"ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

"მორაგბეები მშვიდობიანად ვართ განწყობილნი. უბრალოდ, დავაყენეთ მოლი. მოლი არის რაგბის ილეთი. ჩვენ შევიკარით და მივაწექით, რომ შევსულიყავით და ჩაგვეშალა ეს არალეგიტიმური არჩევნები. მშვიდობიანი აქცია გვინდოდა, მაგრამ აქ ისეთი ადამიანები გაჩნდნენ, რომლებიც რაგბისთან კავშირში არ არიან. სამარცხვინოა ეს, რაც აქ ხდება", - აცხადებს მორაგბე სიმონ მაისურაძე.

რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის, სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს "ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

გიორგი
რა დემოკრატიაცაა დასავლეთში, ეს აშკარად გამოჩნდა ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. გასაოგნებელი გაყალბება მოხდა. თუმც, საქართველოს ჯერ ბევრად გვჯობნიან. რუსეთსაც და კიდევ ბევრ სხვა ნახევრად ველურ ქვეყანას.
BT
აშკარაა, რომ მოლის და შერკინების მწვრთნელი შესაცვლელია
ჟორა გაბრიჭიძე
დემოკრატია ნაადრევად ხომ არ შემოგვტენეს ქართველებს ამერიკელებმა? დემოკრატიისთვის ველურად გამოვიყურებით ქართველები და ველურებისთვის დემოკრატია, ეს ანარქიაა და მეტი არაფერი, რასაც ვხედავთ კიდეც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომაც გვიკიჟინებს დასავლეთი დემოკრატია დანერგეთ თუ არა თვალით არ დაგვენახოთო. ის კი ავიწყდებათ, რომ დემოკრატიას თვითონ ორი საუკუნე აშენებდენ და ბოლომდე მაინც ვერ ააშენეს.
ზურა
ხო მაგრამ, ხომ უნდა ითქვას მიზეზი რატომ არ სცნო აბუსერიძის გამარჯვება? იცით რამე?
პაატა
სახელმწიფომ არ დაარეგისტრირა, ანუ არ ცნო წინა არჩევნების შედეგები. შესაბამისად საჭირო გახდა ახალი არჩევნების ჩატარება. ესაა ობიექტური რეალობა. დანარჩენი უკვე ზღაპრებია და ხელების გადაგრეხვა. გამარჯვებულ ტყემალაძეს ხმა უცხოპლანეტელებმა მისცეს, თუ ქართული რაგბის წარმომადგენლებმა?
Irakli
ბიჭებო, რას ითხოვთ? იქნებ მოთხვნები კონკრეტული და განხორციელებადი ჩამოწერეთ და ჩვენც გავიგოთ რატომ გვართმევენ რაგბს და რატომ არ არის არჩევნები ლეგიტიმური! აბუსერიძეც ხომ ოცნების კაცია და რატომ იჩაგრება, მოკლედ ვერაფერი გავიგე, თუმცა უკვე მგონია მნიშვნელოვაც არ აქვს!
abgd
კერ რაგბის წესები უნდა იცოდე და მერე ატლიკინო ენა

გეთანხმები, მაგრამ იცი რა არ მესმის? თუ ბიძინამ ტყემალაძეს საქმის მოგვარება დაავალა, რა საჭირო იყო ამხელა დაპირისპირება და ერთმანეთთან ამ ხალხის გადაკიდება? პირველივე კანდიდატი ყოფილიყო ეს კაცი და თავიდანვე იქნებოდა ცნობილი ეს ყველაფერი. ეხლა კი გაჩნდა მტრობა და უსიამოვნება ერთმანეთში, გამოჩნდა თუნდაც ცნობილი თემურ ბენდიაშვილი, რომელიც ჯერ იქით იყო და დღეს აქეთ არის
Love rugby
ტყემალაძე რას ჩადის? ტყემალაძე წარდგენილი კანდიდატი იყო. წარედგინა აბუსერიძის მხარესაც ისეთი კანდიდატი ვისაც შანსი ექნებოდა გამარჯვების. რა "აბიზალოვკააა" პარლამენტიდან ფედერაციის პრეზიდენტის სკამზე გადაჯდე? თუ არადა ეგენი არ იყვნენ რო გაიძახოდნენ კანონით ვიბრძოლებთო და ხან ძალას გამოვიყენებთო. მაგრამ სადღაც ძაღლის თავია დამარხული. რაღაც ინტერესი თუ არ გამოძრავებს პარლამენტარების მერე ფედერაციის პრეზიდენტობა რა მუღამია?
giorgi 3
პოლიციელებს ვერ აჯობეს მოლში! მაგენი იტალიას ან შოტლანდიას მოუგებენ?!
QT
გამოჩნდა, რომ მოლში და შერკინებაში ვეღარ ვართ ძლიერები.

არა რა, ხისთავიანი ხისთავიანია... შე დალოცვილო, სარაგბე მოედანსა და საზოგადოებრივ სივრცეს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებ? ამ პოლიციელებმაც რამდენ სახედარს უნდა გაუძლონ...
გიორგი
მორაგბეების ამ ნაწილს მოვუსმინე საინფორმაციო გადაცემებში და მჯერა მათი. მჯერა, რომ ტყემალაძის გუნდმა სახელმწიფო რესურსი გამოიყენა მიზნის მისაღწევად. მაგრამ, ნახევარ სიმართლით ბევრს ვერ მიაღწევთ ხალხო. ტყემალაძეს ბიძინამ დაავალა რაგბის აწეწილი საქმეების დალაგება. თქვენ კი კობახიძეებისკენ იშვერთ ხელს, ესენი კი პაიკებია. სიმართლეს თუ გაუსწორებთ თვალს, თქვენ ბიძინას სურვილს უპირისპირდებით და შესაბამისად უნდა გესმოდეთ, რომ ფულს თქვენ არ მოგცემენ და რაგბი დარჩება უსახსროდ. უფულოდ რას გააკეთებთ? ამიტომაა, რომ ვერავინ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გეგმა რა გაქვთო?

რა მოლი დააყენეთ? ეს უკვე ფიზიკური დაპირისპირებაა და მერე გულშემატკივარს სთხოვთ გვერდში დგომას? კაი, ტყემალაძე რასაც სჩადის, ნათელია ყველაფერი, მაგრამ რომ მიაწვებით და ძალას გამოიყენებთ, ეგ უკეთეს შედეგს გამოიღებს?
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა