უცნაური ამბავია „ასტონ ვილას“ თავს: ალექს მაკლიშს ამ გუნდის მწვრთნელობამდე აღარაფერი უკლია, გულშემატკივრები კი მძვინვარებენ, ეგ საზიზღარი თავიდან მოგვაშორეთო
უცნაური ამბავია „ასტონ ვილას“ თავს: ალექს მაკლიშს ამ გუნდის მწვრთნელობამდე აღარაფერი უკლია, გულშემატკივრები კი მძვინვარებენ, ეგ საზიზღარი თავიდან მოგვაშორეთო. ზუსტად იმ დროს, როდესაც ბირმინგემიდან 164 კილომეტრში, ლონდონში, „დიდი ეკი“ „ვილას“ ამერიკელ მეპატრონეს, რენდი ლერნერს ხვდებოდა, „ვილა პარკის“ ჭიშკარი ათასზე მეტმა გაბრაზებულმა ფანმა დალაშქრა და „ბირმინგემ სიტის“ ყოფილი მწვრთნელის მიყვანა გააპროტესტა.

მოგეხსენებათ, მაკლიშის „ვილაში“ გადასვლასთან თავისი პრეტენზია აქვს „ბირმინგემ სიტის“ ხელმძღვანელობასაც. ადრე ისინი ამბობდნენ, რომ მაკლიშსა და „ვილას“ პრემიერლიგის შეფებთან უჩივლებდნენ, მაგრამ ახლა გადაწყვიტეს ვექილები დარაზმონ, რათა „დიდ ეკს“ საკომპენსაციო თანხა არ შეარჩინონ - მაკლიში ხომ მათი მწვრთნელის პოსტიდან სრულიად მოულოდნელად გადადგა და წასვლის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას ელექტროფოსტით აცნობა.

თუმცა, როგორც ხედავთ, მაკლიშს „ვილაში“ გაშლილი ხელით არ ეგებებიან. ზემოთ „ვილა პარკის“ ჭიშკრის დალაშქვრა ვახსენეთ. როდესაც ამდენი გამძვინვარებული ფანი დაინახა, სტადიონის შესასვლელი პოლიციამ თავად გააღო, ეს ხალხი ჭყლეტაში რომ არ მოყოლილიყო ან რაიმე სხვა უწესრიგობა რომ არ მომხდარიყო.

„ლომების“ გულშემატკივრებმა მაკლიშის შეურაცხმყოფელი პლაკატები გაშალეს და სტადიონის კედლებზეც საღებავით უამრავი საპროტესტო გამონათქვამი დაწერეს. ამის მიუხედავად, „ვილას“ მავანმა თანამშრომელმა ტაბლოიდებს განუცხადა:

„ფანების ასეთი საქციელი მისტერ ლერნერს უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაახევინებს. რასაკვირველია, გულშემატკივარს შეუძლია როგორც უნდა ისე მოიქცეს და თავისი შეხედულება თავისუფლად გამოხატოს, მაგრამ ლერნერი გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან კარგად იცის, რომ მთავარია მისი შერჩეული მწვრთნელი გუნდს გამოადგეს და მერე ყველაფერი დამშვიდდება“.

ლონდონში ჩასაფრებულმა ჟურნალისტებმა კი გამოიკვლიეს, რომ ამერიკელმა მილიარდერმა და მისმა მარჯვენა ხელმა, პოლ ფოლკნერმა ერთობლივ სადილამდე, მაკლიშთან ძალიან დიდ ხანს ილაპარაკეს. გაზეთები წერენ, რომ „ვილას“ შეფებს მიზნად მკაფიო ამოცანა ჰქონდათ დასახული: გუნდისთვის ახალი თავკაცი ამ უქმეებამდე უნდა შეერჩიათ. ისინი პრემიერლიგის მომავალი სეზონისთვის ემზადებიან და მწვრთნელი დაუყოვნებლივ სჭირდებათ.

ლერნერი, რასაკვირველია, დაძაბული იყო. ერთი მხრივ გულშემატკივართა პროტესტი და მეორე მხრივ „ბირმინგემის“ ხელმძღვანელთა მუქარა, რომ მაკლიშის „ვილაში“ გადასლვას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს. თუმცა, როდესაც „სიტის“ ბანაკიდან გამოვიდა ხმა, რომ იქაური შეფები მხოლოდ კომპენსაციას ითხოვენ, ამერიკელს ცოტა გულზე მოეშვა.

გეხსომებათ, რომ „ბირმინგემ სიტის“ თავმჯდომარის, პიტერ პენუს პირველი რექცია სხვანაირი იყო. ის „ასტონ ვილაზე“ ცხარობდა და ამბობდა, რომ მაკლიშს „სენტ ენდრიუს“ სტადიონიდან გაპარვა სწორედ ამ კლუბის ხელმძღვანელებმა უკარნახეს, თუმცა, დღეს ისე ჩანს, რომ პენიუმ აზრი შეიცვალა და პრეტენზია ძირითადად „დიდ ეკთან“ აქვს. „სიტის“ თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მაკლიშმა მას 5,4 მილიონი ფუნტი უნდა გადაუხადოს. სინამდვილეში რას გადაიხდის მაკლიში ჯერ არავინ იცის, მაგრამ, ორივე მხარის იურისტები ამბობენ, რომ შეთანხმება შეიძლება.

რაც შეეხება „ვილა პარკზე“ გამართულ აქციას, პოლიციას არავინ დაუკავებია, თუმცა ფანების უკმაყოფილება მართლაც ძალიან დიდი იყო. ეს სოციალურ ქსელებშიც ძალიან ნათლად აისახა.

„თუ ამ კაცს მწვრთნელად მოიყვანენ, მე აბონემენტს აღარ ვიყიდი“ - წერდა ერთი.

„ჯერ აპირებდნენ კინაღამ გავარდნილი მარტინესის მოყვანას, შემდეგ კი გავარდნილ მაკლიშს მიადგნენ“ - ცხარობდა მეორე.

მავანმა, მარტინესსაც და მაკლიშსაც „ტიტანიკის“ კაპიტნები უწოდა, „ფეისბუქზე“ კი მოძრაობას, „ვილას ფანებს არ უნდათ მაკლიში“ 16 ათასი კაცი შეუერთდა.

საინტერესოა, რომ „ლიგის მწვრთნელთა ასოციაციამ“ პირიქით, მაკლიშს დაუჭირა მხარი. ამ ორგანიზაციის აზრით, „დიდი ეკი“ „ბირმინგემიდან“ გაქცევამდე ცუდ დღეში იყო, თუმცა „ლურჯები“ ამას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ მაკლიშს ოთხივე ფეხბურთელი უყიდეს, რომელსაც ხელი დაადო.

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ ხმელთაშუა ზღვიდან დაბრუნებული მაკლიში უკვე „ასტონ ვილას“ პრობლემებზე ფიქრობს: მას გუნდში სტიუარტ დაუნინგის დატოვება სდომებია. დაუნინგი 26 წლის მარცხენა გარემარბი გახლავთ.

„ბირმინგემ სიტის“ განაწყენებული ფანები კი თავიანთი ახალი მწვრთნელის ამბავს დარდობენ. ამბობენ, რომ „სენტ ენდრიუს“ სტადიონზე ყველაზე მეტად მაკლიშის შემცვლელად კრის ჰაფტონს ან დეივ ჯონსს უნდა ელოდნენ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა