ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა

რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა

12 თებერვალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია ოფიციალურად გაიხსნა.

დასრულებული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან ერთად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველი ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

სტუმრებმა ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, აკადემიის აღსაზრდელებს გაესაუბრნენ და წარმატება უსურვეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან საუბრისას სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მედიისთვის კომენტარი გააკეთეს:

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ბედნიერი ვარ, რომ მორიგი არაჩვეულებრივი პროექტი უკვე ოფიციალურად დავასრულეთ. რუხის საფეხბურთო აკადემია, ძირითადად, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს მოემსახურება. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებს, მოყვარულთა და ქალთა საფეხბურთო გუნდებს. ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააფინანსა, ასევე გამოყენებულ იქნა ფიფას და უეფას გრანტები, აღსანიშნავია, რომ რუხის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობაში სახელმწიფოს ფული არ დახარჯულა.

აკადემიის ფეხბურთელების მომზადებისთვის ყველა საჭირო ხარჯს საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაცია იღებს. აქვე არის საჯარო სკოლა, სადაც ჩვენი მოთამაშეები ისწავლიან. ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება თუ ყველა მათგანი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდება, თუმცა ჩვენი მიზანი ასევე არის, რომ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ, ჯანმრთელები და განათლებულები გაიზარდონ."

კახა ჭუმბურიძე - სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რეგიონული აკადემიების განვითარების პროექტს აგრძელებს. ყველა ხედავთ, თუ როგორი მაღალი დონის საფეხბურთო ბაზა აშენდა რუხში, რომელიც სამეგრელოს რეგიონს მოემსახურება. რუხის საფეხბურთო აკადემიაში საწყის ეტაპზე 15-16 წლის ფეხბურთელები მოემზადებიან, რომლებიც სელექციის საფუძველზე შეირჩნენ. მოთამაშეები ადგილზე იცხოვრებენ, ივარჯიშებენ და მიიღებენ როგორც საფეხბურთო, ისე აკადემიურ განათლებას."

პროექტის მიხედვით ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები და აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი.

საცხოვრებელ კორპუსში ფუნქციონირებს სასადილო, სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები.

საფეხბურთო აკადემიაში, ამჟამად 2006 - 2007 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ემზადება, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში სელექციის საფუძველზე შეირჩნენ. ახალი სასწავლო წლიდან კი 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება.

ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას საფუძველი 2019 წლის მაისში ჩაეყარა.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა და უეფა-ს პროგრამა HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. აკადემიის მშენებლობისთვის ჯამში 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. აღნიშნული ტერიტორია სფფ-ს ადგილობრივი ხელისუფლებისგან საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის ვალდებულებით გადმოეცა.

სფფ-ის სხვა აკადემიების მსგავსად, რუხის აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფინანსდება. შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ ცხოვრობენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას იღებენ.

სფფ-ის საფეხბურთო აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, ლაგოდეხსა და რუსთავში. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა.

GFF.GE

• გიზოგ

მადლობა ფეხბურთის ფედერაცის ასეტი საფეხბურთო ბაზების შენენებისთვის. 5 წელში უკვე გამოჩნდება საგრძნობი სპორტული შედეგები, თუ მათი მართვა წავა სწორი გზით.

• ბაჩჲ

როგორც იქნა რაღაცა გაკეთდა იქ სადაც ფეხბურთის თამაში ყველაზე კარგად იციან.წარმატებები

• დიმო

მაგარია!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა