ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუსეთთან

რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუსეთთან

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 7 თებერვალს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა, რომელიც აქამდე ორჯერ გადაიდო, „მიხეილ მესხზე“ 15:00 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

მიუხედავად იმისა, რომ გაფართოებულ რაზმში ათი უკეპო მორაგბე იყო, 23-კაციან განაცხადში მათგან მხოლოდ ერთი, ბურჯი გიორგი ნუცუბიძე მოხვდა, რომელსაც აქამდე უმცროსი "ბორჯღალოსნების" რიგებში უთამაშია. 22 წლის მორაგბე, რომელიც ბოლო ორი სეზონია პრო დე2-ის "ბიარიცის" შეუცვლელ მორაგბედ იქცა, თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.

შერკინება

შერკინების პირველ ხაზში ორწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება გამოცდილი ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელიც ბექა გიგაშვილს შეუწყვილდება, კვაჭი კი შალვა მამუკაშვილია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 18 მატჩიდან 17 შემთხვევაში მამუკაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.

მეორე ხაზში ერთმანეთს პირველად შეუწყვილდებიან ლაშა ჯაიანი და გიორგი ჯავახია, რომელთა კეპების საერთო რაოდენობა მხოლოდ 10-ია. ჯავახიას ნაკრების კვართით ოთხჯერ უთამაშია, თუმცა ყველა ჯერზე შეცვლაზე შევიდა და ახლა სასტარტოში პირველადაა.

2018 წლის ივნისის შემდეგ პირველადაა სასტარტო შემადგენლობაში მიხეილ გაჩეჩილაძე. მის ანგარიშზე 12 კეპია, თუმცა სასტარტოში აქამდე მხოლოდ 3-ჯერ უთამაშია და ბოლო ხუთ შემთხვევაში მარქაფაში იყო. მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელმაც ამ პოზიციაზე ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო შერკინების შემკვრელად ახალგაზრდა თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორკინალების კეპების ჯამი 179-ს შეადგენს და მათი დაახლოებით ორი-მესამედი ორ მორაგბეზე - ჟვანიასა და მამუკაშვილზე მოდის.

ხაზი

სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა 18 წლის დავით ნინიაშვილი, რომელიც ფულბეკის პოზიციას დაიკავებს. მან "შემოდგომის ერთა თასზე" ირლანდიასა და ფიჯისთან შეცვლაზე ითამაშა.

შარშან ესპანეთთან მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება.

ერთწლიანი შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნების" კვართს კვლავ მოირგებს მირიან მოდებაძე, რომელმაც შარშან, პირველ თებერვალს რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა და ახლა გუნდს დაუბრუნდა. მეორე ფრთა აკა ტაბუცაძე იქნება, რომელიც "ბორჯღალოსნებს" შარშან გაუშინაურდა.

ცენტრში კვლავ ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის წყვილს ვიხილავთ. 2018 წლის ნოემბრიდან დღემდე, ეს წყვილი მე-16 თამაშს იწყებს, თედოს ანგარიშზე კი სულ 20 კეპია.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 229-ს შეადგენს, ანუ შვიდ ბექს უფრო მეტი საერთაშორისო თამაში აქვს ჩატარებული, ვიდრე რვა ფორვარდს.

მარქაფა

დებიუტანტი გიორგი ნუცუბიძის გარდა, პირველი ხაზის მარქაფაში არიან გიორგი ჭყოიძე და გიორგი მელიქიძე, რომელთაც ნაკრებში თამაშის საკმარისი გამოცდილება დაუგროვდათ.

მეორე ხაზში შეცვლაზე დავით გიგაურს ვიხილავთ, რომელმაც "შემოდგომის ერთა თასი" გამოტოვა; ხოლო მესამე ხაზს გამოცდილი გიორგი (კოკი) თხილაიშვილი გააძლიერებს.

ლობჟანიძის შემცვლელად, ტრადიციულად, გელა აფრასიძეს ვიხილავთ. ხაზის მარქაფაში გამოცდილი ლაშა ხმალაძე და ახალგაზრდა დემე თაფლაძე არიან.

მარქაფაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 220-ია.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

V ტური (გადადებული მატჩი)

7 თებერვალი. თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00

საქართველო – რუსეთი

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (2 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (7 კეპი, 30 ქულა), 13. თამაზ მჭედლიძე (60 კეპი, 35 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (71 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (13 კეპი, 30 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (20 კეპი, 118 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (56 კეპი, 40 ქულა);

შერკინება: 1. ზურაბ ჟვანია (40 კეპი, 55 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (78 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (6 კეპი), 5. გიორგი ჯავახია (4 კეპი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (12 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (17 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (4 კეპი);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (13 კეპი, 5 ქულა), 17. გიორგი ნუცუბიძე (უკეპო), 18. გიორგი მელიქიძე (22 კეპი, 10 ქულა), 19. დავით გიგაური (6 კეპი, 5 ქულა), 20. გიორგი თხილაიშვილი (60 კეპი, 60 ქულა); 21. გელა აფრასიძე (29 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

• გიორგი

ჟურნალისტებმა ცოტა მეტი უნდა იაქტიურონ და მოიპოვონ ინფორმაცია ტრავმირებული მორაგბეების მდგომარეობაზე. მწვრთნელებს არ უყვართ ასეთ თემებზე საუბარი, მაგრამ ჟურნალისტმა უნდა აიძულოს.

• შოთა

ოჰოო, ლამაზი და მაგარი თამაშის მოლოდინში ვარ. ბევრი საინტერესო ახალგაზრდაა შემოდგენლობაში. ჟვანიას დაბრუნებასაც მივესალმები. წარმატებები ჩვენს ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს!

• emigranti

ჩილაჩავას ტრავმა მორჩენილი აქვს და თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა, რატომ არაა? აშკარად გვაკლდა ინგლისში...იაშაღაშვილისაც ვერაფერი გავიგე, გამორჩეული იყო როცა ათამაშეს.

• ქომაგი

უპირველს ყოვლისა წარმატებები ბიჭებს. თქვენც ისიამოვნეთ და ჩვენც გვასიამოვნე. კიდევ კარგი იქნება ინფორაციის დონეზე ვიცოდეთ გულშემატკივრებმა მოთამაშეთა ტრამვები. მაგ. მაინტერესებს რატო ვერ თამაშობს ჩილაჩავა და ცუცქირიძე, რამე ტრამვები აქვთ?

• გორდა

წარმატებები ბორჯღალოსნებს!!! ხომ არ იცით გიგაური რა მიზეზით არ იყო შემოდგომის თამაშებზე (8 ერზე), ან დღეს-დღეისობით საკლუბო დონეზე სად თამაშობს?

• გიორგი

თხოვნა მაქვს რედაქციასთან, თუ შეიძლება გვიამბეთ ხოლმე თუ ვის აქვს ტრავმა და როდის ელოდებიან ასეთი მორაგბეები ვარჯიშის დაწყებას. ეს ყველა გულშემატკივარს აინტერესებს და არც საიდუმლო ამბავს ჰგავს. ბარაქალა!

• გიორგი

ტრავმების გათვალისწინებით, მშვენიერი შემადგენლობაა. მადლობა მწვრთნელს და გამარჯვება ბიჭებს!!!

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

საქართველო-რუსეთი - ბილეთები

"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება

მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ

მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა

რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა