უკრაინულმა საიტმა Gazeta.ua-მ კიევის "დინამოს" საკუთრებაში მყოფი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამჟამად პოლტავის "ვორსკლაში" იჯარით მობურთავე 20 წლის ჩვენებურმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

აღნიშნულ სტატიაშიც სწორედ ამის შესახებაა საუბარი და მას უცვლელად გთავაზობთ:

"ჟურნალისტმა იგორ ციგაკინმა თქვა, რომ გიორგი წიტაიშვილი, რომელიც 2019 წელს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

ჯერჯერობით ფეხბურთელს ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.

წიტაიშვილი "დინამოს" ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია. ის 15 წლის ასაკში უკვე ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, 17 წლის ასაკში კი კიეველთა პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი.

სიჩქარე, მუშაობა ბურთთან - მოთამაშეს აქვს ყველაფერი, რომ გაიზარდოს და გახდეს მაღალხარისხიანი ნახევარმცველი.

20 წლის ასაკში ყველა ფეხბურთელს არ შეუძლია "დინამოს" ძირითადში თამაში. მით უმეტეს, თუ ამ კლუბში ვიქტორ ციგანკოვი ირიცხება, რომელიც უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

აქედან გამომდინარე, კიეველებმა ქართველი "ვორსკლაში" გაუშვეს, რათა სათამაშო დრო ჰქონდეს და შემდეგ მან გუნდში ციგანკოვი ჩაანაცვლოს.

პოლტავურ გუნდში გადასვლა გიორგისთვისაც კარგია. მან პირველ ამხანაგურ შეხვედრაში "რუხს" გოლი უკვე გაუტანა.

უკრაინულ პასპორტზე უარის თქმამ წიტაიშვილისთვის შესაძლოა, უარყოფითი შედეგი მოიტანოს, რადგან ის უკვე ლეგიონერი გახდება და ლიმიტის ქვეშ მოხვდება.

მწვრთნელები უკვე დაფიქრდებიან იმის შესახებ, რომ ის უკვე 1 თავით მაღლა უნდა იდგეს უკრაინელ მოთამაშეებზე, რადგან გიორგი უკვე ლეგიონერი იქნება.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ წიტაიშვილი უკრაინის ნაკრებში თამაშის შანსს დაკარგავს. საქართველოსგან განსხვავებით, ახლა ჩვენი ეროვნული გუნდი უფრო კარგ მდგომარეობაშია.

უკრაინას ყოველთვის შეუძლია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე თამაში, საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი ჯერჯერობით მსგავს შედეგს ვერ მიაღწია.

საქართველოს ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია და იქაურ პირველობაზე დაბალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ.

საუკეთესო ქართველ ფეხბურთელებად გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია ითვლებიან. ძალიან გვეეჭვება, რომ ქართველებს უახლოეს წლებში დიდ საფეხბურთო ფორუმებზე გასვლის პრეტენზია ჰქონდეთ.

წიტაიშვილისთვის, ალბათ, რთულად მისაღები იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ნაკრებში წარმატებული არ ხარ, დიდ ევროპულ კლუბში მოხვედრა გაგიჭირდება.

საინტერესოა, რომ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არც საქართველოს ნაკრებში აქვს. მის პოზიციაზე იქ უკვე წლებია ლევან შენგელია და საბა ლობჟანიძე ასპარეზობენ.

ყველას კარგად ახსოვს ბექა ვაჩიბერაძე. ის "შახტარის" უდიდესი ტალანტი იყო და მან უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებში ყველა ეტაპი გაიარა, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

იცით, რომ ის ახლა უგუნდოდაა?! - საინტერესოა, წარმატების ადვილად მიღწევის სურვილმა ვაჩიბერაძეს კარიერა დაუნგრია. ის ჯერ დაბალი დონის კლუბებში ასპარეზობდა, ახლა კი საერთოდ არავინ ეძახის.

უკრაინის ნაკრებში წიტაიშვილის პოზიცია საკმაოდ პრობლემატურია. იარმოლენკო, კონოპლიანკა და მარლოსი უკვე 30 წელს გადასცდნენ.

ჯერ კიდევ არავინ იცის, ითამაშებენ თუ არა ისინი ეროვნულ გუნდში მომავალ მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე.

წიტაიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას საქართველოს ნაკრებში თამაში კარგს არაფერს მოუტანს. სენტიმენტები და სამშობლოს სიყვარული გვესმის, მაგრამ მან კარიერაზეც უნდა იფიქროს", - წერს საიტი.

s
ღმეღთო!!! ჩაკვეტაძე და კვარცხელია გვიმყოფე ჯანმრთელად და განახებთ, სადაა უფრო პერსპექტიული თამაში და კარიერა, სანიოლიმ თუ ჩამოიყვანა მიქაუტაძეც, მერე ვილაპარაკოთ ჩვენ...
vaxo
ყველა ეგრე ეცდებოდა. აი ჩვენ, აქ დაბადებულს და გაზრდილს, აქ რო ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, ითამაშა ახ.ნაკრები, მოკლედ იცით რამდენი წვალება და ფინანსებია საეირო და უცბათ რო გამოგვიცხადოს "დავაი დოსვიდანიე", რას ვიზავთ? ასე რომ უკრაინელები ბუნებრივ რეაქციას აძლევენ. ვიღაც წერს ხვიჩას რუსები არ ერჩიანო და წიტაიშვილს კი უკრაინელები აბულინგებენ. აბა იგივე ყოფილიყო რას იტყოდნენ? ან რა შორს მივდივარ, აი მაპატიოს ნავალოვსკიმ და რო თქვას მე პოლონელი ვარ და წავედიო.
ლაშა
ფილმი " პირველი მერცხალი" მახსენდება)) ქუჩა-ქუჩა რო დადის დოდო და ფეხბურთელებს რო აგროვებს! აი დაახლოებით მაგ დღეში ვართ.
ვ.წ
კარგია თუ აქ ითამაშებს წიტაიშვილი, მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებში რამდენად გაამართლებს!
ლევანი
სადაა ჩემი კომენტარი. და ესაა მეგობარი ხალხი და მეგობარი ქვეყანა??? არა ყველა ცდილობს ჩვენ გამოგვიყენოს აი გინდაც მიხულას ამბავი აიღეთ, ადამიანს აქ მიუსაჯეს და იქ კი აპარპაშეს. კვარაცხელიაზე ერთ კაცს არ დაცდენია ცუდი (რუსეთში) პირიქით ამბობენ დასანანია,რომ რუსი არააო და ა.შ. ახლა არჩიეთ მტერი და მოყვარე, თუმცა სპორტი ხომ პოლიტიკა არაააააააა.
ოთარი
სამწუხაროდ ფოცხვერიაზე მართალი ხარ მაგრამ ჩვენმა ფედერაციამაც "მაგრად დაუდგა" მაშინ გვერდში, ერთ თამაშში გამოიყვანეს მცირე ხნით და მერე აღარც კი გახსენებიათ. აი მასეთი გვერდში დგომა რომ ახსოვს ყველას ესეცაა ერთერთი მიზეზია იმ ბიჭებისაგან ფეხის ათრევის
vitali
რა დამსახურება აქვს ამ ბიჭს ან საქართველოს ან ქართულ ფეხბურთში? ყველა ლეგიონერი თავისი ქვეყნის ელჩია და ეროვნულ საქმეს, ანუ პოპულარიზაციას ცდილობს და ქართულ იდენტობას ემსახურებიან.მხოლოდ გვარი არაა საკმარისი ეროვნ.ნაკრებისთვის, კარგად კი ბევრი უცხოელი თამაშობს, რომელიც სიამოვნებით მიიღებს პასპორტს და ეროვნული ნაკრების მაისურს.ეროვნული ნაკრები არის უდიდესი ჯილდო და დაფასება ქართული ფეხგურთის და ქვეყნის წინაშე გაწეული დამსახურებისათვის.

მოძმე და მეგობარი ერი დაიბოღმა თუ რაშია საქმე?
dsag
ცVEN DIDI GAMOჩDILEBA GVAQVშ და ვიცით, რომ მაგას უკვე დანგრეული კარიერა აქვს: კიევში დაბრუნებული ჯერ ისტორიას არ ახსოვს.
samwuxaroa
ჯჯ ეგაც მართალია, მაგრამ შედარება არაა იუნკერები, ანწუხელიძე წიტაიშვილთან. რომელი იუნკერი და გმირი ნახე წიტაიშვილი? სწორედ ეგეთი რომ არაა მაგიტომ არ უნდა გვეწყინოს არაფერი
ჯონი
უკრაინული გამოცემა რომ ამას წერს ეს არ არის გასაკვირი ისინი ხედავენ წიტეიშვილის პოტენციალს და არ უნდათ რომ დაკარგონ ეს ფეხბურთელი და რაც შეეხება იმას რომ თუ ის საქართველოს ნაკრებს აირჩევს ამით კარიერას დაინგრევსო რომ წერენ ეს სრული სისულელე მგონია,რადგან ნაკრებში თამაში დიდი პატივი და მიჰწევაა ფეხბურთელისთვის სანაკრებო თამაშებს ესწერებიან 100 ბით სკაუტები თან ახლა ისეთ ჯგუფშია საქართველოს ნაკრები რომ უამრავი სკაუტი დაესწრება ამ თამაშებს ევროპიდან და თუ კარგად ითმაშებს და კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს კარიერა დაენგრევა კიარა პირიქით შეიძება კარიერა აეწყოს კიდეც მისი თამაშით მთავარია ტრამვებმა არ შეუშალოს ხელი ვაჩიბერაძის მაგალითი საერთოდ არაფერ შუაშია რადგან ვაჩიბერაძეს არ უთამაშია საქართველოს ნაკრებში და მერე როცა საკლუბო კარიერაში შექმნა პრობლემები და დარჩა უგუნდოთ მაშინ მოისურვა ნაკრებში თამაში.
მახო
რუსებივით ნაწყლი საუბარი დაიწყეს. რაღაც მეგობრული ტონი საერთოდ არ იგრძნობა, შანტაჟს ჰგავს
Tazo
ისე ეხლა რასაც უკრაიუნი პრესა წერს რუსული პრესისგან არავის გაუგია არადა იქ უფრო მეტი ქართველი თამაშობს და ცხოვრობს
ლაშა
ცოტა იკლო ისტერიამ ხვიჩაზე და გადავერთეთ წიტა-ზე.ეს დავაბრალოთ პანდემიის ჩაკეტილობას. ვიღაცამ შეადარა არველაძეს, ქინქლაძეს და ა.შ, შეიძლება ეს ბიჭი უკეთესიცაა, მაგრამ ისინი აქ გაზრდილ-დაბადებულნი არიან, 35-ში და 56-ში აგორებდნენ და "დინამო" თბილისი გაიარეს! ისინი თხემით-ფეხამდე აქაურუბი არიან! ეს ბიჭი კი უკრაინული ფებურთელია-ქართული გვარით, ის სკოლაა და ის მენტალობაა! ასე რომ ეროვნ.ნაკრებში სოციალიზაცია და ადაბტირება დროში გაწელილი პროცესია. 20 წლ.ასაკში მსგავსი მნიშვნელობის დილემა, მთელ რიგ ფსიქოლოგიურ რყევებს არ გამორიცხავს.
სოსო
თითქმის ყველაფერს მართალს ამბობს,მაგრამ თუ გიორგი ნაკრებშიც თავს გამოიჩენს,კარგ ევროპულ კლუბში გადასვლა,არ უნდა გაუჭირდეს.კიევის დინამოს ძირითდი შემადგენლობა და ნაკრები კი არა,სულაც იჯარით გაუშვეს.ასე რომ ბევრს არაფერს ჰკარგავს.მისთვის ჩვენს ნაკრებში კარგი თამაშია საუკეთესო შანსი.როგორი ზეწოლაა მასზე,კარგად ჩანს და ამიტომ გასაგებია,ასე რატომ ითრევდა ფეხს.კარიერის დანგრევით,ხომ ისიც იზარალებს და ჩვენც.წიტაიშვილს კარგი ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი და ჩვენი ნაკრების შემხედვარე.ცხადია როგორ გამოგვადგება მისი ენერგია.იმედი მაქვს კლუბში არ არ აერევა მდგომარეობა(ყველაფერია მოსალოდნელი).სამწუხაროა,რომ მარადიშვილს უარი უთქვია ჩვენს ნაკრებში თამაშზე.ვერაფერს ვიზავთ.
jjj
ესეც თქვენი მოძმე უკრაინა, სხვათაშორის ეს პირველი შემთხვევა არაა, თავის დროზე მიშა ფოცხვერია დაგვიღუპეს, რუსებს ასეთი რამ არ უთქვამს და არ გაუკეთებიან.
gia
უკრაინა ყოველთვის ესე იქცევა და მეგობრობა აშკარად სხვადასხვანაირად გვესმის ჩვენ ორ ქვეყანას.
jango
აი რაც ამ სტატიაში წერია, სწორედ ის ვთქვი გუშინ ჩემს მოკლე კომენტარში , მაგრამ ყველა არგუმენტი არ ჩამომითვლია და პუბლიკა გადაირია, ვერ მიიღეს სიმართლე, არადა სიმართლე მართლაც ასეთი აქვს წიტაიშვილს და სხვა არანაირი. ამიტომაც დროა დაფიქრდეს ფედერაციის ხელმძღვანელობა რომ ეროვნულ ნაკრებში სჯობს ეროვნული ჩემპიონატის ხალხი ათამაშო და არა მუდამ ჰაერში იყო გამოკიდებული. წიტაიშვილს კი 2-3 ჯერ საქართველოს ნაკრებში ბურთის გაგორება იქნება მრავალი მილიონი დოლარი დანაკარგად დაუჯდეს,არადა ფეხბრუთელი კარიერა მოკლეა, სულ 15 წელიწადია,,,, ვინმე გადაუხდით ამ ფულს რომელიმე ფეხბურთელს ნაკრებში სათამაშოდ??
jjj
კაი თუ ძმა ხარ რა არ უნდა გვეწყინოს, რა ზეწოლაა ასეთი? გიორგი ანწუხელიძესავით წამება ელის თუ ჩვენ იუნკერებივით, ბოლშევიკებთან უწევს შეტაკება? დიდი დიდი რამოდენიმე თვე არ ათამაშონ იჩივლებს ფიფაში და გადავა სვაგან.
Daviti
რა არის მართალი კონოპლიანკა, მარლოსი , იარმოლენკო და ციგანკოვი რომ გყავს ნაკრებში დასაჯაბნი თუ შენგელია ლობჟანიძე ან ვაჩიბერაძეზე გონია მართალი თქვაა სრული სისულელე სანამ არ ამოკრეს პანღური მანამდე საქართველოს. აკრებზე არ უფიქრია ისევე როგორც ფარცვანია სად არიან ისინი? არცერთი არაა იმიტომ რომ ახალგაზრდულში ათამაშეს და შემდეგ მოიშორეს ასევე მახარაძეც ახლა კი არ აქვს უფლება ათამაშონ სხცა ქვეყნის ნაკრებში მყოფი ფეხბურთელი ვერ ერკვევი და აღარ დაწერო მეგობარე ეგ დაუფიქრებრლი კომენტარი!
თბილისელი-77
რა გამოდის თუ ახალგაზრდა და პერსპექტიულია მშობლიურ ნაკრებში არ უნდა ითამაშოს? თუ ყველა ახალგაზრდა და პერსპექტიულები ითამაშებენ ნაკრებიც გაძლიერდება, არველაძეებმა,ქინქლაძემ,ქეცბაიამ და კიდევ სხვებმა საქართველოს ნაკრებს რომ არ უგანეს დიდება და ხალხის სიყვარლი დააკლდათ? საქართველო უპირველეს ყოვლისა
Haaland
მედიიდან უკვე რამხელა წნეხი წამოვიდა და ცალკეული ადამიანები რამდენს ეცდებიან წარმომიდგენია. სამშობლოს სიყვარული მესმის, მაგრამ კარიერაზეც ხო უნდა იფიქროო, ანუ პირდარ შთააგონებენ, სამშობლოზე უარი თქვი კარიერა უფრო მნიშვნელოვანიაო. დარწმუნებული ვარ მასზე ზეწოლა სულ პატარაობიდან იყო და ბავშვს რასაც ასწავლიან, იმას სწავლობს. კიდევ კარგი გულმა მაინც იმოქმედა სწორად და რამდენი მსგავსი სტატია მახსოვს სადაც მის კარიერას უსვამდა კარიერას, ვიდრე თავის ფესვებს. რაც შეეხება ვაჩიბერაძეს, მან ვერ გამოამჟღავნა თავისი ნიჭი დიდ ფეხბურთში, თორემ აგერ ხო არის გოგია, უამრავი ტრავმა აქვს მიღებული, მაგრამ დღემდე უნიონის ფეხბურთელია. ანუ მისგან შედგა მსინც ფეხბურთელი მიუხედავად უამრავი ტრავმისა. პატარაობის მერე ყველა მესი და ინიესტა ვერ ხდება
არჩი
ვიღაცეები, ფეხბურთში "ღრმად ჩახედული გულშემატკივრები" წერდნენ - წიტაიშვილი მეორეხარისხოვანი ფეხბურთელიაო. ნეტა არ ჩაიშალოს პასპორტის ამბავი. თან მეგონა, მარცხენა შემტევი იყო და მარჯვენა თუ არის, მით უკეთესი ჩვენთვის. კვარაცხელია-წიტაიშვილი ფლანგებზე წარმოგიდგენიათ?
ალექსი
თავის დროზე მიშა ფოცხვერიამაც საქართველო არჩია და შეიძლება მერე ინანა, თუმცა ქართულში და სამშობლოსთან პირნათელია და ჯიგარია... იმედია ყველაფერი კარგად იქნება...
vaxo
ძაან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ღმერთმა არ ქნას რამე რო აერიოს ბიჭს? რომელსაც ყველაფერი დალაგებული აქვს. ხო კარგი ჩვენ ძალიან გავიხარებთ, მაგრამ, სასწორზე ვდებთ მთელს მის კარიერას.უკრაინელები თავისი შრომის და ამაგის დაფასებას ითხოვენ და არც მალავენ შესაძლო კარიერულ გართულებებს, ჩვენ კი აშკარად ისეთ სენსიტიურ თემებს ვეხებით რომ, გულწრფელად მეცოდება ეს 20 წლის ადამიანი.
სამწუხაროა
წარმომიდგენია რამხელა წნეხში იქნება ახლა. არ უნდა გვეწყინოს მართლა უარი რომ თქვას ჩვენს ნაკრებში თამაშზე, სურვილი მაინც აქვს ფაქტია. ამხელა ზეწოლა კი... უნდა მოერიოს ფსიქოლოგიურად
რატი
ჩვენთვის, ქართველებისთვის მძიმე წასაკითხია და საწყენი, მაგრამ ობიექტურად და პრაგმატულად თუ შევხედავთ მართალს ამბობენ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
bekkarion
სამწუხაროდ ყველაფერი სიმართლეა
ტოტტი
ფლანგებზე წიტაიშვილი და კვარაცხელია რო გვეყოლებიან და მიქაუტაძე წინ იმედის მომცემი ნაკრები გვეყოლება
ლშა
ამათ არ მოუსმინო ჩემ მეგობარო , აგერ ხვიჩა საქ. ნაკრების ლიდერია და ნახავთ რა შედეგებს მიაღწევს
მე არ ვარ რობოტი
მსოფლიო ფეხბურთი უკრაინით არ იწყება და არც მთავრდება.
ქ. გ.
საქართველოს ნაკრებში თუ ითამაშებს კარგად, გადავა კარგ გუნდში.
zura
ოეეე, უკრაინელებო, რა რუსებივით ლაპარაკობთ!?
beqa
კარიერის დანგრევა მგონი ზედმეტი გამოუვიდათ უჰრაინელებს :)) ნაკრების თემა მართალია სამწუხაროდ!
ჰიუგო
ახლა დაიწყებთ ეს როგორ გვაკადრესო, ეს როგორ იფიქრეს ჩვენზეო და ა.შ. მაგრამ უკრაინელთა მოყვანილი თითოეული ფაქტი მწარე სიმართლეა!
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო" - მიქაუტაძემ წიტაიშვილს და აბუაშვილს მიმართა
წიტაიშვილის პირველი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ში - "მეცი" ისევ დამარცხდა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა - წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი სინჯებზე კიევის "დინამოში" მიიწვიეს
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს