ბრაისგაუელებმა მალელი ფორვარდი გარა დემბელე დაითანხმეს, რომელიც „ფრაიბურგში“ სოფიის „ლევსკიდან“ გადავა
„ფრაიბურგმა“ მომავალი სეზონისთვის ახალი თავდამსხმელი იყიდა: ბრაისგაუელებმა მალელი ფორვარდი გარა დემბელე დაითანხმეს, რომელიც „ფრაიბურგში“ სოფიის „ლევსკიდან“ გადავა. ბულგარეთში მან უკვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები: გასული სეზონის 36 ოფიციალურ მატჩში დემბელემ 34 გოლი გაიტანა. აქედან 26 გოლი ბულგარეთის ჩემპიონატში შეაგდო, ხოლო 8 ევროპის ლიგაში.

ბრაისგაუელთა სპორტული დირექტორი დირკ დუფნერი ტრანსფერით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ 25 წლის მალელი თავდამსხმელი თავს ბუნდესლიგაშიც გამოიჩენს. დემბელე ბეგ ფერატის (ბაზელიდან), ივიცა ბანოვიჩისა (დუისბურგიდან) და დანიელ ბატცის (ნიურნბერგიდან) შემდეგ, „ფრაიბურგისთვის“ რიგით მეოთხე ახალწვეულია.

მოგეხსენებათ, „ფრაიბურგს“ გასულ სეზონში ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი ჰყავდა. ვგულისხმობთ თავდამსხმელ პაპის დემბა სისეს, რომელმაც 22 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის გადაჭრით თქმა, რომ დემბელე სწორედ სისეს მეწყვილე გახდება, რაც „ფრაიბურგისთვის“ ძალიან კარგი იქნებოდა. დიდი შანსია, რომ ახალწვეულმა სისე შეცვალოს, რადგან ამ უკანასკნელს უაღრესად წარმატებული სეზონის შემდეგ ძალიან ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის