რუსეთის პრემიერლიგაზე "სპარტაკთან" მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ "სპორტ-ექსპრესმა" "რუბინის" ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას წერილი მიუძღვნა:

ხვიჩამ "სპარტაკი" გაანადგურა. მზადაა თუ არა "რუბინი" ის გაყიდოს, სად და რამდენად?

"მოგითხრობთ იმაზე, თუ, დიდი ალბათობით, ეს სეზონი უკანასკნელი რატომ იქნება რუსეთში ახალგაზრდა ქართველისთვის და როგორ ამზადებს ტრანსფერს "რუბინი" თავისი მთავარი ვარსკვლავისთვის.

"რუბინი" წინადადებების განხილვას 15 მილიონი ევროდან დაიწყებს

ხვიჩამ ყაზანელთა ორ გოლში მიიღო მონაწილეობა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველი ისევ სხვებზე ხშირად ატყუებდა მეტოქეებს და ამწვავებდა თამაშს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "რუბინი" ხვიჩას გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. კლუბში მკვეთრად ჩამოყალიბებული წესია: შუა სეზონისას გუნდის ლიდერები არ უნდა გაყიდონ, როდესაც მათი შეცვლის შესაძლებლობა არ არსებობს.

"სპორტ-ექსპრესის" მონაცემებით, "რუბინის" ხელმძღვანელობა ქართველი მოთამაშის გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებს. კლუბი კვარაცხელიას ზედმეტად გაჩერებას არ გეგმავს, რომელიც მენეჯერების აზრით, ახლავე მზადაა ითამაშოს თუნდაც ევროპის ნებისმიერ გუნდში. კლუბს მსგავსი გამოცდილება სერდარ აზმუნთან დაკავშირებით ჰქონდა, რომელსაც ევროპაში გასამგზავრებლად მიზანმიმართულად ამზადებდნენ, მოლაპარაკებებს ინგლისურ კლუბებთან აწარმოებდნენ, თუმცა დაახანეს და საბოლოოდ "ზენიტს" მიჰყიდეს. ჩაგდებული 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სხვა წინადადება უბრალოდ არ ჰქონდათ.

ხვიჩას შემთხვევაში ამ გამოცდილებას გაითვალისწინებენ. ფეხბურთელის გაყიდვა მაშინაა საჭირო, როდესაც მასზე მოთხოვნაა და ის ევროპაში გადასასვლელად მზადაა. გასულ წელს "რუბინს" ოფიციალური დოკუმენტით "კრასნოდარმა" მიმართა - მზად იყვნენ 10 მილიონი ევრო გადაეხადათ და ნახევარწლიანი იჯარით დაეტოვებინათ. მაშინ ყაზანელებმა უარი განუცხადეს: მათ არ სურთ ხვიჩას რუსეთში გაყიდვა და ევროპულ ტრანსფერს გეგმავენ.

ფასიც ეცოტავათ. "სპორტ-ექსპრესის" მონაცემებით, "რუბინი" კვარაცხელიას წინადადებების განხილვას 15 მილიონი ევროდან დაიწყებს. ამ ზღვარს ქვემოთ წინადადებას არ განიხილავს, თუ რა თქმა უნდა, "რეალი" ან "ბარსელონა" არ მიმართავენ.

კლუბი, ისევე, როგორც აზმუნის შემთხვევაში, შემდგომი ტრანსფერიდანაც პროცენტს მოითხოვს

ჩვენი მონაცემებით, "რუბინს" გადაწყვეტილი აქვს, მომავალ ხელშეკრულებაში კვარაცხელიას შემდგომი გაყიდვის თაობაზე პუნქტი შეატანინოს, როგორც ეს აზმუნის შემთხვევაში მოხდა - 20%. ასეთივე ოფციას ჩართავენ ხვიჩას გარიგებისას (20-25%). ასე რომ, "რუბინი" ამ პუნქტით ნებისმიერ შემთხვევაში კვარაცხელიას ტრანსფერზე 15-20 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს.

ამიტომ კომპენსაციის თანხაზე მეტად ისაა მნიშვნელოვანი, რომელ კლუბში გადავა ხვიჩა. თუ ისეთ გუნდში მოხვდება, სადაც პროგრესირებას განაგრძობს და ახალ დონეზე გავა, მაშინ "რუბინი" კიდევ უფრო მეტს გამოიმუშავებს. კლუბში მოელიან, რომ სერიოზულ ევროპულ გუნდში შთამბეჭდავი სათამაშო მონაკვეთის მერე ხვიჩას ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და რამდენიმე წლის შემდეგ მორიგი ტრანსფერისას დამატებით დაახლოებით 10 მილიონს მიიღებენ.

მაინც სად წავა ხვიჩა?

"რუბინს" ხვიჩაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია. ინტერესი ჯერ კიდევ მხოლოდ საუბრებისა და მიმართვების დონეზეა. ხვიჩათი აქტიურად დაინტერესებულები არ არიან იტალიის ჩემპიონატის წამყვანი და ევროპის ტოპ 5 ლიგის სხვა გუნდები.

ხვიჩას ქართულ პასპორტთან დაკავშირებით სირთულე არსებობს, რომელიც საშუალო დონის ნაკრებს წარმოადგენს. საქართველომ ვერ შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, სადაც 24 გუნდი ითამაშებს. ეს ხელს უშლის მოლაპარაკებებს იმავე შუამავლებთან, რომლებიც დიდი საფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლების - ესპანელი, ფრანგი, ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობას ანიჭებენ უპირატესობას.

"რუბინისა" და ხვიჩას მთავარი ამოცანაა - კარიერის ისეთი ვარიანტის მოძებნა, სადაც განვითარებას განაგრძობს. "ბაიერნისა" და "ლივერპულის" დონის ტოპ-კლუბებისთვის კვარაცხელია, რა თქმა უნდა, მზად არ არის. "რუბინში" ეს ესმით და ამიტომ შუალედურ ვარიანტზე არიან მიზანმიმართულნი, რომელიც ტრამპლინი გახდება. ისეთი გუნდი, რომელიც მედლებზე კი არა, არამედ ევროთასებზე გასვლაზე აცხადებს პრეტენზიას - ეს ისაა, რაც დღეს ხვიჩას სჭირდება.

კვარაცხელია თებერვლის დასაწყისში 20 წლის გახდა. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგაში თავს უკვე შევიწროებულად გრძნობს. ამ სეზონში ნებისმიერ სხვაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. "ხვიჩა თითქოს სხვა ლიგიდანაა", - თქვა "სპარტაკის" დამარცხების შემდეგ ჩვენთან ინტერვიუში "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა.

კვარაცხელიას ოცნება "რეალია", რომელსაც ბავშვობიდან ფანობს, ყოველთვის ირჩევს FIFA-ში. ქართველი მომავალში მადრიდში თამაშს იმედოვნებს. ამ მიზნის ასასრულებლად კი რაც შეიძლება მალე უნდა გაემგზავროს რუსეთიდან".

N
როგორ არ გესმით ზოგიერთს?! კი არ ვბაქი-ბუქობ, მხარს ვუჭერ და ვაგულიანებ გუნდს! ხვიჩამ კი თავის კლუბზე თქვა, რომ ყველა მატჩში მოსაგებად უნდა ითამაშონ, მაგრამ ნაკრებსაც იგივე ეხება, მით უმეტეს ასეთი მწვრთნელის ხელში!!!
გიორგი
კი ეგრეა, მაკედონია მაგათზე ძლიერი გუნდი იყო
ლ.გიო
კაკოს! კაკო კაკოოო არ გაატრა.ო!
kroosi
შენ რომელი კაკო ხარ, ყაჩაღი რომაა? რაებს მიედ-მოედები თუ იცი?
ჰაი დედასა
ისა შენადა, რომელი ლიგიდან ხარ ჰაა? )))
ეს ტრაბახები გღუპავთ.
ერთი თუ ძმა ხართ, ნუ ბაქი-ბუქობთ რა?
aburjga
ამინ!
კაკო
რა არ მოგეწონათ ხალხო, ის სიმართლე რომ ზეგადაჭარბებული სულელური ჭორების და მოლოდინების სტატიები იწერება და ეს ფეხბურთელს მოსპობს? თუ დასახელებულ 4 მართლა კარგ ფეხბურთელს არ თვლით ღირსად ხვიჩასთან შესადარებლად?
ქეცბაია
კარგი სარკაზმი ოყო))) უბრალოდ გაითვალისწინე კაკო რომ შეიძლება ხვიჩაც კითხულობდეს სტატიებს და შესაბამისად კომენტარებს და ჯერ პატარა ბიჭია მზგავში რაგაცეებისთვის და შეიძლება ვერ მიგიხვდეს ,,ხუმრობას,, და გული დაწყდეს. მშრომელი ბიჭია და წარმატებაც ექნება
N
შვედეთს და საბერძნეთს რომ მოვუგრეხთ კისერს და ესპანეთსაც გავამწარებთ, მერე დაინახავს ევროპა, ვისთან აქვთ საქმე ხვიჩას და ზოგიერთი სხვის სახით!
კაკო
ნინოწმინდაში იქმნება კლუბი "რეალი" და ალბათ იქ უფრო მოხვდება ხვიჩა ვიდრე რომელიმე დიდ კლუბში. იმდენი აჟიტირებული და დაუმსახურებელ სტატიებს წერენ ამ ბიჭზე რომ დაღუპავენ მას. ისე კი პასები რომ ზუსტი ისწვალოს კიდევ 2-3 წელი უნდა, მარტო შესახედად ეფექტური მოძრაობები დიდი ვერაფერი მარაგია. მას მინიმუმ 3 წელი ინტენსიური ზრდა უნდა რომ ბაჩანა არაბულისა და ბუდუ ზივზივაძის,საბა ლობჟანიძის, გიორგი ქვილითაიას დონის დახვეწილი მოთამაშე გახდეს.
beqa
აიაქსი მაგხელა თანხას არ გადაიხდის მგონია. გერმანია ყველაზე რეალური მგონია მისი კარიერის განვითარებისთვის
ზედა მეზობელი
ჩემი აზრით,ჯერ არ ღირს ბობოლა გუნდებზე გასვლა,რადგან ამ ასაკში მუდმივი თამაში ესაჭიროება. უკეთესი იქნება გერმანიაში ან ჰოლანდიაში წავიდეს,რადგან ამ ქვეყნებს ნიშა აქვთ დაჭერილი,ყველას აძლევენ შანს და ისეთს ყიდულობენ,ვისაც ათამაშებენ და განავითარებენ. ყენიას მაგალითი ნუ შეგვაშინებს,რადგან ფელიქს მაგათი აღარ არის აქტიურ კარიერაში,რომელიც პირდაპირი დამნაშავეა ყენიას კარიერის გაფუჭებაში. ევროკავშირის წევრი რო ვიყოთ,ადვილი იქნებოდა ტრანსფერი ევროპაში,მაგრამ გუნდები დაუფიქრდებიან უღირთ თუ არა არაევროკავშირის წევრის გუნდში აყვანა და ეს ცუდია. ხვიჩას უფრო მეტი გარჯა მოუწევს კარიერის ასაწყობად,ვიდრე ბარელას სჭირდება ან მაუნტს დასჭირდება.იგივე საფრანგეთში აფრიკელებს აძლევენ მოქალაქეობას და ასე იმატებენ,რადგან ნაკლები რისკი ქონდეთ და ტყუილად არ დახარჯონ ის კვოტა,რაც გამოყოფილი აქვთ. თუ კატასტროფა არ მოხდა,ხვიჩა ტოპ ლიგაში ითამაშებს და ეს ტოპ ლიგა არ უნდა იყოს იტალია,რადგან უცნაური ქვეყანა:) კი სერია ა მაგარი საყურებელია და მაგარი გუნდები თამაშობენ,მაგრამ ახალგაზრდას და არაევროკავშირის წევრებს დიდი დროს არ აძლევენ. პიაცა გააფუჭა იუვემ,პაკეტა მილანმა,თუნდაც კოუტინიო ინტერმა ვერ გამოიყენა. სამი ქვეყანა მგონია რო მისი კარიერისთვის კარგი იქნება,ინგლისი,გერმანია და ჰოლანდია,უფრო ბოლო ორი.ყველა შემთხვევაში წარმატებები და იმედი მაქვს,რომ ჯუღელი,რევიშვილი კარგ,შესაფერის კლუბს მოუძებნიან. ბუნდესლიგას ათამაშებენ და გაუმზადებენ ბაიერნს,ერედივიზიონს ათამაშებენ და გაუმზადებენ აიაქსს,შესაბამისად რეალს და ბარსას,პრემიერლიგას ათამაშებენ და გაუმზადებენ ლივერპულს და იუნაიტედს. იტალიას ათამაშებენ და დაუნგრევენ კარიერას,რადგან იქ სხვანაირად მუშაობს ხალხი.
ლშა
აი ობიექტურობა მესმის , ყოჩაღ რუსო ჟურნალისტო , ძაან შეგაყვარათ ამ ბიჭმა თავი , ბრავო ხვიჩიკო
Levani
Das caliat evropis klubebs xvichastvis.jer naklebi golebi unda ugoron totalizatorebs
ზალიკო
მინო რაიოლა გეყოს სპაგეტის ჭამა და მოკიდე ხელი ხვიჩას
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს