ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გაგრელი ნიგერიელის ტკივილი და სიხარული

გაგრელი ნიგერიელის ტკივილი და სიხარული

გაზეთმა "ლელომ" სეზონის საუკეთესო ლეგიონერად "გაგრას" 18 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი აბაიომო ოვონიკოკო დაასახელა
დოსიე:

აბაიომი ოვონიკოკო

დაიბადა: 13 სექტემბერი, 1992

სიმაღლე: 182 სმ

წონა: 68 კგ

კარიერა:

2009 წლამდე ბრაიტონის საფეხბურთო აკადემია (ნიგერია)

2009 წლიდან "გაგრა"

ტიტული:

საქართველოს თასის მლობელი (2011 - გაგრა).

დიდი ხანია, მშობლიურ ნიგერიაში აღარ ყოფილა, ცხოვრობს თბილისში, ლაპარაკობს ქართულად და მეგრულად, თავს ნახევრად ქართველად გრძნობს და რაც მთავარია, თავის ასაკში ბარე ორი ქართველი თავდამსხმელი ვერ შეეჯიბრება. იომიმაც და "გაგრას" ხელმძღვანელობამაც მიიჩნიეს, რომ ყოველივე ეს 18 წლის ფეხბურთელისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად და მისთვის საქართველოს ნაკრებში მოსახვედრი შანსის მისაცემად საკმარისი წინაპირობა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ოვონიკოკოს ქართული პასპორტი არ მისცეს.

მისთვის ეს ბოლო დროს განცდილი ერთადერთი იმედგაცრუება არ ყოფილა. სეზონის ბოლოს მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ფეხბურთს რამდენიმე თვით ჩამოშორდა.

არადა, ამ ორ უსიამოვნებამდე ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. "გაგრაში" 2009 წლის დასაწყისში გადასულმა ოვონიკოკომ საოცარი პროგრესი განიცადა და გუნდის უმაღლეს ლიგაში აღზევებასა და თასის ფინალში გასვლაში ლომის წილი დაიდო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი, რა თქმა უნდა, თასის ნახევარფინალში "ვიტ ჯორჯიასთან" გატანილი ორი საუცხოო გოლი იყო.

"ლელომ" ოვონიკოკო უყოყმანოდ დაასახელა სეზონის საუკეთესო ლეგიონერად. ბოლოდროინდელი უსიამოვნებების მიუხედავად, იომი ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს და ინტერვიუს დროსაც ხალისიანად გამოიყურებოდა.

- ჩემთვის ეს დიდი აღიარებაა. ძალიან ბედნიერი ვარ, თუ ჩემმა თამაშმა ქართული პრესისა და გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა. საქართველოში კარგი ლეგიონერების ნაკლებობა არ არის და მიხარია, რომ საუკეთესოდ მე დამასახელეთ.

- შენი ჯანმრთელობის ამბავი გვითხარი. სად და როდის მიიღე ტრავმა, როგორ გრძნობ ახლა თავს და როდის დაუბრუნდები მოედანს?

- მარტვილში, "მერანთან" მატჩისას დავშავდი და რამდენიმე თამაში გამიცდა. საქართველოს თასის ფინალში თამაში ძალიან მინდოდა და სწორედ ამიტომ დავუშვი დიდი შეცდომა. ვარჯიში ნაადრევად განვაახლე და ფინალის წინა დღეს ეროვნულ სტადიონზე ვარჯიშისას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გავიწყვიტე.

მკურნალობის პირველი ეტაპი თბილისში, სამედიცინო ცენტრ "სიტი სპორტში" ჩამიტარდა, მალე კი ოპერაციასაც გავიკეთებ. რამდენიმე დღეში გაირკვევა, რომელ ქვეყანაში გამგზავნის კლუბი საოპერაციოდ და სარეაბილიტაციო პერიოდის გასავლელად. დაბრუნების ზუსტ თარიღს ახლა ვერავინ მეუბნება, გააჩნია, როგორ წარიმართება გამოჯანმრთელების პროცესი. დაახლოებით კი, მოედანზე ოთხ-ხუთ თვეში დავბრუნდები.

- როგორც ჩანს, ტრავმამ ამ ეტაპზე შენი ტრანსფერი გამორიცხა.

- რა თქმა უნდა. როგორც იცით, კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების დიდი შანსი მქონდა, მაგრამ ტრავმირებულ ფეხბურთელს არავინ იყიდის. გული ძალიან კი დამწყდა, მაგრამ ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი წინ მაქვს. ვიცი, რომ ჩემით დაინტერესებული კლუბები გამოჯანმრთელებისთანავე დამაკვირდებიან და ამიტომ საგანგაშო არაფერია. მომავალ სეზონში "გაგრაში" თამაშს აუცილებლად მოვასწრებ, საქართველოს კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, მომავალ ზაფხულს დავტოვებ.

- ალბათ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების დიდი იმედი გქონდა.

- დიახ, მაგრამ, სამწუხაროდ, უარი მივიღე. გულით მინდოდა, მომავალში საქართველოს ნაკრებში მეთამაშა, საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა და ვოცნებობდი, მისი ღირსება დამეცვა, მაგრამ ოცნებები დამემსხვრა.

- კანონმდებლობით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კიდევ გაქვს განაცხადის შეტანის უფლება.

- ასეა, მაგრამ ახლა ამაზე აღარ ვფიქრობ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.

- ახლა შენ მიერ წარმატებით ჩატარებულ სეზონზე გადავიდეთ. სეზონის წინ ტიტულზე ფიქრობდი?

- ჩვენი მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იყო, მაგრამ თასზე წარმატებასაც ვუმიზნებდით. ტიტულის მოგებას გადაჭრით არავინ გვთხოვდა, მაგრამ გადიოდა დრო, წინ მივიწევდით, ძლიერ მეტოქეებს ვამარცხებდით და ვირწმუნეთ, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო. მე კი თანაგუნდელების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. "გაგრა" ერთ მუშტად შეკრული და ძალიან მეგობრული გუნდია, აქ თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემს ყველა წარმატებას კი ბიჭებს, მწვრთნელებსა და კლუბის თითოეულ თანამშრომელს ვუმადლი.

- ფინალს ტრიბუნიდან რა განწყობით ადევნე თვალი?

- მძიმე წუთები გადავიტანე. საკუთარი გუნდის მოედნის გარედან ყურება ძალიან ძნელია. უზომოდ ვინერვიულე, მაგრამ მეორე ტაიმში ვირწმუნე, რომ "გაგრას" გამარჯვება შეეძლო. დამატებით დროში გოლს აღარ ველოდი, მეგონა, ყველაფერს პენალტების სერია გადაწყვეტდა, სადაც გამარჯვების დიდი იმედი მქონდა. დარწმუნებული ვარ, "გაგრა" უჩემოდაც ძლიერად ითამაშებს და ევროტურნირებზე თავს არ შეირცხვენს.

- საქართველოში უკვე ორწელიწადნახევარი ცხოვრობ. ვიცით, რომ აქაურობას იოლად შეეგუე.

- უცხო გარემოში მოხვედრა ყოველთვის ძნელია, მაგრამ ეს საქართველოს არ ეხება - აქ ხომ უშუალო და გულღია ხალხი ცხოვრობს... კლუბის ხელმძღვანელობამ მშვენიერი საცხოვრებელი პირობები შემიქმნა, თანაგუნდელებმაც კარგად მიმიღეს, ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში კი დიდი როლი ანატოლი პისკოვეცმა ითამაშა.

- გითამაშია როგორც უმაღლეს, ასევე პირველ ლიგაში. მათ შორის რა მსგავსებასა და სხვაობას ხედავ?

- დონით, ბუნებრივია, უმაღლესი ლიგა სჯობია, მაგრამ პირველ ლიგაში თამაშიც ძალიან ძნელია. იქ სულ ძალისმიერი ბრძოლა გიწევს, განსაკუთრებით მძიმე კი რეგიონებში თამაშია.

- როგორ ფიქრობ, გამოჯანმრთელებიდან რამდენ ხანში დაიბრუნებ ჩვეულ ფორმას?

- აქამდე მძიმედ არასდროს დავშავებულვარ და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ მგონია, რომ დიდი ლოდინი არ დამჭირდება. ვფიქრობ, რომ მომავალი სეზონის მეორე ნახევარში "გაგრასთვის" ძველებურად სასარგებლო ფეხბურთელი ვიქნები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• MMerk

კი ბატონო გეთანხმებით მაგრამ ეს ბიჭი 18 წლისაა ჯერ და უკვე ძალიან მაგარია,5-6 წელიწადში ამისგან ძაან მაგარი თავდამსხმელი რომ დადგეს და ნიგერიამ გამოიძახოს ხო გვექნება თავში საცემად საქმე?

• buxuti

არ ვიცოდი თუ უკვე გვქონდა პრეცედებნტები, რომ რომელიმე ფეხბურთელს მისცეს მოქალაქეობა, იმან მერე ვიზა მარტივად აიღო და უკვალოდ გაქრა. ისე მაგაზეც თუ დაწერს სტატიას ავტორი, რა პრეცედენტები გვქონდა - კარგი იქნება. რა გვაქვს დასამალი, ითქვას ყველაფერი პირდაპირ.

• Aleqsandre Barbaqadze

მერკი, კლოზე და პოდოლსკიც გერმანიაშია დაბადებული და გერმანელებია, (წარმოშობითაა პოლონელი)...მათი სიტუაცია სულ სხვაა... საქართველოს კალათბურთის ნაკრებშიც გვყავს ორი ბოისა რომლებიც აქაურები არიან და ქართველები არიან(უკრაინული წარმოშობის...მათი და ამ ფეხბურთელის შედარება არ შეიძლება, ეს გუშინ ჩამოვიდა და პასპორტი უფრო კაი ადგილზე წასასვლელად ჭირდება და არა ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ...

• Aleqsandre Barbaqadze

მოქალაქეობას ფეხბურთის კარგი თამაშისთვის არც ერთ ქვეყანაში არ იძლევიან..... მით უმეტეს როცა უმაღლეს დონეზე ჯერ არაფერი გაუკეთებია.... მოქალაქედ გახდომისთვის უცხოელი კარგად უნდა ფლობდეს ქართულ ენას, დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდეს საქართველოში ( და არა მხოლოდ 2 წელი) და ქონდეს სურვილი მომავალშიც ჩვენ ქვეყანაში ცხოვრების..... ამას კიდევ ქართული პასპორტი სხვაგან გასაქცევად უნდოდა...საბედნიეროდ ისეთი გოიმები აღარც ჩვენ ვართ ყველამ რო მოგვატყუოს და მერე გადაგვაგდოს, როგორც რამდენიმე ზანგმა უკვე გააკეთა როცა თავისი გაინაღდა და მას მერე არავის უნახავს...

• დევიდ აირონს

მმერკ, მართალი ხარ, შეიძლებოდა მიცემა მოქალაქეობის, მაგრამ საქართველოს ნუ შევადარებთ შვედეთსა თუ გფრ-ს, სადაა გარანტია იმისა, რომ როგორც კი აიღებს ქართულ პასპორტს, ესეც არ "მოძუძგავს" რუსეთში ან კიდევ სხვაგან, თავისი წინამორბედივით, არ მახსოვს მისი გვარი..(ან რა დაიმახსოვრებს, ივნიკოკო, სტაფილოკოკი, და ა. შ).

• NIGHT

ხოდა თუ არაა საწირო ეს კაცი ნაკრებში შენ გაიტანე გოლები მაგის მაგივრად

• MMerk

უნდა მიეცათ მოქალაქეობა,ნორმალური თავდამსხმელი არ გვყავს საქართველოში დღესდღეობით.იბრაგიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში რო თამაშობს ან კლოზე გერმანიაში შავდება მაგით რამე?

• milno

არაა საჭირო ამის ნაკრებში თამაში ნიჭიერი როა და სერიუზულ რამეს მიახწევს მერე სულ დაიკიდებს საქართველოს და ამას იმდენიხანი არაქ აქ ნაცხოვრები რო რეალურად შეუყვარდეს საქართველო და ეს ბაზარი იმიტომ აქ რო მოქალაქეობა მიეცათ აქედან ადვილად რო წასულიყო ახლა სავიზო პრობლემები აქ

• buxuti

რას ერჩოდნენ ამ კაცს მოქალაქეობა რომ არ მიცეს არ მესმის. მე თქვენ გეტყვით და რიგები დგას ჩვენი მოქალაქეობის მიღებაზე.მე მგონი ჩვენი მთავრობა სხვას რომ აბრალებს გოიმიაო (ძირითადად ხალხს) თავად დაგოიმდა - იმისი შეეშინდათ ვინმემ არ თქვას "გაავსეს ნიგერიელებით საქართველოო". თანაც ასე რა გამოვიდა, ბურების ჩამოყვანა (თუნდაც მოტყუებით და ხვეწნა მუდარით) შეიძლება სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად, ხოლო ნიჭიერი ნიგერიელის ფეხბურთის დასახმარებლად არა?

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა