რაგბი ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიოს შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლისაბონში პორტუგალია 29:16 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებმა" 5 ლელო გაიტანეს ((მირიან მოდებაძე, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი მელიქიძე, შალვა მამუკაშვილი, თორნიკე ჯალაღონია) და ბონუს ქულაც მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვლილი და გაახალგაზრდავებული იყო, შეიძლება ამას მივაწეროთ ის გარემოება, რომ გუნდი აშკარად შეუთამაშებელი ჩანდა, იყო ძალიან ბევრი გაუმართლებელი შეცდომა და საჯარიმოებისა და გარდასახვის მეტად დაბალი პროცენტი, რის გამოც მატჩის ბედი თითქოს ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ჩვენი გუნდის უპირატესობამ მოლებში და მეორე ტაიმის შუიდან უკვე შერკინებაში სასწორის პინა ჩვენს მხარეს გადახარა და შეხვედრა ბონუს ქულით მოვიგეთ.

გამარჯვებულებს ნამდვილად არ ასამართლებენ, მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ შედარებით ძლიერ მეტოქესთან ასეთი თამაშით ნამდვილად დავისჯებით და ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია, რაც ჩვენზე უკეთ ნაკრების თავკაცობას ესმის და იმედი გვაქვს როგორც შემადგენლობის, ისე სათამაშო დისციპლინის მხრივ სიტუაცია გამოსწორდება.

მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 14 მარტს მადრიდში ესპანეთთან გამართავს, 20 მარტს კი კალინინგრადში რუსეთს დაუპირისპირდება.

პირველ ტურში რუსეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთს 18:13 სძლია.

გიორგი,მე მგონი გასაგებად ვწერ,რომ ტურნირს მნიშვნელობა უნდა მიეცეს მეთქი.ამის მოთავენი არიან ტურნირის ორგანიზატორები FIRA-AERი.არავის აწყობს,რომ საქართველომ დიდი ანგარიშით მოუგოს აქ მონაწილე გუნდებს.რაგბს ინტერესი დაეკარგება ჩვენთან მოთამაშე გუნდების ქვეყნებში!პორტუგალიის ნაკრებთან ჩატარებულ ბოლო ორ შეხვედრაში აშკარად სჩანს,რომ ამ მატჩებში ჩვენმა ნაკრებმა მთელი ძალით არ ითამაშა! პორტუგალიის ნაკრებს მისცა თამაშის საშუალება! მათი ფრანგი მწრვთნელიც ხომ გასათვალისწინებელია...
გიორგი
რა იმიტაცია? ძლივს მოვუგეთ მეორე დონის გუნდებს. მწვრთნელთა გუნდი გამოსაცვლელია.

ეს უფრო მძიმე ბრძოლის იმიტაციას ჰგავს,სინამდვილეში იოლად ვიმარჯცვებთ მათთან ჩატარებულ ბოლო ორ შეხვედრაში.იგივე შეიძლება ითქვას რუსეთთთან და ესპანეთთან შეხვედრებში.საქართველოს ნაკრებს შეუძლია უფრო სოლიდური ანგარიშით დამარცხება ზემოთჩამოთვლილი ნაკრებებისა.6 ერში არ გვიშვებენ და ამ ტურნრის ცოტა ინტერესი ხომ უნდა მიეცეს. მე ის მაკვირვებს-ამ დონეზე რად გვინდა შერკინების მწრთვნელის მოწვევა სხვა ქვეყნიდან!
ოზუზი
ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ ივ ჟან გიზლენ მიშელს ო, მუსიე შარლ გოგმართავთ სრულიად საქართველოს სახელით და თხოვთ გაუწიოთ „ფასილიტაცია“, ხოლო თუ საჭიროა „მედიაცია“, ან კიდევ „მედიტაციაც“ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ დაძაბულ სფეროს და ქართული რაგბის ყველა მხარეს. და თუ გნებავთ ტრანსცენენციაც რომ დაწყნარდეს ვითარება და იმნას ,შვიდი და საქმე კეთილი ქვეყანასა ჩვენსა და ყოველთა ქართველთა ზედა. თქვენი გულისხმიერების იმედად ყველასგან მიტოვებული და ეული ქართველი ერი
tngh
გამარჯვება, თანაც "ბონუს" ქულით, მისალოცია. იმედია, ფედერაციაში ჩაწყნარდება სიტუაცია, და ნაკრებიც უკეთ ითამაშებს შემდეგ თამაშებს. ხომ არ უნდა გადავაყოლოთ რაგბი ზოგიერთების ინტრიგებს???
Zaza
რაც კლასი გვაქ ომ დონეზე კი ვთამაშობთ და მეტი არ შეუძლიათ უბრალოდ თორე ვერ იტყვი რო არ ინდომებენ კალათბურთის არიყოს ზედმეტმა ბაქიბუქობამ იცის და ქართველების ყოვლისშემძლეობაზე მითებმა ეს აქედან გამომდინარე მერე კრიტიკა და ხშირ შემთხვევაში ლანძღვაც სამწუხაროდ რაც არცთუ ისე იშვიათია აქ ირლანდიას გინდა მოუგო რაგბში ესპანეთს ფეხბურთში სერბებს კალათბურთში და იმას არ უყურებ რითი ან ვისით. გადახედე ვინ სად თამაშობს და მორჩა რათუნდა ამას ამდენი პროფესორობა .
გიორგი
ტყუილია თითქოს ვინმე ბიჭებს ლანძღავდეს! ვაკრიტიკებთ მწვრთნელებს და უმაქნის რაგბის კავშირს, რომელაც წელიწადზე მეტია ვერ მოახერხა პრეზიდენტისა და გამგეობის არჩევა. ამათ საერთოდ უნდა შეუწყვიტოს დაფინანსება მთავრობამ და სპონსორებმა და მერე მოვლენ აზრზე!
რაგბის ფანი
ადმინ, მერე და ვინ გითხრათ, რომ უფრო ძლიერ მეტოქესთანაც ასე ნახევაღი ძალით ვითამაშებთ?

ნახევარი საქართველო დაავადდა და ვაქცინა ვერ შემოგვიტანია, რა მწვრთნელის სემოყვანაზეა საუბარი.
ქართველი
ნეგატივისგან სკდება რას ნიშნავს არ გავაკრიტიკოთ გასაკრიტიკებელი თუ როგორ არის საქმე. ამდენი ხანი რო ყვეკაფერზე ყოჩაღ ბიჭები ვიძახეთ იმიტო მივედით აქამდე. თუ მარტო ფეხბურთელები უბდა ვაკრიტიკოთ. არცერთი ისეთი კომენტარი არწერია სადაც ბიჭებს შეურაწყოფას აყენებენ პირიქით ვენაცვალე გულში ყველას მაგრამ გასაკრიტიკებლები არიან. სამარცხვინო თამაში იყო და არგვინდა ეს ხარახურა ლაპარაკი რა
ოზუზი
და თამაშ მარტო მოლი გგონია? 80 წუთი მოლის მეტი ვერაფეი ვერ უნდა შეძლო?
Burdzgla
მინდა ყველას მივმართო ვინც აქ ნეგატივისგან სკდება, რა გჭირთ ვერ გავიგე რას ერჩით ჩვენ ბიჭებს ??? პორტუგალია თქვენ რღაცა სოფელი ხო არ გგონიათ (ფეხბურთს შეხედეთ პორტუს) ან ესპანეთი ან რუსეთი თავისი ბიუჯეტებით, ყველა მაგრა ვარჯიშობს და ეს შერკინება კიდე რატო ვერ უნდა გაგვიწიოს ვინმემ წინააღმდეგობა რა სხვა არ ვარჯიშობს?? ცოტა მოყენდით - რაც შეეხება 6 ერს მთელ ბრიტანეთში მილიონ ნახევარზე მეტი მორაგბეა, ჩვენთან რამდენი კაცი თამაშობს რაგბს?? 2000 ალბათ არც კი ... კარგით რა ცოტა პატივისცემა გამოიჩინეთ
სპორტ ფაზა
კარგია მოგება! როგორც იქნა მიხვდნენ ნაკრებში რო 9 ნომერზე სიახლე იყო საჭირო და ორივემ ღირსეულად,სწორად და რაც მთავარია სწრაფ ტემპში ითამაშა ითამაშა! პირველი ხაზი ბოლო 5 წლის წვალების და ბუქსავის შემდეგ მართლაც მაგრა გამოიყურებოდა და გადათელა მოწინააღმდეგის შერკინება !!!! ასე რომ პირველი ხაზში ამ ბიჭებს თუ არ შეცვლიან ძველ დიდებას დავიბრუნებთ!!! 2 ხაზი და მთელი შერკინება მოწოდების სიმაღლეზე იყო რაც მილებში გამოჩნდა ძალიან კარგად!! აი უკანა ხაზი კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!!!! ხმალაძე და მათიაშვილი აშკარად არ არის ძირითადის ხალხი, თუ რატო ამას ყველა ვხედავთ და აღარ ვიტყვი.... სიახლეებია საჭირო ამ პოზიციებზე და ყველაფერი იქნება კარგად!!! უკანა ხაზი რომელიც ერთ გაჭრას ვერ აკეთებს თამაშის მანძილზე მემგონი შესაცვლელია!!! აბა ვნახოთ ესპანეთთან როგორ ვითამაშებთ. წარმატებები ბიჭებს!!!
ქამონ
2023 ის მსოფლიომდე ყველა ცდილიბს რომ მაქსიმალური გააკეთოს მოიყვანოს ახალი მწვრთნელი და ასე შემდეგ. ჩვენ რას ვშვებით ამდროს? კარგითრა
123
აბსოლუტურად სამარცხვინო თამაში. ყველანაირი გადანეტების გარეშე. რიცა პორტუგალია მთელი თამაში ბურთს გაგიკონტროლებს და პირველ ტაიმს მოგიგებს საერთოდ რაზე ვსაუბრობთ????? რაუნდა მოხდეს ისეთი რომ მაისაშვილმა დატოვოს პოსტი? მაინდამაინც რუსეთმა უნდა მოგვიგოს და მერე გაბრაზებულმა ხალხმა თავად გადააყენოს თუ როგორ არის საქმე. 20 წელია რაგბს ვუყურებ და ცოტა მაინც გამეგება რაღაც. ვინმე თუ მეტყვის არგუმენტირებულად რატომ უნდა დარჩეს მაისაშვილი ხმას არ ამოვიღებ. მალე გაუშვით მალეეე
გიორგი
ახალი მწვრთნელი აუცილებელია და ეს მაისაშვილმაც იცის. ახალ მწვრთნელს ხეშეკრულება ვიღაცამ ხომ უნდა გაუფორმის? აბუსერიძის ხელმოწერას იურიდიული ძალა არ აქვს. არადა აბუსერიძე ახალი არჩევნების ჩაშლას ცდილობს. ამას ჰქვია რაგბის სიყვარული? ფულის, კი ბატონო!
სოსო
6 ერის გამოცდილება,როდის უნდა გამოვაჩინოთ?მათიაშვილი,აფრასიძე,ესენი ამ თამაშში და სხვებიც ხომ არიან,ვინც 20 წლამდეწლთა ნაკრებში,ძალიან მ,აღალ დონეზე ასრულებდნენ დარტყმებს,21 წლამდეც მიიყოლიეს ეს სიზუსტე,მერე კი ყველამ გააუარესა ხარისხი და ახლა,ვერავითარ კრიტიკას ვეღარ უძლებს,მათი ფეხით თამაში.ვერც ერთი დაკიდებული ბურთი ვერ მოვიგეთ და უამრავჯერ დავჯარიმდით.შერკინება რომ შერკინებაა და პორტუგალია მუდამ სუსტი იყო,აქაც კი მოვახერხეთ, რამდენჯერმე დაჯარიმება.ერთი ეგ არის,რომ მოლში ვაჯობეთ ძალიან და ხაზში ვერ გვიდგებოდნენ,კარგად რომ დაერტყათ ჯარიმები,წასაგები თამაში იყო,აქ კი,ტკბილი ლუკმისათვის,ერთმანეთს სჭამენ ვითომ პატრიოტი ვაჟკაცები და სულ ფეხებზე ჰკიდიათ,რას იზავს ნაკრები.
გუსანი
4-5 წელია უფრო უკან მიდის ნაკრები ვიდრე წინ, არცერთ კომპონენტში სიახლე არ ჩანს, უფრო უკუსვლა- შერკინება ისეთი ვეღარ არის, ის რომ პორტუგალია დაიღალა და წინააღმდეგობა ვეღარ გაგვიწია თვითკმაყოფილების საბაბს არ იძლევა, ფეხბურთისგან გასხვავებით რაგბიში ჩვენი ბიჭები მეორე ტაიმში უფრო იხსნებიან, მართალია მეტოქის დაღლის ფონზე. ამდენი შეცდომა?! მაპატიონ ბიჭებმა და სტაფმა, მაგრამ სათამაშო აზროვნების-დისციპლინის დეფიციტზე მიუთითებს, საკლასო მეცადინეობები აკლიათ, ჯერ კლასში წესების ცოდნაში გამოცდა უნდა ჩააბაროს ნაკრების წევრმა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაუშვა მოედანზე..... ეს სხვა დისციპლინებსაც ეხება თუმცა ნაკლებად იმიტომ, რომ რაგბში ბევრი წესია...
გიორგი
მე მგონი ბევრს ვთხოვთ ძალიან ჩვენს ნაკრებს, არ ვართ ის გუნდი რომ ყველა თამაში 40 და 50 ქულით მოვუგოთ მეორე ეშელონის გუნდებს. ბევრად გამოცდილი გუნდი რომ გვყავდა მაშინაც გვიჭირდა, ერთხელ ბოლო წუთზე ჯარიმა ვერ გაგვიტანეს 22 მეტრიდან და ისე მოვიგეთ. მთავარია კარგი ბიჭები მოდიან, სათამაშო პრაქტიკა გვინდა, უცხოელი მწვრთნელი. იმედია ფედერაცია დალაგდება. სხვანაირად არაფერი გამოგვივა
kaira
კაროჩეეე. ამათმა ამბიციებმა დაგვღუპეს.

აფრასიძე აშკარად წვალობდა. მიეცით ალანიას მეტი შანსი, მშვენივრად გამოიყურებოდა , კარგი პასი, ბურთიც დროზე გამოაქვს და ადგილსაც სწორად არჩევს.რაც მთავარია უმატებს.
ნიანია ბაკურიანი
მაპატიეთ,მაგრამ ასეთი თამაშით ექვსი ერი?.....მეტად არა ჩემი მტერი,ექვსი ერი კიარა ჯარიმის დამრტყმელი აღარავინაა გუნდში,შერკინებაშიც შევსუსტებულვართ,ერთი მოლი იყო,რომელსაც არაუშავდა და რომლითაც მოვიგეთ კიდეც თამაში,მაგრამ ვისთან "ჭ"კლასის გუნდთან,აი ეს ყველაფერი რაგბის სათავეში აღრევა,დაღრევის,ერთმანეთის ღრენა-კბენის ბრალია და თუ დროზე სათავე არ გაიწმინდა და არ დაიწმინდა,ექვსი ერი კიარა,რაგბი ევროპაც სანატრელი გახდება,სასწრაფოდა საჭირო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელის დანიშვნა.
მოლი ურთულესია
მოლში თამაში მარტივი გგონია? თან 10 წუთი7 კაცით ვათრევდით მოლში
ბათუმელი
ღირსეულად წასვლა როდის უნდა ვისწავლოთ,გინდ სპორტში და გინდ პოლიტიკაში?მანდამაინც პანღურით უნდა გაგაგდონ?ვინ არის ყველაზე კარგი შემფასებელი თუ არა გულშემატკივარი?ხოდა მოგიწოდებთ დროზე მიიღოთ ზომები!მე პირადათ ამ მოგებას არ ვღებულობ!
მ.ჰეიგი
რომ მლანძღავდით აქ ზოგიერთები გახსოვთ?
ოზუზი
კაკოი პაზორ ნა ვეს რაიონ სლუშაი! მარტო მოლით მოიგეს, მეტი არაფერი გაუკეთებიათ - მიაწექ მარო! ე რა ტყუილად გაჭმევ პურსა!
გიორგი
ვინ უნდა მოაშოროს? თან სასწრაფოდ.. დროებით რომ არის თვითონ იცის ყველაზე კარგად, უბრალოდ ეხლა სხვა გამოსავალი არ გვქონდა.
1-5 ლელეობში
კარებში რო გაგვეტანა 40მდე ავდიოდით რა არის რა
ლაშა
ერთი თამაში ყველას ჩაუვარდება,მიყვეს მეორე.. მაგრამ ვფიქრობ ეს ცალსხად უკუსვლაა და სჯობს ხმის ამოღება. არასდროს ვარ ჩასაფრებული,მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. იმედია დაძლევთ ამ კრიზისს და 6 ერს შეუტევთ. წარმატებები
ლუკა
მგონი ჯალაღონია გახდება ლიდერი თავის დროზე. ძველი ცუცქირიძე ძალიან გვაკლია. დანარჩენი რაც გვაკლია კი აშკარაა. მოყვარულპორტუგალიას ფეხით დამრტყმელიც უკეთესიყავს თამაშში, და სისხარტეც გვესწავლება მაგათგან.
Gaga
saswrafod moashoret maisashvili ! davigupebit.
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
პორტუგალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" ვარსკვლავი ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს
ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო
ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]
ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
ლევან მაისაშვილი: ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა