გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსთავის" ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ გაზაევი სერია D-ს Е ჯგუფის "სიენას" ჩაუდგა სათავეში. ის უკვე ერთი კვირაა იტალიაშია და დღეს გუნდი პირველად ავარჯიშა.

"სიენა" ადრე სერია A-ში თამაშობდა, შემდეგ დიდი ვალები დაედო და გაბანკროტდა. 2020 წლის 31 აგვისტოს კლუბი სომხურმა ჰოლდინგმა "ნოამ" შეიძინა, რომლის მფლობელობაში სომხური "არცახი" და ლატვიის დაუგავპილსკის "ლოკომოტივია". ამ ჰოლდინგის პრეზიდენტი ბიზნესმენი კარენ აბრამიანია. მან gol.ru-სთან დაადასტურა, რომ "სიენა" შეიძინა.

კაზარიანმა კლუბი რომან გევორქიანს ჩააბარა, მან კი მწვრთნელად გაზაევი დანიშნა. როგორც "სიენას" ახალი მეპატრონეები აცხადებენ, მიზანი გუნდის ზედა დივიზიონში გადაყვანაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გაზაევი დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტია და მისი იტალიურ გუნდში დანიშვნა გასაკვირია.

გაზაევი ბოლოს "ტობოლში" მუშაობდა და მის შესახებ ყაზახეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანდრეი სიდელნიკოვმა შემდეგი განაცხადა: "თავი ძალიან მაღლა ეჭირა, თუმცა როგორც მწვრთნელმა ვერაფერს ვერ მიაღწია. პატივს არავინ არ სცემდა, ავტორიტეტი არ ჰქონდა. ეტყობა ამას გრძნობდა და დაკომლექსდა".

"სიენას" მწვრთნელის პოსტზე გაზაევმა იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო შეცვალა.

ფერნანდო
სიენა მაგარი ქალაქია, თუ დაქვეითდებიან შემდეგ ლიგა-ეჩელენცაში --- ოსურ-სომხურ მენეჯმენტს ვენდეტა არ ასცდებათ!
izi
მეც შენ დღეში ვარ. ამათზე ინფორმაციები ძალიან მჭირდებოდა ცხოვრების გასაგრძელებლად. :) :):)
ვასია
ალი-კვალი მამამისია. სულ მაინტერესებს გაზაევების ამბავი, სად არიან, როგორ არიან, რძალი როგორი გოგოა, სამუშაო აქვთ და რამდენი გამოსდით ხელზე?
ირაკლი
საცოდავი სიენელები
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ვიქტორ სანიკიძის "სიენა" "რომასთან" დამარცხდა
ვლადიმირ გაზაევმა "რუსთავი" დატოვა
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
"რუსთავის" ყოფილი მწვრთნელი იტალიურ გუნდს ჩაუდგება სათავეში
"რუსთავის" ყოფილ მწვრთნელს იტალიური გუნდი არ ჩააბარეს
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, გაზაევი შეცვლის
ვლადიმირ გაზაევი: ერთა ლიგაზე საქართველო პირველ ადგილზე შემთხვევით არ გავიდა
საფეხბურთო ისტორიები: ბოდიში, თქვენ ხართ... ბანკროტი!
ვიქტორ სანიკიძის "სიენა" ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ᓡᓘᓔᓜᓐᓡ" ᓛᓔᓙᓐ