ევროლიგის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ბერლინში 71:68 დაამარცხა "ალბა".

გერმანულმა გუნდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მასზე ობიექტურად უფრო ძლიერ მეტოქეს და გამარჯვებული მხოლოდ შეხვედრის დასასრულს გამოვლინდა. შენგელიამ გადამწყვეტი 4 ქულა და გამარჯვება მოუპოვა თავის გუნდს.

თორნიკემ 26:09 წუთში 20 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 1 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის ინდექსი კი 21-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა. მის შემდეგ ცსკა-ში ყველაზე შედეგიანი 13 ქულით დანიელ ჰეკეტი იყო. ორმაგი დუბლი ნიკოლა მილუტინოვმა შეასრულა - 10 ქულა და 11 მოხსნა.

ცსკა-ს 16 მოგება აქვს, "ბარსელონასთან" ერთად ლიდერია და 29 იანვარს "ბაიერნს" უმასპინძლებს.

და კიდევ: "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე ცსკა-ს ამერიკელი ლეგიონერი მაიკ ჯეიმსი შენგელიას ეჩხუბა, რის გამოც ის გუნდის შემადგენლობიდან გამოიყვანეს და კონტრაქტის გაწყვეტას უპირებენ. თუმცა, თავად ჯეიმსი ამას უარყოფს და ამბობს, რომ ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, იდიოტია.

ცნობილმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ განაცხადა, რომ ჯეიმსის გარეშე ცსკა უკეთ თამაშობს, რადგან მასთან ერთად გუნდი შეტევაში არასტაბილურია, დაცვაში კი მეტოქის ყველაზე სუსტ კალათბურთელს მეურვეობს.

ერთი რამ კი ფაქტია - ჯეიმსის არყოფნაში შენგელია გაცილებით უკეთ თამაშობს და გუნდსაც უფრო ლიდერობს.

დათო
... მწვრთნელთან დაიწყო თავდაპირველად კონფლიქტი!!!
ნუ ინტრიგანობ!!!!
და შენ რა იცი რომ თორნიკე ამით ამაყობს, სადმე თქვა და მოისმინე?
aburjga
რა გამოდის, სტალინმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ჰიტლერი და რაიხსტაგზე სსრკ-ს დროშა აღმართა??!! )))
jjj
მარტო თოკოსთან კომფლიქტი არ ყოფილა მანდ, მწვრთნელდანაც მოუვიდა დაკადაკა და სხვა თანაგუნდელებთანაც.
თოკომოტივი
ცსკას ხელმძღვანელობა გიჟები კი არ იყვნენ ამდენი რომ გადაიხადეს თოკოს შეძენაში,ის დღეს ევროპის ტოპ-კალათბურთელია!
არჩი
შენგელია არის მებრძოლი და ცსკა-ს ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა, ისევე როგორც ეს იყო ბასკონიაში და არის ეროვნულ ნაკრებში. ჯეიმსმა თუ ერთი ადგილის თამაში დაიწყო, თოკოსთან არ გაუვიდოდა. გუშინაც გერმანელთა მოთამაშემ არასპორტულად იმოქმედა და თოკო გაიწია. რუსეთში რომ თამაშობს, არაფერია - პირველ რიგში საქართველოს მატებს იმიჯს გვიმრავლოს ასეთი სპორტსმენები და კაცები!
ზურა
მთლად საამაყო ამაში არაფერია თუ მართლა ვინმეს ამის გამო უჭყვიტავენ კონტრაქტს. ყველა წესიერ კაცს ასეთი რამ შეაწუხებდა...
სოსო
თქვენ,ყველანი,ვინც წერთ,ჩემს შესაძლო ჩხუბზე,თოკოსთან,იდიოტები ხართ.განაცხადა ჯეიმსმა,თავის მიმართვაში.საღი აზრიც ხომ უნდა გქონდეთ,სანამ რაღაცას გაავრცელებთ,უკეთ უნდა გაერკვეთ.ეს მისი სიტყვების დედააზრია.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა