ერთხელ, აიაქსში თამაშის პერიოდში, კო ადრიანსემ ვარჯიშის წინ იკითხა, ვინ არის დაღლილიო. მე, რიჩარდ ვიჩგემ, აარონ ვინტერმა, ნიკოს მახლასმა და ყველასგან გასაკვირად, ტომას გალაშეკმა ავწიეთ ხელი, რასაც მისი მდგომარეობიდან გამოსვლა მოჰყვა...

ჩხუბი დაგვიწყო, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი არ შეიძლება დაიღალოს, მითუმეტეს, თუ ეს საქმე გიყვართ და თან ამხელა გასამრჯელოს იღებთო. ჩემთვის საქმისადმი ასეთი მიდგომა გაუგებარი და სრულიად მიუღებელიაო. ვთხოვე, შეკითხვა გაემეორებინა. ბიჭები გაისუსნენ, გაკვირვებულმა კომ კიდევ ერთხელ გაიმეორა... მე ხელი კიდევ ერთხელ ავწიე და ვუთხარი, რომ დაღლილი იმას არ ნიშნავს, რომ ვარჯიში არ შემიძლია, უბრალოდ მის კითხვას გულახდილად გავეცი პასუხი. რომ ეკითხა, შეგიძლია თუ არა ვარჯიშიო, რა თქმა უნდა, პასუხი დადებითი იქნებოდა, რადგან ყველას უკვე ბუცები გვეცვა და ვარჯიშზე გასასვლელად მზად ვიყავით. მინდოდა, რომ სწორად გაეგო ჩვენი განწყობა და არა ისე, როგორც თვითონ წარმოედგინა.

ამის შემდეგ მწვრთნელს ვკითხე - რამდენი ხანია დაქორწინებული ხარ მეთქი? ჩემი კითხვით გაოცებულმა მიპასუხა - დიდი ხანიაო... ყველა ჩუმად იჯდა და ჩვენს დიალოგს გაკვირვებული უსმენდა. სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ამ კითხვაზე პასუსი არ გამცა... ვიფიქრე ოთახიდან გამაგდებსთქო, მაგრამ უკან არ დავიხიე. გავაგრძელე - ადამიანს ცოლი რომ მოჰყავს, ალბათ ძალიან უყვარს და ამიტომ მთელ ცხოვრებას მას უკავშირებს, მაგრამ ყოველდღე ხომ არ აქვთ სექსი, ხომ არსებობს დღეები, როცა არავინ გინდა და არც არაფერი გსიამოვნებს...

თუ არსებობს ვინმე ისეთი, ვისაც არც ერთი დღე არ ჩაუგდია - იქნებ მანახოთ და ჩემს პატივისცემას პირადად დავუდასტურებთქო... ფეხბურთი ნამდვილად მიყვარს, ვგიჟდები, ამიტომაც მთელი ცხოვრება მას მივუძღვენი, მაგრამ ნამდვილად არსებობს დღეები, როცა ძალიან დაღლილი ვარ და მისგან დასვენება მსურს მეთქი...

იმ სეზონში, 20 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი.

წყარო: შოთა არველაძის ფეისბუქ გვერდი

shoda
დიდებული კაცია, დიდებული ადამიანი! სამწუხაროა რომ ჩვენში ყველა ხერხითა და საშუალებით ცდილობენ ასეთების შევიწროებას!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება