეს ქუთაისში ინვალიდებისადმი მიღძვნილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართა
14 ივნისს, საქართველოში ინვალიდების უფლებების დაცვის დღეს ქუთაისში ინვალიდებისადმი მიღძვნილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. 2002 წლიდან ამ დღეს ტრადიციულად ტარდება ტურნირი ინვალიდ მკლავჭიდელთა შორის.

წლეულს ქალაქის ღია პირველობაში ადგილობრივებთან ერთად ფოთელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. სულ 30 მსურველი ჩაება შეჯიბრებაში, რომელიც საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია "აღორძინება 2002"-ის თაოსნობით და იმერეთის მკლავჭიდისა და ათლეტიზმის ფედერაციის ხელშეწყობით გაიმართა, სპონსორობა კი ქუთაისის მერიამ ითავა.

ფინალურ ორთაბრძოლებს ქუთაისის ვიცე-მერი დავით გორდელაძე და ქალაქის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძე დაესწრნენ. ისინი ინვალიდ სპორტსმენებს გვერდში დგომასა და ხელშეწყობას დაჰპირდნენ.

კირკიტაძის თქმით ვახტანგ ახობაძეს, რომელიც ამ ტურნირშიც გამორჩეული იყო, უკვე დაენიშნა ყოველთვიური სტიპენდია და მიმდინარეობს მუშაობა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში უახლოეს მომავალში სხვა სპორტსმენებიც წახალისდნენ.

ტურნირი საინტერესო სანახავი გამოდგა. ზემოხსენებულმა ვახტანგ ახობაძემ ყველა მეტოქე ძალზედ იოლად დაამარცხა. ფინალში კი ელვისებურად, დაახლოებით ხუთ წამში გაიმარჯვა - ისე რომ, ფოტორეპორტიორებმა ამ ორთაბრძოლის კადრის გადაღებაც ვერ მოასწრეს.

გამარჯვებულები და პრიზიორები

60კგ. 1. ვახტანგ ახობაძე, 2. გიორგი შურგულაია, 3. დავით რუბენია.

70კგ. 1. ირაკლი თოლორდავა, 2. მირიან ჭანტურია, 3. რევაზ ჩიქოვანი.

+80კგ. 1. რამაზ შალამბერიძე, 2.ვაჟა ჩინჩალაძე, 3.პაატა გარუჩავა.

ძიმე (მარცხენები): 1. ზურა ბუცხრიკიძე, 2.თემურ აფხაძე, 3.თემურ ჭეიშვილი.

ფინალში რუსი დაამარცხა - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ვახტანგ ახობაძემ ყირგიზი მეტოქე მეორედაც დაამარცხა!
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა