ჩოგბურთის დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა და ამით მან კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ბასილაშვილმა ქართულად მიმართა შვილს: "ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის".

საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავს, რომელიც დედასთან, ნელი (ნეკა) დოროყაშვილთან იზრდება. წყვილი სკანდალურად დაშორდა ერთმანეთს. ცოლმა ის ძალადობაში დაადანაშაულა, რის მერეც ჩოგბურთელი დააკავეს კიდეც, თუმცა ბასილაშვილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამ საქმეზე საბოლოო სასამართლო განხილვა ჯერ არ გამართულა.

ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იცავს. ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დავა გრძელდება.

გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის შვილისადმი ემოციურ მიმართვას მისი ყოფილი მეუღლის ადვოკატი ანა აბაშიძე გამოეხმაურა:

"ამას არ დავწერდი ნამდვილად, რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწად-ნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით", - დაწერა ანა აბაშიძემ.

ადვოკატის პოსტს გამოეხმაურა უფლებადამცველი ბაია პატარაიაც:

"ესეც თქვენი სანაქებო კაცი, შვილს (და არა ცოლს, ცოლს უკვე წაართვა) სახლს ართმევს სასამართლოთი და წელიწად-ნახევარია ალიმენტს არ უხდის ბავშვს. ასევე, სასამართლოთი აქვს აკრძალული შვილთან მიახლოება - ნეტა რატო? პ.ს. არაიურისტებისთვის დავამატებ, რომ ალიმენტის არგადახდა ეკონომიკური ძალადობის ფორმაა.

პ.პ.ს. მალე ყველა გაიგებს, ვინაა ეგ კაცი სინამდვილეში", - წერს ბაია პატარაია.

პატარაიას სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა მხარი დაუჭირა მას, ზოგიერთი პირიქით, ბასილაშვილის ყოფილ ცოლს ადანაშაულებს ამ სკანდალში. ინტერნეტმომხმარებელი ლაშა ბექაური წერს:

"შვილი იარაღად არ უნდა აქციო ფულის მისაღებად. ამ საჯარო დაპირისპირებამდე რა თანხას იღებდა ყოფილი ცოლი? ძაან ვცდილობ შენი გადასახედიდან შევხედო, საკუთარ ფემინისტობასაც ვადასტურებ და ქალთა უფლებებს, მაგრამ ასეთი ქეისები განცდას მიჩენს, რომ ქალის როლს სწორედ ასეთი ფულზე მონადირე ინდივიდები აკნინებენ. ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ, თუ მაგ გოგოს ქონებიდან წილი და ათასები არ მოუთხოვია და არ მიუღია განქორწინების შემდეგ... და თან მხოლოდ ქართველ ქალთან რომ აქვს ამ ბიჭს პრობლემები, ქართულ პროკურატურასთან და ის გერმანელი გოგო მაზოხისტია ალბათ ხომ?!".

მას ბაია პატარაიამ ასე უპასუხა:

"და რა თანხას იღებდა? არაფერს, ნულს! ქონებაც კი არ გაუყო ნახევარი, რაის ნახევარი? ერთი 100 000 ძლივს მიაშავა მთელი ამხელა ქონებიდან ცოლს. შვილს კიდევ სახლს ართმევს. ასევე ალიმენტი ბავშვისაა და არა ცოლის, იქნებ ოდესმე შეიგნოთ ეგ ქართველმა კაცებმა".

თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ასევე ნეკა დოროყაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ანა თავხელიძე:

"ბასილაშვილის საქმეზე ვინც შემაკავებელ ორდერებს ეჭვის თვალით უყურებთ, მინდა მათთვის დავწერო რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:

1. პოლიციამ 6 შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოწერა გამოძიების დაწყების შემდეგ.

2. შემაკავებელი ორდერების განხილვის დროს ადვოკატებმა წარვადგინეთ იმაზე მეტი მტკიცებულებები, ვიდრე დაკავებას და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას დაედო საფუძვლად.

3. შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვების საკითხს სასამართლო იხილავდა დაახლოებით 18 საათი.

4. შემაკავებელი ორდერების განხილვისას, დაზარალებულის ჩვენების გარდა, დავკითხეთ მოწმეები, გამოვიკვლიეთ აუდიო და ვიდეოჩანაწერები, სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა არაერთი მტკიცებულება.

5. ამ საქმეში შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვებაზე მსჯელობისას სასამართლომ იმაზე უფრო მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტი გამოიყენა, ვიდრე სხვა "ჩვეულებრივ" საქმეებში იყენებს.

6. სასამართლომ ჯერ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტს და შემდეგ იმსჯელა, ხედავდა თუ არა ძალადობის განმეორების რისკებს. ვინაიდან რისკები დაინახა, მან ძალაში დატოვა შემაკავებელი ორდერები.

7. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ დაინახავდა ძალადობის განმეორების რისკებს, შეეძლო შემაკავებელი ორდერის პირობები შეეცვალა, მაგალითად, შეემცირებინა ვადა, დაერთო კომუნიკაციის აღდგენის ნება და ა.შ. რაც არ გააკეთა სასამართლომ.

8. თუ მხარე ხედავს, რომ სასამართლო იღებს უკანონო ან/და დაუსაბუთებელ გადაწვეტილებას, შეუძლია ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს, რაც მხარემ არ გააკეთა. ცხადია, გასაჩივრება მათი უფლებაა და არა ვალდებულება.

9. შემაკავებელი ორდერების გამოცემის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეს დაემატა ძალიან ბევრი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნების, მოწმეების და სხვა მტკიცებულებების სახით.

შევეცადე შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით შეკითხვები შემეჯამებინა. აი, ამიტომ ვამბობთ, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები".

დავინტერესდით, გაგვეგო, რატომ ართმევს შვილს სახლს სპორტსმენი და რატომ არ უხდის ალიმენტს? - ვესუბრებით ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატ ირმა ჭკადუას.

- ქალბატონო ირმა, ეპატაჟურს უწოდებენ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამოსვლას ნელი დოროყაშვილის ადვოკატები და ამბობენ, წელიწად-ნახევარია მას შვილისთვის ალიმენტი არ გადაუხდიაო. რატომ არ უხდის ალიმენტს შვილს?

- ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ მისი ყოფილი მეუღლე და ბავშვი სრულად უზრუნვეყოფილნი არიან როგორც სოციალურად, ასევე ეკონომიურად. კონტრაქტის საფუძველზე მათ მიიღეს მილიონზე მეტის ღირებულების ქონება, რაც მოიცავს საცხოვრებელ სახლს და კომერციულ ფართს. ფართიდან ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ლარი აქვთ შემოსავალი. ასევე, 2020 წლის დეკემბერში ცოლმა ნიკასგან საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო. თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ. მერწმუნეთ, ის სრულად არის უზრუნველყოფილი. ჩვენ დავინახეთ ნიკოლოზ ბასილაშვილის დამოკიდებულება შვილისადმი, თუ რამდენად გულწრფელია და დანარჩენის შეფასება საზოგადოებისთვის მიგვინდვია. ვინ არის გულწრფელი და ვინ არის ყალბი ამ ისტორიაში, ეს აშკარად ჩანს.

- რაც შეეხება ალიმენტს, რა თანხის გადახდა აქვს მას დაკისრებული ალიმენტის სახით და რატომ არ იხდის?

- ალიმენტი ცალკე მას დაკისრებული არ აქვს, ვინაიდან მათ შორის საკონტრაქტო სხვა პირობები იყო გათვალისწინებული. რას ჰქვია ალიმენტი, როცა სხვა შემოსავლებით ხარ უზრუნველყოფილი. მას ჰქონდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალიმენტიც გადახდილი, ხოლო ამჟამად ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს ნელი დოროყაშვილმა და ითხოვს გარკვეულ ალიმენტს.

- მაინც რა თანხა აქვს დაკისრებული მას სასამართლოს მიერ?

- საერთოდ არ აქვს მას დაკისრებული ალიმენტი სასამართლოს მხრიდან.

- ქალთა უფლებების დამცველები - ანა აბაშიძე და ბაია პატარაია წერენ, ბასილაშვილი შვილს სახლს ართმევსო. ამაზე რას იტყვით?

- მართალი გითხრათ, ვცდილობ, საერთოდ არ წავიკითხო აღნიშნული სტატუსები, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ ამბობენ სიმართლეს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვს აქვს საცხოვრებელი სახლი, სადაც ის ცხოვრობს და კომერციული ფართი, საიდანაც იღებენ შემოსავლებს და არის სრულად უზრუნველყოფილი.

- ამ სახლის წართმევაზე შეტანილია საჩივარი სასამართლოში?

- არა, ეს ტყუილია, დოროყაშვილი დამატებით ითხოვს კიდევ სხვა სახლს.

- ბაია პატარაია წერს, მამას შვილთან ურთიერთობა აკრძალული აქვსო. რატომ?

- ესეც არის ტყუილი, რომ მას აქვს სასამართლოთი აკრძალული შვილთან მიახლოება და კომუნიკაცია. ყველამ გაიგო, ვინ არის სინამდვილეში მართალი ამ ისტორიაში. იქნებ დაინტერესდეთ, ვის ნაყიდ სახლში ცხოვრობს ამჟამად ნელი დოროყაშვილი, რომლის ღირებულება დაახლოებით მილიონ ლარამდეა.

- თქვენ აღნიშნეთ, სოლიდური თანხა გადაუხადა დეკემბერშიო. ეს იყო შვილისთვის გაწეული დახმარება?

- ეს არის კონტრაქტის შედეგად გადახდილი თანხა.

- რა წერია კონტრაქტში?

- ამის თქმა არ შემიძლია. ამ საკითხებზეც ზოგადად არავისთან გვისაუბრია, რადგან ნიკა ბასილაშვილს არ უნდა ეკონომიკურ თემებზე ვილაპარაკოთ. ხედავთ, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატები ყოველთვის აპელირებდნენ, რომ ამ ისტორიაში ფინანსები არაფერ შუაში იყო, მაგრამ მათი კომენტარებით ყველაფერი გამოჩნდა, რა არის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ტყუილია, რომ საკუთარ შვილს სახლს ართმევს. სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, ნიკა ბასილაშვილის შეძენილია, საკუთარი ხელით გაკეთებული აქვს რემონტი. ასევე, ყოფილ ცოლს ჰყავს ავტომანქანა, მისცა კომერციული ფართიც და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს იქიდან ყოველთვიურად. რაც შეეხება დამატებით სახლს, რომელსაც ახლა დოროყაშვილი ითხოვს, იყო ამ სახლზე საუბარი, საჩუქრად უნდა გადაეცა ბასილაშვილს კიდევ ერთი სახლი მისთვის, მაგრამ გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო მეორე სახლის გადაცემის საკითხი შეჩერებულია. ეს დღეებია ნიკოლოზ ბასილაშვილის საწინააღმდეგო მოწოდებები ისმის. ბატონ ნიკოლოზს მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურდა, მაგრამ იმ აღვირახსნილი, შეურაცხმყოფელი კამპანიის გამო, რომელიც მის ისტორიულ გამარჯვებას მოჰყვა, იძულებულნი გავხდით, განცხადება გაგვეკეთებინა.

ჩვენი ოპონენტები მას მოიხსენიებენ, როგორც მოძალადეს. ეს ადასტურებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებადამცველებს უწოდებენ, ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებებს, ვინაიდან არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ბასილაშვილი გახლავთ მოძალადე ან დამნაშავე. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საგრანტო პროგრამების მისაღებად იყენებენ. მინდა, მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და არაერთხელ იქნა გამოყენებული სიძულვილის ენა.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დოჰას ტურნირიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის მოხსნას მოითხოვდნენო, თუმცა დოროყაშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ცრუ და ემსახურება ერთი მხრივ ხალხის მოტყუებას და სიცრუეში შეყვანას. არსებობს ასეთი დოკუმენტი მართლა და ვინ ითხოვდა კონკრეტულად ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნას?

- ამაზე მე გავაკეთე კომენტარი. უფრო მეტს ვერ გეტყვით. ადვოკატებს გვაქვს უფლება, არ დავასახელოთ ყველაფერი, უფრო მეტი გარემოება. მე რაც მინდოდა და რაც დადასტურებულია, ის ვთქვი. ვინ რას უარყოფს, ეს ერთია, მაგრამ სიმართლე სხვაა.

წყარო: ambebi

ქეზიმ ფაშა
კილიმანჯაროდანაა
DAVE
გთხოვთ ვინმემ მომაშავეთ 100,000
ავთოა
ადვოკატი არ ხარ შენ, დაინტერესებული მხარე და უვიცი ხარ

100 000 ძლივს მიაშავა!!! რა მაგარი ნათქვამია არა ?! მაგდენი თვლა თუ იცი საერთოდ ?! თუ მხოლოდ სხვის ჯიბეში ითვლი ფულს ?! შეგვეშვი რა თავი დაგვანებე რა წაიღე ტვინი რამეს მაინც წარმოადგენდე, რამე გაგიკითებია ან შეგიქმნია ღირებული ცხოვრებაში ამხელა ამბიციები რომ გაქვს და ყველას ჭკუას რომ არიგებ?!
ჰაიაბუსა
ადვოკატს როგორი ლექსიკა აქვს)) "ძლივს მიაშავა" ვაახ ალქაჯები და კუდიანები
სოლომონი
პატარაია ხალხს რომ თავი შეაზიზღა, მგონი განზრახ იქცევა ასე ვითომ მისი როგორც ქალის უფლება ირღვევა რომ მეტი გრანტები შეჭამოს.. მტკიცებულებათ ჩვენ კომენტარებს იყენებს..
shoda
რა დოროყნაშვილიც ბრძანდება, ადვოკატებიც ისეთები იქნებიან!
1
საქართველოში კანონით უნდა აიკრძალოს სხვა ქვეყნებიდან, ასევე გაურკვეველი წარმომავლობის თანხებით დაფინანსებული ე.წ "არასამთავრობოები", რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ატარებენ დამფინანსებლის პოლიტიკას, რაც ძალიან ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ ინტერესებთან.
N
ბატონებო! ნუ ეცდებით, რა, ჩაგვითრიოთ არასაჭირო დისკუსიაში. ჩვენ, უბრალო ქომაგებმა, ნამდვილად არ ვიცით და არც შეიძლება, ვიცოდეთ საქმის დეტალები. სანამ ყველაფერს ოფიციალურად წერტილი არ დაესმება, როგორ უნდა ვიმსჯელოთ და გავაკეთოთ დასკვნები ამა თუ იმ, თუნდაც ძალიან პატივცემული პირის გამონათქვამებით?! ეს რომ იყოს შესაძლებელი, სასამართლო რაღა საჭირო იქნებოდა?!
ბაია
ბაია, შენ რამდენი "მოგაშავეს" რო არ აჩერებ საინფორმაცი ღრუს?
Btc
ე.ი. რა 100 000 ხო ძლივს მიაშავაო, მილიონიანი სახლიო, ტესლა x სერიაო, ფართებიო რომელსაც აქირავებსაო... აფერუმ ამ ბიჭის ნერვებს რა... კიდევ უმადურობა გამიგია... ნიკა წარმატებები... გფარავდეს უფალი შენ საყვარელ ვაჟკაცთან ერთად...
ადვოკატი
ხალხი ამბობს ადვოკატი რაც მეტ თანხას დაცუნცლავს ბასილაშვილა მით მეტი შეხვდება ამხანაგ ადვოკატსო და ამიტომ წიკვინებსო, ადვოკატს მეტი ფულის შოვნა უნდა მუქთად და არაფერს ერიდება ასეთ ბინძურ პროვოკაციებსაც და უფრო უარესებსაც დაწერს დარწმუნებული ვარ.რასაც წერ მაგაში მოსამართლე უნდა დაარწმუნო. ბასილაშვილმა საქვეყნო საქმე გააკეთა,ქვეყნის სახელი გაიტანა მსოფლიოში და უამრავ ქართველს უდუდესი სიხარული მიანიჭა, ამისთვის დიდი მადლობა მას!
დიმო
ადვოკატი ხომ ხარ? უფლება დამცველი ხომ ხარ? მიდი და სასამართლოში გაარკვიე რა. ადვოკატი ხარ თუ პროპაგანდისტი რას წივიხარ. ზუსტად ფული რომ აქვს და მეტის წართმევა გინდათ მაგაშია საქმე, თორემ საქართველოში იმდენი ბავშვის უფლებები ირღვევა მაგრამ ბაიას ყვირილი მაგ მხრივ არც კი გაგვიგია.
ლუკა
ეს მზექალა პორტალების სარეიტინგო აქლემია? მიდი მოვდივარ აკოპირებს პალიტრა მედია თავის პორტალებში ერთი და იგივეს. რაგბი ხომ დავკარგეთ და აწი პალიტრაც მიყვება ვატყობ. მართლა გაყვითლდა
გიორგი-11
ამ კაცთმოძულე ადვოკატების მიზანია ბევრი უარყოფითი გამოხმაურების დაგროვება, რომ შემდეგ გრანტები მიიღოს თავიანთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. იქ პატრონება ატყუებენ, აქ უბრალო ხალხს და კიდევ, სხვათა შორის დოროყაშვილსაც.
გიორგი
დაანებეთ ნიკასთვის ტალახის სროლას თავი, რა გჭირთ ასეთი რა ბოღმა გაწუხებთ. დიდი სპორცმენი და მზრუნველი მამააა და ჭორაობას მორჩით.
თორნიკე
რაღაც 100000 დოლარიო და კიდევ 1 მილიონ ლარიანი სახლი. ღორობასაც აქვს საზღვარი. პარლამენტის წევრის ხელფასი 5000 ლარია, ანუ პარლამენტარის ხუთი წლის ხელფასი ჩაიდო ჯიბეში ტიპმა და ბავშვისთვის ფული არ ყოფნის. მთელი ცხოვრება ხომ არ უნდა არჩინოს ნიკამ ქალი, რომელიც შვილს საკუთარი კეთილდღეობის ფარად იყენებს? თუ არ ყოფნის ფინანსები მის შესანახად ქალბატონს და შრომის უნარი არ გააჩნია, მამა გაზრდის შვილს როგორმე. პ.ს. გერმანიაში ქირურგად ვმუშაობ წლებია და გასულ წელს დაქვითვამდე ჩემი შემოსავალი 88 ათასი ევრო იყო, ნუ რომ დაიქვითა 55 ათას ევრომდე დარჩა. ამ ფულით აქ ბინას ვქირაობ წელიწადში 12 000 ევრომდე რო მიჯდება და კიდევ ერთ ამდენს საქართველოში ოჯახს ვუგზავნი და ვეხმარები. ინფორმაცია იმათთვის ვისთვისაც 100000 დოლარი, რაღაც ძლივს მიშავებული 100 ათასია!
123...
თვითონ ამ ადვოკატს რამდენი მიაშავეს ყველაფერს რო კადრულობს
გიო
ასიათასს ისე იძახის ვითომ დოროყაშვილი შეიხის შვილი იყოს ასიათასი ცოტაა ხალხო ბავშვის აღსაზრდელათ? ეს მათხოვრები ბევრ ხალხს ასიათასი ცხოვრების განმავლობაში არ უნახავს
გიო
რამდენი ადვოკატი ყავს საიდან ამდენი ფული თუ ადვოკატებიც ხედავთ ფულის მოგების პოტენციალს გენაცვალე ნიკოლოზ ლარი არ გადაუხადო ქალი რომელიც ფულზე თხოვდება ასე უნდა მოექცე ხოლო ყველა ქართველს ესმის რო ბავშვი სრულწლოვანების შემდეგ შენთან იქნება და მას ისედაც ეკუთვნის შენი ქონება ასეთ მათხოვრებს ვერ ვიტან თითქოს ძალადობა რო მოიგონეს მაგრამ ხომ ყველამ ვიცით ფულია მთავარი
თემური
შვილზე ზრუნავს ბასილაშვილი და არა ყოფილ ცოლზე, გაითავისეთ ბოლო ბოლო რა! 100 000 ზოგი ოჯახი ათწლეულში ძლივს შოულობს (ეგაც ჯამურად) და ბავშვს მაინც ზრდიან ჩამოყალიბებულ ადამიანად. თან სრულიად ჯანმრთელია ეს ბავშვი.. რაღაც სპეციალური დახმარება ხო არ ჭირდება არა.. ბრმა უნდა იყო ახლა რომ ვერ ხვდებოდე ის 100 ათასი შვილს ხმარდება თუ დოროყაშვილს. ბავშვს ახლა რაც სჭირდება მამასთან ახლოს ყოფნაა და მისგან სითბოს მიღებაა და არა მილიონი ქაღალდის ნაჭერი. ყველაფერი ფულზე ხომ არ გადის.. ადამიანებს აღარ გავხართ
ბოღმიან ქალებს რა გეშველებათ
მეცოდებიან ეს უნიჭო ქალბატონები, მართლა გულით მეცოდებიან, ვერაფერს რომ ვერ აღწევენ ცხოვრებაში და ისღა დარჩენიათ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით იშოვონ რამე, ერთი 100000 ძლივს მიაშავა მაგარი იყო...
სიმართლე ეს არის.
ნიკას და ამ ალქაჯის სახეს შეხედეთ და მივხვდებით თუ ვინ არის მოძალადე, რასაკვირველია ალქაჯი.
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა