სლოვენიაში შეკრებაზე მყოფი რუსთავის "მეტალურგი" ავსტრიაში გადავიდა, სადაც იქაურ "მატერსბურგს" გაეჯიბრა და 1:0 სძლია
სლოვენიაში შეკრებაზე მყოფი რუსთავის "მეტალურგი" ავსტრიაში გადავიდა და იქაურ "მატერსბურგს" გაეჯიბრა, რომელმაც ბუნდესლიგი მეცხრე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

მატჩზე უფრო დეტალურ ინფორმაციას რუსთავის "მეტალურგის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა შოთა შერნმადინმა მოგვაწოდა და ავსტრიული კლუბის ვებგვერდზეც გავეცანით.

თამაშის პირველი ტაიმი რუსთაველები კარგად ჩაატარეს. უკვე მე-6 წუთზე ირაკლი მაისურაძის სახიფათო დარტყმული მცირედით აცდა ავსტრიელთა კარს. ექვსი წუთის შემდეგ მასვე გოლის გატანის შანსი მშვენიერი მიეცა. მე-19 წუთზე გიორგი მიქაბერიძის დარტყმული ბურთი ავსტრიელთა შემადგენლობაში დაბრუნებულმა მეკარე შტეფან ბლიემმა მოიგერია, დამატებაზე კი ირაკლი ქობალიამ მას შანსი არ დაუტოვა - 0:1.

ამის შემდეგ თამაში ისევ რუსთაველთა ტერიტორიული უპირატესობით გაგრძელდა. შერმადინის თქმით, ტაიმის მიწურულს მთავარმა მსაჯმა ირაკლი მოდებაძის წაქცევისათვის მასპინძელთა კარში 100-პროცენტიანი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

მეორე ტაიმში გატანის შანსი ჰქონდათ როგორც რუსთაველ, ასევე ავსტრიელ ფეხბურთელებს. "მატერსბურგის" ვებგვერდის ინფორმაციით, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და ლუკას რაცს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსიც მიეცა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა და სლოვენიურ შეკრებაზე მყოფმა ქართულმა გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"მეტალურგმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბედიაშვილი, მურველაშვილი (57 დობროვოლსკი), ლომაია (45 ორბელაძე), მახვილაძე, ჯაფარიძე (78. კანდელაკი), ტყემალაძე, რაზმაძე, მაისურაძე (88 აბურჯანია), მიქაბერიძე (45 ქავთარაძე), მოდებაძე, ქობალია (75 პავლიაშვილი).

დაბოლოს, "მეტალურგს" დაუბრუნდა ლექსო კვახაძე, რომელიც ლუგანსკის "ზარიაში" გასინჯეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა