ირლანდიის რაგბის ნაკრების ყოფილმა მორკინალმა შეინ ბაირნმა RTE-სთან მიცემულ ინტერვიუში "6 ერის" შესახებ ისაუბრა და საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი.

"იტალიელების საკითხზე სულ ვფიქრობდით და ყოველთვის ერთ აზრზე ვიყავით, რომ მათ საქართველოსა თუ მსგავსი ნაკრები გუნდებით არასდროს ჩავანაცვლებდით, "6 ერს" მეორე დონის ტურნირად არ გადავაქცევთ.

მაგრამ, თუ "6 ერს" არგენტინა ან სამხრეთი აფრიკა შემოუერთდება, სხვა თემაა, ეს უკვე მომხიბვლელი ჩანს", - თქვა ბაირნმა.

gio
ამ მუტრუკს რა უნდა :)
gaga
ეს უკვე ფობიაა და რაც უფრო ადრე მოიშორებთ მით უფრო ადრე გამოჯანმრთელდებით. ისე სწორედ ირლანდია გადაგვირჩა მსოფლიოზე.
hhh
მართალია ეს კაცი, მითუმეტეს ფედერაციის არჩევნებმაც აჩვენა, რომ ჩვენ მარტო თამაშით კი არა ადმინისტრირებითაც არაფერი გვესაქმება ღრუსეთს გარდა არსად.
dsag
ხოდა ვეუბნები რრომ მორჩა მაგათი ვარჯიში რა..... ჩვენ ჩვენი საზაფხულო ლიგა გავაკეთოთ.
კ ო მ ბ ლ ე
მართალია, მარა სამაგიეროდ ცხვარი არ ყოფნით ერთ ჭამაზე...
გორდა
ნახევრად სიმართლე ტყულიზე უარესი არაა? ესენი იჯგიმებიან ჩვენ ვიცით რაგბი და სხვებზე მაგრები ვართო, მაგრამ ამას როგორ აღწევენ და ეს მათი გზა რამდენად არის სამართლიანი (არა მხოლოდ ჩვენთან, ზოგადად ყველა ამ სპორტით დაინტერესებულთან მიმართებაში) ამაზე უკვე არაფერს არ ამბობენ, ან რასაც ამბობენ მხოლოდ ვირეშმაკულად, ისე, რომ თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ მაგათ ნათქვამს!
vaaax
ტყუილი რა თქვა
ბაბუ
რად გინდათ ამდენი ბაზარი ამ 6 ერზე ??? ვეღარ გაიგეთ რო ეგ არის კომერციული ტურნირი, თავიდანვე ეგრე შეიქმნა და უფრო მაგრებიც რო ვიყოთ არ შეგვიყვანენ ჯერ (ბილეთს ვინ იყიდის თბილისში ირლანდია რო ჩამოვა და 50 ფუნტი ანუ 230 ლარი რო ეღირება ბილეთი???) ბიზნესია 6 ერი და რა გაახურეთ საქმე ამ უაზრო პოლემიკით/ სტადიონზე შევა ჰა ჰა ჰე 2000 კაცი და ვის აწყობს ეხლა ეგ? იტალია აგებს თუ იგებს სტადიონი სავსეა ყველა თამაშზე და ტელევიზიებიც მაგარ მაყუთებს იხდიან ... აბა ჰე გამოიტანეთ ეხლა დასკვნები
ლუკა
ექვს ერში თამაშის გარდა მაქინატორობაშიც გვჯობიან, აბუსერიძე არ ყავთ თორემ გააგებინებდა უკვე მთელ სამყაროს.
vahmeeee
ყველაფერი აბანოში გამოჩნდება! აი პორტუგალიასტან და რუსეთტან გასვლებზე გამოჩნდება. ორთაჭალის ბაღში ვანახეთ დღეს რაცა ვართ. ახლა ცხრა ზღვა და ცრა მთა გვაქვს გასავლელი. თუ რკინის ქალამდები არ ჩაიცვა ამ ნაკრებმა, თან რკინის ჯოხი ხელთ არ აიღო - ემანდ რამე შარს და ხიფათს არ გადავეყაროთ.
დიმა
ხალხოოო.... წელიწადზე მეტია ფედერაციის ხელმძღვანელობა ვერ ავირჩიეთ, მილიონების გაფლანგვაში ეჭვმიტანილი ყოფილი თუ ამჟამინდელი "სასტავები" ისევ ქართული რაგბის სიყვარულზე ლექციებს გვიკითხავენ და რომელ 6 ერზე ვსაუბრობთ გამაგებინეთ?!
გორდა
გამარჯობათ ქართველებო! აქ ჩემის აზრით საქმე სულ სხვა რამეშია. ძირითადად მსოფლიოში რაგბი მონოპოლიზირიბული აქვთ ანგლო-საქსებს. ბიზნესად, "საკუთარ დუქანად" აქციეს ეს სპორტის სახეობა. არც საქართველო და არც სხვა ვინმე ვისგანაც ფულს არ იშოვიან არ აინტერესებთ. ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი (ყველა ასაკში, ყველა გუნდის დაშვებით, არა ისე როგორც ეხლა 18 წლამდელებში და 20 წლამდელებშია ევროპა 6 ერის გუნდების გამოკლებით), ჩატარდეს ღიად საკლუბო ტურნირები, როგორც ფეხბურთში. მთავარი აქ ის არის, რომ ამ ანგლო-საქსებს არაფრის დიდებით რაგბის სიკეთეების სხვებზე გადანაწილება არ სურთ! ჩვენმა და სხვა ევროპულმა ფედერაციებმა მათთან სწორედ თანასწორუფლებიანობის - სამართლიანიანობის დასამკვიდრებლად უნდა იბრძოლონ. დავუშვათ მიგვიღეს იტალიის მაგივრად, რა შეიცვლება სპორტული სამართლიანობის მხრივ? არაფერი. სწორედ ამ უსამართლობას უნდა ვებრძოლოთ ყველა ერთად.
მიპასუხე
11 ქულით წაგება, თან სტუმრად სამარცხვინო წაგება როგორაა ამიხსენი?
ლაშა
რაგბი თუარა ესეც იყოს რამე განსაკუთრებული. ვერასდროს მივა რაგბი და ვერცერთი სპორტი ფეხბურთთან ...
gio
სამწუხარო სიმართლე.
ჰავლაბრელი ტიღუა
მართალია ეს კაცი და რას ერჩით? შევხვდით ჩვენ იტალიელებს და სამარცხვინოდ წავაგეთ. იმისათვის, რომ შენ თამაშის სწავლა გინდა, ჩემი ლიგის დაკნინების ხარჯზე ვერ გაავაკეთებო.
ლუკა
Lasha, კი, მაგრამ ეს არგენტინაც რომ ჩვენისთანა იყო და სამხრეთელებმა იკადრეს და "გაზარდეს" მაგ ამბავს რა ვუყოთ? სამხრეთშიც ასე რომ წფიქრათ არგენტი.ასაც ხომ არ იკადრებდა.
Lasha
რეალობა არის მასეთი, რა იზამ. 2015 წლის მერე პროგრესი არ განგვიცდია. იაპონიას, ფიჯის, არგენტინას შევადაროთ თავი. ბობოლებთან თამაშისას ახლოსაც არასდროს ვყოფილვართ გამარჯვებასთან. ეს მაშინ, როდესაც მაჩანჩალა იტალიამაც კი, 5 ერში შესვლამდე არაერთხელ მოუგო ბობოლებს...
გრიშა
წადით კოჭი გააგორეთ
გელა 8
ამ მიდგომის ხალხი მეზიზღება, რამე რომ იციან და ისე კვდებიან არავის არ ასწავლიან ხოლმე, ბევრმა საიდუმლო რეცეპტები წაიღო საფლავში..........ეს ნაგავი და გონებასუსტი ირლანდიელიც მათ სიაშია, მოვიდეს ისწავლოს შენგანან რამე ვინმემ, რატომ არ უნდა გსიამოვნებდეს ასეთი რამ საკვირველია, ითამაშოს ბევრმა უკეთესად, მსოფლიო გახდეს უკეთესი,რა მოხდება?
ლუკა
აუუუუ მისმინეთ! გვეხვეწონ რა რომ 6 ერში ვითამაშოთ.
ქუთაისელი
ქართული რაგბი სამწუხაროდ დაეშვა და მისი სეჩერება რთული იქნება რადგან ქევივით უფრო მოყინულია ასე რომ სანამ ახალი გორგოძეები და ზირაქაშვილები კოლელიშვილები მოვლენ სამწუხაროდ მოგვიწევს იმის სგუებაც რომ მალე რუსებთანაც მოგება დიდი ამბავი იქნება არაფერს ვამბობ ესპანეთსა და პრტუგალიაზე რუმინეთი კი ჩვენსავით დაშვებულია უკვე კაი განია და შეჩერების არანარი რესურსი არ ჩანს.
Nukri
ეხლა რომ დაიწყება რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ყველა გუნდს უპრობლემოდ უნდა ვაჯობოთ, როგორც რუსეთთან გაგვიჭირდა მოგება, ისე თუ იქნა სხვებთან, ძალიან ცუდი იქნება და არც არავინ ჩაგვთლის 6 ერში თამაშის ღირსად
ზასტაველი
სამწუხაროდ ჩვენი რაგბი თავდაღმართში დაეშვა,ეს,რომ ასეა ბოლო დროს შერკინებაში გამოჩნდა ჩვენი უსუსურობა,სხვას რომ არაფერს შევეხო-ეს მწარე სიმართლეა. მწვრთნელიც შესაცვლელია,მიდგომაც და რაგბის უსუსური ხელმძღვანელობაც,დაჭამეს ერთმანეთი ფულის გულისთვის.
ქუთაისელი
6 ერს და რაგბი ევროპის შუაში ვართ გაჩხერილები, პროგრესი თუ არ გავარძელეთ, კი ვიქნებით ასე შუაში. ჩვენი დონის გუნდებთან უფრო მეტი უნდა ვითმაშოთ. მაგრამ ჯერ ფედერაცია უნდა დალაგდეს, თავს ნუ მოიჭრიან მთლად...
წარსული წარსულად დარჩეს
სულ იმაზე ვფიქრობ 2007-ში რომ მოგვეგო ირლანდიისთვის ის 14-10 თამაში როგორი სხვანაირი იქნებოდა ყველაფერი
me
100%-ით გეთანხმები რუმინეთი არავის ხელწამოსაკრავი გუნდი არ იყო, მაგრამ დღეს ხედავთ რა დღეშიცაა იქაც ზუსტად იგივე პრობლემები შეიქმნა რაც ჩვენთან დღეს და ყველაფერს მომჯდარი ერთი კაცის ხელი რო ტრიალებს მანდაც ეგეც არი, არც მაგისი სტადიონი გვინდა და არც ხელფასი ეგეთი. უსადიონოდ და ასფალტზე და ხრეშზე ნათამაშებმა ხალხმა წაწია ქართუი რაგბი წინ.
Simartle
სრული სიმართლეა არანაირად არ ვიმსახურებთ 6 ერთი ყოფნას, გორგოძის და ძლიერების ხარჯზე ჭიდაობით მოგებული რაგბი არ ფასობს და არც საინტერესოა ნეიტრალური მაყურებლისთვის, ერთი საშუალო დონის ნაკრები გვაქვს და ამდენი ფული რაც რაგბში ჩაიდო სხვა სპორტში,რომ დახარჯულიყო მინიმუმ მსოფლიოზე კარგ შედეგებს დადებდა ის სპორტი. კორუფციაში იხრჩობა რაგბის სამყარო და 6 ერზეა პრეტენზიები . ვის სჭირდება საქართველო იქ ? ან აქ ჩამოფრენა და ეგ ხარჯები უღირთ 6 ერთი რო მიგვიღონ ? სანაცვლოდ რას ვაძლევთ იმათ ჭიდაობას და ძალისმიერ თამაშს?
Tom
დიდი ამბიციები კი გვაქვს მაგრამ ბოლო წლებში რუსეთის და ბელგია/რუმინეთის გარდა ვისთან ვაჩვენეთ ნორმალური შედეგი ? რუსეთმა ლამის მოგვიგო ბოლოს საერთოდ, სრული რეგრესია სახეზე . იტალია არ იმსახურებსო და შეგხვდა მოგვიგო უშანსოდ იმ იტალიამაც. სულ ამ ადგილას ვიქნებით იმიტომ რომ არ ვართ ტრადიციული რაგბის ქვეყანა ჩვენ არც ფინანსურადაა საინტერესო საქართველო 6 ერისთვის.
gio
ასეთი ადამიანები არიან ზუსტად უინტელექტო და გონება ჩლუნგები, ეხ ბიძიკო მარტო მაგ 6 ერით შორს ვერ გაფრინდებით, პირიქით თუ განვითარება უნდა რაგბს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა ჩაერთოს მის პოპულარიზაციაში.
ბაბუაწვერა
ვიცი ბევრს არ ესიამოვნება რასაც დაწერ,მაგრამ ისიც ვიცი,რომ სიმართლეა:თუ ასე გაგრძელდა ორ წელიწადში რუსების ბულკები გავხდებით.ისეთი რეგრესი წავა რაგბში რუმინეთი მონაგონი იქნება.იმასაც დავწერდი რაც ხდება ქართულში რაგბში და რატომ ხდება,მაგრამ დამბლოკავს ადმინი.ორჯერ დავწერე აქ და ორივეჯერ დავიბლოკე.ისე ერთხელ არ წამიკითხია რომელიმე ჟურნალისტს დაეწეროს კორუფციის შესახებ რომელი სპორტულ ფედერაციებში.საქართველო იმდენად პატარაა და ის რაც ხდება სხვადასხვა ფედერაციებში იმდენად ადვილი შესამჩნევია,რომ ყველა ყველაფერს ვამჩნევთ,ვხედავთ,ვიგებთ გარდა სპორტული ჟურნალისტებისა,მაგრამ არიან მომსხდარი თბილად და ბევრს სპორტული ჟურნალისტობა საიტებიდან ინფოს გადმოთარგმნა ჰგონია მარტო.
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
"ნაპოლი" სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ უფრო ძლიერდება - კლუბმა მორიგი ფეხბურთელი დაიმატა
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან