"რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში გასვლაზე "უფა" 3:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ყაზანელებმა 2:0 მოიგეს და ორივე გოლში მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო – ჯერ საგოლე გადაცემა დენის მაკაროვს გაუკეთა, რომელმაც ულამაზესი გოლი შეაგდო.

მალე კი თავად ხვიჩამ მოახერხა გატანა და ანგარიში 2:0 გახდა.

მეორე ტაიმში, 83-ე წუთზე ხვიჩა იგნატიევმა შეცვალა. "უფას" რიგებში კი ჯიმი ტაბიძემ სრული მატჩი ჩაატარა და უნდა ითქვას, რომ "რუბინის" სერბ ფორვარდ ჯორჯე დესპოტოვიჩს გასაქანი არ მისცა.

"რუბინმა" ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა ("სოჭის" მსგავსად) და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე აინაცვლა. "უფა" კი ბოლოს წინა, მე-15 ადგილზეა 14 ქულით.

მგონი ხვიჩამ დიხანიაზე მეტი უნდა იმუშაოს, ზოგადად მაგარი მშრომელი ბიჭია, გაიხარე .......
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ერთი მხრივ არსებობენ ვახოსნაირი შემდგარი და განათლებული ადამიანები და მეორე მხირვ არსებობს ვინმე 'ტოტტი' რომელსაც კომპლექსებით სავსე ცხორება აქვს!
gogia
ხვიჩა არ ჩერდებაო მერე მანდ არავინაა ისეთი ვინც გააჩერებს რაღას უყურებთ.
vaxos
ვინც ჩამოთვალე იმათ კვარას როგორ ადარებ? ხვიჩა უ-15-ში თამაშის დროს გაასწრო მაგ მოყვარულებს,ისე მაინტერესებს ხვიჩას თამაშები ნანახი თუ გაქ? კვარა მსოფლიო დონის ფეხბურთელია და ვიღაც მოყვარულებს ნუ ადარებ
ლშა
აი რატოა ცოტა ზედმეტი , როცა ჩვეულებრივი ასისტია და სტატისტიკაში ეწერება ისკო და თავი მოიკლა, ტროცა შეიძლება დაგამტვრიონ ეგეთი ტექნიკურ ფეხბურთელი
ლშა
რაიო ?
vaxo
ხვიჩას წარმატებები პროფესიულ კარიერაში. ის თუ ასე მონდომებით და ტემპით გააგრძელებს, 2-3 წელიწადში დაეწევა საბა ლობჟანიძეს,ბაჩანა არაბულს, ბუდუ ზივზივაძეს და სხვა წამყვან ქართველ ლეგიონერებს. წარმატებები ხვიჩა. შურიანებო,ცუდი კომენტარების დასაწერად რომ გცალიათ მხოლოდ, შეაქეთ ეს ბიჭი და მეტი სტიმული ექნება!
ვახო
მე არ ვარ მეგრელი, ვარ მესხი. მეგრული და სვანური იგივე ქართული ენებია და თუ სურთ დაწერონ მეგრულად, რატომ უნდა დაბლოკონ? ჩვენ რომ არ გვესმის, არ ნიშნავს რომ მეგრულად და სვანურად არ უნდა ისაუბრონ, როგორც ვიცი ქართული ენა სავსეა ბარბარიზმებით და მეგრულში და სვანურში უფროა შემორჩენილი ძირძველი ქართული სიტყვები და ენის სიმდიდრე
პაატა
1. ძალიან მინდა ამ ბიჭმა დიდი ფეხბურთი ითამაშოს და მალე ვიხილოთ დიდ გუნდში. 2. საგოლე პასი ცოტა ზედმეტია. იქ მთავარი მაკაროვის შესრულება იყო. 3. თავის გოლზე კარგად გაიხსნა და კარგადაც დაარტყა. 4. მეორე ტაიმში დაღლა ეტყობოდა, აღარ მოსდევდა ჟინით მოწინააღმდეგეს.ევროპაში ეგ არ მოეწონებათ, ნახეთ 30 წელს გადაშენებული ჯორდი ალბა რას აკეთებს ფლანგზე. ხვიჩას ევროპაში, თავისი პოზიციიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მოძრაობა მოუწევს. 5. უფალს ვთხოვ, რომ ამ ბიჭმა დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
პაატა
1. ძალიან მინდა ამ ბიჭმა დიდი ფეხბურთი ითამაშოს და მალე ვიხილოთ დიდ გუნდში. 2. საგოლე პასი ცოტა ზედმეტია. იქ მთავარი მაკაროვის შესრულება იყო. 3. თავის გოლზე კარგად გაიხსნა და კარგადაც დაარტყა. 4. მეორე ტაიმში დაღლა ეტყობოდა, აღარ მოსდევდა ჟინით მოწინააღმდეგეს.ევროპაში ეგ არ მოეწონებათ, ნახეთ 30 წელს გადაშენებული ჯორდი ალბა რას აკეთებს ფლანგზე. ხვიჩას ევროპაში, თავისი პოზიციიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მოძრაობა მოუწევს. 5. უფალს ვთხოვ, რომ ამ ბიჭმა დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
ქაზიმ
გეგიხვამუ ლაზონაშე
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ავტორს,მე აქ კომენტი დავწერე და იმედი მაქვს შენ არ დაბლოკე! ამ ანლაიქის ავტორებს მივმართავ! ვის გულშემატკივარობთ თქვენ?! კაცი ამ კაცის მშობლიურ ენაზე წერს,რომ კარგი კაცი ხარ,გული კაცი ხარო და თქვენ რა დღეში გაქვთ ნერვები?! სამარცხვინოები!
ტოტტი
რატო არ ბლოკავთ ამ მუკოკო წიე და ეგეთ კომენტარებს .
Ttt
ეს მარკაროვი სადაურია? ნატურალიზება ხომ არ შევთავაზოთ?დდდდდდდ
გუიო
ხვიჩა ყოჩაღ ძმაო, მაგრამ ვაღიაროთ, რომ საგოლე პასი სახსენებელიც არაა, ლამის ცენტრიდან გაიტანა ტიპმა.
sul2
ხვიჩას წარმატებები!!! აი ჯიმი კი აშკარად უკეთეს გუნდს იმსახურებს, როგორც მინიმუმ ლოკომოტივის დონეს ნამდვილად გაქაჩავს. ძალიან გვჭირდება ტაბიძის კარგი სათამაშო ფორმა და დონე, კაშია-კვირკველია უკვე წარსულია და ხოჭო და ჯიმი გვჭირდება მაქსიმალურად კარგ გუნდებში, შესაბამისად კარგ ფორმაში.
აი ასე
Cool man
Achi
სულ ფეხის გულებში აყურებინე მაგ ოკუპანტებს და ანახე ქართული ფესვები, და ეს გამწარებული ქვეყანა ნაკრებშიც გაგვახარეთ ბიჭებო
Levani
Gaisad evrotasebistvis uketesi mwvrtneli chirdeba rubins da cxadadze undat ro miiyvanon
სოსო
ამ თამაშში, რეალურად,ხვიჩა ძალიან აქტიური და გამოსაჩენი არ ყოფილა.საკუთარ ფლანგზე,საკმაოდ კარგად ხვდებოდნენ და ისიც,ხან ცენტრში,ხანაც მარჯვენა ფლანგზეც გადადიოდა.ის და მაკაროვი ადგილებს იცვლიდნენ და მათი შემხედვარე,სხვებმაც ისეთი დრიბლინგები აკეთეს,თქვენი მოწონებული.გუნდი თვალდათვალ, სულ უფრო თავდაჯერებული ხდება.მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი,მაკაროვი იყო.მასაც ბევრი დაადგავს,თვალს.ისე მოჩანს,რომ სამოშნიკოვს,მარცხენა მცველს,შესაძლოა ვინგერობაც ჩააბარონ.წინ თამაშში,მანაც ძალიან მოუმატა.ერთი სიტყვით,ბრავო სლუცკის.ვისაც რა შეუძლია,ყველასგან მაქსიმუმს იღებს.
ზაზა
ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა ხვიჩამ გოლს პლიუს პასი მშვენიერ ფორმაშია და თვითნ კლუბიც ძალიან კარგად გამოიყურება 4 ქულა აშორებთ მეორე ადგილს და 3 ქულა ევროზონას დიდი შანსი აქვთ არამარტო ევროლიგის არამეტ ჩემპიონთალიგის საგზურის მოპოვებისაც კი მთავარია დარჩენილ შეხვედრებშიც მაქსიმალური ქულები აკრიფონ წარმატებები ხვიჩას წარმატებები რუბინს. რუბინის მაგალითი თვალსაჩინოდ აჩვენებს იმას თუ რამდენს ნიშნავს კარგი მწვრთნელი გუნდისთვის.
კ ო მ ბ ლ ე
საგოლე პასი ქვია მაგას? ნამუსი სულ დაკარგეთ ხომ?
zaza
კვარა ეგრე გააგრძელე, შემდეგ ტურში ცოტა თავს გაუფრთხილდი შენ იმედზე ვართ ყველანი სანაკრებო თამაშებზე!!! სლუცკის კი ბრავო, მაგარი მწვრთნელია. აი ეგ დახატავადა საქართველოს ნაკრებს რა!! რუბინს შემტევ ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს არადა სხვა კლუბებს ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ!
საბურთალო
ყოველდღე უმატებს თამაშს ჩვენი ქვეყნის იმედი, გენაცვალე ჟილკიან ჯიგარში, აგიშენდა ოჯახი დასნეულებული ქვეყნის მოსახლეობის გახარებისთვის, მადლობა.............
ბაჩი
გერჲ კოჩჲ გურჲ კოჩჲ ხვიჩა❤️
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან