ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა პორტუგალიასთან

რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა პორტუგალიასთან

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ორწლიანი ციკლის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და მასში სამი დებიუტანტია.

6 მარტს საქართველო ლისაბონში პორტუგალიას, საქართველოს დროით 19:00 საათზე ეთამაშება. წლევანდელი (და მომავალი წლის) რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ ამ დროს მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა ახალი მოთამაშეების გამოცდასთან ერთად, სასურველი შედეგიც მივიღოთ:

„განწყობის თვალსაზრისით, ამ და შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს შორის არანაირი სხვაობა არაა. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ზღვარი ექსპერიმენტებსა და თამაშის ხარისხს შორის. საჭირო და აუცილებელია გავაჩინოთ რეზერვი, მოთამაშეებმა მიიღონ გამოცდილება, გავზარდოთ კონკურენცია და ასე ვთქვათ, დავაგრძელოთ სკამი, თუმცა, ამავდროულად, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებულნი, მით უმეტეს, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია“.

ახალგაზრდები და გამოცდილები შერკინებაში

რუსეთთან ერთი თვის წინ ჩატარებული მატჩის შემდეგ სრულადაა შეცვლილი შერკინების პირველი ხაზი. კვაჭის პოზიციაზე თამაშს გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე იწყებს, რომელსაც მხარს ახალგაზრდა ბურჯები – გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე გაუმაგრებენ. ორივე მათგანმა სასტარტოში ბოლოს 22 თებერვალს, ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა. გოგიჩაშვილს ძირითადში მეექვსედ, ხოლო მელიქიძეს მეოთხედ ვიხილავთ.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა და ის ნოდარ ჭეიშვილს შეუწყვილდება. ამ წყვილმა ერთად „შემოდგომის ერთა თასზე“, ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

მესამე ხაზში ბრუნდება გიორგი (კოკი) თხილაიშვილი. მეორე ფლანკერი უკვე ტრადიციულად – ბექა საღინაძე იქნება, ხოლო შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონიაა.

ხაზი

9 ნომრად თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, რომელიც ძირითადში ბოლოს ნოემბერში, ინგლისთან მატჩში იყო. მას მგეზავი ლაშა ხმალაძე შეუწყვილდება, რომელმაც ამ პოზიციაზე ბოლოს შარშან, სწორედ პორტუგალიასთან ითამაშა, „შემოდგომის ერთა თასზე“ კი ფულბეკად ირჯებოდა.

„შემოდგომის ერთა თასის“ მსგავსად, ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელიც ცოტა ხნის წინ "გლოსთერს" შეუერთდა და ინგლისის პრემიერშიფში რამდენიმე მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

ფრთებზე სანდრო თოდუასა და მირიან მოდებაძეს ვიხილავთ, ხოლო ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება.

სამი დებიუტანტი მარქაფაში

სამი დებიუტანტია მარქაფაში – "რასინგ 92"-ის ბურჯი გია ხარაიშვილი, "ბრივის" მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და "აიას" მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი

9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზე ვიხილავთ მიხეილ ალანიას, რომელიც მეორე კეპს მოიხვეჭს. ხაზის მარქაფაშია ახალგაზრდა დემე თაფლაძეც.

გუნდს მეორე ტაიმში გააძლიერებენ გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ბექა გიგაშვილი, ასევე, მეორეხაზელი დავით გიგაური.

შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მაისაშვილი ამბობს:

„გუნდში სამი დებიუტანტი გვყავს, რომლებიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან. ვცდილობთ გამოვცადოთ ახალი მოთამაშეები და ამავდროულად, არ დავარღვიოთ ბალანსი. ძირითად შემადგენლობაში არიან გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე. გოგიჩაშვილი რუსეთთან თამაშისთვის კლუბმა არ გამოუშვა და ახლა ჩვენთანაა; მელიქიძემ კი ყველა თამაშში დაამტკიცა, რომ დასაყრდენი ძალაა და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დაიმსახურა“.

„პრობლემა გვაქვს მარცხენა ბურჯის პოზიციაზე. მიხეილ ნარიაშვილს მუხლი აწუხებს და ბექა გიგაშვილს პოზიცია შევუცვალეთ, რაც მისთვის უცხო არაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა სიძლიერე შეგვმატონ და საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობა გვაქვს“.

„დიდი ხანია მგეზავად არ გვინახავს ლაშა ხმალაძე, 9 ნომრად კი შანსს გელა აფრასიძე მიიღებს, რომელსაც ძირითადად შეცვლაზე უწევს ხოლმე შესვლა. ეს ტაქტიკური ცვლილებაა და გარდა ამისა, ამ ბიჭებმა, ასევე მიხეილ ალანიამ, რომელიც მარქაფაშია, შანსი დაიმსახურეს“.

„ტრავმის შემდეგ გვიბრუნდება სანდრო თოდუა, რომელმაც რეაბილიტაცია გაიარა. ასევე დაგვიბრუნდა გიორგი კვესელაძე, რომელიც მერაბ შარიქაძესთან კარგადაა შეთამაშებული და დარწმუნებული ვარ, ის დიდ ენერგიას შეგვმატებს“.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(+2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი)

I ტური

6 მარტი. ლისაბონი. 19:00 (საქ. დრო)

პორტუგალია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

• კაიაკი

ლაშა ლომიძე საფრანგეთის მესამე ლიგაში თამაშობს და ალბათ მაგიტომ, თითოქს მოტივაცია აკლია. აი აიას ლაშა ლომიძე რატომ არ არის ნაკრებში საკითხავია. მართლა არაქართულ რაგბს თამაშობს და სასიხარულოა

ჩილაჩავას და ცუცქირიძეს ტრავმები აქვთ და რეაბილიტაციას გადიან, სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, ლომიძე საკმაო ხანია ნაკრებში არ გამოჩენილა, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ მის პოზიციაზე ბევრმა ახალგაზრდამ თავი მასზე უკეთესად წარმოაჩინა, მიქაუტაძე დღეს ყველაზე გამოცდილი მეორეხაზელია და ალბათ ამ ტურნირისთვის მას არ მოაცდენენ. ასიეშვილის არყოფნა ალბათ მწვრთნელმა არ ჩათვალა საჭიროდ

• მაისაშვილი

არავინ იცის

• ქომაგი

თუ იცთ რატომ აღარ არიან ნაკრებში სუთიაშვილი, ჩილაჩავა, ცუცქირიძე, მიქაუტაძე, ასეიშვილი და ლაშა ლომიძე გთხოვთ დაწერეთ.

• კახა

მათიაშვილი კიდეე, ვაიიი......

• ლექსო

ცუცქირიძე სად გაქრა?

• გიორგი

რა შეგვჭამეთ ამ მათიაშვილით? ჰაერში ბურთს ვერ იჭერს. წამოღებით ვერ მოაქვს. დააყენეთ ის ბავშვი გამოცდილებას მაინც შეიძენს.

• Misha

ვასკა სადაა ლობჟანიძე კარგი ბიჭია რას ერჩით

• წადი რა

მათიაშვილის ფულბეკობამ არ გაიშვას.ამ ექსპერომენტებით კარგს არაფერს დაგვმართებ.გადამწყვეტი თამაშებია და მოგება გვჭირდება და ექსპერიმენტების დრო არ არის!

• emigranti

ჩილაჩავა საერთოდ ამოაგდეს ნაკრებიდან? მაისაშვილს რაგბის ცოდნაში არ ვეჯიბრები, მაგრამ მგონი ყველას ჯობია პირველ ხაზში.

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა

[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება

რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან

[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო

"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში

[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა