სპორტული ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ როჯერ ფედერერის დამარცხებას ეხმაურება.

როგორც იცით, ჩვენებურმა ლეგენდარული შვეიცარიელი დოჰას ტურნირის 1/4-ფინალში სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა.

"ეს ხალხი ასე რამ გააბოროტა, მართლა ვერ ვხვდები. ნახევარი "ფეისბუქი" წერს, მოძალადეს როგორ გულშემატკივრობთო და კიდევ მეორე ნახევარი ამბობს, გაუმართლა ბასილაშვილს, ფედერერი დაბერდა და ცუდ ფორმაში იყოო. კარგით რა, მართლა და მართლა... იდეალურ ფორმაში მყოფ ფედერერს რომ ვერავინ მოუგებს სამყაროში, ისედაც ვიცით და ამ ძალადობაზე კიდევ რა ჩაფსიხდით მართლა? ისე წერს ზოგი, გეგონება თვითონაც იქ იყვნენ, როდესაც ბასილაშვილი ცოლს ურტყამდა.

ჯერ არ დამტკიცებია არანაირი ძალადობა და საკითხი განხილვის პროცესშია. ისიც მახსოვს, ბრალდების პირველივე წამიდან როგორ გამოუტანეთ განაჩენი, ჩაქოლეთ და აბულინგეთ. ცოლი რო აშანტაჟებდა, ეგ დაუჯერებელია თქვენთვის რატომღაც, უფრო სწორად, არ გინდათ რომ დაიჯეროთ და რომც იყოს მტყუანი ბასილაშვილი, თქვენ გგონიათ, სპორტს წმინდანები თამაშობენ და ხელოვნებას წმინდანები აკეთებენ? მაშინ ნუ უყურებთ ნურაფერს და თუ იდეალურ ადამიანს ეძებთ, ქრისტეს სადმე რომ ნახავთ ტელევიზორში, მეც მითხარით!

იმასაც კი ვერ ხვდებით, რომ ქვეყანას ვგულშემატკივრობთ. ეს "ფეისბუქზონდერები" რაღაც ძალიან მომრავლდნენ და სხვების დამუნათებით იღებენ სიამოვნებას. თქვენ თავებს მიხედეთ რა, ამდენი ბოღმის ნთხევას, გირჩევთ საკუთარ თავებზე იმუშაოთ და შეიძლება როდესმე ფედერერს თუ არა, მეზობელს მაინც აჯობოთ რამეში", - წერს ზურაბიშვილი.

daviti
ბაბუცას რაც მეტი აგინებს მით მეტი ბონუსი ერიცხება :)))) ვინც მაგას უფლებადამცველობა დააბრალა :) ბოლოს სამართლიან არჩევნების მრჩეველი იყო და ქე ვნახეთ რა შარში გაიჩითნენ :)
აწი ლოკოს ფანი
აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები. ბოლო მომეწონა , ფედერერს თუ არა მეზობელს მაინც აჯობოთ რამეში ! ))
Levan
100% ხარ გიორგი.წარმოუდგენელია უფლებადამცველი ასეთ განცხადებას აკეთებდეს.ეს პირდაპირ მიუთითებს მათ არაპროფესიონალიზმს.საქმე რომ არ იციან,სხვა გზას პოულობენ რომ რამენაირად ზედაპირზე იტივტივონ.ეგ საქმე კი კარგად გამოსდით.
კახა
გეთანხმები 100%. ხალხი შურით და ბოღმით სკდება და აღარ იციან რა ჩირქი მოცხონ..
მწრთვნელი
მალადეს!
შაკო
გიორგი ზურაბიშვილი - აი, მართლა ყოჩაღ ძაან დონე მონოლოგი დადე მართლა +++++++++++++++++++++
Milani
Vinmem daamtkica es ambavi? Xalxma tavze dagvamxo qveyana da erti armaxsovxart arcerti ufledamcveli magatze giad rame getqvet da es basilashvili ra temaa egeti?
ელდარი
ამ სიტუაციაში მართალია ეს ახალგაზრდა ვერც შეედავები. ყოჩაღ
ნიკა გილოცავთ, ეგ ერთი და სხვა მრავალი!
ვააა მართლა შეაკიკინეს ამ დგენერატებმა უკვე რა? ნიკა მიდიიი მიაწექი, ამ მოსულელო შიზოიდებს ყურადღება არ მიაქციო! ეგეთები ძალიან ცოტანი არიან, უბრალოდ ნამეტნავად აქტიურობენ და ისე სჩანს თითქოს ბევრნი არიან. ჩვენ ვართ უამრავი, ვინც შენს მხარეზე ვართ და გბალეშჩიკობთ. ამ ჩემისებს ყურადღება არ მიაქციო. შენი გამარჯვება ჩვენ გვეძღვნება, შენს ნამდვილ ქომაგებს. ამეებმა იყეფონ და იყეფონ, თუ უნდათ სულაც გაცოფებულან, ერთ ადგილზე გვკიდიან.
Gaguuu
მართალია ეს ადამიანი, ეხლა გამოხტებიან ზოგ ზოგები და დაიწყებენ მაგას ემხრობიო და ასე შემდეგ
პაპასკირი
აბსოლუტურად სწორი აქცენტები გააკეთა გიორგიმ თავის კომენტარში. ვფიქრობ, ყველას ვისაც ანალიზის გაკეთების უნარი შესწევს, სწორად შეაფასებს მოვლენებს. ჯერ ბრალი არ დამტკიცებია და ასე უაპელაციოდ მოძალადედ გამოცხადება ან მისი ასეთი ბულინგი, რა ჭირს ამ ხალხს, რამ გაგაბორატად ასე, რა უბედურებაა ეს. ეს არის ისტორიული გამარჯვება, ვფიქრობ, რომ საქართველოსი. ნიკა ქართველია და ყველა მისი გამარჯვება, საქართველოს წარმოჩენა და გამარჯვებაა და ცოლს ურტყამს თუ არ ურტყამს, ამას შესაბამისი უწყებები გაარკვევენ და დაადგენენ.
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ბევრი სიახლე და კონტაქტი ქომაგთან - საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტულ ტალღაზე
დავით მინაშვილი "საზ. მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
"უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა" - გიორგი ზურაბიშვილი "პირველ არხს" ტოვებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
"არ შეიძლება ტალახის სროლა, როდესაც საქმის ვითარებაში გარკვეული არ ხარ"
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
დავით მინაშვილი: მე ჯერჯერობით შვებულებაში ვარ და ვერაფერს გეტყვით
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის