საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად ოლიმპიადაზე სპორტსმენთა ქცევის შესახებ პირველი რეგულაციები შეიმუშავა. შეზღუდვების მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსი გახლავთ.

მონაწილეები საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯანდაცვის ორგანიზაციებს ინფორმაციას სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიაწვდიან.

ამასთან, სპორტსმენები ვალდებულნი იქნებიან, ახლო კონტაქტების სია წარმოადგინონ.

სპორტსმენებს მაყურებლის რანგში დასწრება არ შეეძლებათ. ასევე აკრძალული იქნება ბარებსა და ტურისტულ ადგილებში პირველი 14 დღის განმავლობაში ვიზიტი.

მონაწილეებს ტოკიოში გამგზავრებამდე 72 საათით ადრე კოვიდ 19-ზე ჩატარებულ ტესტზე უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეთ, შემდეგ კი რეგულარულად უნდა შემოწმდნენ ვირუსზე.

შეზღუდულია სოფლის მცხოვრებლებისთვის ფიზიკური კონტაქტი. სავალდებულოა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა. უსაფრთხოების წესების დაუცველობის შემთხვევაში სპორტსმენს ოლიმპიური თამაშებიდან მოკვეთენ.

რაც უნდა მოულოდნელი იყოს, გულშემატკივრებისთვის სიმღერა აკრძალულია ან სკანდირება სპორტსმენების მხარდასაჭერად. რეკომენდებული მხოლოდ ტაშის დაკვრაა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო 1 წლის ვადით გადაიწია. შესაბამისად, ის 2021 წელს ჩატარდება.

შესაძლოა, ამ წესებს რაიმე დაემატოს ან გამოაკლდეს, გააჩნია ვირუსთან ბრძოლის მხრივ მსოფლიო რამდენად წაიწევს წინ.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე