რონალდომ რაულის, ბენზემამ რონალდოს, დი მარიამ ბენზემას, ჩაბიმ გუტის...

"რეალში" დიდი გადანაცვლებებია მოსალოდნელი - ამჯერად, ჩვენ მხოლოდ ნომრების განაწილებას ვგულისხმობთ. ყველაფერს კი სათავე რაულის წასვლამ დაუდო. "შალკეში" გადასულმა "რეალის" ლეგენდამ კრიშტიანო რონალდოსთვის სანუკვარი შვიდიანი გამოათავისუფლა, რაზეც უმალ განაცხადა პრეტენზია პორტუგალიელმა. რონალდომ ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვა, როცა რაულის ტრანსფერი ბოლომდე გადაწყვეტილი არ იყო, რითაც გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია.

სპეციალისტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ უპრიანი იქნებოდა, თუკი რაულის 7-იანი სამუდამოდ დაიდებდა ბინას "რეალის" მუზეუმში და მას აღარავინ ჩაიცვამდა, მაგრამ ესპანეთში ასეთი პროცესი ძალზე რთულად გასახორციელებელი, თითქმის შეუძლებელიც კია - როცა "სევილიას" მცველი ანტონიო პუერტა გარდაიცვალა, ანდალუსიელებს სურდათ მისი 16-ნომრიანი მაისურის გაუქმება, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ამიტომაც, კრიშტიანო რონალდო, დიდი ალბათობით, მიიღებს 7-ნომრიან მაისურას და ახალ სეზონში "შვიდიანით" იასპარეზებს. ნომრების შეცვლა მხოლოდ ამით არ დასრულდება, პორტუგალიელი ხომ ასევე პრესტიჟულ 9-იანს გამოათავისუფლებს. 9-იანზე პრეტენზია არ გამოუთქვამს გონსალო იგუაინს, რომელმაც განაცხადა, ურჩევნია ისევ 20 ნომრით ითამაშოს "რეალში". "რაც მოვედი ეს ნომერი მაქვს და შეცვლის სურვილი არ მაქვს. ფეხბურთს მოთამაშეები თამაშობენ და არა ნომრები", - განაცხადა "ელ პიპიტამ".

სამაგიეროდ, 9-იანი ფრანგმა ქარიმ ბენზემამ მოინდომა. ბენზემა დღეისათვის "რეალის" 11 ნომერია, მაგრამ "ცხრიანით" "სამეფო კლუბში" ალფრედო დი სტეფანოს, უგო სანჩესსა და ბრაზილიელ ფორვარდ რონალდოს უასპარეზიათ. სხვათა შორის, "კიჭამაც" ბენზემას დარად, ჯერ 11 ნომრით დაიწყო კარიერა "ბერნაბეუზე" და შემდეგ გადავიდა 9-იანზე. ბენზემას ძველ ნომერს კი "რეალის" არგენტინელი ახალწვეული ანხელ დი მარია დაეპატრონება. აქ კი წრე შეიკვრა...

რაც შეეხება, "რეალის" კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელის, გუტის მიერ გამოთავისუფლებულ 14-ნომრიან მაისურას... აქ ყველაფერი ძალზე ბუნებრივად მოხდა - 14-იანს ჩაბი ალონსო ჩაიცვამს, რომელიც ზუსტად ამ ნომრით ასპარეზობდა "რეალში" და ეროვნულ ნაკრებშიც.

ამით "რეალში" ნომერთა ცვილებები არ დასრულდება, ჩაბი ალონსომ ხომ 22-ნომრიანი მაისურა გამოათავისუფლა! მასზე პრეტენზიას ორი ახალწვეული აცხადებს - პედრო ლეონი და სერხიო კანალესი. თუმცა არჩევანის პრიორიტეტი კანალესს ექნება, პედრო ლეონი კი, ალბათ 21 ნომერით დაკმაყოფილდება. სამი ხედირამ 16-ნომრიანი მაისური კი შეარჩია, მაგრამ შეიძლება გერმანელმა სეზონი მაინც სხვა ნომრით დაიწყოს, თუკი მაჰამადუ დიარა გუნდიდან წავა, სამის 6-ნომრიანით თამაში ურჩევნია. შეგახსენებთ, რომ ხედირამ მუნდიალზე სწორედ "ექვსიანით" ითამაშა. "რეალში" კიდევ ერთი პრესტიჟული ნომერი გამოთავისუფლდა - 2-იანი. არა, ალვარო არბელოა არსად გადასულა, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ 17 ნომერმა მას დიდი წარმატება მოუტანა (სამხრეთ აფრიკაში არბელოა 17 ნომრით თამაშობდა) და კლუბშიც 17-ნომრიანი მაისურა აირჩია. მოკლედ, გაგრძელება იქნება...

ლელო

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე