საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში პირველი ვარჯიში გამართა. 15 თებერვალს, დილის 11:00 საათზე, ილიას ზუროსმა ჩვენი გუნდი დაახლოებით საათ-ნახევარი ავარჯიშა, რის შემდეგაც ნაკრების მთლიანი შემადგენლობა სასტუმრო “თბილისი მერიოტში” დაბინავდა და ამით დაიწყო ეგრეთ წოდებული თბილისური “ბაბლი”, რაც თამაშების იზოლირებულ სივრცეში, კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალურად დაცვით ჩატარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისი მასპინძლობს ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფს. შესაბამისად, ჩვენს დედაქალაქში შვეიცარიის, სერბეთისა და ფინეთის ნაკრებები არიან ჩამოსულნი და საქართველოსთან ერთად ჯგუფის დარჩენილ 2 ტურს (4 მატჩი) ითამაშებენ. 19 თებერვალს საქართველო სერბეთს დაუპირისპირდება, ხოლო ფინეთი – შვეიცარიას; 21 თებერვალს კი ჩვენი მეტოქე ფინეთი იქნება, შესაბამისად, შვეიცარია სერბეთს შეხვდება.

გიორგი შერმადინის გარდა, დღეს ნაკრებში გამოძახებულმა ყველა კალათბურთელმა ივარჯიშა. შერმადინი დარბაზში იყო, თუმცა არ გამოუცვლია, რადგან თბილისში დილას ჩამოფრინდა და აეროპორტიდან პირდაპირ სპორტის სასახლეში მოვიდა. შერმადინი დაესწრო საღამოს ვარჯიშსაც, მაგრამ მწვრთნელისა და ექიმების რეკომენდაციით, ნაკრების ლიდერი, რომელმაც 2 დღის წინ ესპანეთის თასის ნახევარფინალში “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა, დაასვენეს.

ტრადიციულად, როგორც შეკრების დასაწყისშია ხოლმე, მეტი დრო ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაეთმო. დაცვასა და კომბინაციებზე ილიას ზუროსი ნაკრებს მომავალ დღეებში ამუშავებს, დღეს კი უფრო საადაპტაციო სახის ვარჯიშები ჩაატარა. მოთამაშეებმა დაცვითი წინაღობის გარეშე, სწრაფი გარღვევები განახორციელეს; ასევე, ფარში ესროლეს – ძირითადად, შორი დისტანციიდან.

16 თებერვალს ილიას ზუროსს ასევე 2 ვარჯიში აქვს დაგეგმილი – დილას და საღამოს.

GBF.GE

თემო
რას გავს მართლა სპორტის სასახლე. არა და არქიტექტურულად მართლა მაგარი შენობაა. ჟურნლისტებო წამოწიეთ ეს საკითხი და იქნებ მერე დაიწყოს რამე მოძრაობა ამ მხრივ?
reali
ესაა სპორტის სასახლეს კარები რა გაუბედურებულია ..შეეღებათ მაინც... ფეხბურთელები უნდა მოიყვანო და შეაღებიო იმათ. სხვა რაში უნდა გამოიყენო აბა ისინი.....თამაში არ იციან და იქნებ ღებვა გამოუვიდეთ
კუ კობსონი
მაზგაჩი ხარ რა!
lapsha068
qartulad wera da qartuli sityvebis gamoyeneba sircxvilia zurnalistebo da komentatorebo? ucxo sityvebit enis damaxinjebashi ertmanets ejibrebian. isaubret da weret qartulad.
ზაზა
თანახმა ვარ ! ფეხბურთს მაინც აღარაფერი შველის. სხვა, პერსპექტიულ სახეობებს მივეძალოთ..
რა მაფიაა?
მაგარი იდეა მაქვს ვილი სანიოლი კიარა, ილიას ზუროსი დავაყენოთ ფეხბურთის მწვრთნელად
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89