ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მანჩესტერული რბოლა

მანჩესტერული რბოლა

საქმე ისე წავიდა, რომ ამ წუთას ევროპაში ყველაზე სასურველი ფეხბურთელი "უდინეზეს" 22 წლის ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესია
„სიტიმ“ ქისას პირი მოხსნა და „უდინეზესგან“ 22 წლის ჩილელი ალექსის სანჩესის შესაძენად იტალიაში ხალხი აფრინაო... „იუნაიტედი“ ვერ უშოვნიდა თავის წარმომადგენელს თვითმფრინავის ბილეთს? ინგლისის ჩემპიონი დაფაცურდა და, არიქა, საძულველმა თანაქალაქელმა არ მაჯობოსო, „უდინეზეს“ პრეზიდენტთან სალაპარაკოდ აღმასრულებელი შეფი, დევიდ გილი მიავლინა. გილი იმედოვნებს, რომ გარიგება რამდენიმე დღეში შედგება. „იუნაიტედი“ „უდინეზეს“ სანჩესის სანაცვლოდ 27 მილიონ ფუნტს სთავაზობს.

ბოლო დღეებში საქმე ისე წავიდა, რომ იტალიური გუნდის თავდამსხმელი, ამ წუთას, ევროპაში ყველაზე სასურველი ფეხბურთელი გამოდის, დატაცებაზეა. თუ გილი საქმეს მართლა გაკვაჭავს და სანჩესს „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“ ცხვირწინ ააცლის, სერ ალექს ფერგიუსონის ზაფხულის დანახარჯი ზუსტად 82 მილიონი ფუნტი გამოვა. ბედის ირონიაა, რომ „იუნაიტედის“ აღმასრულებელი შეფი „უდინეზეს“ ხელმძღვანელ ჯინო პოცოს ბარსელონაში შეხვდა - პოცო იქ ცხოვრობს. თუმცა, „ბარსელონასი“ რა მოგახსენოთ და „იუნაიტედის“ შესაძლო წარმატება „სიტის“ ნამდვილად გაამწარებს. ისტლენდელებს იმედი ჰქონდათ, რომ მათ ფულს წინ ვერავინ დაუდგებოდა და ჩილელს მანჩესტერის თავიანთ უბანში ჩაიყვანდნენ. მეტიც, ზოგი წყაროს ცნობით, „სიტის“ „უდინეზესთან“ ყველაფერი მოგვარებულიც კი ჰქონდა, მაგრამ აგენტმა ფერნანდო ფელიცევიჩმა ასე თქვა:

„სანჩესის თაობაზე „მანჩესტერ სიტისთან“ არანაირი გარიგება არ ყოფილა. ამ წუთას მისი შეძენის მსურველთათვის ყველა გზა ხსნილია. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და „სიტის“ გარდა სხვა კლუბების წარმომადგენლებსაც ვხვდებით.“

ინგლისური პრესის პროგნოზი ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ 27 მილიონი ფუნტი იმაზე 4 მილიონით მეტია, რაც „იუნაიტედს“ ემეტებოდა, მაგრამ სანჩესს უმალ 19-გზის ჩემპიონი იყიდის ვიდრე „სიტი“. მეორე მხრივ, ჯერ ცნობილი არ არის „ბარსელონასა“ და ისტლენდელების შემდეგი სვლა ანუ ვაჭრობა გრძელდება.

„სიტის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ხელი არ ჩაუქნევიათ და ყველა ღონეს იხმარენ, რათა ჩილელი მათი ფეხბურთელი გახდეს, თუმცა პრესაში დაიწერე, რომ საკუთრივ ფეხბურთელს მანჩესტერის ორ გუნდს შორის „იუნაიტედი“ უფრო მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონმა ამ ზაფხულს უკვე იყიდა მეკარე დავიდ დე ხეა, გარემარბი ეშლი იანგი და მცველი ფილ ჯონსი.

ახლა კი, მოდი, გაზეთ „სანში“ ჩავიხედოთ და ვნახოთ, როგორ განუმარტავს ის თავის მკითხველს თუ როგორი ფეხბურთელია სანჩესი და რა თვისებებით არის შემკული. გაზეთი ჩილელზე მსჯელობისთვის კითხვა-პასუხის ხერხით მსჯელობს, თუმცა მანამდე წერს, რომ სანჩესმა ფართო საზოგადოებას თავი პირველად 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გააცნო. ხალხს თვალში მისი ფინტები და სისწრაფე მოხვდა. ჩილეს ნაკრები მერვედფინალში რომ გავიდა, დიდწილად მისი დამსახურება გახლდათ.

მუნდიალიდან დაბრუნებული სანჩესი „უდინეზეში“ ჩინებულად ათამაშდა. მან 31 შეხვედრაში 12 გოლი შეაგდო და გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილზე გაიყვანა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“, „სიტისა“ და „ბარსელონას“ გარდა მისი შეძენით დაინტერესებულები იყვნენ „რეალი“ და „ინტერი“. სანჩესს შეუძლია იყოს ფორვარდი, თუმცა გარემარბობაც ეხერხება. იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, 1980-იანი წლების ლეგენდარული „მილანის“ თავკაცმა (იმ „მილანს“, როგორც დღევანდელ „ბარსელონას“, ხშირად ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდს უწოდებდნენ) არიგო საკიმ, სანჩესს ფენომენალური ფეხბურთელი უწოდა და დასძინა:

„სანჩესი ის კაცი არ გეგონოთ, რომელიც ძლიერად თამაშს მარტო პეპ გვარდიოლას წარმატებულ „ბარსაში“ შეძლებს. ის ნებისმიერ გუნდში გამოიჩენს თავს.“

რა დადებითი მხარეები აქვს სანჩესს?

ყველაზე თვალშისაცემი მისი დრიბლინგია. სწორედ ამაზე გიჟდებოდნენ მთელი სეზონის განმავლობაში იტალიაში და ფერგიუსონსაც სწორედ ეს მოხვდა თვალში. კარიერა მარჯვენა გარემარბად დაიწყო, მაგრამ შემდეგ თავდასხმის ყველა პოზიციაზე გამოიჩინა თავი. მას შეუძლია „სიტიში“ კარლოს ტევესი შეცვალოს, თუმცა შეუძლია „იუნაიტედში“ გადავიდეს და უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზე უეინ რუნის შეეხიდოს. თუმცა, ფერგიუსონთან ის, სავარაუდოდ, მაინც კრიშტიანო რონალდოს მიტოვებულ საქმეს შეასრულებს.

მართლა რონალდოსავით ძლიერია?

სანჩესს ყოველთვის ადარებდნენ პორტუგალიელს, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ დიდებულადაც ითამაშა და შემდეგ ფერგიუსონის გუნდს კარგი ფულიც მოუტანა - „იუნაიტედმა“ კრიშტიანო „რეალს“ 80 მილიონ ფუნტად მიჰყიდა. რატომ ადარებდნენ სანჩესს და რონალდოს? მონახეთ YouTube-ში შესაბამისი კლიპი და ნახავთ რატომაც. იტალიაში მისი და ლეო მესის შედარებაც უყვართ, მაგრამ ჩილელი ამ შედარებების წინააღმდეგია:

„მე მინდა სანჩესი ვიყო და ხალხს სანჩესად დავამახსოვრდე. გარდა ამისა, იმ შედეგებისთვის, რომლებსაც რონალდომ და მესიმ მიაღწიეს, მე ჯერ არ მიმიღწევია.“

პრემიერლიგისთვის უღონო ხომ არ არის?

ინგლისში ყველაზე კარგად სწორედ მანჩესტერის ორმა გუნდმა იცის, როგორი იმედგაცრუება სჩვევიათ სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავებს ინგლისში ჩასვლის შემდეგ. გნებავთ ურუგვაელი დიეგო ფორლანის ამბავი გაიხსენეთ და გნებავთ ტევესისა, რომელმაც ბურთი „იუნაიტედშიც“ გააგორა და „სიტიშიც“. ყველაზე დიდი კატასტროფა კი ისტლენდელთა მიერ 35 მილიონ ფუნტად ნაყიდი რობინიო იყო. მოკლედ, „სანი“ ეჭვს გამოთქვამს, რომ სანჩესისთვის შესაძლოა მართლაც იტალიაში დარჩენა ან „ბარსელონაში“ გადასვლა ჯობდეს. ის ხომ კაფანდარაა, პრემიერლიგაში კი ჯანღონით აღსავსე მცველები თამაშობენ და თან ძალისმიერადაც, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ჩილელს სისხარტე დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფაბიო ბორინი ინგლისის მე-4 ლიგის კლუბში ჩაირიცხა

რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

"ნოტინგემში" სექტემბერში დანიშნული პოსტეკოღლუ შესაძლოა, დაითხოვონ

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე