ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნიკა, მადლობა! - ადამიანი, რომელმაც მეტოქეებზე, საკუთარ თავსა და ლაფის მსროლელებზე გაიმარჯვა

ნიკა, მადლობა! - ადამიანი, რომელმაც მეტოქეებზე, საკუთარ თავსა და ლაფის მსროლელებზე გაიმარჯვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ჩემპიონია. ქართველმა დოჰას ტურნირის ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შანსი არ დაუტოვა და ორ სეტში, 7:6, 6:2 სძლია.

გზად კი იყო ისტორიული გამარჯვება. მატჩი, რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა და არასდროს არავის არ დაავიწყდება.

სახუმარო და ადვილი საქმე ხომ არაა სძლიო როჯერ ფედერერს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენებში წამყვან ადგილს იკავებს.

ბასილაშვილის დაბრუნება ყველას ძალიან გვიხარია. ურთულესი 2020 წლის შემდეგ ნიკა 2021 წელსაც მძიმედ იწყებს, თუმცა საკუთარ თავში ძალებს პოულობს და საქართველოს კიდევ ერთხელ ასახელებს.

შეუძლებელია გვერდი აუარო და არ ახსენო ის ნეგატიური ფონი, რომელიც ჩოგბურთელს თავად ქართველებმა შეუქმნეს.

იმ მომენტში, როდესაც სასამართლოს მის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს გამოტანილი და ნიკას ბრალდება დამტკიცებული არაა, რბილად რომ ვთქვათ, მის მიმართ ასეთი ბინძური კამპანიის აგორება უბრალოდ სირცხვილია.

არასამთავრობო ორგანიზაციები ფედერერთან გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნას მოითხოვდნენ. შემდეგ ეს ინფორმაცია უფლადამცველმა ბაია პატარაიამ უარყო, თუმცა სპორტსმენის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამტკიცებს, რომ მსგავსი მოთხოვნა დოჰას ტურნირის ორგანიზატორებმა მართლაც მიიღეს.

იმ დროს, როდესაც ქართველი ერი უნდა ხარობდეს ისტორიულ გამარჯვებას, ჩვენი ქვეყნის სახელის გათქმას საერთაშორისო დონეზე, ქვეყანაში ასეთი წარმატების მომტან ადამიანს ლაფს ესვრიან, რაც ძალიან ბინძური საქციელია.

ძალადობას არავინ ამართლებს, ჩვენც ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით არანაირი მტკიცება არ არსებობს იმისა, რომ ნიკა მოძალადეა და სასამართლოსაც ეს ვერდიქტი არ გამოუტანია.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს. ბასილაშვილის თამაშების ყურება დოჰაში უბრალოდ სასიხარულო იყო. იჯექი ტელევიზორთან და იღებდი სიამოვნებას ძალიან მაღალი კლასის ჩოგბურთელის ულამაზესი თამაშით და გეამაყებოდა, რომ ის ქართველია.

ნიკას თავის "საფირმო" ფორჰენდი ყველა შეხვედრაში მისდიოდა. ის მეტოქეს მუდმივად ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა, ანერვიულებდა და უბრალოდ შანსს არ უტოვებდა.

ფედერერთან გეიმის მოგებაც კი ბევრი ჩოგბურთელისთვის საოცნებო ამბავია. ბევრი იტყვის, რომ როჯერს დიდი ხანია არ უთამაშია, ის ასაკშია და მარცხიც ამის ბრალი იყო, თუმცა როდესაც კორტზე შენს წინააღმდეგ მსოფლიო სპორტის გენიოსი დგას და შენ ახერხებ იმდენს, რომ მას თამაში შემოუტრიალო, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ თავადაც დიდი სპორტსმენი და ჩოგბურთში მნიშვნელოვანი პერსონა ხარ.

ბასილაშვილისთვის საქებარი სიტყვები დიდ ჩოგბურთელებს არაერთხელ უთქვამთ. მას ძალიან უხერხული და ძლიერი მეტოქე თვით ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმაც კი უწოდეს.

ნიკოლოზი არის ადამიანი, რომელმაც თავისი დაუღალავი შრომით, თავისი ფინანსური რესურსებითა და მონდომებით მიაღწია იმ დიდ შედეგს, რომელიც მან უკვე დააფიქსირა.

ძნელია, იპოვნო შენს თავში ძალა, ძნელია იყო შენს თავზე ძლიერი, როდესაც შვილის ნახვის უფლებაც არ გაქვს... ამ დროს სპორტი და ჩოგბურთი შენთვის თითქოს მეორეხარისოვანი ხდება, თუმცა ნიკა პროფესიონალია და მან თავის თავს უთხრა, რომ შეუძლია, მას შეუძლია იყოს ისეთივე ძლიერი, როგორიც ამ საშინელ მომენტებამდე იყო.

დაჯილდოვებისას ბასილაშვილმა შვილს მიმართა და უთხრა, რომ ლუკასი ამ სამყაროში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია და ძალიან ენატრება. იმედი ვიქონიოთ, რომ მას მალე შვილის ნახვის საშუალება მიეცემა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ ოცნება აქვს, ტურნირებზე ლუკასთან ერთად იმოგზაუროს.

ნიკოლოზმა კარიერაში მეოთხე ATP ტიტული მოიგო. მას აქამდე ორჯერ ჰამბურგში და ერთხელაც ბეიჯინგში ჰქონდა ჩემპიონობა მოპოვებული.

ახლა ბასილაშვილმაც რეიტინგშიც წაიწია 5 საფეხურით წინ და 37-ე პოზიციას იკავებს, მისი საბანკო ანგარიში კი 69 520 დოლარით შეივსო.

ნიკოლოზი დუბაიში გადაინაცვლებს, სადაც დღეს 500-იანი საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი დაიწყო. მისი მეტოქე 1/16-ფინალში აშშ-ის წარმომადგენელი ტეილორ ფრიცი იქნება, რომელსაც ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე უკვე სძლია.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ნიკოლოზს წარმატებები ვუსურვოთ. ნიკა მადლობა, მადლობა, რომ ნამდვილ ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ სიამაყით აუვსე გული და ამ მძიმე პერიოდის დროს ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი სიხარული მიანიჭე.

• ზურა

ბაია პატარაია უფლებადამცველი კი არა, უფლებადამრღვევია

• Goga

de.sportplus.live - ak sheizleba ikos livestream xvalindel tamashze

• semi

ყველაზე დიდი ტალახის სროლა მაშინ მიდიოდა ბასილაშვილზე როდესაც წინა სეზონებში მარცხდებოდა მის გვერდზე ქართველების სალაძღავი კომენტარები და თამაშების ჩაწყობაში ბრალდებები ისმოდა. ცოლთან ურთიერთობას თავად გაარკვევს და ეს ვაი გულშემატკივრები ჭკუას არასდროს ისწავლით.

• ქობულეთიდან

ძალიან გაგვახარა ნიკას წარმატებამ და ვულოცავ ყველას, ვინც გულშემატკივრობს ქართულ სპორტს.შეილება კაცს სპორტი არ გიყვარდეს,მაგრამ როდესაც შენი ქვეყნის სახელით კაცი ამხელა წარმატებას აღწევს,როგორ შეილება არ გიხაროდეს? სიხარულს ვიღან ამბობს,წერილობით მიმართეს ტურნირის ორგანიზატორებს რომ ნიკა მოეხსნათ გათამაშებიდან. მისი წარმატება ხომ შენი ქვეყნის წარმატება და სახელია? მაგრამ გრანტიჭამია ბაბუცას და მისნაირებს, ოღონდ ფული დაანახე და 2 შაურში გაყიდიან ქვეყანას ისე,თვალსაც კი არ დაახამხამებენ.ამიტომაც ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში.

• დიახ

მათ ენაზე ეგრეა! ნიკას წარმატებები!

• გულშემატკივარი

ხვალ 16 მარტს ჩვენი დროით დილის 10 საათზეა ჩანიშნული ბასილაშვილისა და ფრიცის შეხვედრა . ამჯერადაც არც ერთი ტელევიზია არ გეგმავს ტელეტრანსლიაციას , ხოოდა იქნებ თქვენ მაინც დადოთ ხოლმე ლინკი , სტრრიმი სადაც შესაძლებელი იქნება შეხვედრის ხილვა . მადლობელი დაგრჩებით , ქართველი გულშემატკივარი.

• shoda

ყოჩაღ ლაშა!

• gulshematkivari

ბეიჯინგი გადაარქვეს ჩინელებმა თვითონ. ლიტვა ლიუტუვას პონტია

• ნიკა! ამ შლეგიანებს არ მიაქციო ყურადღება. წარმატებები შენ. ნინი

ბაია, დოროყა და სხვებო... წაიკითხეთ კომენტარები და დარწმუნდებით, რომ ნიკას გვერდით უამრავი ხალხი დგას! აი თქვენს გვერდით ვინ? ნეტავ რატომ?!

• სტატუს ქუო

ბეიჯინგი სადაა? პეკინში ხომ არა?

• Levani

Yvela jurnalists movuwodeb-lasha begiashvils mibadzet da qveyanas emsaciret tqveni jurnalistobit

• კახა ქ.

ძმისგან ნამდვილად არ გამოდის, მაგრამ ნიკას მეგობრებმა დაგეგმეთ ერთი კარგი თავშეყრა ამ საქაჯეთის ოფისთან და ცოტა შეანჯღრიეთ,ანახეთ ყველას რომ ესენი ვერ შექმნიან ამინდს თავისი ლიბერასტობით და ვითომ სამართლიანობით ჩვენს ქვეყანაში.ეჭვი არ მეპარება,ბევრი გულშემატკუვარიც გვერდით დაგიდგებათ,ოღონდ მიდექით მოდექით.ბევრი გყვავს ნიკასნაირი სპორტსმენი,ამხელა სიხარულს რომ ანიჭებს და სახელს უთქვამს ჩვენ ქვეყანას.წარმატებები ნიკას.

• დიმო

მაგარი სტატიაა!!!

• ეკა

კაცი მთელი ცხოვრება შრომა-წვალებაშია, ღირსია გამარჯვებებისთვის და ბედნიერებისთვის....რა ჭირთ ამ ხალხს ვერ გამიგია...ნუთუ ასეთი ძნელია რომ გაჩუმდნენ..ყოფილ ცოლზე თავისივე სურათი ლაპარაკობს...

• ჟორა

იცით რა, არიან ქალები, რომლებიც ქმრების კარიერას საკუთარ კარიერას სწირავენ და თვითონ ჩრდილში რჩებიან. თუმცა ამ ქალბატონს მგონი შესაწირიც არაფერი ჰქონდა, ყოფილიყო ჭკვიანად და საქართველოსთან ერთად ეხარა ქმრის წარმატებით. სწორედ ეს სჭირდებოდა ქვეყანას მისგან და როგორც ნიკოლოზის სახელია ჩაწერილი ქვეყნის ისტორიაში, ეს ისტორია მის სახელსაც არ დაივიწყებდა. ის კი ბაიას და მისდაგვარ პუწაწკებს აჰყვა და ამ ბრწყინვალე ვარსკვლავის ჩაქრობა მოინდომეს, მაგრამ უფალი მართალ კაცს არ გაწირავს.

• TanoLife

ქალბატონო, ბაია როგორ ხართ?

• კარგით რა

ვაა₾/მეინეთ ამ არასამთავრობოებს აქედან.ეგენი ანადგურებენ ქვეყანას

• დო მაჟორი

ამ რთულ პერიოდში ხალხისთვის შვების მომნიჭებელია ქართველი სპორტსმენების წარმატებები. ჩვენ ეს გულწრფელად გვახარებს, რის გამო დაგვცინის და სიძულვილის ენით გვამკობს ვითომ უფლებადამცველი. მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომ გვაჩუქა წარმატების განცდა. ახალი წარმატებები!

• ინგა ნინუა

დიახ, მადლობა ნიკას ნამდვილი გმირობისთვის. მხოლოდ ერთი შესწორება0 მისთვის პრობლემა ქართველებს არ შეუქმნიათ, მანქურთებმა შეეუქმნეს, ეგ ხალხი არავინ არაა და არც სამშობლო აქვთ. ნიკას შვილს კი პატრონი სჭირდება. არ შეიძლება ბავშვი ცილისმწაბებელ, ხარბ და უსინდისო გამომძალველებთან იზრდებოდეს. იმედია, სასამართლო ბასილაშვილს მიაკუთვნებს შვილის აღზრდის უფლებას.

• BOSS

ბეიჯინგი არა კვერცხი - ქართულად არის პეკინი!!!

• ჰაიაბუსა

კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთ?

• მსხვერპლშეწირვა

მზად ვარ - გავიღო მსხვერპლი და ვთავაზობ ბაია პატარაიას - ბაია, მოდი მე და შენ პარიტეტულ საწყისებზე, უფლებების სრული დაცვით “იმასვქნათ.” დაგაწყნარებს..

• გაიოზი

კარგი სტატიაა!...გაიხარეთ!!...

• gori

გაიხარე გაგვახარე, მადლობა.................

• ჰაიაბუსა

აი ასსე რა..კიდევ და კიდევ უნდა იწერებოდეს მსგავსი სტატიები პრესაში,რომ ის ზღვარგადასული ტყუილი,ბოღმა,უზრდელობა და ლიბარასტული ქაჯობები გავანეიტრალოთ სად არიან ყოფილი ჩოგბურთელები,სპორტცმენები და ცნობილი სახეები??არ უნდა "დაუპაძერჟკოთ"??? თუ გეშინიათ,რომ ამ არსებებმა,რომელთაც სამშობლოს აღქმა არ აქვთ და ღვთიურის განცცდა,არ გაგაკრიტიკონ?? რასაც ვუყურებთ ეს 2 დღეა მხოლოდ გულშემატკივარი იცავს ნიკას(მთავრობის წევრებმაც კი მიულოცეს) დაე იცოდნენ ამ ბაბაიაგებმა და სულდა ტ..აკ გაყიდულებმა,რომ ჩვენს ჩემპიონს არავის დავაჩაგვრინებთ!!!!! არ დაბლოკოთ!!!

• შოკირებული გულშემატკივარი

გაიხარე ნიკოლოზ და მალე პატარა ლუკასთან ერთად მყოფმა შეუტიე ახალ სიმაღლეებს!

• მოქალაქე

წარმატებეი ნიკოლოზ! მადლობა ერის და ქვეყნის კიდევ ერთხელ ყველასთვის გაცნობისთვის!

• ILIA

საქართველოს სიამაყე!

• სო-კო

სრულიად ვეთანხმები და ვიზიარებ სტატიის შინაარსს!!!!!!!! დიდი მადლობა ნიკა ბასილაშვილს იმ სიამაყისთვის, რასაც მისი თამაშის დროს განვიცდიდით!!!! არა ძალადობას!!!!! არა ცილისწამებას!!!!!!! არა ბინძური ფულით დაფინანსებულ ცილისმწამებლურ კამპანიებს!!!!! მადლობა ნიკოლოზ!!!!!!!!!!!!!

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა

რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში

უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!

ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა