ყაზახეთის დედაქალაქში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა "ასტანა ვუმენსმა", რომელშიც 4 ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობს.

ყაზახეთის დედაქალაქში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა "ასტანა ვუმენსმა", რომელშიც 4 ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობს. ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია. ჩვენებურთაგან განთესილი მხოლოდ ოქსანა კალაშნიკოვაა (180), რომელიც ორგანიზატორებმა მე-7 ნომრად განთესეს. პირველ წრეში კალაშნიკოვა 16 წლის ურეიტინგო ყაზახ დარია ბერეჟნაიას ხვდება. რა თქმა უნდა, მატჩის უპირობო ფავორიტი ოქსანაა. კალაშნიკოვა თუკი ჯერ არ ჩაბმულა ტურნირში, მას უკვე ელოდება მეტოქე მერვედფინალში - თანამემამულე სოფიო შაფათავა (299). ალმათის ტურნირის ფინალისტმა დაძაბულ ბრძოლაში ავსტრიელი ნიკოლა ჰოფმანოვა (187) დაამარცხა - 5:7, 6:4, 6:4. ერთეულთა ძირითად ბადეში ჯერ არ უთამაშია ეკა გორგოძესაც (551), რომლის მეტოქე რუსი დარია კუჩმინაა (406). სამაგიეროდ, ითამაშა თათია მიქაძემ (283), რომელიც საუკეთესო ფორმაშია. 22 წლის ქართველმა ორ სეტში მოუგო რუს მარტა სიროტკინას (376) - 7:5, 7:5.

ახლა წყვილთა ბადეზეც ვთქვათ - ბადეში სამი წყვილია ქართველთა მონაწილეობით. თათია მიქაძე და სოფიო შაფათავა სუფთა ქართულ დუეტს წარმოადგენენ. დანარჩენი ორი კი შერეულია - ოქსანა კალაშნიკოვა რუს ალექსანდრა პანოვასთან (140) ერთად ასპარეზობს. ეს წყვილი მე-3 ნომრად განთესეს, პირველ წრეში მათ ებრაელ მასურისა და ფრანგ პიკიონს მოუგეს - 7:5, 6:1. მეოთხედფინალში მათი მეტოქეები რუსები (პაშკოვა, როდინა) იქნებიან, რომელთაც გორგოძისა და შარიპოვას ქართულ-უზბეკურ წყვილს მოუგეს - 6:4, 6:3. მიქაძე და შაფათავა პირველ წრეში ყაზახ დიასსა და უზბეკ ხაბიბულინას ეთამაშებიან.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა