სანდრო მამუკელაშვილი შედეგიანი წარმოდგენით დაემშვიდობა "სეტონ ჰოლის" ფანებს. მისმა გუნდმა მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩი გამართა საკუთარ არენაზე, სადაც გამონაკლისი დაუშვეს და პანდემიის გამო აკრძალვის მიუხედავად, 1700 ფანი ტრიბუნაზე დაუშვეს.

ცნობილია, რომ მამუკელაშვილი ამ სეზონის ბოლოს დრაფტზე დადგება, რაც ნიშნავს, რომ ის "სეტონ ჰოლს" დაემშვიდობება. შესაბამისად, მას "მეკობრეების" არენაზე თამაში აღარ მოუწევს. Big East-ის კონფერენციის პლეი-ოფი ნიუ-იორკში, "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართება.

სეტონჰოლელებმა Big East-ის კონფერენციის დებიუტანტი "კონექტიკუტი" მიიღეს და 58:69 დამარცხდნენ. მამუკელაშვილი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 37 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ ბურთი ორჯერ დაკარგა და 3-ჯერ დაჯარიმდა. მან 12-დან 4 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

10 მოგებითა და 8 მარცხით "სეტონ ჰოლი" კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. სანდროს გუნდს გაუჭირდება NCAA-ს ჩემპიონატში ("მარტის სიგიჟე") მოხვედრა, თუმცა Big East-ის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. შემდეგ მატჩს "სეტონ ჰოლი" სტუმრად "სენტ ჯონსთან", 7 მარტს გამართავს.

GBF

დინამო 72
ხო აი მასზე უკეთ იცი და ჩაინიშნავს ახლა და მასზე მომუშავე მწვრთნელებს გადასცემს. რას მაზგაჩობ იცის კაცმა რაც უნდა ჰქნას!
გრიგოლი1408
რაში მჭირდება მამუკელაშვილი ან ბითაძე თუ ნაკრებს არ გამოადგებიან
SL
სანდროს წარმატებები რა თქმა უნდა. ავტორო რომ წერ მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყოვო 31 ქულა გააფუჭა და 11 ქულით წააგეს. მე არ ვთვლი ასეთ თამაშს საუკეთესოდ. დაწერეთ რა რაც იყო - ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა. ეს არ ნიშნავს საუკეთესოობას. სროლაზე იმუშავე სანდრო!!
გიორგი
წარმატებები სანდრო, დიდი იმედით ველოდებით შენს კარიარეს, ახალი ნოვიცკი უნდა გახდე ;)
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა